განაჩენი

სისხლის სამართლის 16.09.2019
საქმის ნომერი
330100119003078915
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/3005-19

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორების - დ------–----–---–------------------–-–---–--,ბრალდებულების - რ----------–----------–--–----------–---–---

ადვოკატის - გ---------–---------------------–-–---–-- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ-----------------------–--------------------- - დაბადებული 1----–-–---------------------------–----------–----------------–---------------- რეგისტრირებული: ბ------------------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–----–-------–-); - მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;

 

ლ--–-----------------–----------–---–------------------- - დაბადებული 1----–-–---------–----------------–----------–-------–----–-----------------------–------------------------–---------------- რეგისტრირებული: ფ--------–----------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: გ-------------------–-------------); - მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რ----------–----------–--–----------–---–- ბრალად ედებათ თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 29 მარტს გ--------------- გადაწყვიტა საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „opel astra“ სახ. ნომრით----------, გაყიდვა. ამ მიზნით, იმავე დღეს ინტერნეტ საიტზე „-----------ზე განათავსა აღნიშნული ავტომანქანის მონაცემები, მიუთითა ფასი და თავისი საკონტაქტო ნომერი. 2019 წლის 02 აპრილს გ-------------- მანქანის გაყიდვის მიზნით ქ. თბილისში, ვ-----–------------ №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ლ--–----------–---–-, რომელიც მისული იყო რ----------–-------- და ზ-----------–------- ერთად. შეხვედრისას ისინი შეთანხმდნენ, რომ ლ--–----------–---–- წაიყვანდა ავტომანქანას ხელოსანთან შესამოწმებლად. აღნიშნულ წინადადებაზე გ-------------- დათანხმდა, ვინაიდან ჩათვალა, რომ მანდილოსანი მას არ მოატყუებდა და საქმე ჰქონდა კეთილსინდისიერ ადამიანთან. ამ მიზნით მან გაატანა მანქანა და მანქანაში მოთავსებული მისი პირადი ნივთები: შავი ფერის სათვალე ლათინური წარწერით „რეიბანი“, მაჯის საათი ლათინური წარწერით „რაიმონდ ვილი ჟენევა“, სასიგნალო პისტოლეტი ე.წ. „სტარტოვკა“, ავტომანქანის აუდიოსისტემა, მამაკაცის შავი ფერის, ასევე ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი ჟაკეტი.

 

2019 წლის 02 აპრილს რ----------–---- ზემოაღნიშნული მანქანა 550 ლარად მიჰყიდა გ-------------–---–-, ხოლო მიღებული თანხა გაუნაწილა ლ--–----------–---–-, მანქანის მყიდველს კი მოატყუა, რომ ავტომანქანა ეკუთვნოდა მის ბიძაშვილს, რომელიც იმ პერიოდში ქალაქში არ იმყოფებოდა და მისი დაბრუნებისთანავე წარმოუდგენდა ავტომანქანის ტექნიკურ პასპორტს და ექსპლუატაციიდან ამოღების დამადასტურებელ დოკუმენტს. გარდა ამისა, გ--------------- კუთვნილ ავტომანქანაში მოთავსებული პირადი ნივთები, ამ უკანასკნელმა დაიგულა რა თავისად, გადაწყვიტა აღნიშნული ნივთების განკარგვა სარგებლობის მიღების მიზნით, რის შედეგადაც გ--------------- მიადგა 3900 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ბრალდებულებმა - რ----------–---- და ლ--–----------–---–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი სურლად ცნეს დამნაშავედ. დაწვრილებით მიუთითეს გარემოებებზე რომლებიც უკავშირდება მათ მიერ თაღლითობის ჩადენას.

 

რ----------–---- და ლ--–----------–---–-- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ მოწმეების: გ-----------------------–---------–---–--------------–--–----------------------–---–-------------------–-–---–------------------–---–-----------------------------------------------–--- გამოკითხვის ოქმებს, ამოღების ოქმებს, ამოცნობის ოქმებს, ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულების რ----------–---- და ლ--–----------–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04, 04/10/2010, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. ადამიანი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას ნებაყოფლობით, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. მოტყუების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს ყალბი დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც დაზარალებულის წარმოდგენით კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

აღნიშნული ფაქტები მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. ისინი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ რ----------–---- და ლ--–----------–---–-- ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს სსსკ-ის 27-ე მუხლის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენასთან, რაც დადასტურებულია უდავოდ ცნობილი ფაქტობრივი გარემოებით.

 

რაც შეეხება მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. განსახილველ შემთხვევაში მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება 150 ლარს, რადგან ზიანმა შეადგინა 3900 ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამასთან, ბრალდებული ლ--–----------–---–- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, განქორწინებულია, საქმის მასალებში არ მოიპოვება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, დანაშაულის მოტივის, ხერხის მხედველობაში მიღებით და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის სასამართლოს ლ--–----------–---–-- მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება საკმარისად მიაჩნია, რითაც მიღწეული იქნება კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

რაც შეეხება ბრალდებულ რ----------–---- მიმართ სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო მხედველობაში იღებს მის პიროვნებას, ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, დანაშაულის ხერხს, მოტივს, მიზანს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, დამოკიდებულებას დაზარალებულთან. ამასთან, სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს რ----------–---- წამყვან როლსა და აქტიურ ქმედებებს დანაშაულის ჩასადენად, იმ გარემოებას, რომ დაზარალებულისთვის არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი (სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ზარალის ანაზღაურების მცდელობაც კი არ ჰქონია). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწნებით სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართელოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. რ----------–---- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 2------------

 

3. ლ--–----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართელოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. გაუქმდეს ლ--–----------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

5. განაჩენის აღსრულებაზე, ლ--–----------–---–-- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ,,აიფონ 4“-ის მოდელის მობილური ტელეფონი, ავტომანქანის ნაწილები, სასიგნალო პისტოლეტი და ყუთი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს/მფლობელებს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე