გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3042522-3/101-19წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
23.10.2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
მოსარჩელე - გ-----------------ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - ლ-------–--–-----
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
მოპასუხის წარმომადგენელი - ი------------–---–-
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირის წარმომადგენელი - მ-------------
მესამე პირი - ა------- მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირის წარმომადგენელი - ლ------------
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნეს ცნობილი:
1.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 21 იანვრის N--------------- გადაწყვეტილება.
2.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 28 მარტის N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
3.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2----–-–-------------------- გადაწყვეტილება.
4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის ზ---–--------ს მიერ 2016 წლის 28 დეკემბრის N1------ ბრძანება, რომლის საფუძველზეც გ-----------------ის კუთვნილი უძრავი ნივთი დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად ს----------------
5.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 03 იანვრის N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
6.დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალიზებული რეგისტრაციის რეგიონალური მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს გ-----------------ის მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელება ა------- რაიონის სოფ.ს-----–- მდებარე 144- კვ.მ ფართი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე(იხ.ტ.1.107-122).
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ა------- რაიონის სოფელ ხ----------ს საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ-----------------ის განცხადება და გადაწყდა, რომ მას მიეყიდოს ა------- რაიონის სოფელ ს-----–- მდებარე სოფელი ს-----ს ყოფილი კოლმეურნეობის კუთვნილი აბანოს შენობა. ხ----------ს საკრებულოს საპრივატიზაციო კომისიის მიერ 2003 წლის 22 აპრილს შედგენილი შეფასების აქტით აღნიშნული უძრავი ნივთი შეფასებული იქნა 56- ლარად, წარმოდგენილი ღირებულება გ-----------------ის მიერ გადახდილი იქნა ხ----------ს საკრებულოს ანგარიშზე, 2003 წლის 22 აპრილს ა------- რაიონის სოფელ ხ----------ს საკრებულოსა და გიორგი ვ--------- ძე გიორგაძეს შორის დაიდო აღნიშნული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მყიდველს მიჰყიდა და გადასცა ზემოთ აღნიშნული უძრავი ნივთი საერთო ფართით 48 კვმ, აღნიშნული ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ა------ს რაიონის ხ----------ს საკრებულოს თავმჯდომარის ხელის მოწერითა და ბეჭდით, შესაბამისად საკრებულომ 2003 წლის 22 აპრილსავე გასცა გიორგი ვ--------- ძე გიორგაძეზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, ხოლო 2003 წლის 22 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით აღნიშნული უძრავი ქონება ოფიციალურად გადასცა მოსარჩელეს, აღნიშნულ ქონებას იგი დღემდე ფლობს და განკარგავს. გ-----------------ემ 2018 წლის 10 დეკემბერს #------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ა------- მუნიციპალიტეტში სოფელ ს-----–- მდებარე 144- კვმ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, და მასზე არსებული შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მოსარჩელე მხარემ N------------- სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აზომვითი/აგეგვმითი ნახაზი.სოფელ ხ----------ს საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის სხდომის N- ოქმის, სოფელ ხ----------ს საკრებულოს საპრივატიზაციო კომისიის მიერ გაცემული N- მიღება ჩაბარების აქტის, სოფელ ს-----ს ყოფილი კოლმეურნეობის აბანოს შენობის შეფასების აქტის, ხ----------ს თემის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და 2003 წლის 22 აპრილის #- ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული ასლები.
2018 წლის 14 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 1---------------- გადაწყვეტილება რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ფიქსირდებოდა მიწის ფართობი, ხელშეკრულება არ იყო სათანდო წესით დამოწმებული, შესაბამისად ვერ ჩაითვლებოდა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ ,,შემოსავლების სამსახური''-დან და ა------- მუნიციპალიტეტის მერიიდან N------ (14.12.2018 წ) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია და წარმოება გადადო აღნიშნული წერილზე პასუხის მიღებამდე, გადაყვეტილებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდება ფიქსირდება 6----------- კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 1- იანვარს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ #-------------07 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა წარდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზისა და 6----------- კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან (მესაკუთრე სახელმწიფო) ზედდების თაობაზე, ასევე მასვე ეცნობა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა ოფისმა N----- (1-.01.2019 წერილით ინფორმაცია გამოითხოვა მერიიდან.
2019 წლის 21 იანვარს მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ #-------------10 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დადასტურდა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება სარეგისტრაციო ობიექტზე, შესაბამისად უნდა წარგვედგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან განცხადება დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებსს კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ მესიჯის სახით ტელეფონზე, შესაბამისად მივედით საჯარო რეესტრში სადაც უთხრეს რომ საბუთები უნდა გადაეგზავნათ ა------- მუნიციპალიტეტის მერიაში და საჭირო იყო მათი თანხმობა, რაზეც განცხადება დაგვაწერინეს, აღმოჩნდა, რომ დოკუმენტაცია გადააგზავნეს მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიაში, როდესაც აღნიშნულის შესახებ შევიტყვეთ და მივხვდით, რომ შეცდომაში ვიყავით შესულები, ამიტომ 2019 წლის 21 მარტს მიმართეს საჯარო რეესტრს განცხადებით და მოითხოვეს, რომ დოკუმენტაცია გამოეთხოვათ აღნიშნული კომისიიდან და განეახლებინათ სარეგისტრაციო წარმოება და დაეკმაყოფილებინათ მათი განცხადება.
მარეგისტრირებულმა ორგანომ 2019 წლის 28 მარტს მიიღო N29-------------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა რეგისტრაციაზე, მათ მიერ გასაჩივრებული იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2019 წლის 21 იანვარს მიღებული #6--------------- გადაწყვეტილება და 2019 წლის 28 მარტს მიღებული #9-------------- გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 10 მაისს მიღებული N------ გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარის საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.
გ-----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 იანვრის N8-------------- გადაწყვეტილებით, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო"-ს სამცხე--ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის ზ---–--------ს მიერ 2016 წლის 28 დეკემბრის N1------ ბრძანების საფუძველზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად ს/კ 6------------ ით.
2. მოპასუხის პირების პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2.2. მესამე პირმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
2.3. მესამე პირმა ა------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 18 დეკემბრის N1------ ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მიემართათ სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ა------- სარეგისტრაციო სამსახურს, რათა განახორციელოს ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–- მდებარე 1235.58 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზის და ელ.ვერსიის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 დეკემბრის N1------ ბრძანება(იხ.ტ.2.სფ.25-26).
3.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 03 იანვრის გადაწყვეტილებით N--------------- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 დეკემბრის N1------ ბრძანების საფუძველზე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ზონა ასპინძა 6-, სექტორი ხ---------ა 1-, კვარტალი 3-, ნაკვეთი 1--, მისამართი ა------- რაიონი სოფელი ს-----, 123-კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N-, დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 03 იანვრის გადაწყვეტილება N---------------(იხ.ტ.2.სფ.29).
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.ტ.2.სფ.30).
3.3. 2018 წლის 10 დეკემბერს გ-----------------ის (პირადი ნომერი 0----------) წარმომადგენელმა ლ-------–--–-----მ (პირადი ნომერი 0----------) № 9----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ა------- მუნიციპალიტეტში, სოფელ ს-----–- მდებარე 144- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა № 9----------- სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, სოფელ ხ----------ს საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის სხდომის №- ოქმის, სოფელ ხ----------ს საკრებულოს საპრივატიზაციო კომისიის მიერ გაცემული №- მიღება-ჩაბარების აქტის, სოფელ ს-----ს კოლმეურნეობის ყოფილი აბანოს შენობის შეფასების აქტის, ხ----------ს თემის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და №-- ხელშეკრულების (22.04.2003 წ.) ნოტარიულად დამოწმებული ასლები, ასევე წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადების მიღების ბარათი(იხ.ტ.2.სფ.41).
-განცხადება( ტ.2. ს.ფ.42).
3.4. №9----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ დართული დოკუმენტაციის (სოფელ ხ----------ს საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის სხდომის №- ოქმის, სოფელ ხ----------ს საკრებულოს საპრივატიზაციო კომისიის მიერ გაცემული №-- მიღება-ჩაბარების აქტის, სოფელ ს-----ს კოლმეურნეობის ყოფილი აბანოს შეფასების აქტის, ხ----------ს თემის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და №-- ხელშეკრულების (22.04.2003 წ.) ნოტარიულად დამოწმებული ასლები) თანახმად, ხ----------ს თემის საკრებულოს საპრივატიზაციო კომისიამ სოფელ ს-----–- მცხოვრებ გიორგი ვ--------- ძე გიორგაძეს საკუთრებაში გადასცა სოფელ ს-----ს კოლმეურნეობის ყოფილი აბანოს შენობა. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტებში მითითებული არ არის მიწის ნაკვეთის ფართობი, ამასთან, №-- ხელშეკრულება (22.04.2003 წ.) დამოწმებული არ არის სათანადოდ (ნოტარიუსის მიერ), მიუხედავად იმისა, რომ ამას ითვალისწინებს მისი ფორმა.
ამასთან ხელშეკრულებაში მითითებულია ასევე ხელშეკრულება დამოწმებულია ა------- რაიონის სანოტარო ბიუროს მიერ, მაგრამ არ არის დამოწმებული და ხელმოწერილი ნოტარიუსის მიერ.
ხელშეკრულებაში მითითებულია ასევე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კანონმდებლობის 183-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმების დღიდან რეგისტრირებული უნდა იქნეს ადგილობრივი მართველობის ორგანოს ტექინვეტარიზაციის ბიუროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოქმი N-; მიღება-ჩაბარების აქტი; შეფასების აქტი; ხელშეკრულება(იხ.ტ.1.სფ.24-3-).
3.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №9------------03 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება მიწის ფართობი, ხელშეკრულება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ ჩაითვლება საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად, წარმოსადგენია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან დასაზუსტებელია სარეგისტრაციო მოთხოვნა ან მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება.
სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 14 დეკემბერს N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.სარეგისტრაციო წარმოება დასრულდება არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
ასევე წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდებაა 6----------- კოდთან მესაკუთრე-სახელმწიფო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 14 დეკემბრის №9------------03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ (იხ.ტ.2.სფ.79)
3.6. 2018 წლის 14 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N------ წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ა------- მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ნ9----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიეწოდებინათ ა------- მუნიციპალიტეტის სოფ.ს-----–- გ-----------------ე მასზე რიცხული ქონების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით.
ასევე ითხოვა მათთან დაცული გაცემული სხვა დოკუმენტაცია (მიწის განაწილების სია და სხვ).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 14 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს N------ წერილი (იხ.ტ.2.სფ.64)
3.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 17 დეკემბერს მიღებული №9------------05 გადაწყვეტილებით, გ------------------- ეცნობა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება მიწის ფართობი, ხელშეკრულება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ ჩაითვლება საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად, წარმოსადგენია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან დასაზუსტებელია სარეგისტრაციო მოთხოვნა ან მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება.
სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 14 დეკემბერს N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.სარეგისტრაციო წარმოება დასრულდება არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
ასევე წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდებაა 6----------- კოდთან მესაკუთრე-სახელმწიფო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 17 დეკემბრის №9------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ (იხ.ტ.2.სფ.80)
3.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 1- იანვარს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №9------------07 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განმეორებით ეცნობა წარდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზისა და 6----------- კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან (მესაკუთრე სახელმწიფო) ზედდების თაობაზე, ასევე მას ეცნობა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა № 1---- (1-.01.2019 წ.) წერილით ინფორმაცია გამოითხოვა ა------- მუნიციპალიტეტის მერიიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 1- იანვრის №9------------07 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ (იხ.ტ.2.სფ.81)
3.9. 2019 წლის 21 იანვარს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 9------------10 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დადასტურდა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება სარეგისტრაციო ობიექტზე, შესაბამისად, მას უნდა წარედგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან განცხადება დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 იანვრის N--------------- (იხ.ტ.2..სფ.82).
3.10. 2019 წლის 29 იანვარს დაინტერესებულმა პირმა დამატებით წარადგინა თანხმობა დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 1 თებერვლის № 4------- სამსახურებრივი ბარათით გამოითხოვა ინფორმაცია აღიარების კომისიაში გადასაგზავნი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 9------------12 (01.02.2019) გადაწყვეტილება), ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 9------------14 (07.02.2019) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ 2019 წლის 7 თებერვლის № 4---- მიმართვით დოკუმენტაცია გაეგზავნა ა------- მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 თებერვლის N4------- სამსახურებრივი ბარათი. (იხ. ტ.2.სფ.68.)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 თებერვლის N-------------12 გადაწყვეტილება. (იხ. ტ.2.სფ.83).
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 თებერვლის N-------------14 გადაწყვეტილება. (იხ. ტ.2.სფ.84).
-2019 წლის 7 თებერვლის № 4---- მიმართვა( იხ.ტ.2.ს.ფ.74)
3.1-. ა------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 05 მარტის სხდომის ოქმითა და ამავე კომიისის 2019 წლის 06 მარტის განკარგულება N4- გ------------------- უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ 144- კვმ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–- საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც 2019 წლის 22 მარტს გადაიგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა------- მუნიციპალიტეტის მიმართვა (იხ.ტ.2.სფ.75).
-განკარგულება ( იხ.ტ.2. ს.ფ.76-78)
3.12. 2019 წლის 28 მარტს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, ა------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის № 9---1- (22.03.2019) მომართვით გადმოგზავნილი № 4- (06.03.2019) განკარგულების საფუძველზე, მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №9-------------- გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მარტის N--------------- გადაწყვეტილება. (იხ. ტ.1.სფ.42-43).
3.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------- გადაწყვეტილებით გ------------------- უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------------- გადაწყვეტილება(იხ.ტ.1.სფ.44-50).
3.14. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის №-1-0---------- (17.12.2018 წ.) წერილის თანახმად, საარქივო სამმართველოში დაცულია ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ს მიწის გადასახადის გადამხდელთა 1999, 2001, 2003 და 2004 წლების სიები, რომლებშიც გიორგი ვ--------- ძე გიორგაძე არ ფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის №-1-0---------- (17.12.2018 წ.) წერილი (იხ. ტ.2. .სფ.65).
3.15. ა------- მუნიციპალიტეტის მერიის № 3---1 (04.01.2019) მომართვის თანახმად, სოფელ ს-----ს (სოფ. ს----- და სოფ. ნ--------- წარმოადგენდა ერთ საკრებულოს და შედგენილია ერთიანი სია) 1998 წლის 20 ოქტომბრის, მოსახლეობის ყრილობის №-- ოქმის თანდართული სიის მიხედვით, გიორგი ვ--------- ძე გიორგაძის კომლის (ოჯახის) სახელზე არსებული მიწის ფართობის შესახებ მონაცემები არ იძებნება, ხოლო ინფორმაცია კომლის შემადგენლობისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის თაობაზე, ა------- მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული არ არის. ა------- მუნიციპალიტეტის მერიის №1-1/1- (14.01.2019) მომართვით ირკვევა, რომ მერიაში დაცული არ არის ისეთი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება № 9----------- სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთის გ-----------------ის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა------- მუნიციპალიტეტის მერიის № 3---1 (04.01.2019) მომართვა (იხ.ტ.1.სფ.66),- ა------- მუნიციპალიტეტის მერიის №1-1/1- (14.01.2019)მიმართვა (იხ.ტ.2.სფ.67).
3.16. № 1-------- ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოების პროცესში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილს გაეგზავნა № 1----- მიმართვა ისეთი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნით, რომელიც დაადასტურებდა № 9----------- სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი უძრავი ნივთის გ-----------------ისთვის საკუთრებაში გადაცემის ფაქტს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს №1------- (01.05.2019) მომართვის თანახმად, დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს გ-----------------ისთვის სოფელ ს-----ს კოლმეურნეობის ყოფილი აბანოს შენობის საკუთრებაში გადაცემის ფაქტს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არქივში არ იძებნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის N1----- მიმართვა (იხ.ტ.2.სფ.92-93).
-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს № 1------- (01.05.2019) მომართვა( იხ.ტ.2.ს.ფ.94)
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი; საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტისგამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
ამავე კანონის მეცხრე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
ამავე კანონის მერვე მუხლის მესამე ნაწლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
- დადგენილია, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს გ-----------------ის (პირადი ნომერი 0----------) წარმომადგენელმა ლ-------–--–-----მ (პირადი ნომერი 0----------) № 9----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ა------- მუნიციპალიტეტში, სოფელ ს-----–- მდებარე 144- კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა № 9----------- სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, სოფელ ხ----------ს საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის სხდომის №- ოქმის, სოფელ ხ----------ს საკრებულოს საპრივატიზაციო კომისიის მიერ გაცემული №- მიღება-ჩაბარების აქტის, სოფელ ს-----ს კოლმეურნეობის ყოფილი აბანოს შენობის შეფასების აქტის, ხ----------ს თემის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და №-- ხელშეკრულების (22.04.2003 წ.) ნოტარიულად დამოწმებული ასლები, ასევე წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- დადგენილია, რომ №9----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ დართული დოკუმენტაციის (სოფელ ხ----------ს საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის სხდომის №- ოქმის, სოფელ ხ----------ს საკრებულოს საპრივატიზაციო კომისიის მიერ გაცემული №-- მიღება-ჩაბარების აქტის, სოფელ ს-----ს კოლმეურნეობის ყოფილი აბანოს შეფასების აქტის, ხ----------ს თემის საკრებულოს მიერ გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და №-- ხელშეკრულების (22.04.2003 წ.) ნოტარიულად დამოწმებული ასლები) თანახმად, ხ----------ს თემის საკრებულოს საპრივატიზაციო კომისიამ სოფელ ს-----–- მცხოვრებ გიორგი ვ--------- ძე გიორგაძეს საკუთრებაში გადასცა სოფელ ს-----ს კოლმეურნეობის ყოფილი აბანოს შენობა. აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტებში მითითებული არ არის მიწის ნაკვეთის ფართობი, ამასთან, №-- ხელშეკრულება (22.04.2003 წ.) დამოწმებული არ არის სათანადოდ (ნოტარიუსის მიერ), მიუხედავად იმისა, რომ ამას ითვალისწინებს მისი ფორმა.
ამასთან ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დამოწმებულია ა------- რაიონის სანოტარო ბიუროს მიერ, მაგრამ არ არის დამოწმებული და ხელმოწერილი ნოტარიუსის მიერ.
ხელშეკრულებაში მითითებულია ასევე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კანონმდებლობის 183-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმების დღიდან რეგისტრირებული უნდა იქნეს ადგილობრივი მართველობის ორგანოს ტექინვეტარიზაციის ბიუროში.
- დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 14 დეკემბერს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №9------------03 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება მიწის ფართობი, ხელშეკრულება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ ჩაითვლება საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად, წარმოსადგენია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან დასაზუსტებელია სარეგისტრაციო მოთხოვნა ან მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება.
სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 14 დეკემბერს N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.სარეგისტრაციო წარმოება დასრულდება არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
ასევე წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდებაა 6----------- კოდთან მესაკუთრე-სახელმწიფო.
- დადგენილია, რომ 2018 წლის 14 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N------ წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ა------- მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა 9----------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიეწოდებინათ ა------- მუნიციპალიტეტის სოფ.ს-----–- გ-----------------ე მასზე რიცხული ქონების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით.
ასევე ითხოვა მათთან დაცული გაცემული სხვა დოკუმენტაცია (მიწის განაწილების სია და სხვ).
- დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 17 დეკემბერს მიღებული №9------------05 გადაწყვეტილებით, გ------------------- ეცნობა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება მიწის ფართობი, ხელშეკრულება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ ჩაითვლება საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად, წარმოსადგენია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან დასაზუსტებელია სარეგისტრაციო მოთხოვნა ან მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება.
სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 14 დეკემბერს N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.სარეგისტრაციო წარმოება დასრულდება არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.
ასევე წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით ზედდებაა 6----------- კოდთან მესაკუთრე-სახელმწიფო.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 1- იანვარს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №9------------07 გადაწყვეტილებით, დადგენილია, რომ დაინტერესებულ პირს განმეორებით ეცნობა წარდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზისა და 6----------- კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან (მესაკუთრე სახელმწიფო) ზედდების თაობაზე, ასევე მას ეცნობა, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა № 1---- (1-.01.2019 წ.) წერილით ინფორმაცია გამოითხოვა ა------- მუნიციპალიტეტის მერიიდან.
- დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო ფორმის დაუცველად, რადგან თვით ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დამოწმებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით და რაც სახეზე არ გვაქვს, რადგან არ არის დამოწმებული სანოტარო წესით და მას ხელს არ აწერს ნოტარიუსი, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის თანახმად სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდებოდა: კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვით ფორმით ქონების შესყიდვით.
ამავე კანონის მეათე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კონკურსი, აუქციონთა, ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისში წარდგენილი იყო ფორმის დაუცველად დადებული გარიგება/ხელშეკრულება, როდესაც კანონი სავალდებულო წესით ითვალისწინებდა ფორმის დაცვას, მისი დამოწმებას ნოტარიულად.
საქართველოს კანონი ,,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად მართლზომიერი მფლობელი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.
ამავე კანონის მეოთხე მუხლის ,,ა" პუნატის თანახმად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას;
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 1 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ 2019 წლის 21 იანვარს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 9------------10 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით არ დადასტურდა დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება სარეგისტრაციო ობიექტზე, შესაბამისად, მას უნდა წარედგინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან განცხადება დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით.
- დადგენილია, რომ 2019 წლის 29 იანვარს დაინტერესებულმა პირმა დამატებით წარადგინა თანხმობა დოკუმენტაციის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით და სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 1 თებერვლის № 4------- სამსახურებრივი ბარათით გამოითხოვა ინფორმაცია აღიარების კომისიაში გადასაგზავნი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით (სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 9------------12 (01.02.2019) გადაწყვეტილება), ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 9------------14 (07.02.2019) გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ 2019 წლის 7 თებერვლის № 4---- მიმართვით დოკუმენტაცია გაეგზავნა ა------- მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ვინაიდან უფლებამოსილი ორგანოებიდან მოძიებული დოკუმენტაციით/ ინფორმაციით არ დადგინდა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლება, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არც დაინტერესებული პირის მიერ იქნა წარდგენილი, ასევე ვერ იქნა წარდგენილი/მოძიებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სარეგისტრაციო ობიექტზე პირის უფლებას, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, გადაეგზავნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას თვით მოსარჩელის თანხმობით.
- დადგენილია, რომ ა------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 05 მარტის სხდომის ოქმითა და ამავე კომიისის 2019 წლის 06 მარტის განკარგულება N4- გ------------------- უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ 144- კვმ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–- საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც 2019 წლის 22 მარტს გადაიგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო ვერ იმსჯელებს ა------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 05 მარტის სხდომის ოქმისა და ამავე კომიისის 2019 წლის 06 მარტის განკარგულების N4- კანონიერებაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, ამასთან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში და სახეზე არ გვაქვს მოთხოვნის ტრანსფორმირების საფუძველი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" 18-ე მუხლის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
დადგენილია, რომ 2019 წლის 28 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა, ა------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის № 9---1- (22.03.2019) მომართვით გადმოგზავნილი № 4- (06.03.2019) განკარგულების საფუძველზე, მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №9-------------- გადაწყვეტილება, რადგან სახეზე იყო რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძველი საფუძველი, ამასთან გ-----------------ის თანხმობით საჯარო რეესტრის მიერ საქმის მასალები გადაიგზავნა ა------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, რომელმაც უარი უთხრა საკუთრების უფლების ა აღიარებაზე.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა გ-----------------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, რომელმაც 2----–-–-------------------- გადაწყვეტილებით გ------------------- უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.3. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ამავე კანონის მეორე მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონებას წარმოადგენს – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
- დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 დეკემბრის N1------ ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მიემართო სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვი , რათა განახორციელოს ა------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–- მდებარე 1235.58 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზის და ელ.ვერსიის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, რადგან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ამიტომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციისათვის, რადგან უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" 18-ე მუხლის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
- დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2017 წლის 03 იანვრის გადაწყვეტილებით N--------------- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 დეკემბრის N1------ ბრძანების საფუძველზე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ზონა ასპინძა 6-, სექტორი ხ---------ა 1-, კვარტალი 3-, ნაკვეთი 1--, მისამართი ა------- რაიონი სოფელი ს-----, 123-კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N-, დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს აზრით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო აქტის გამოცემისას სახეზეა და მისი გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებობათა მოთხოვნათა დაცვით და არ არსებოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მათი ბათილად ცნობის თაობაზე, რის გამოც გ-----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად უნდა გაუქმდეს 2019 წლის 08 ივლისის განჩინებით გამოყენებული გასაჩივრებული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 03 იანვრის N--------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება.
8. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა გ-----------------ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10. მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 3-4-ე, 3-7-ე და 3-9-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№-2) მეშვეობით;
მოსამართლე გია ბერაია