გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.10.2019
საქმის ნომერი
190310019003093584
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23.10.2019 ქ. რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველო

წარმომადგენელი - კ-----------–---–ი

 

მოპასუხე - ქ--------–---ი

 

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ქ--------–---ს დაეკისროს 2015 წლის 02 აპრილის N1/1365 ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალიწინებული დაცვის მომსახურების საფასური, 2017 წლის აგვისტოს თვის 68.60 ლარი და 2017 წლის სექტემბრის თვის 61.53 ლარის ოდენობით, ჯამში 130.13 ლარი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ.

1.2. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და მოპასუხე ქ--------–---ს შორის 2015 წლის 02 აპრილს გაფორმდა N1/1365 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ რუსთავში, ს--–---–-------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პერიმეტრული სიგნალიზაციის მეშვეობით დაცვის მომსახურების გაწევას. მისი განმარტებით მოსარცელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი მომსახურების ხელშეკრულება, ვინაიდან მოპასუხე ქ--------–---მა არ შეასრულა ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტით განსაზღვრული პირობა, მან არ გადაიხადა 2017 წლის აგვისტოს თვის დაცვის მომსახურების საფასური 68.60 ლარი და 2017 წლის სექტემბრის თვის 61.53 ლარი, ჯამში 130.13 ლარი. მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული დასტურდება 2019 წლის ივლისის თვის ცნობით დავალიანების შესახებ.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ქ--------–---ს 2019 წლის 14 ოქტომბერს ჩაიბარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი და თანდართული მასალები, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ შემოუტანია. 2019 წლის 24 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, მოპასუხე ქ--------–---ი არ გამოცხადებულა, რის გამოც სასამართლოსთვის მისი პოზიცია საკითხთან მიმართებით უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 02 აგვისტოს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და მოპასუხე ქ--------–---ს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება N1/1364 ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 02 აგვისტოს N1/1364 ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21);

 

3.1.2. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტის თანახმად „შემსრულებელი“ უზრუნველყოფს დაცვითი - დაგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას „დამკვეთის“ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქალაქი რუსთავი, ს--–---–------------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 02 აგვისტოს N1/1364 ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21);

 

3.1.3. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 2.5. პუნქტის თანახმად „დაცვის“ მომსახურების საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერას უზრუნველყოფს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 02 აგვისტოს N1/1364 ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21);

 

3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 06 აპრილის N738461 ბრძანებით, 2015 წლის 06 აპრილიდან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს 125-ის განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო ქალაქ რუსთავში, ს--–---–-------------------ში მდებარე, ქ--------–---ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 06 აპრილის N738461 ბრძანება (ს.ფ 23)

 

3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბერს N2282516 წერილით მოპასუხე ქ--------–---ს განემარტა, რომ მის მიერ, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება დაცვის მომსახურების ღირებულების, 71 ლარის გადახდა უნდა უზრუნველეყო საგადასახადო დოკუმენტის ჩაბარებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, რომელიც არ იქნა შესრულებული.

ამავე წერილით მოპასუხე მხარეს განემარტა აგვისტოს თვის დავალიანების, 68.60 ლარის ოდენობით გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბრის N2282516 წერილი (ს.ფ 24).

 

3.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს 2017 წლის 29 სექტემბრის N23----0 ბრძანებით, 2017 წლის 27 სექტემბრიდან შეწყვეტილ იქნა ქ--------–---ის ობიექტის (ქ. რუსთავი, ს--–---–------------------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბრის N23----0 ბრძანება (ს.ფ. 26)

 

3.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს 2019 წლის 10 ივლისის №MIA 1 19--------- ცნობით დგინდება, რომ 2015 წლის 02 აპრილს გაფორმებული N1/1365 ხელშეკრულების თანახმად ქ--------–---ს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ ერიცხება დაცვის მომსახურების დავალიანება: 2017 წლის აგვისტოს თვის 68.60 ლარი და 2017 წლის სექტემბრის თვის 61.53 ლარი. ჯამში 130.13 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს 2019 წლის 10 ივლისის №MIA 1 19--------- ცნობა (ს.ფ.27)

 

3.2. მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივი გარემობები არ გამოკვეთილა

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ N266-ე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების საფუძველზე, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და მოპასუხე ქ--------–---ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2015 წლის 02 აგვისტოს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და მოპასუხე ქ--------–---ს შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება N1/1364 ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით.მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტის თანახმად „შემსრულებელი“ უზრუნველყოფს დაცვითი - დაგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას „დამკვეთის“ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქალაქი რუსთავი, ს--–---–------------------. ხოლო, ამავე ხელშეკრულების პირველი მუხლის 2.5. პუნქტის თანახმად „დაცვის“ მომსახურების საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერას უზრუნველყოფს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 06 აპრილის N738461 ბრძანებით, 2015 წლის 06 აპრილიდან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს 125-ის განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო ქალაქ რუსთავში, ს--–---–-------------------ში მდებარე, ქ--------–---ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს 2017 წლის 22 სექტემბერს N2282516 წერილზე, რომლითაც მოპასუხე ქ--------–---ს განემარტა, რომ მის მიერ, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება დაცვის მომსახურების ღირებულების, 71 ლარის გადახდა უნდა უზრუნველეყო საგადასახადო დოკუმენტის ჩაბარებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, რომელიც არ იქნა შესრულებული. ამავე წერილით მოპასუხე მხარეს განემარტა აგვისტოს თვის დავალიანების, 68.60 ლარის ოდენობით გადახდის თაობაზე.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს 2017 წლის 29 სექტემბრის N23----0 ბრძანებით, 2017 წლის 27 სექტემბრიდან შეწყვეტილ იქნა ქ--------–---ის ობიექტის (ქ. რუსთავი, ს--–---–------------------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს 2019 წლის 10 ივლისის №MIA 1 19--------- ცნობაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2015 წლის 02 აპრილს გაფორმებული N1/1365 ხელშეკრულების თანახმად ქ--------–---ს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ ერიცხება დაცვის მომსახურების დავალიანება: 2017 წლის აგვისტოს თვის 68.60 ლარი და 2017 წლის სექტემბრის თვის 61.53 ლარი. ჯამში 130.13 ლარი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე - ქ--------–---ს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 130.13 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ?? ???????? 38-? ?????? „?“ , „?“, „?“ ?? „?“ ???????????? გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს,მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა,გარდა ?? ??? ???????? 187?3 ?????? გათვალისწინებული შემთხვევებისა ;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაეკისროს მოპასუხე - ქ--------–---ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების საფასური, ჯამში 130.13 ლარის ოდენობით გადახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ.

 

3. მოპასუხეს - ქ--------–---ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი