განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2935-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ა------–------ის
ბრალდებულ _ ა---------– ხ---–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
- ა---------– რ------ს ძე ხ---–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–-----–---------------------------–------------------–-------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------– ხ---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ა---------– ხ---–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
1997 წლიდან ი---- ხ------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა---------– ხ---–---–თან და ერთად ცხოვრობს შვილებთან - 1998 წელს დაბადებულ ა-------–---–თან, 2000 წელს დაბადებულ მ------ ხ---–---–თან და 2010 წელს დაბადებულ თ------ ხ---–---–თან ქ------–--–-----–--------------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2018 წლის სექტემბრიდან, ა---------– ხ---–---–ი გახდა ძალიან აგრესიული მეუღლის მიმართ, რომელსაც თითქმის ყოველ დღე აგინებდა და ამცირებდა, რითაც გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებდა, რასაც ესწრებოდნენ მათი შვილები. ა---------– ხ---–---–ი ი---- ხ------–---–ს მუდმივად ეჩხუბებოდა, გამოხატავდა აგრესიას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, უყვიროდა, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და ამცირებდა მას შვილების თანდასწრებით, მათ შორის - 8 (რვა) წლის თ------ ხ---–---–ის თანდასწრებით, რომელიც მამის - ა---------– ხ---–---–ის მიერ დედის - ი---- ხ------–---–ის მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ძალიან ნერვიულობდა და ხშირად ტიროდა. ა---------– ხ---–---–ის აღნიშნული ქმედებების შედეგად ი---- ხ------–---–ი თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.
2019 წლის 11 მაისს, დილის საათებში, ა---------– ხ---–---–მა, არასრულწლოვანი შვილის - თ------ ხ---–---–ის თანდასწრებით, კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა ი---- ხ------–---–ის მიმართ, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა გაურეცხა შარვალი, კერძოდ, ა---------– ხ---–---–ი უყვიროდა, თუ რატომ ეხებოდა მის ნივთებს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა გარდაცვლილი დედის საფლავის მისამართით, ეუბნებოდა დამამცირებელ სიტყვებს. აღნიშნულის შემყურე თ------ ხ---–---–ი ტიროდა და ნერვიულობისაგან კანკალებდა. უფროსი შვილის - მ------ის სახლში დაბრუნების შემდეგ ა---------– ხ---–---–ი გავიდა სახლიდან. იმავე დღეს, რამდენიმე საათში, ა---------– ხ---–---–ი კვლავ დაბრუნდა სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რის შემდეგაც, არასრულწლოვნის თანდასწრებით, კვლავ უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ი---- ხ------–---–ს, აგინებდა დედის მისამართით და ეუბნებოდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, უყვიროდა, რის შედეგადაც ი---- ხ------–---–ი თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, თ------ ხ---–---–ი კი კვლავ ტიროდა და ნერვიულობდა. ასევე, 2019 წლის 9 მაისს, ა---------– ხ---–---–მა, იმის გამო, რომ ი---- ხ------–---–ი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მეგობართან, სახლში დაბრუნებულს, დაუწყო ჩხუბი, აგინებდა უწმაწური სიტყვებით, ამცირებდა და ლანძღავდა შვილების თანდასწრებით, რის შედეგადაც ი---- ხ------–---–ი თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. ანალოგიური ვითარება იყო ასევე 2019 წლის 7 მაისს, როცა ა---------– ხ---–---–ი ი---- ხ------–---–ს დილის საათებში, სამსახურში წასვლამდე, აგინებდა დედას, ამცირებდა შვილების თანდასწრებით, რა დროსაც ი---- ხ------–---–ი თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
ე.ი. ა---------– ხ---–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2019 წლის 11 მაისს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ა---------– ხ---–---–ი, ქ.თბილისში, გ-–-------------------------------------------------------ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ი---- ხ------–---–ს. მუქარის დროს იგი წავიდა საძინებლისაკენ, სადაც შენახული ჰქონდა თავის სახელზე დარეგისტრირებული „R-----------------” ფირმის შაშხანა, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. საძინებლის კარი შეაღო ფეხით და თან ი---- ხ------–---–ს უყვიროდა, რომ მოკლავდა. ი---- ხ------–---–მა არ მისცა იარაღის აღების საშუალება. ა---------– ხ---–---–ის ქმედებების შედეგად ი---- ხ------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. ა---------– ხ---–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ა---------– ხ---–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, ბინის ჩხრეკის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, შემაკავებელ ორდერს, №----- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა---------– ხ---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ა---------– ხ---–---–ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებული არ ყოფილა დაუნდობელი ხასიათის ფიზიკური ძალადობა და გამოიხატებოდა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი ძალადობის ინტენსივობისა და გამოხატვის ფორმის გათვალისწინებით, შესაძლოა ფსიქოლოგიური ძალადობა არანაკლებ მძიმე შედეგის მომტანი იყოს დაზარალებულისათვის, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური ზომების მიუღებლობამ დაუცველი დატოვოს იგი მოძალადისაგან მომდინარე საფრთხეების წინაშე. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ა---------– ხ---–---–ი სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფდა ი---- ხ------–---–ს, აგინებდა და მოიხსენიებდა უცენზურო სიტყვებით, რასაც 2019 წლის 11 მაისს მოჰყვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომლის რეალური განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა დაზარალებულს. ეს მუქარა განხორციელდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულის აგრესიული ქცევის ფონზე და დაზარალებულმა დანამდვილებით იცოდა, რომ ა---------– ხ---–---–ი მათი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ინახავდა მის სახელზე რეგისტრირებულ სანადირო იარაღს. ყოველივე ამას ესწრებოდა მათი 8 (რვა) წლის შვილი, რომელიც, როგორც თავად აღწერს გამოკითხვის ოქმში, მამის აგრესიული ქცევისა და ჩხუბის დროს ძალიან ნერვიულობდა და იყო შეშინებული. შესაბამისად, არასრულწლოვანი თ------ ხ---–---–ი გახდა მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის არაპირდაპირი მსხვერპლი, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ძალადობრივი ქცევის შეჩერება შესაძლებელი გახდა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისა და მისი დაკავების შემდეგ. ამ შემთხვევაში მართალია, ბავშვი უშუალოდ არ გამხდარა ძალადობის ობიექტი, მაგრამ იგი გახდა ძალადობის შემსწრე, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე.
ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. სწორედ ამის გამო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ განმარტებითი ანგარიშის თანახმად, „მოწმის“ ცნებაში მოიაზრება არამარტო ის ბავშვები, რომლებმაც იხილეს ძალადობის ფაქტი, არამედ ისინიც, ვისაც „ესმით ძალადობით გამოწვეული ყვირილი და სხვა ხმები.“ ამდენად, ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არამარტო დაზარალებულის მორალური შეურაცხყოფა, არამედ ამით დაირღვა დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვნის სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოსა და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში მისი ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება („ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია“).
ამასთან, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა განხორციელებულია ოჯახის წევრის (ყოფილი მეუღლის) მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას და გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას.
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.
სასამართლო აფასებს ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის მოტივს. როგორც დაზარალებულის, აგრეთვე ა----------- და თ------ ხ---–---–ის გამოკითხვის ოქმებით დგინდება, ბრალდებული უმიზეზოდ ღიზიანდება და ავლენს აგრესიულ ქცევას მეუღლის მიმართ, რა დროსაც არ ითვალისწინებს არც არასრულწლოვანი თ------ ხ---–---–ის ემოციურ მდგომარეობას, რომელიც ყოველი ასეთი ჩხუბის დროს ტირის და არის უკიდურესად შეშინებული. ყოველივე აღნიშნულს თან ერთვის ალკოჰოლზე მისი დამოკიდებულება და ის, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულს ემუქრება მის მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რაც მიუთითებს მისი პიროვნების მომეტებულ საშიშროებაზე და იმაზე, რომ ბრალდებულისაგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა ვერ მოხდება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით.
ყოველივე აღნიშნულის ფონზე კი მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, რომელიც მიზნად ისახავს შეღავათიანი სასჯელის მიღებას, რამდენადაც სასამართლოს ვერ არწმუნებს იმაში, რომ იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ვერ მიიჩნევა ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების წინაპირობად, ვინაიდან ბრალდებულის თავისუფლების პირობებში ყოფნა და ძალადობრივ გარემოში ცხოვრება მეტად საფრთხისშემცველი და უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს თავად მსხვერპლის, არასრულწლოვანი ბავშვისა და ოჯახის დანარჩენი წევრებისათვის.
„ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად, ასეთ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი დამოკიდებულების განგრძობადი ხასიათი. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ გამოვლენილი აგრესია არ იყო პირველი შემთხვევა და დაშორების მიუხედავად, იგი მუქარის მეშვეობით ცდილობდა შერიგებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, ვინაიდან საბოლოო სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, შინაპატიმრობის ანდა პირობითი მსჯავრის დანიშვნით, ბრალდებულის პიროვნების, განხორციელებული ძალადობის ხასიათისა და დანაშაულის რეციდივის რისკის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).
სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ა---------– ხ---–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც, როგორც საქმეში არსებული თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 26 ივნისის წერილით ირკვევა, არ არის გადახდილი, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი) ნასამართლევი პირის მიერ კვლავ ჩადენილია განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ქვედა ზღვარის გათვალისწინებით შეადგენს 2 (ორ) წელს, ხოლო 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილისათვის - 1 (ერთ) წელს.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ა---------– ხ---–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, ხოლო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, შესაძლებლად მიაჩნია მის მიმართ, განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით სასჯელის დანიშვნა, ხოლო საბოლოოდ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც იქნება სასჯელის მიზნების შესაბამისი და უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, რათა მან განაგრძოს ოჯახის წევრებთან არაკონფლიქტური ურთიერთობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– ხ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ა---------– ხ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა---------– ხ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი -ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---------– ხ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, ა---------– ხ---–---–ს დამატებით სასჯელის სახით 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება. მასვე, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას შაშხანა თავისივე შალითითა და 5 (ხუთი) ცალი ვაზნით (დალუქული N----------- პაკეტით ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--ს ს-------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე: ქ-------–--–-----------–---–-------------ში) და შესანახად გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ სამსახურს. იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან.
6. ა---------– ხ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 მაისიდან.
7. მსჯავრდებულ ა---------– ხ---–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა---------– ხ---–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
8. ა---------– ხ---–---–ის სახელზე გაცემული 1 (ერთი) ცალი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა, დალუქული №-- ლუქით (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–--ს ს-------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე: ქ-------–--–-----------–---–-------------ში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი