განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
210100119002933398
დავის ტიპი
126 2 გ , 126 2 ბ , 126 2 ა
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002933398

saqme #1/70-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ . სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ ბაქარ შიოშვილისა და გიორგი ნადირაძის,ბრალდებულ _ გოჩა ჯანაშვილის,ადვოკატ - გია დარჩიას,თარჯიმან-ნელი სიფრაშვილის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040220219001

 

ბრალდებულ გოჩა ჯანაშვილის

პირადი ნომერი -14001009964

დაბადებული - 17.03.1970 წელი

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

განათლება - არასრული განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული

ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დედოფლისწყარო, სოფელი ზემო მაჩხაანი, მე-11 ქუჩა, №53

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ გოჩა ჯანაშვილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2019 წლის იანვრის თვის ბოლოს, საღამოს საათებში, დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ ზემო მაჩხაანში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ხმაურის გამო, ბავშვების დასჯის მიზნით, გოჩა ჯანაშვილმა ტყავის ქამრის სხეულზე რამდენჯერმე დარტყმით ძალადობა განახორციელა შვილების - ლინდა და იაკობ ჯანაშვილების მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და დაიწყეს ტირილი.

 

ესე იგი, გოჩა ჯანაშვილმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

- 2019 წლის 15 თებერვალს, საღამოს საათებში, დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ ზემო მაჩხაანში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების - ლინდა და იაკობ ჯანაშვილების თანდასწრებით, გოჩა ჯანაშვილმა ყელში ხელის მოჭერითა და სხეულზე რამდენჯერმე დარტყმით ძალადობა განახორციელა მეუღლის - მაია ჯავახიშვილის მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, გოჩა ჯანაშვილმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

მტკიცებულებები, რომელთაც ეყრდნობა სასამართლო:

 

დაზარალებულ მაია ჯავახიშვილის ჩვენებით დგინდება, რომ გოჩა ჯანაშვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რვა წლის განმავლობაში და ჰყავდათ ორი შვილი 2012 წლის 27 ივლისს დაბადებული ლინდა ჯანაშვილი და 2015 წლის 8 დეკემბერს დაბადებული იაკობ ჯანაშვილი. 2019 წლის 15 თებერვალს, საღამოს საათებში იმყოფებოდა დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ ზემო მაჩხაანში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში შვილებთან ერთად, რა დროსაც, მეუღლესთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გოჩა ჯანაშვილმა ხელები მოკიდა საყელოში, აწია და მიახეთქა ბავშვის საწოლზე, თან ყელში მარცხენა ხელს უჭერდა, ხოლო, მარჯვენა ხელი საყელოში ქონდა მოკიდებული, რა დროსაც საწოლი გატყდა, ხოლო, თავად იგრძნო წელის ტკივილი. გოჩა ჯანაშვილმა იატაკზე დააგდო, რის შედეგადაც ხერხემლის არეში განიცადა ძლიერი ტკივილი. წაქცეულზე გოჩა ჯანაშვილმა მარჯვენა ფეხი დააჭირ მუცელში, რა დროსაც ძლიერი ტკივილი განიცადა მუცლის არეში. ასევე, გოჩა ჯანაშვილმა თავში ჩაარტყა გატეხილი საწოლის ფიცრის ნაჭერი, რა დროსაც ასევე, განიადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა, თავი არ გასტეხია. ამის შემდეგ გოჩა ჯანაშვილი გავიდა მეორე ოთახში. ამ ყველაფერს უყურებდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მათთან ერთად იმყოფებოდნენ ოთახში. აღნიშნულის შესახებ მეორე დღეს უთხრა მეზობელს - თეა დოლენჯაშვილს, ხოლო, 19 თებერვალს დედას - ირინა ჯავახიშვილს. მისივე განმარტებით, 2019 წლის იანვრის თვის ბოლოს, სახლში იმყოფებოდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად, საღამოს 18:00 საათზე, მისაღებ ოთახში ბავშვები თამაშობდნენ და ხმაურობდნენ და ხელს უშლიდნენ გოჩა ჯანაშვილს ტელევიზორის ყურებაში. აღნიშნულზე გაბრაზებულმა გოჩა ჯანაშვილმა მარნიდან გამოიტანა ტყავის ქამარი, რომელიც საჯდომსა და ფეხებზე ორჯერ დაარტყა იაკობ ჯანაშვილს და ლინდა ჯანაშვილს.

 

მოწმე ირინა ჯავახიშვილის ჩვენებით დგინდება, რომ არის დაზარალებულ მაია ჯავახიშვილის დედა. 2019 წლის 19 თებერვალს იმყოფებოდა ქალაქ დედოფლისწყაროში მდებარე სახლში, რა დროსაც დაურეკა შვილმა - მაია ჯავახიშვილმა და უთხრა, რომ 2019 წლის 15 თებერვალს სცემა მეუღლემ გოჩა ჯანაშვილმა. მაია ჯავახიშვილი იყო საუბრისას ტიროდა. იმავე დღეს წავიდა დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ ზემო მაჩხაანში მდებარე მაია ჯავახიშვილის საცხოვრებელ სახლში, თუმცა, გოჩა ჯანაშვილი სახლში არ დახვდა. მაია ჯავახიშვილს ყელის არეში და მარჯვენა ფეხზე ეტყობოდა ცემის და დაზიანების კვალი. მაია ჯავახიშვილმა განუცხადა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიიღო 15 თებერვალს გოჩა ჯანაშვილის მიერ ცემის შედეგად. მან ასევე განუცხადა, რომ გოჩა ჯანაშვილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს ესწრებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც ტიროდნენ. მეორე დღეს, 2019 წლის 20 თებერვალს მაია ჯავახიშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილები სოფელ ზემო მაჩხაანიდან წაიყვანა ქ. დედოფლისწყაროში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში.

 

მოწმე თეა დოლენჯაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ ცხოვრობს დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ ზემო მაჩხაანში. ბრალდებული გოჩა ჯანაშვილი და დაზარალებული მაია ჯავახიშვილი მისი მეზობლები არიან. 2019 წლის 16 თებერვალს, დილით, მასთან სახლში სტუმრად მივიდა მაია ჯავახიშვილი, რომელიც ტიროდა და მას და მის შვილს - ნინო ნადირაძეს უთხრა, რომ ღამით ჩხუბი მოუვიდა მეუღლესთან -გოჩა ჯანაშვილთან, რომელმაც სცემა. მაია ჯავახიშვილმა მათ აჩვენათ ყელზე სიწითლეები. ასევე, უთხრა, რომ გოჩა ჯანაშვილი ახრჩობდა. თუმცა, ჩხუბის მიზეზი არ უთქვამს. მაია ჯავახიშვილმა ასევე სთხოვათ, რომ აღნიშნულის თაობაზე არავისთან ეთქვათ.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ნინო ნადირაძემ.

 

მოწმე თამარ ბაკაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ არის ფსიქოლოგი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ეტაპზე ორჯერ დაესწრო არასრულწლოვანი ლინდა ჯანაშვილი დაკითხვას. ლინდა ჯანაშვილმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ ქამრით სცემა ის და მისი ძმა მამამ- გოჩა ჯანაშვილმა მისივე განმარტებით, გოჩა ჯანაშვილმა ასევე იძალადა მის დედაზე-მაია ჯავახიშვილზე. კერძოდ, ხალიჩაზე წააქცია და ხის საგნით სცემა. ორივე დაკითხვისას იდენტური ჩვენება მისცა ლინდა ჯავაშვილმა. აღნიშნულ გამოკითხვებს გამომძიებელან ერთად ასევე ესწრებოდა სოციალური მუშაკი.

 

სასამართლო განხილვის ეტაპზე დაკითხული იქნა ექსპერტი გურამ კანტროშვილი, რომელმაც დაადასტურა სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს სამედიცინო ექსპერტიზის №001242719 დასკვნის სისწორე მაია ჯავახიშვილის მიმართ, რომელიც გაცემული იქნა 2019 წლის 22 თებერვალს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: „მაია ჯავახიშვილს პირადი შემოწმების დროს ორივე ქვედა კიდურის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენდები, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.“

 

2019 წლის 16 ოქტომბერს საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია წინასასამართლო სხდომაზე ეტაპზე სადავოდ გამხდარ ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, კერძოდ, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოსაკვლეველ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ აღარ ხდიდნენ. შესაბამისად, დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გამოსაკვლევ მტკიცებულებათაგან არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - გოჩა ჯანაშვილმა მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა, გოჩა ჯანაშვილის მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს რა, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებულ იქნა დაზარალებულ მაია ჯავახიშვილის ჩვენება, უშუალოდ ბრალდებულის მიერ დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. ასევე, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გოჩა ჯანაშვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გოჩა ჯანაშვილის ბრალეულობა, კერძოდ: უშუალოდ სასამართლო განხილვის ეტაპზე დაზარალებულ მაია ჯავახიშვილის და მოწმეების: ირინა ჯავახიშვილის, თეა დოლენჯაშვილის და ნინო ნადირაძის მიერ მიცემული ჩვენებები. ასევე, მაია ჯავახიშვილის განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; არასრულწლოვანი დაზარალებულის - ლინდა ჯანაშვილის გამოკითხვის ოქმები; გოჩა ჯანაშვილის დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად, ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ გოჩა ჯანაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ თამაზ ნიკვაშვილის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსია 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზი იძლევა საფუძველს უტყუარად და დასაბუთებულად იქნას მიჩნეული დასკვნა იმის თაობაზე, რომ გოჩა ჯანაშვილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ გოჩა ჯანაშვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გოჩა ჯანაშვილს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ამასტან, მართალია სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება ის ფაქტი, რომ გოჩა ჯანაშვილი არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე, თუმცა ამავე დასკვნის მიხედვით ვლინდება, რომ გოჩა ჯანაშვილს როგორც უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს, ასევე ზოგადად აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა. მიუხედავად აღნიშნულისა, შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, გოჩა ჯანაშვილის სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გოჩა ჯანაშვილის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გოჩა ჯანაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.

 

2. გოჩა ჯანაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და გოჩა ჯანაშვილს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.

 

4. გაუქმდეს გოჩა ჯანაშვილის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

5. გოჩა ჯანაშვილი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გოჩა ჯანაშვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 25 თებერვლიდან - 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ გოჩა ჯანაშვილის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა გოჩა ჯანაშვილმა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

9. საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

- მაია ჯავახიშვილისაგან ამოღებული დახეული ხალათი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ტყავის ქამარი და დამტვრეული საწოლის ფრაგმენტები, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში, განდგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

10. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი