განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2563-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 9 სექტემბერი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-–----------------ა - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული ხ-----------------------–--------–-----ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–----------------------ში.
ადვოკატი - პ----------–---–---–ი
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა იმის მიერ ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, იმის მიერ ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 23 მარტს ა-–----------------ა გასამართლებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
მიუხედავად ამისა იყო რა 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი კვლავ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში, ა-–----------------ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული 1895 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ნაგანის სისტემის რევოლვერი N-----, საბრძოლო ვაზნებით, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო სამი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 7,62 მმ კალიბრის, განკუთვნილი ამავე კალიბრის 1895 წლის ნიმუშის რუსული წარმოების რევოლვერ ნაგანისთვის, რაც ასევე მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
2019 წლის 23 აპრილს დაახლოებით 09:30 საათზე, თბილისში, ბ-------------–----–----------------------------------------------------, მე-3 და მე-4 სართულებს შორის ა-–----------------ამ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში შეძენილი ქარხნული წესით დამზადებული 1895 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ნაგანის სისტემის რევოლვერი N-----, რომელსაც ასევე უკანონოდ ატარებდა გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი მოტივით ჩაუსაფრდა ამავე სადარბაზოში ბინა N---ში მცხოვრებ დ---------------ს, რომლის ბინიდან გამოსვლის შემდგომ პირდაპირ ესროლა, შემდგომ მოახდინა გასროლა მისი მიმართულებით და მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, მარჯვენა მხრის სარტყელის მიდამოში, მხრის სახსრის ზევით დელტისებურ და ქედის მიდამოების საზღვარზე, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია თუმცა გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. გასროლის შემდგომ დ---------------მა გაუწია წინააღმდეგობა და წაართვა ცეცხლსასროლი იარაღი, რის შემდგომაც ა-–----------------ა მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ქარხნული წესით დამზადებული 1895 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ნაგანის სისტემის რევოლვერი N-----, სამი ცალი საბრძოლო ვაზნით მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ხოლო სამი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 7,62 მმ კალიბრის განკუთვნილი ამავე კალიბრის 1895 წლის ნიმუშის რუსული წარმოების რევოლვერ ნაგანისათვის. რაც ასევე მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ერთი ცალი მასრა კი წარმოადგენს ასევე ქარხნული წესით დამზადებულ 7,622 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელ ნაწილს და გასროლილია ამავე რევოლვერიდან.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ა-–----------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
მოწმე თ---------–----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 23 აპრილს, დილით, მეუღლესთან დ---------------თან და შვილთან - კ-----------------------თან ერთად გეგმავდა სახლიდან გასვლას. ვინაიდან მას პირადი საქმე ჰქონდა სახლში, შვილს და მეუღლეს უთხრა, რომ ჩასულიყვნენ დაბლა და დალოდებოდნენ. მეუღლე და შვილი რომ გაუშვა სახლიდან, სააბაზანო ოთახში შევიდა, რა დროსაც გაიგო სროლის ხმა, ბავშვის ტირილი და მეუღლის - დ---------------ის ღრიალი. თ---------–----------------ი იმ წამსვე გარეთ გამოვიდა, რა დროსაც დაინახა კედელზე მიყრდნობილი დ-----, რომელსაც ხელი ჰქონდა ჩაკიდებული ა-–-----------ზე და ძიძგილაობდნენ. დ----- ხელში იყო ჩაფრენილი დ----------------- მოიგერია ა-–-----------, რის შემდეგაც ის გაიქცა. თ---------–----------------მა მეუღლე და შვილი სახლში შეიყვანა და 112-ში დარეკა. პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ დ---------------ი ა-–-----------ს მარჯვენა ხელში ჩააფრინდა, რომელშიც იარაღი ეკავა და წაართვა. ეს იარაღი დ-----მ სახლში შეიტანა და თქვა, ამით დამჭრაო, იარაღი პუფზე დადო, რაც შემდეგ პოლიციამ ამოიღო. ა-–----------- და დ---------------ი იყვნენ კურსელები, ჰქონდათ ახლო ურთიერთობა, სახლშიც რჩებოდა მათთან. როგორც მერე მოწმისთვის გახდა ცნობილი, ა-–----ს შელაპარაკება მოუვიდა სუფრაზე და დ-----მ სხვა სტუმარის მხარი დაიჭირა, იყო კიდევ სხვა ფაქტი, ის დ-----ს მანქანაში დააკავეს.
გარდა მოწმის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა ა-–----------------ას მიერ დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია აგრეთვე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით, მოწმეების - დ---------------ის, გ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 23 მარტის განაჩენის ასლით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით, ქიმიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტის N----- დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტის N--------- დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ა-–----------------ას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის და ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონის დარღვევით მათ დაუფლებას, რაც შეიძლება გამოიხატოს მათ ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში ან ნაპოვარის დაუფლებაში. დანაშაული დამთავრებულია, როდესაც მის მფლობელს მიეცემა ამ საგნების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა. რაც შეეხება მათ მართლსაწინააღმდეგო შენახვას, აღნიშნული გულისხმობს საგნებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მათი შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა და შენახვა იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ბალისტიკური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული N----- იარაღი წარმოადგენს რუსული წარმოების, ტულის საიარაღო ქარხანაში ქარხნული წესით დამზადებულ, 1895 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის „ნაგანის“ სისტემის რევოლვერს, რომელიც მიეკუთვნება ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. ხოლო სამი ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 7,62 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის 1895 წლის ნიმუშის რუსული წარმოების რევოლვერ „ნაგანისათვის“ (მათ შორის ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 7,62 მმ კალიბრის „ნაგანის“ სისტემის N----- რევოლვერისათვის). აღნიშნული სამი ცალი 7,62 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების დამამძიმებელი გარემოებები, რადაც მიჩნეულია ერთ შემთხვევაში - მითითებული ქმედებების ჯგუფურად ჩადენა, ხოლო მეორე შემთხვევაში იმის მიერ ჩადენა ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული ა-–----------------ა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ა-–----------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 8 მარტიდან, დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულისაგან დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ცემა ძალადობის ერთ ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა ცემისგან იმით განსხვავდება, რომ შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში (ხელის გარტყმა სახეში), შესაძლებელია იგი საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან და აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით, თ---------–----------------ის ჩვენებით, მოწმეების - დ---------------ის, გ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, 2017 წლის 23 მარტის განაჩენის ასლით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით, ქიმიური ექსპერტიზის N-------- დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტის N----- დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტის N--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა-–----------------ამ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა იმის მიერ ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, იმის მიერ ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის; ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ა-–----------------ას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა-–----------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–----------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულების ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ამასთანავე სასამართლო ითვალისწინებს, იმ ფაქტს, რომ ბრალდებული არის ნასამართლევი და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა-–----------------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და ზემოთ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს მითითებული დანაშაულებისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სასჯელმა უნდა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელები და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
გამომდინარე იქიდან რომ ა-–---------------- იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ:
სუნის ნიმუშები, ანაწმენდი, ხელთათმანები, ნერწყვის ნიმუში (ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
სამი ცალი ვაზნა, ერთი ცალი მასრა ერთი ცალი ტყვია, „ნაგანის“ სისტემის იარაღი (ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
დ---------------ის ტანსაცმელი (ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ერთი ცალი CD დისკი (ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელები და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
2.სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 აპრილიდან.
3. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
სუნის ნიმუშები, ანაწმენდი, ხელთათმანები, ნერწყვის ნიმუში (ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
სამი ცალი ვაზნა, ერთი ცალი მასრა ერთი ცალი ტყვია, „ნაგანის“ სისტემის იარაღი (ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს;
დ---------------ის ტანსაცმელი (ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ერთი ცალი CD დისკი (ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში) დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე