გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2019
საქმის ნომერი
200210015733067
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/58-15

№200210015733067

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი, 2016 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–ოს ბანკი” წარმომადგენელი - ბ-–-- ლ-–-ი მოპასუხე - ი-–---- რ----- ო---–ი დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები.

1.2. მოპასუხე ი-–---- რ----- ო---–ის სს ,,ს----------–ოს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხის 119133.20 ლარის გადახდა.

1.3. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს ი-–---- რ----- ო---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების: ა) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; ბ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; გ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; დ) მდებარე ქ. თ---–------------–-----–--–------------------–------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------- რეალიზაციის გზით.

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიქცეს მოპასუხის სხვა ქონებებზე.

1.4. მოპასუხე ი-–---- რ----- ო---–ის სს ,,ს----------–ოს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3574.0 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2010 წლის 21 იანვარს სს ,,ს----------–ოს ბანკსა“ და ი/მ ი-–---- რ----- ო---–ის შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ლიმიტი 150000აშშ დოლარის ან შესაბამისი ექვივალენტი ლარში ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2011 წლის 14 ივნისს მსესხებელზე გაიცა კრედიტი 160000 ლარის ოდენობით, 19 თვის ვადით, წლიური 16%-ანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხი დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, თუმცა ვალდებულება დარღვეულ იქნა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ი-–---- რ----- ო---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებები: ა) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; ბ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; გ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; დ) მდებარე ქ. თ---–------------–-----–--–------------------–------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------. იპოთეკის ხელშეკრულების 11.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულ დასაფარად აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა ქონებებზე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და ჯ--------- მ------- ყ----ს, ასევე ბანკსა და ზ------ ა----- ო---–ის შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის თანახმადაც თავდებები იღებენ ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოფენ ბანკსა და ი.მ ი-–---- რ----- ო---–ის შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. დღევანდელი მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 119133.20 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 107361..74 ლარი, პროცენტი 1171.46 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს სულ 80 695 ლარი, რომლითაც ფაქტობრივად დაიფარა სესხზე არსებული პროცენტი, მაგრამ არ დაიფარა ძირი, რის გამოც მიაჩნია რომ არასწორეა მხოლოდ პროცენტის დაფარვა, იგი უნდა წარამართულიყო ძირის დასაფარად. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი ითოხვა დავალიანების განწილვადება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2010 წლის 21 იანვარს სს ,,ს----------–ოს ბანკსა“ და ი/მ ი-–---- რ----- ო---–ის შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ლიმიტი 150000აშშ დოლარის ან შესაბამისი ეკვივალენტი ლარში ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2011 წლის 14 ივნისს მსესხებელზე გაიცა კრედიტი 160000 ლარის ოდენობით, 19 თვის ვადით, წლიური 16%-ანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხი დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, თუმცა ვალდებულება დარღვეულ იქნა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 16-210;

 

3.1.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ი-–---- რ----- ო---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებები: ა) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; ბ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; გ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; დ) მდებარე ქ. თ---–------------–-----–--–------------------–------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------. იპოთეკის ხელშეკრულების 11.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულ დასაფარად აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა ქონებებზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ. 23-41);

 

3.1.3. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 119133.20 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 107361.74 ლარი, პროცენტი 1171.46 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 65)

 

3.1.5. მოსარჩელე მხარემ მოპასუხეს გაუგზავნა დავალიანების დაფარვის შესახებ გაფრთხილების წერილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 62-64);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400-ე, 411-ე, 867-ე, 873-ე და 301-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ''საქართველოს ბანკსა'' და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ.შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ვალდებულების შესასრულებლად დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ შესრულდა ვალდებულება, როგორც ხელშეკრულების ასევე კანონის შესაბამისად სს ,,საქართველოს ბანკი” უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება.

 

უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები _ არ დაფარა კრედიტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ს----------–ოს ბანკს” , ი-–---- რ----- ო---–ის შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც სს ,,ს----------–ოს ბანკს” წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. ბანკის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად,სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ მოპასუხე მხარის მიერ გადხდილი 80695 ლარიდან ჯერ უნდა დაფარულიყო სესხი ძირი და შემდეგ პროცენტებ, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელსეკრულებაში ასეთ პირობებზე მხარეები არ შეთანხმებულან.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ს----------–ოს ბანკი'' უფლებამოსილია მოსთხოვოს ი-–---- რ----- ო---–ის მოსარჩელე ,,ს----------–ოს ბანკის’’ სასარგებლოდ დავალიანების ძირი თანხის 119133.20 ლარის გადახდა. ასევე მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხე მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტა.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ი-–---- რ----- ო---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები იპოთეკით დაიტვირთა: ა) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; ბ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; გ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; დ) მდებარე ქ. თ---–------------–-----–--–------------------–------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ი-–---- რ----- ო---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და სარეალიზაციოდ მიექცეს ი-–---- რ----- ო---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები: ა) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; ბ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; გ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; დ) მდებარე ქ. თ---–------------–-----–--–------------------–------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------.

 

6.3.კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის გახანგრძლივებისა და გარკვეული ვადით გადადების საპროცესო მექანიზმს ითვალისწინებს სსსკ-ის 263-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

მითითებული ნორმა სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, გარკვეული დროით გაახანგრძლივოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე მიუთითებს ამგვარი მექანიზმის გამოყენების ობიექტურ საჭიროებაზე და სარწმუნოდ დაასაბუთებს თავის პოზიციას. კანონის ამგვარი დანაწესი განპირობებულია სასამართლოს მხრიდან ორივე მხარის ინტერესთა დაცვისას გონივრული და სამართლიანი ბალანსის არსებობის აუცილებლობით, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, შეძლებისდაგვარად, უნდა მოერგოს მოვალის ობიექტურ ინტერესებსაც, თუ ეს უკანასკნელი დაადასტურებს, რომ აღსრულების დახანება ან განაწილვადება გამოწვეულია საპატიო გარემოებებით, რომელთა კონკრეტული საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ აღმოფხვრა ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს მისი მხრიდან გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას.

ზემოთ მითითებული ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა ვალდებულების ხასიათი, მისი შეუსრულებლობის ვადა, ოდენობა. ამავდროულად, სასამართლო აფასებს, რა შედეგის მომტანია საშეღავათო მექანიზმების გამოყენება კრედიტორისათვის.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარეზე 2011 წლის 14 ივნისს მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულების საფუძველზე გასცა 160000 ლარის ოდენობით სესხი 19 თვის ვადით, წლირი 16%-იანი საპოცენტო განაკვეთით. მოპასუხე მხარეს სარჩელის აღძვრის დროისათვის 2015 წლის 24 თებერვლისათვის დავალიანების სახით ერიცხებოდა 119133,20 ლარი.აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ მოპასუხე მხარეს 2015 წლის 05 მარტს ჩაბარდა სარჩელი. საქმის მასალებით დადგენილია რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელემ გაფრთხილების წერილი გაუგზავნა 2013 წლის 15 ოქტომბერს(იხ.ს.ფ. 62).ამ დროის განმავლობაში მოპასუხე მხარეს არც კი უცდია არსებული დავალიანების(თუნდაც პერიოდულად მცირეოდენი თანხის შეტანის გზაით) დაფარვის დაწყება.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის განწილვადებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სს ,,ს----------–ოს ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3574.0 ლარი, რომლის ანაზღაურებაც ზ/აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ი-–---- რ----- ო---–ის.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 268-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს----------–ოს ბანკის” დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე ი-–---- რ----- ო---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს:

1.1. შეწყდეს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები.

1.2. მოპასუხე ი-–---- რ----- ო---–ის სს ,,ს----------–ოს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხის 119133.20 ლარის გადახდა.

1.3. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს ი-–---- რ----- ო---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების: ა) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; ბ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; გ) მდებარე თ--–--ი სოფ. ყ--------–ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5-----------; დ) მდებარე ქ. თ---–------------–-----–--–------------------–------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------- რეალიზაციის გზით.

იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიქცეს მოპასუხის სხვა ქონებებზე.

3. მოპასუხე ი-–---- რ----- ო---–ის სს ,,ს----------–ოს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3574.0 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

4. მოპასუხე მხარეს უარი ეთქვას გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადებაზე.

5.გადაწყვეტილება აღსრულების განწილვადებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე