განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/4198-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ--------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს----------------------------–-–---–ი (დაბადებული - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ---–-----–ი, სოფელი დ------- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ა-------–-------------------------------ში)
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
დისპოზიცია: თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.
ადვოკატი - რ--------------–---–ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2016 წლის ოქტომბერში, ნ-----------------–--მ გადაწყვიტა ავტომანქანის შეძენა, რისთვისაც მიმართა ს--------------–-–---–ს, რომელმაც დაარწმუნა, რომ 11000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან უზრუნველყოფდა „BMW”-ს მარკის ავტომანქანის ჩამოყვანას. შეთანხმებისამებრ, ნ-----------------–--ს ს--------------–-–---–ისათვის უნდა გადაეცა კუთვნილი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და დამატებით გადაეხადა 3000 აშშ დოლარი. 2016 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, ნ-----------------–--მ, ქ. თბილისში, ა------–-----------------------ში მდებარე ავტოსამრეცხაოში და ქ. თბილისში, ა-–-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს--------------–-–---–ს გადასცა 8000 აშშ დოლარად ღირებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და ფულადი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად ზეპირსიტყვიერი დაპირებისა ს--------------–-–---–მა არ უზრუნველყო შეკვეთილი ავტომანქანის საქართველოში ჩამოყვანა, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ-----------------–--ს კუთვნილ ფულად თანხასა და ავტომანქანას, გამოიყენა პირადი მიზნებისათვის და დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი;
1.2. 2016 წლის ნოემბერში, გ------------–--მ გადაწყვიტა მანქანის შეძენა, ამისათვის ქ. თბილისში, ა------–-----------------------ში მდებარე ავტოსამრეცხაოში შეხვდა ს--------------–-–---–ს, რომელმაც დაარწმუნა, რომ 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან უზრუნველყოფდა „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის ჩამოყვანას. 2016 წლის ნოემბერში, ქ. თბილისში, ა------–-----------------------ში მდებარე ავტოსამრეცხაოში და ქ. თბილისში, ვ------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------------–--მ ს--------------–-–---–ს ხელზე გადასცა ავტომანქანის შესაძენი თანხა - 8000 აშშ დოლარი (19922 ლარი), რომელმაც, თავის მხრივ იკისრა ვალდებულება, რომ ორი თვისა და ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩამოიყვანდა შეკვეთილ ავტომანქანას და გადასცემდა მესაკუთრეს. მიუხედავად ზეპირსიტყვიერი დაპირებისა, ს--------------–-–---–მა არ მოახდინა ავტომანქანის შეძენა და საქართველოში ტრანსპორტირება, მიღებული თანხა გამოიყენა პირადი მიზნებისათვის და დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ს--------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ს--------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდების ორივე ეპიზოდში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა ს--------------–-–---–ის საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.
3.2. ს--------------–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ ს--------------–-–---–ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდების ორივე ეპიზოდში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების: ნ-----------------–--ს, გ------------–--ს და მოწმეების: ს------------------–--ს, გ---------------–--ის, ნ--------–-----ის, მ------------------ს, დ-------------–-–---–ის, მ----------------ს, ნ---------–---–---ს, ბ-------------–--ის, გ-----------------ს, ბ------------------ს, ნ-----------------ს და ა-–---------------------ის გამოკითხვის ოქმებს; გადახდის ქვითრის დათვალიერების 2017 წლის 23 ოქტომბრის ოქმს; ლიცენზიის და სერთიფიკატის დათვალიერების 2017 წლის 02 ნოემბრის ოქმს; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2017 წლის 19 დეკემბრის ოქმს; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 26 თებერვლის ოქმს; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 14 მარტის ოქმს; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 06 დეკემბრის ოქმს; ამოღების 2019 წლის 06 სექტემბრის ოქმს; დათვალიერების 2019 წლის 07 სექტემბრის ოქმს; ფოტოსურათის დათვალიერების 2019 წლის 07 სექტემბრის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ს--------------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. განსახილველი დანაშაულის ჩადენისას დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი - დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს იგი ან/და მიიღოს უფლება ამ ქონებაზე. თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად, ნებაყოფლობით გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას ან ქონებაზე უფლებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში, დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქოსამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს; ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვისგან მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.3. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ქონების კუთვნილება და სახე (ქონება შეიძლება იყოს უძრავი ან მოძრავი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია და ქონება უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება მოტყუებით (ქონების მოტყუებით დაუფლება) და 3) აღნიშნული ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა).
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, წარმოადგენს თაღლითობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულ ნ-----------------–--სთვის მიყენებული ზარალი შეადგენს - 26183.30 ლარს, ხოლო დაზარალებულ გ------------–--სთვის მიყენებული ზარალი შეადგენს - 19.922 ლარს, რაც ორივე შემთხვევაში ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10000 (ათი ათასი)ლარს.
4.5. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.7. სასამართლო, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.8. სასამართლო, ბრალდებულ ს--------------–-–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულების: ნ-----------------–--ს, გ------------–--ს და მოწმეების: ს------------------–--ს, გ---------------–--ის, ნ--------–-----ის, მ------------------ს, დ-------------–-–---–ის, მ----------------ს, ნ---------–---–---ს, ბ-------------–--ის, გ-----------------ს, ბ------------------ს, ნ-----------------ს და ა-–---------------------ის გამოკითხვის ოქმებით; გადახდის ქვითრის დათვალიერების 2017 წლის 23 ოქტომბრის ოქმით; ლიცენზიის და სერთიფიკატის დათვალიერების 2017 წლის 02 ნოემბრის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2017 წლის 19 დეკემბრის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 26 თებერვლის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 14 მარტის ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 06 დეკემბრის ოქმით; ამოღების 2019 წლის 06 სექტემბრის ოქმით; დათვალიერების 2019 წლის 07 სექტემბრის ოქმით; ფოტოსურათის დათვალიერების 2019 წლის 07 სექტემბრის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2016 წლის ოქტომბერში ნ-----------------–--მ ავტომანქანის შესაძენად მიმართა ს--------------–-–---–ს, რომელმაც დაარწმუნა, რომ 11000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან უზრუნველყოფდა „BMW”-ს მარკის ავტომანქანის ჩამოყვანას. შეთანხმებისამებრ, ნ-----------------–--ს ს--------------–-–---–ისათვის უნდა გადაეცა კუთვნილი ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და დამატებით გადაეხადა 3000 აშშ დოლარი. 2016 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, ნ-----------------–--მ, ქ. თბილისში, ა------–-----------------------ში მდებარე ავტოსამრეცხაოში და ქ. თბილისში, ა-–-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ს--------------–-–---–ს გადასცა 8000 აშშ დოლარად ღირებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და ფულადი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად ზეპირსიტყვიერი დაპირებისა ს--------------–-–---–მა არ უზრუნველყო შეკვეთილი ავტომანქანის საქართველოში ჩამოყვანა, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ-----------------–--ს კუთვნილ ფულად თანხასა და ავტომანქანას, გამოიყენა პირადი მიზნებისათვის და დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი; ასევე, 2016 წლის ნოემბერში გ------------–-- ავტომანქანის შესაძენად შეხვდა ს--------------–-–---–ს ქ. თბილისში, ა------–-----------------------ში მდებარე ავტოსამრეცხაოში და დაარწმუნა, რომ 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან უზრუნველყოფდა „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის ჩამოყვანას. 2016 წლის ნოემბერში, ქ. თბილისში, ა------–-----------------------ში მდებარე ავტოსამრეცხაოში და ქ. თბილისში, ვ------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------------–--მ ს--------------–-–---–ს ხელზე გადასცა ავტომანქანის შესაძენი თანხა - 8000 აშშ დოლარი (19922 ლარი), რომელმაც, თავის მხრივ იკისრა ვალდებულება, რომ ორი თვისა და ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩამოიყვანდა შეკვეთილ ავტომანქანას და გადასცემდა მესაკუთრეს. მიუხედავად ზეპირსიტყვიერი დაპირებისა, ს--------------–-–---–მა არ მოახდინა ავტომანქანის შეძენა და საქართველოში ტრანსპორტირება, მიღებული თანხა გამოიყენა პირადი მიზნებისათვის და დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები ორივე ეპიზოდში სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს--------------–-–---–მა ჩაიდინა - თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ს--------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
5.2.ს--------------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეადგენს 2000 ლარს.
6.5. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაულები. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედებების წინაპირობების, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის, ჩადენის ხერხის მხედველობაში მიღებით და მომავალში მსგავსი ქმედებების თავიდან არიდებისათვის, ასევე დაზარალებულისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის გათვალისწინებით, რომელიც დღემდე არ არის ანაზღაურებული, არ არის პროპორციული სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება; ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი ქმედებისათვის, ორივე ეპიზოდში დაენიშნოს მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
6.6. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მესამედი. განსახილველ შემთხვევაში, ის გარემოებები, რომ ს--------------–-–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, არ არის წარსულში ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მისთვის არ წაუსწრიათ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ასევე მან ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, - იძლევა იმის საფუძველს, რომ მის მიმართ საბოლოო სასჯელისას დანიშვნისას გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, ს--------------–-–---–ს თითოეულ ეპიზოდში დანიშნული სასჯელიდან - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
6.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
6.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს--------------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სწორედ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი სოციალური საშიშროების, ს--------------–-–---–ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს--------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით (დაზარალებულ ნ-----------------–--ს ეპიზოდი);
2. ს--------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით (დაზარალებულ გ------------–--ს ეპიზოდი);
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ-----------------–--ს ეპიზოდისთვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ------------–--ს ეპიზოდისთვის) დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს--------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. მსჯავრდებულ ს--------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის ფაქტობრივი აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის დროიდან - 2019 წლის 21 ოქტომბრიდან.
5. მსჯავრდებულ ს--------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
6. მსჯავრდებულ ს--------------–-–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე