განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/340-19
(№012030419002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,სტაჟიორ-პროკურორი: თამარ კობერიძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული: ს-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი N-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-------------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქ/პუნქტი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული: ბ---------ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, პირადი ნომერი N-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ----------------–--------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-----------------–--------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქ/პუნქტი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად.
ბრალდებული: ლ-–-------–---–ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, პირადი ნომერი N-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლეობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------------------–---–---------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქ/პუნქტი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად.
ადვოკატი: იონა კიკვაძე,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 23:10 საათზე, ქ----------–----------------------ში მდებარე მაღაზიაში, შევიდნენ ლ-–-------–---–ი, ს-----------–---–ი და ბ---------ე და მაღაზიის მეპატრონეს მ---------------–ს უთხრეს, რომ თანხის შემდგომში გადახდის პირობით მიეცა მათთვის ლუდი. მ---------------–მა მათ დახლზე დაუდო ლუდი და უთხრა, რომ მეტი აღარ მოეთხოვათ, რის გამოც ბ---------ემ და ს-----------–---–მა მ---------------–ს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ლ-–-------–---–მა, ს-----------–---–მა და ბ---------ემ ჯერ მაღაზიაში და შემდეგ მაღაზიის წინ მ---------------–ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მაღაზიაში ს-----------–---–მა მ---------------–ს ხელი დაარტყა ყურის მიდამოში, ბ---------ემ ბოთლი დაარტყა თავზე, ლ-–-------–---–მა ხელი დაარტყა სახეზე, მაღაზიის წინ კი ბ---------ემ მუშტი დაარტყა ზურგზე, ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხზე, ს-----------–---–მა მუშტი დაარტყა თავზე, ლ-–-------–---–მა ხელი დაარტყა ფერდის მიდამოში.
ბ---------ის, ლ-–-------–---–ისა და ს-----------–---–ის ქმედებებით მ---------------–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჭრილობები შუბლ-თხემის მიდამოში ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ს-----------–---–ის, ბ---------ის და ლ-–-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მ-----–----------–---–ის, გ------------------ის, გ---–------------–ის, ა-–----------------–---–ის, მ---------------–ის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2019 წლის 7 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, მათ შორის დაზარალებულის ჩვენებაც, რომელიც უდაოდ იქნა მიჩნეული არსებითი განხილვის ეტაპზე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. იგი სუბიექტურად შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პაუხისმგებლობას აწესებს თუ ქმედება ჩადენილია: ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) ჯგუფურად; ე) არაერთგზის;
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 4 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: პირადი გასინჯვით და სამედიცინო მონაცემებით მ---------------–ს აღენიშნება ნახეთქი ჭრილობები მარცხნივ შუბლ-თხემის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
რაც შეეხება ქმედების ჩადენას ჯგუფურად, სასამართლოს მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულების ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება ჯგუფურად.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ს-----------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.
ბ---------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.
ლ-–-------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, ს-----------–---–ის, ბ---------ის და ლ-–-------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, რაც მათ პირობითად უნდა ჩაეთვალოთ, გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში კი უკეთ უნდა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას.
ამდენად, ს-----------–---–ის, ბ---------ის და ლ-–-------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოთ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ქმედებას, მათ მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არის აუცილებელი მათი საზოგადოებისაგან იზოლაცია და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოთ პირობითად.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ს-----------–---–ის, ბ---------ის და ლ-–-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
2. ბ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
3. ბ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლი 2 აპრილიდან 2019 წლის 5 აპრილის ჩათვლით.
4. ს-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
5. ს-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
6. ს-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლი 2 აპრილიდან 2019 წლის 6 აპრილის ჩათვლით.
7. ლ-–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
8. ლ-–-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით ლ-–-------–---–ის მიმართ აღკეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის სანაცვლოდ დადებული ყადაღა ინგა გაბრიჭიძის (პ/ნ 35001124215) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. რუსთავი, მესხიშვილის ქ. კორპუსი 5, ბინა 21, საკადასტრო კოდი 02.04.02.002.01/021);
9. ლ-–-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლი 2 აპრილიდან 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით
10. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოთ მსჯავრდებულებს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული ანაწმენდები, მინის ნამტვრევები, ერთი ცალი ბოთლი, ერთი ცალი მეტალის ბურთულა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ერთი ცალი პისტოლეტი მჭიდით და 6 ცალი ბურთულით, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, (ინახება საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში).
13. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე