გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.09.2019
საქმის ნომერი
330210018002729955
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/33713-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.09.2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი: თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელე სს „თ--–---“

წარმომადგენელი ზა-----------

მოპასუხე შპს „თ----------“

წამომადგენელი ვლ-----------------–-–---–-

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „თ----------ისათვის“ მოსარჩელე სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 481.77 ლარის გადახდის დაკისრება.

 

შპს „ე-----“ (ამჟამინდელი სახელმოწოდება შპს „თ----------“) მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს, ქ. თბილისში, დ-----------------------–----------- კორპუსის მიმდებარედ, მიწის გათხრითი სამუშაოების დროს მძიმე ტექნიკის (ტრაქტორის) გამოყენებით დაზიანებული იქნა საკაბელო ტრასა ს/ქ-0084. აღნიშნული საკაბელო ტრასა აღადგინა სს „თ--–----“.

 

2018 წლის 08 აგვისტოს ხარჯთაღრიცხვისა და 2018 წლის 09 აგვისტოს გაანგარიშების თანახმად, სს „თ--–---ს“ მიერ დაზიანებული კაბელის აღდგენის მიზნით, გაწეული სარემონტო სამუშაოების დანახარჯმა შეადგინა - 462,84 ლარი. დაზიანებული ხაზის (კაბელის) აღდგენამდე სს „თ--–---ს“ მომხმარებლისათვის მიუწოდებელი ელექტრონერგიის გამო, მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 18,93 ლარი.

 

მოპასუხეს არ შეუთანხმებია ელექტრული ქსელის დაცვის მიზნით სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები, არ გამოუთხოვია ინფორმაცია სამუშაო არეალში არსებული ელექტრო კაბელების მდებარეობის შესახებ და არ მიუღია წერილობითი თანხმობა ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში სამუშაოების წარმოებაზე.

 

სს „თ--–---ს“ საკუთრებაშია ელ. გადამცემი ხაზი, დაფარვის ზონა -ს/ქ 0084-დან ს.ქ.-0086-2-მდე (დ-----------------------------------------------------------------------------------------).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მან სადავოდ გახადა კაბელის დაზიანებისა და ზიანის ოდენობასთან დაკავშირებული გარემოებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „თ--–---ს“ საკუთრებაშია ელ. გადამცემი ხაზი, დაფარვის ზონა -ს/ქ 0084-დან ს.ქ.-0086-2-მდე (დ-----------------------------------------------------------------------------------------).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2.2. შპს „ე----“ (ამჟამინდელი სახელწოდება შპს „თ----------“) 2018 წლის 01 აგვისტოს, ქ. თბილისში, დ-----------------------–----------- კორპუსის მიმდებარედ, აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა ამ ტერიტორიაზე განთავსებული სს „თ--–---ს“ კუთვნილი საკაბელო ტრასა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

მოპასუხე სადავოდ ხდის ქ. თბილისში, დ-----------------------–----------- კორპუსის მიმდებარედ, შემთხვევის დროისათვის სამუშაოების წარმოების ფაქტს.

 

მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია სს „თ--–---ს“ კუთვნილი საჰაერო და საკაბელო ხაზის გარე ორგანიზაციის მიერ მექანიკურად დაზიანების აქტი N01/08/18, რომლის მიხედვით, სს „თ--–---ს“ თანამშრომელმა დააფიქსირა 2018 წლის 01 აგვისტოს მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს მისი კუთვნილი კაბელის დაზიანების ფაქტი. შემთხვევის ადგილზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმის თანახმად, დ------------–-----------------–------------თან პატრული გამოძახებულია სს „თ--–---ს“ საბურთალოს რაიონის პასუხისმგებელი ელგამმართველის ზ--------------–---–-ს მიერ, რომლის განცხადებითაც პ------–--------ზე მიმდინარე სამუშაოების დროს დაზიანდა კომპანიის ელექტროკაბელი. სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ე----“, რომლის წარმომადგენელი ვ-------------–---–- პატრულმა შემთხვევის ადგილზე დააფიქსირა. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ--------------–---–მა და ვ-------------–---–მა დაადასტურეს ფაქტი იმის თაობაზე, რომ შემთხვევის ადგილზე სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ე----“. (ამჟამად შპს „თ----------“). 2018 წლის 06 აგვისტოს წერილის თანახმად, კონტროლისა და რევიზიის სამსახურმა დაადგინა, რომ დამზიანებელ კომპანიას წარმოადგენს შპს „ე----“. 2018 წლის 06 მარტის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ შპს „ე----მ“ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების წარმოებაზე. 2018 წლის 16 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემსყიდველმა დაადასტურა, რომ შპს „თ----------ის“ მიერ ქ. თბილისში, ი---------–-- ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დასრულდა 2018 წლის 15 სექტემბერს, შესრულებულია, 2018 წლის 06 მარტის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახად დგინდება, რომ შპს „თ-----------ი“ 2018 წლის აგვისტოს პერიოდში, ქ. თბილისში, ი---------–-- ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა.

 

3.2.3. შპს „თ----------მა“ ქ. თბილისში, დ--------------- ი. პ------–-------- N6-ის მიმდებარედ სამუშაოების წარმოების დაწყებამდე, სს „თ--–---“ აცნობა ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში, სამუშაოების წარმოების დაწყების თაობაზე. ამასთან, მისგან მიიღო წერილობითი დოკუმენტი დაცვის ზონაში განთავსებული კაბელების განლაგების შესახებ. სამუშაოების წარმოების პროცესი მიმდინარეობდა სს „თ--–---ს“ წარმომადგენლის დასწრებით, რა დროსაც დაზიანდა საკაბელო ელექტროხაზი, რომელიც არ იყო დატანილი ტექნიკურ დოკუმენტებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ სამუშაოების წარმოების პროცესში მონაწილე სს „თ--–---ს“ წარმომადგენლის ზ--------------–---–-სა და სამუშაოთა მწარმოებლის შპს „თ----------ის“ თანამშრომლის ვ-------------–---–-ს ჩვენებებით, დადგენილია, რომ სს „თ--–---“ ინფორმირებული იყო, რომ შპს „ე-----“ ქ. თბილისში, დ--------------- ი. პ------–-------- N6-ის მიმდებარედ უნდა დაეწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე მოწმეთა ჩვენებებიდან და პატრულის რეაგირების ოქმიდან დგინდება, რომ სამუშაოების წარმოების მიმდინარეობის პროცესს ესწრებოდა სს „თ--–---ს“ წარმომადგენელი. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით, დგინდება, რომ მოპასუხეს მიღებული ჰქონდა ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას, მშენებლობის ტერიტორიაზე განთავსებული კაბელების განლაგების შესახებ. ამასთან, მათივე ჩვენებებით, ირკვევა, რომ კაბელი, რომელიც დაზიანდა მიწის გათხრითი სამუშაოს წარმოების პროცესში, ტექნიკურ დოკუმენტში დატანილი არ იყო.

 

3.2.4. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არ დგინდება სამშენებლო სამუშაოების პროცესში, რომ შპს „თ----------მა“ გრუნტის დამუშავებისას გამოიყენა მძიმე ტექნიკა.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

საქმეში წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების შესახებ ფორმა N2-ის მიხედვით, აღნიშნულია, რომ გრუნტის დამუშავების სამუშაოები წარმოებულია ხელით. აღნიშნული მტკიცებულება ეწინააღმდეგება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში ასახულ გარემოებას, კერძოდ, დაზიანების აქტში დაფიქსირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიწის გათხრითი სამუშაოები წარმოებდა ტრაქტორით.

 

ამდენად, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ეს სამუშაოები წარმოებულია მძიმე ტექნიკის გამოყენებით.

 

3.2.5. სს „თ--–----“ აღადგინა დაზიანებული საკაბელო ტრასა. ქსელის აღდგენის ღირებულებამ შეადგინა 462.84 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

შესრულებული სამუშაოს აქტები.

ხარჯთაღრიცხვა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 412-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს არასახელშეკრულებო (კანონისმიერ) ვალდებულებათა სახეს. იგი წარმოიშობა კანონის ძალით, მხარეთა ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, რა დროსაც, მხარეთა წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე საჭირო არ არის. დელიქტური ვალდებულება მოწოდებულია უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა სამართალდამრღვევის ხარჯზე. სწორედ ამ ვალდებულების ძალით, პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის პირად ან ქონებრივ ინტერესებს, ვალდებულია სრული მოცულობით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს განცდილი ზიანის ანაზღაურება.

 

შესაბამისად დელიქტი, როგორც სამოქალაქო სამართალდარღვევა, წარმოშობს გარკვეული სახის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ქონებრივი ხასიათის ზომების იძულებით გამოყენებას იმ პირის მიმართ, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის მატერიალურ ან არამატერიალურ სიკეთეს. აღნიშნული პასუხისმგებლობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად იგი წარმოადგენს შეფარდებით სამართალურთიერთობას, ანუ ადგენს ერთი პირის ვალდებულებას მეორეს წინაშე და იმავდროულად მიმართულია აბსოლუტური სამართალურთიერთობის დაცვისაკენ, სადაც განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხარე - სუბიექტური უფლების მატარებელი, მაგალითად, ნივთის მესაკუთრე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინაღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართლდამრღვევის ბრალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიზარება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

 

ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. ამავე კოდექსის 326-ე და 412-ე მუხლებით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ემუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე. მითითებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს.

 

სს „თ--–---ს“ კუთვნილი ელექტრო კაბელის დაზიანება არ არის გამოწვეული შპს „თ----------ის“ თანამშრომლების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების შედეგად.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის დადგენილება ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ, ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასველელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. ეს წესი გამოიყენება ელექტრული ქსელების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების მახლობლად სამუშაოთა წარმოებისას.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტით დადგენილია, საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონები. დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: (ა) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია: (ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და საფეთქებელ სამუშაოთა წარმოება. (ვ) მიწის სამუშაოთა წარმოება მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ხოლო სახნავში - 0/.45 მეტრზე მეტ სიღრმეზე, ასევე მანქანა-მექანიზმების მეშვეობით გრუნტის მოშანდაკება.

 

დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში აწარმოებს ნებისმიერი სახის აფეთქების, სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარეკონსტრუქციო, აგრეთვე სხვა სამუშაოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება, ვალდებულია აღნიშნული ქსელის მფლობელ პირს ელექტრული ქსელის დაცვის მიზნით შეუთანხმოს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესი და პირობები, აგრეთვე სამუშაოთა დაწყების თარიღი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს „თ----------ი“ სამუშაოებს აწარმოებდა სს „თ--–---ს“ კუთვნილი ელექტრონული ქსელის ხაზობრივი დაცვის ზონაში, რა დროსაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი კაბელი. მოსარჩელე მოპასუხის თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების დასადასტურებლად მიუთითებს, შემდეგ გარემოებაზე: 1. მოპასუხეს არ მოუთხოვია ინფორმაცია ელექტრული კაბელების განლაგების შესახებ; 2. შპს „თ----------ი“ ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში სამუშაოებს აწარმოებდა სს „თ--–---ს“ წერილობითი თანხმობის გარეშე; 3. მიწის გათხრით სამუშაოებს აწარმოებდნენ მძიმე ტექნიკის გამოყენებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის დადგენილების მე-4 მუხლი ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობებს. ამ მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის წერილობითი თანხმობის გარეშე ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოებას, ასევე მიწის სამუშაოების წარმოებას დაცვის ზონაში 0.3 მეტრზე მეტ სიღრმეზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმით დადგენილი ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირისაგან თანხმობის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სამუშაოთა მწარმოებელმა მიიღოს ინფორმაცია სამშენებლო არეალში განთავსებული ქსელის განლაგების შესახებ, ქსელის მფლობელის დასწრებითა და მასთან შეთანხმებით წარიმართოს მშენებლობის პროცესი. ქსელის მფლობელი პირისაგან თანხმობის მიღების პირობა, საბოლოოდ უზრუნველყოფს ელექტრული ქსელების უსაფრთხოებას (მისი დაზიანებისაგან დაცვას) და მის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ შპს „თ----------ს“ არ დაურღვევია ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლით დადგენილი ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობები, რადგან როგორც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში აღნიშნა სასამართლომ, ქსელის მფლობელი სს „თ--–---“ ინფორმირებული იყო რომ შპს „თ----------ი“ სამუშაოებს აწარმოებდა სს „თ--–---ს“ კუთვნილი ელექტრონული ქსელის ხაზობრივი დაცვის ზონაში, სამუშაოთა წარმოება მიმდინარეობდა მისი წარმომადგენლის დასწრებით, მოპასუხეს გადაცემული ჰქონდა წერილობითი დოკუმენტი მშენებლობის ტერიტორიაზე კაბელების განლაგების თაობაზე. აქედან გამომდინარე, სს „თ--–---ს“ წერილობითი თანხმობის არარსებობა, ამ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან სამუშაოთა წარმოების პირობების დარღვევად ვერ განიხილება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ელექტრონული ქსელის მფლობელის ვალდებულებას დაინტერესებული პირის მიერ განცხადებით მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, განმცხადებელს წერილობით აცნობოს თანხმობა ან მოტივირებული უარი, სამუშაოების ჩატარებაზე. იმ ვითარებაში, როდესაც ქსელის მფლობელმა მიიღო შეტყობინება ქსელის ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონაში სამუშაოების დაწყების თაობაზე, მას წერილობითი უარი სამუშაოების ჩატარებაზე არ განუცხადებია, ხოლო მისი თანხმობა დასტურდება იმ ფაქტებით, რომ მისი წარმომადგენლის თანდასწრებით მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, რომლისგანაც გადაცემული ჰქონდა წერილობითი დოკუმენტი ქსელის განლაგების თაობაზე.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N347 დადგენილებით დამტკიცებულია ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესები, რომლის პირველი მუხლის მიხედვით, წინამდებარე წესები განსაზღვრავს საშიში და მავნე ზემოქმედების საწარმოო ფაქტორების თავიდან აცილების (ან ზემოქმედების ხარისხის შემცირების) და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციულ, ტექნიკურ ღონისძიებებს, ასევე მოთხოვნებს ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის, გადაიარაღების და ელექტროდანადგარების სამშენებლო-სამონტაჟო და გაწყობის სამუშაოებზე დასაქმებული საწარმოების (მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა) პერსონალისადმი.

 

ამდენად, აღნიშნული უსაფრთხოების წესები სავალდებულოა შესასრულებლად, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე აწარმოებდა ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც არ მოიცავდა ამ წესების რეგულირების სფეროში შემავალ სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის აპელირება მოპასუხის მიერ ამ წესების მე-10 მუხლის დარღვევით გრუნტის დამუშავების სამუშაოების წარმოებაზე უსაფუძვლოა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული გარემოება არ დგინდება.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის ზიანის დაკისრების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამ შემთხვევაში, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „თ--–---ს“ სარჩელი მოპასუხე შპს „თ----------ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია