გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210119002975778
N2/398-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.09.2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე დ----- მ-----–-–---–-
წარმომადგენელი ლ---- ლ----------
მოპასუხეები ნ--- შ-----–--, ბ------ კ--------, ს------ კ--------, ზ------
ა--------–---
წარმომადგენელი ა--- ბ-----
დავის საგანი საადვოკატო მომსახურეობისთვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს: ნ--- შ-----–--ს, ს------ კ--------ს, ბ------ კ--------ს და ზ------ ა--------–---ს, დ----- მ-----–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 10 000 ლარის გადახდა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2018 წლის 09 ივნისს დ----- მ-----–-–---–-- და მოპასუხეებს: ნ--- შ-----–--ს და ბ------ კ--------ს, ხოლო მოგვიანებით ს------ კ--------სა და ზ------ ა--------–---ს შორის დაიდო საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს, როგორც ადვოკატს უნდა განეხორციელებინა საადვოკატო მომსახურება ს------ კ--------სა და ზ------ ა--------–----------, ხოლო ნ--- შ-----–--მ, ბ------ კ--------მ, ს------ კ--------მ და ზ------ ა--------–---მ იკისრეს პასუხისმგებლობა საადვოკატო მომსახურების საზღაურის დათქმულ დროში და შეთანხმებული ოდენობით გადახდაზე.
მოპასუხეებს: ს------ კ--------ს და ზ------ ა--------–---ს ბრალდების მხარე ედავებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ჩადენილ იქნა 2015 წლის 01 აპრილს.
2018 წლის 09 ივნისს ქალაქ ქუთაისში შედგა შეხვედრა, ერთის მხრივ დ----- მ-----–-–---–-- და მეორეს მხრივ ს------ კ--------ს მშობლებს, ნ--- შ-----–--ს და ბ------ კ--------ს შორის. ამ შეხვედრაზე განხილული იქნა გასაფორმებელი საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობები. ამ სახელშეკრულებო პირობების ფარგლებში მოხდა ყველა არსებით პირობაზე შეთანხმება და მისი დადება ზეპირი ფორმით, იმავე დღეს.
მხარეებს შორის დადებული ზეპირი ფორმის საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოსარჩელე დ----- მ-----–-–---–-, როგორც ადვოკატი ვალდებული იყო საადვოკატო მომსახურება გაეწია ს------ კ--------სა და ზ------ ა--------–----------. საადვოკატო მომსახურების ფარგლებში მოპასუხეები მოითხოვდნენ ბრალდების მხარესთან მიღწეული ყოფილიყო საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით: ორივე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი ბრალდების მხარის შეხედულებისამებრ, ხოლო ჯარიმის სახით თითოეულს 1000 ლარის გადახდევინება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სანაცვლოდ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადაეხადათ საადვოკატო მომსახურების თანხა - 12000 ლარი, შემდეგი პირობებით: 2000 ლარი ხელშეკრულების დადებისთანავე ავანსის სახით, ხოლო საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვეაში - დარჩენილი 10 000 ლარი, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანიდან ხუთ დღეში.
2018 წლის 09 ივნისიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 15 ივნისისა, ის ქ. ბათუმში შეხვდა მოპასუხეებს: ს------ კ--------ს და ზ------ ა--------–---ს, რომლებთან ერთადაც დეტალურად განიხილა საქმის წარმოების სტრატეგიული მიმართულებები, ასევე საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების პირობები სრულად, მათ შორის საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების - 12 000 ლარის გადახდის პირობები, ასევე მათ განემარტა მისი მხრიდან, რომ მითითებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული იყო ს------ კ--------ს მშობლებთან და ამ უკანასკნელთან საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დადებული იყო ზეპირი ფორმით.
2018 წლის 09 ივნისს ნ--- შ-----–--მ შეთანხმებისამებრ, მოსარჩელის პირად ანგარიშზე ჩარიცხა მომსახურების საფასურის პირველი ნაწილი - 2000 ლარი, 2018 წლის 15 ივნისს მოსარჩელის მიერ გამოიწერა დაცვის ორდერი ორივე ბრალდებულის სასარგებლოდ დაცვის მიზნით.
საადვოკატო მომსახურების პერიოდში მოსარჩელეს არაერთხელ მოუწია რამდენიმე დღიანი ვიზიტი ქალაქ ბათუმში, ბრალდების მხარესთან შეხვედრების და მოლაპარაკების წარმოების.
ს------ კ--------ს და ზ------ ა--------–---ს ბრალი წარედგინათ 2015 წლის აპრილის თვეში. ამ პერიოდიდან 2018 წლის 09 ივნისამდე, მანამდე, სანამ მოსარჩელე როგორც ადვოკატი ჩაერთვებოდა საქმეში, მოპასუხეების: ს------ კ--------ს და ზ------ ა--------–---- კანონიერი ინტერესების დაცვას სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ადვოკატი ახორციელებდა. მიუხედავად მათი მხრიდან გაწეული მომსახურებისა აღნიშნულ საქმეზე შედეგის მიღება, რომელიც უკავშირდებოდა მოპასუხეებისადმი: ს------ კ--------სა და ზ------ ა--------–---- სასარგებლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ვერ იქნა მიღწეული.
საბოლოოდ მისი მხრიდან კვლაფიციური საადვოკატო მომსახურების განხორციელების შედეგად, 2018 წლის 09 ნოემბერს ბრალდების მხარეს, ს------ კ--------სა და ზ------ ა--------–---ს შორის შედგა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პრობებით: სასჯელის სახით თითოეულს განესაზღვრა 02 წელი პირობითი მსჯავრის სახით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თითოეულს დაეკისრა 2000 ლარი.
საშემფასებლო კომპანია - შპს „ე-------- ჯ-------“ მიერ 2019 წლის 16 აპრილის საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, შეფასებულ იქნა: დავის ფარგლებში განხილული კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, ადვოკატის მიერ გაწეული სამუშაოების და დამდგარი შედეგების გათვალისწინებით, საადვოკატო მომსახურეობისათვის გათვალისწინებული საზღაურის საბაზრო ღირებულება, ყველა გადასახადის ჩათვლით. კვლევის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნა შესრულებული სამუშაოების პერიოდი.
2019 წლის 16 აპრილის საექსპერტო დასკვნის თანახმად, შეფასების საგნის (გაწეული მომსახურების) საბაზრო ღირებულებამ ყველა გადასახადის ჩათვლით შეადგინა - 14000 ლარი.
ს------ კ--------ს, ზ------ ა--------–---ს, ნ--- შ-----–--ს და ბ------ კ--------ს მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების დარჩენილი საზღაური 10 000 ლარი შეთანხმებულ ვადაში არ გადაუხდიათ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული საზღაური იყო 2000 ლარი, რომელიც იმავე დღეს ნ--- შ-----–--ს მიერ ჩარიცხულ იქნა დ----- მ-----–-–---–-ს ანგარიშზე. შეთანხმებას, შემდგომში 10 000 ლარის გადახდის თაობაზე არცერთ მოპასუხესთან ადგილი არ ჰქონია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დ. მ-----–-–---–-ს 2019 წლის 20 აპრილის ახსნა-განმარტების მიხედვით, დ. მ-----–-–---–-ს მხრიდან კვალიფიციური საადვოკატო მომსახურების განხორციელების შედეგად, 2018 წლის 09 ნოემბერს ბრალდების მხარეს, ს------ კ--------სა და ზ------ ა--------–---ს შორის შედგა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პრობებით: სასჯელის სახით თითოეულს განესაზღვრა 02 წელი პირობითი მსჯავრის სახით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თითოეულს დაეკისრა 2000 ლარის გადახდა. მიუხედავად ამისა ს------ კ--------ს, ზ------ ა--------–---ს, ნ--- შ-----–--ს და ბ------ კ--------ს საადვოკატო მომსახურების დარჩენილი საზღაური 10 000 ლარი არ გადაუხდიათ.
3.2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენით, ბრალდებული ს------ კ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართვლოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ბრალდებული ზ------ ა--------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართვლოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3.2.3. ს------ კ--------ს, ზ------ ა--------–---- და დ----- მ-----–-–---–-ს განცხადების (საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე) თანახმად, ბრალდებულებმა გამოთქვეს სურვილი ბრალდების მხარესთან აწარმოონ მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რათა მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი, შემდეგი პირობებით: ს------ კ-------- და ზ------ ა--------–--- ცნობილ იქნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროთ პირობითი მსჯავრი, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისროთ ჯარიმა თითოეულს 5000-5000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3.2.4.შპს „ე-------- ჯ-------“ შემფასებლის 2019 წლის 16 აპრილის დასკვნის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო ორი პირის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისათვის. საადვოკატო მომსახურების ფარგლებში, ადვოკატი მოვალეობის შესრულებას ახდენდა სხვადასხვა ქალაქებში, შესასრულებელი სამუშაოს მოთხოვნების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმსა და ქალაქ ფოთში იმყოფებოდა რამდენიმეჯერ 3-4 დღიანი ხანგრძლივობის ვიზიტით. აღნიშნულ ქალაქებში მგზავრობის, ცხოვრების და ადგილზე სხვა ყოფითი ხარჯების დაფარვა ხდებოდა ადვოკატის პირადი სახსრებით. გაწეული საადვოკატო მომსახურების შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი სახის შედეგი: ორივე პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად ორივეს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 2-2 წლის ვადით და 2000-2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შეფასების საგნის (გაწეული მომსახურების) საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის, სრულად, ყველა გადასახადის ჩათვლით შეადგენს 14000 ლარს.
3.2.5. სალაროს შემოსავლის N6------- ორდერის მიხედვით, ნ--- შ-----–--ს მიერ დ----- მ-----–-–---–-ს ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 2000 ლარი (შემომტანის დანიშნულება - საადვოკატო მომსახურების თანხა).
3.2.6. 2019 წლის 14 მარტის საშემფასებლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, „დამკვეთის“ დავალების „შემსრულებელი“ ასრულებს შემდეგ სამუშაოს: იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების საბაზრო ღირებულების დადგენა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დ----- მ-----–-–---–-ს სარჩელი მოპასუხეების: ნ--- შ-----–--ს, ბ------ კ--------ს, ს------ კ--------ს და ზ------ ა--------–---- მიმართ 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხეებს: ს------ კ--------ს და ზ------ ა--------–---ს 2015 წლის აპრილის თვეში წარდეგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
2018 წლის 09 ივნისს დ----- მ-----–-–---–-- და მოპასუხეებს: ნ--- შ-----–--ს და ბ------ კ--------ს და მოგვიანებით ს------ კ--------სა და ზ------ ა--------–---ს შორის ზეპირი ფორმით დაიდო საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
მხარეებს შორის დადებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოსარჩელე დ----- მ-----–-–---–-, როგორც ადვოკატი ვალდებული იყო საადვოკატო მომსახურება გაეწია ს------ კ--------სა და ზ------ ა--------–----------. საადვოკატო მომსახურების ფარგლებში მოპასუხეები მოითხოვდნენ ბრალდების მხარესთან მიღწეული ყოფილიყო საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით: ორივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პირობითი მსჯავრი, ხოლო ჯარიმის სახით თითოეულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაეხადა 1000-1000 ლარი. სანაცვლოდ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადაეხადათ საადვოკატო მომსახურების თანხა. სწორედ ამ თანხის ოდენობასთან დაკავშირებით არის დავა. მოსარჩელის განმარტებით ხელშეკრულების მხარეები შეთანხმებული იყვნენ ავანსის სახით 2000 ლარის გადახდაზე, ხოლო შემდგომ 10 000 ლარის გადახდაზე, მოპასუხე მხარე უარყოფს შეთანხმებას 10 000 ლარის გადახდის შესახებ.
ნ. შ-----–--ს განმარტებით, მათ გარდა ადვოკატისა, მიმართეს დახმარებისთვის ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, რომელმაც აღუთქვა დახმარება და სათანადო წერილით მიმართა მთავარ პროკურორს, რაც პროკურატურის მხრიდან გათვალისწინებულ იქნა.
საქმეში არსებული სალაროს შემოსავლის N6------- ორდერის მიხედვით, ნ--- შ-----–--ს მიერ დ----- მ-----–-–---–-ს ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა საადვოკატო მომსახურების თანხა 2000 ლარის ოდენობით.
მოწმე ჯ----– კ------- განმარტებით, მას დაუკავშირდა ნ--- შ-----–--, რომელმაც თხოვა მისი შვილის და მასთან დანაშულში მონაწილე პირის დაცვა. მან ნ--- შ-----–--ს მოსთხოვა საქმის მასალები გასაცნობად. საქმის გაცნობის შემდეგ, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელი იყო ამ საქმეზე მიეღწია საპროცესო შეთანხმებისათვის, თუმცა თვითონ საზღვარგარეთ მიდიოდა და ვერ შეძლებდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანას. ამის გამო, მან ნ--- შ-----–--ს ურჩია გამოცდილი ადვოკატი დ----- მ-----–-–---–-. ის ესწრებოდა ბათუმში ნ--- შ-----–--ს, ბ------ კ--------ს და დ----- მ-----–-–---–-ს შეხვედრას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ნ--- შ-----–--ს მისთვის თავიდან უნდა გადაეხადა 2000 ლარი, ხოლო საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ 10 000 ლარი, რასაც ნ--- შ-----–-- და მისი მეუღლე ბ------ კ-------- დაეთანხმნენ.
მოპასუხე ნ--- შ-----–--მ განმარტა, რომ მას ადვოკატმა ჯ----– კ------- საადვოკატო მომსახურებისათვის მოსთხოვა 1000 ლარი, რომელიც მან გადაუხადა. ამის შემდეგ ჯ----– კ------- უთხრა მას, რომ მიდიოდა 10 დღით საზღვარგარეთ და ტელეფონიც გათიშული ექნებოდა. ის ჯ----– კ------- გადაამისამართა ადვოკატ დ----- მ-----–-–---–----, თვითონ კი 1000 ლარის მიღების შემდეგ გაქრა და მიატოვა, არაფერი გაუკეთებია. ის ასევე აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბრისას ჯ----– კ------- უთხრა, რომ დ----- მ-----–-–---–- თხოვდა მას 10 000 ლარს და გაურკვეველი იყო თუ რაში ითხოვდა ამ თანხას, რაზეც ჯ----– კ------- უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. ნ--- შ-----–--მ და მისმა ქმარმა განაცხადეს, რომ ისინი 10 000 ლარის გადახდასთან დაკავშირებით არ შეთანხმებულან და ვერც შეთანხმდებოდნენ, რადგან ამ რაოდენობის თანხა მათ არ გააჩნდათ და ვერც შეაგროვებდნენ, რამეთუ მათ შესაძლებლობებს სცილდება.
მოწმე ჯ. კ------- განმარტებას საადვოკატო მომსახურების 10 000 ლარის გადახდის თაობაზე მოპასუხეები უარყოფენ, მათი განმარტებით ჯ. კ------- მათ 1000 ლარი გამოართვა და შემდეგ მათთან კონტაქტი გაწყვიტა. ის არ იყო უფლებამოსილი პირი მათი სახელით ეწარმოებინა მოლაპარაკება დ. მ-----–-–---–---- და მასთან არ ყოფილა საუბარი დ. მ-----–-–---–-სთვის 10 000 ლარის გადახდის თანხმობის თაობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დასადასტურებლად მითითებული ფაქტი, ანუ თანხის გადაუხდელობა, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება და მოწმე ჯ.კ------- არასრული ეპიზოდური საუბარი 10000 ლართან დაკავშირებით, სასამართლოსათვის არ არის რელევანტური და საკმარისი. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ იქნა წარმოდგენილი ელემენტარული სტანდარტის მქონე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მართალია, საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც, მაგრამ, ამ შემთხვევაში, როდესაც მხარეები (ან ერთი მხარე) სადავოდ ხდიან ძირითად პირობებს, უნდა იყოს (არსებობდეს) მყარი მტკიცებულება ამ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.
ამდენად, სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს რეალურად არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული მასალები გამოიკვლია სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, შეაფასა ისინი და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით, ყადაღა დაედო ს------ კ--------ს 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 10 000 ლარის ფარგლებში, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-ისა. იმ შემთხვევაში, თუ ს------ კ--------ს არცერთ ბანკში არ ექნებოდა ანგარიში ან ანგარიშზე არ ექნებოდა შესაბამისი თანხა, ყადაღა დაედებოდა ნ--- შ-----–--ს კუთვნილ 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში, 10 000 ლარის ფარგლებში, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-ისა.
ვინაიდან დ----- მ-----–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ს------ კ--------ს 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 10 000 ლარის ფარგლებში, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-ისა. იმ შემთხვევაში, თუ ს------ კ--------ს არცერთ ბანკში არ ექნებოდა ანგარიში ან ანგარიშზე არ ექნებოდა შესაბამისი თანხა, ყადაღა დაედებოდა ნ--- შ-----–--ს კუთვნილ 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში, 10 000 ლარის ფარგლებში, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-ისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.დ----- მ-----–-–---–-ს სარჩელი მოპასუხეების: ნ--- შ-----–--ს, ბ------ კ--------ს, ს------ კ--------ს და ზ------ ა--------–---- მიმართ 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ს------ კ--------ს 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 10 000 ლარის ფარგლებში, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-ისა. იმ შემთხვევაში, თუ ს------ კ--------ს არცერთ ბანკში არ ექნებოდა ანგარიში ან ანგარიშზე არ ექნებოდა შესაბამისი თანხა, ყადაღა დაედებოდა ნ--- შ-----–--ს კუთვნილ 200 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში, 10 000 ლარის ფარგლებში, ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის, არაუმეტეს, 50%-ისა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე