გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2019
საქმის ნომერი
180210118002680560
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/854-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

მოსარჩელე: დ------------ე

მოპასუხეები: შსს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტი, დ---------------ე, ლ------------–-–---–ი

შსს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის წარმომადგენელი: თ-----------ა

დავის საგანი: ქონების მესაკუთრედ ცნობა, დაყადაღებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დ------------ე ცნობილ იქნეს ავტომანქანა ,,V----------------“ -ის (სახ: # B------ გამოშვების თარიღი 2000 წელი) მესაკუთრედ;

1.2. ყადაღა მოეხსნას დ------------ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მოძრავ ნივთს ,,V----------------“-ის, სახელმწიფო # B------, რომელსაც ყადაღა დაედო წინა მესაკუთრის - ლ------------–-–---–ის საგადასახადო ვალდებულებების გამო.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელე დ------------ის განმარტებით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, ლ------------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანის ,,V----------------“-ის, სახელმწიფო #B------ იძულებითი აღსრულების განხორციელების მიზნით, ლ------------–-–---–ის საგადასახადო ვალდებულების გამო. სააღსრულებო ბიუროს მიერ აუქციონი დანიშნული არ არის. დ------------ის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანა 2012 წელს ლ------------–-–---–ისგან შეიძინა ზეპირი გარიგების საფუძველზე და შეთანხმდნენ, რომ დ------------ე რამდენიმე დღეში გადაიფორმებდა ავტომობილს, თუმცა ამის შემდეგ ლ------------–-–---–თან დაკავშირება ვერ მოახერხა. მოსარჩელის განმარტებით, იგი სადავო ავტომობილს ფლობს 2012 წლიდან, როგორც საკუთარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შ--------------–-------–-–-------------------მა როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ისე სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი; მოპასუხის წარმომადგენელმა თ-----------ამ განმარტა, რომ დაყადაღებული ავტომანქანა ,,V----------------“ შსს საინფორმაციო მონაცემთა ბაზის თანახმად რეგისტრირებულია მოპასუხე ლ------------–-–---–ის სახელზე, შესაბამისად, ავტომანქანას ყადაღა ადევს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ვინაიდან ავტომანქანა ეკუთვნის ამ უკანასკნელს.

 

2.2. მოპასუხე ლ------------–-–---–ს, როგორც სარჩელისა და თანდართული მასალების შინაარსი, ასევე სასამართლო უწყების თაობაზე ეცნობა სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების გზით. ამ უკანასკნელს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც პროცესზე გამოცხადებულა, შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

2.3. რაც შეეხება მოპასუხე დ---------------ეს, ეს უკანასკნელი საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა; ამასთან, მის მიერ შესაგებელიც არ ყოფილა სასამართლოში წარმოდგენილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: 2000 წელს გამოშვებული ავტომანქანა ,,V----------------“-ი, სახ. ნომრით B------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, რეგისტრირებულია ლ------------–-–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შსს სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ავტომობილის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ.116 );

 

3.1.2. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროში 2018 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით ლ------------–-–---–ის მიმართ მიმდინარეობს ოთხი სააღსრულებო წარმოება №A-------- (კრედიტორი:სახელმწიფო ბიუჯეტი, მოვალე: ლ------------–-–---–ი), №A1------- (კრედიტორი:სახელმწიფო ბიუჯეტი, მოვალე: ლ------------–-–---–ი), №A1------- (კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი, მოვალე ლ------------–-–---–ი), №A1------- (კრედიტორი: დ---------------ე, მოვალე ლ------------–-–---–ი); სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოვალე ლ------------–-–---–ის სახელზე რიცხულ ავტომობილს ,,V----------------“. სახ. ნომრით B------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საარსრულებო ბიუროს მიერ გაცემული წერილი # 7---- ( ს.ფ. 12 );

 

3.1.3. მოვალე ლ------------–-–---–ის (0----------) სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანაზე ,,V----------------“. სახ. ნომრით B------ სააღსრულებო ბიუროს მიერ არ არის დანიშნული იძულებითი აუქციონი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა ს.ფ. 11;

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა ს.ფ. 111;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2012 წელს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელე დ------------ემ ლ------------–-–---–ისგან შეიძინა სადავო ავტომანქანა ,,V----------------“. სახ. ნომრით B------. 2012 წლიდან დ------------ე სადავო ავტომობილს ფლობს, როგორც საკუთარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი ბენზინგასამართი სადგურიდან და CD- დისკი ს.ფ. 104-114;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ხოლო სასამართლოს დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაიკითხა ორი მოწმე, რომლებმაც სარწმუნოდ დაადასტურეს დ------------ის მიერ ლ------------–-–---–ისგან ავტომანქანის შეძენისა და ფლობის ფაქტი. ერთ-ერთი მოწმის, გ----------------––---–-ს განმარტებით, დ------------ემ 2012 წლის გვიან შემოდგომაზე, ზუსტი დრო არ ახსოვს, შეიძინა ავტომანქანა; იგი თავად ახლდა დ------------ეს, როდესაც ამ უკანასკნელმა თანხის გადახდის სანაცვლოდ ავტომანქანა წამოიყვანა მესაკუთრისგან, თუმცა რა თანხა გადაიხადა დ------------ემ ავტომანქანაში, მისთვის უცნობია; მოწმის განმარტებით, მანქანა იყო დაზიანებული, რომელიც შემდეგ შეაკეთა დავითმა და სარგებლობდა უწყვეტად მანამ, სანამ ჩამოართმევდნენ;

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ს---------------მ განმარტა, რომ დ------------ე იყო მისი თანამშრომელი, ერთად მუშაობდნენ 2014 ჩათვლით თავდაცვის სამინისტროში; დაახლოებით 2012 წლის დეკემბრის თვეში დ------------ემ შეიძინა ავტომანქანა ,,ფ---–--------“, რომელსაც ხშირად იყენებდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსაც; როგორც მოწმისთვის არის ცნობილი, დ------------ეს ავტომობილი საკუთრებაში რეგისტრირებული არ ჰქონდა, თუმცა ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი 2012 წლიდან უწყვეტად ფლობდა და სარგებლოდა აღნიშნული მანქანით. 2014 წლის შემდეგ დ------------ესთან უშუალო შემხებლობა არ ჰქონია, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი ახალციხეში, სამსახურში დადიოდა სწორედ აღნიშნული ავტომობილით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

3.4. ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 31- ე მუხლები.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლი, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 186-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია;

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება შენიშვნა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დ------------ემ სადავო ავტომანქანა 2012 წელს თანხის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა ლ------------–-–---–ისგან და მას შემდეგ ფლობს, როგორც საკუთარს, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოსარჩელის ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და ნივთის მფლობელი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. სკ-ის 158-ე მუხლში წარმოდგენილია კანონისმიერი ვარაუდი, რომლის უარყოფაც საწინააღმდეგოს დამტკიცებით არის შესაძლებელი. ამასთან, ნივთის მხოლოდ ფაქტობრივი გადაცემა არ არის საკმარისი მასზე საკუთრების წარმოშობისათვის. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ დ------------ის მიერ რეალურად მოხდა სადავო ავტომანქანის ყიდვა, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, რასაც ასევე ადასტურებს მის მიერ სადავო ავტომანქანით სარგებლობის ფაქტები. ამდენად, დასტურდება, რომ მოსარჩელე დ------------ეს, როგორც სადავო ავტომანქანის მესაკუთრეს, აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა'' ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განსახილველ დავაზე შეადგენს 100 ლარის ნახევარს, 50 ლარს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარის ნახევარს, 25 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 100 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ლ------------–-–---–ს, დ---------------ეს და შსს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 75 ლარის ოდენობით (50+25), ხოლო მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან უნდა დაუბრუნდეს 75 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ლ------------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული, 2000 წელს გამოშვებული ავტომანქანის "V----------------", სახ. ნომრით-B------, საიდენტიფიკაციო ნომრით - W----------------, მესაკუთრედ ცნობილი იქნეს დ------------ე (პ/ნ 14---------- და აღნიშნული ავტომანქანა გათავისუფლდეს ყადაღისაგან, რომელიც დაედო სააღსრულებო ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების საქმეებზე - №A-------- (კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი, მოვალე: ლ------------–-–---–ი), №A1------- (კრედიტორი:სახელმწიფო ბიუჯეტი, მოვალე: ლ------------–-–---–ი), №A1------- (კრედიტორი: სახელმწიფო ბიუჯეტი, მოვალე ლ------------–-–---–ი), № A1------- (კრედიტორი: დ---------------ე პ/ნ 3----------, მოვალე: ლ------------–-–---–ი);

 

3. მოპასუხეებს - ლ------------–-–---–ს, დ---------------ეს და შ--------------–-------–-–-------------------ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 75 ლარის ანაზღაურება;

 

4. მოსარჩელე დ------------ეს(პ/ნ 1----------), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს სს ,, საქართველოს ბანკში“ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 150 ლარიდან 75 ლარი, (აბონენტის #1----------) - თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი 300783150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა