განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N01010011-003168549
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 201- წელი ქ. ბ------ი
ბ------ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - ად--–----–---------
ბრალდებული - გე------------------–-ძე
ადვოკატი - რ--------–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გე------------------–-ძე
მამის სახელი: შუქრი
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბ------ი, გ. ტ----ის ქ. N17ა, ბინა N3
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბ------ი, გ------–-ს ქ. N14
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
1261 მუხლის 1-ლი ნაწილი
1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტები
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. გე------------------–-ძემ, 201- წლის 23 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათის შემდგომ, ქ. ბ------ში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საკათედრო ტაძართან არსებულ სკვერში, მისი ოჯახის წევრის, რომელთანაც მუდმივად ეწევა საოჯახო მეურნეობას - ხა----------–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტისას გე------------------–-ძემ ხა----------–ს ხელი დაარტყა სახეში და ფეხი ჩაარტყა მარჯვენა გვერდში, რის შედეგადაც ხა----------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. გე------------------–-ძემ, 201- წლის 23 ივლისს, დაახლოებით 04:45 საათის შემდგომ, ქ. ბ------ში, კ. გა------------ს ქ. N41-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი ოჯახის წევრების, რომელთანაც მუდმივად ეწევა საოჯახო მეურნეობას - ხა----------–ის და მისი არასრულწლოვანი შვილის - პა--------–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, თავდაპირველად ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს არასრულწლოვან პა--------–ის თანდასწრებით ხა----------–ს ყელში წაუჭირა ხელი და სახეში რამოდენიმეჯერ ჩაარტყა ხელი, ამის შემდეგ თანქონილი ველოსიპედი განზრახ მოარტყა ფეხის არეში, პა--------–ი შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, თუმცა გე------------------–-ძემ მასაც აგინა და თანქონილი ველოსიპედი მიარტყა ფეხის არეში. გე------------------–-ძის ძალადობრივმა ქმედებებმა ხა----------–ს და პა--------–ს ფიზიკური ტკივილი განაცდევინა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი:
4. ბრალდებულმა გე------------------–-ძემ დაადასტურა, რომ 201- წლის 23 ივლისს, ქ. ბ------ში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საკათედრო ტაძართან არსებულ სკვერში, ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის ხა----------–ის მიმართ, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის გამოკითხვის ოქმით.
5. სამედიცინო ექსპერტიზის №00642781- დასკვნის თანახმად, ხა----------–ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
7. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
8. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
9. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ხა----------–ი არის გე------------------–-ძის მეუღლე, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
10. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გე------------------–-ძემ ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
11. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ბრალდებული გე------------------–-ძე არის არასრულწლოვანი დაზარალებულის - პა--------–ის მამინაცვალი.
12. ბრალდებულმა გე------------------–-ძემ დაადასტურა, რომ 201- წლის 23 ივლისს, ქ. ბ------ში, კ. გა------------ს ქ. N41-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი არასრულწლოვანი შვილის (გერი) - პა--------–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, რაც ასევე დადასტურებულია ამ უკანასკნელის და ხა----------–ის გამოკითხვის ოქმებით.
13. ექსპერტიზის №00613041- დასკვნის თანახმად, პა--------–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (23.0-.201- წ) გარეგნულად, სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
14. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გე------------------–-ძემ, თავისი ოჯახის წევრის, არასრულწლოვანი შვილის (გერი) - პა--------–ის მიმართ, ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
15. ბრალდებულმა გე------------------–-ძემ, გამოკითხვის ოქმში ასევე დაადასტურა, რომ 201- წლის 23 ივლისს, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ხა----------–ს და მოინანია ჩადენილი ქმედება.
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
17. სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების: პა--------–ის, გე------------------–-ძის, ხა----------–ის, ნა------–---ძის, ლე----------–-ას გამოკითხვის ოქმებთ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გე------------------–-ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;
18. გე------------------–-ძის გამოკითვის ოქმით, ასევე დაზარალებულების ხათუნა და პა--------–ების გამოკითხვის ოქმებით დადასტურებულია, რომ 201- წლის 23 ივლისს, ქ. ბ------ში, კ. გა------------ს ქ. N41-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გე------------------–-ძემ ფიზიკურად იძალადა პა--------–ზე, არასრულწლოვან შვილზე (გერი) და მეუღლეზე - ხა----------–ზე, რის გამოც მათ ფიზიკური ტკივილი განიცადეს.
სამართლებრივი შეფასება:
1-. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გე------------------–-ძის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ გე------------------–-ძეს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით და ეს განახორციელა არასრულწლოვანი შვილის (გერი) თანდასწრებით და არასრულწლოვანი შვილის (გერი) მიმართ;
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
21. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გე------------------–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
22. გე------------------–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
24. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
25. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
26. მოცემულ შემთხვევაში, გე------------------–-ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული არ არის ნასამართლევი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გე------------------–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. აღნიშნული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გე------------------–-ძის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
27. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, გე------------------–-ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 210 (ორას ათი) საათის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გე------------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
ბრალდებული გე------------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გე------------------–-ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 40 (ორმოცი) საათით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 210 (ორას ათი) საათის ოდენობით.
აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით და დამატებითი ვალდებულებები გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბ------ის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 30 ივლისის განჩინების საფუძველზე დაყადაღებული გი--------------–აძის (პ/ნ 61---------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ლა-------ი (ზონა - ოზურგეთი 26, სექტორი -ლა-------ი 25, კვარტალი - 10, ნაკვეთი 048, საკადასტრო კოდი 26.25.10.048) – 4. 000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბ------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი