განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003161247
საქმე №1-774/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ გ--–--------ის
ბრალდებულის - შ----- გ-------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075281017002 საქმე:
ბრალდებულ შ----- გ-------ის მიმართ
მამის სახელი: ი-----–-
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: უ-----–---
ნასამართლობა: მქონე
ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. ბ---------------------–------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განაჩენით, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი შ----- გ-------ე, 2017 წლის 30 აგვისტოს, ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩაზე, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2. ბრალდებულმა შ----- გ-------ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ შ----- გ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. მოწმეების - ს---–-------------–---–-----------------------–---–----------–------ის ჩვენებები, 2017 წლის 28 ოქტომბერს შედგენილი №MIA 8 17 02 599749 პატაკი, მოწმე რ----–------ის მონაწილეობით, 2019 წლის 07 ივნისს შედგენილი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, რა დროსაც რ----–------ემ, მის წინაშე წარდგენილი ოთხი ფოტოსურათღიდან ამოიცნო ფოტოსურათი ბრალდბულ შ----- გ-------ის გამოსახულებით, როგორც პიროვნება, რომელსაც 2017 წლის 30 აგვისტოს, პირადი გასინჯვის დროს აღმოაჩნდა საკეცი დანა; 2017 წლის 30 აგვისტოს შედგებილი ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმი, რომლის თანახმადაც, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე შეჩერებული იქნა მამაკაცი - შ----- გ-------ე, რომელმაც წარადგინა საკეცი დანა; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 03 ოქტომბრის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის Nც.ი..160 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა - არის მჩხლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას; 2015 წლის 10 ნოემბრის განაჩენი, რომლის თანახმად, შ----- გ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381 მუხლის პირველი ნაწილითა და 273-ე მუხლისთ გათვალისწინებულ, განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენაში.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი შ----- გ-------ე - კავლავ ატარებდა ცივ იარაღს.
სამართლებრივი შეფასება :
7. ამდენად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განაჩენით - განზრახ ნაკლებად მძოიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი შ----- გ-------ე - ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
8. შ----- გ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
9. შ----- გ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
10. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
11. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
12. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
13. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაებია ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დადებითი დახასიათება.
14. საქართველოს სსსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე ვადით ან/და თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.
15. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ----- გ-------ეს, სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარიოს ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
16. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს შ----- გ-------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
17. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შ----- გ-------ის პირადი გასინჯვის დროს ამოღებული დანა, რაც იახება საგამოძიებო ორგანოში - უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: შ----- ი-----–-ს ძე გ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ნივთმტკიცება - შ----- გ-------ის პირადი გასინჯვის დროს ამოღებული დანა, რაც ინახება საგამოძიებო ორგანოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი