გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
831210019003022715
საქმე №2/91-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.10.2019 წელი ქ. ბაღდათი
შესავალი ნაწილი
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე
მოსარჩელე - სს ,, კ-------------’’
წარმომადგენელი - კ--- ჩხ----ა
მოპასუხე - ლ------ კა-----ე
- ი-----–--- ჯი----ე
- გ------- ჯი----ე
წარმომადგენელი - ზაირა გათაშვილი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ლ------ კა-----ეს, ი-----–--- ჯი----ესა და გ------- ჯი----ეს მოსარჩელის სს "კ-------------"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2018 წლის 14 დეკემბრის N 1-------------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 4072.93 ლარი, საიდანაც 2134.15 ლარი არის სესხის ძირი, 1381.51 ლარი საპროცენტო სარგებელი, 108.42 ლარი სადაზღვევო შესატანი, 24.16 ლარი - მომსახურების საკომისიო, 448.78 ლარი პირგასამტეხლო.
1.3. მოპასუხეებს ლ------ კა-----ეს, ი-----–--- ჯი----ესა და გ------- ჯი----ეს მოსარჩელისათვის გადასახდელად ასევე სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის - სს "კ-------------"-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 61.09 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე განცხადებისთვის სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯის - 22 ლარისა და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯის - 42 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2018 წლის 14 დეკემბერს სს ,,კრედო ბანკსა’’ (კრედიტორი, გამსესხებელი) და ლ------ კა-----ეს (მსესხებელი, ძირითადი მოვალე) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #1--------------, რის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხა 2150 ლარის ოდენობით, 40 თვის ვადით 2022 წლის 21 აპრილის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად საპროცენტო სარგებელთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს წლიურ 3-.20%-ს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 47.57%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო: დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე.
2018 წლის 10 დეკემბრის თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე ი-----–--- ჯი----ემ და გ------- ჯი----ემ იკისრეს ვალდებულება მსესხებელს ლ------ კა-----ეს თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში ლ------ კა-----ესთან გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება (თავდებობა იკისრეს სესხის ძირ თანხაზე – 2150 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე – 1455.89 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე – 229.20 ლარზე, საკომისიო გადასახდელებზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგენს 3886.23 ლარი, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1. , 3.1. 3.7. პ-ტები), თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.
ძირითადმა მოვალემ ლ------ კა-----ემ დაარღვია სესხის ხელშკრულება და ასევე სესხის გადახდის გრაფიკი, ზედიზედ 5-ჯერ გადააცილა გადახდის ვადას, ის გაფრთხილებულია, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს. ასევე თავდებნი გაფრთხილებულნი არიან, რომ მსესხებელი არ ასრულებს ვალდებულებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ ასრულებენ თავდებობის ხელშეკრულების 2.1, 3.1, 3.2, 3.5 პუნქტებით ნაკისრ ვალდებულებას.
სესხის ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს სესხის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, დარიცხული პროცენტების, მომსახურების საკომისიოს, სადაზღვევო პრემიის თანხის გადახადა (ეს არ გამორიცხავს კანონითა და ხელშეკრულებით გამსესხებლისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელებას), თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას, კერძოდ: 7.1-პუნქტის თანახმად ,,გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა”, 7.2- გამსესხებელის გარეშე მსესხებელის საკუთრებაში მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება(გაუარესება), ხოლო 7.4. პუნქტი განსაზღვრავს, რომ "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ,,გამსესხებელს“ უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება“;.
ხელშეკრულების 8.1. პუნქტის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები მთლიანად და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმები (8.2. პუნქტი).
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებმა წარმოადგინეს შესაგებელი, სადაც მათ არ ცნეს სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ, 2018 წლის 14 დეკემბერს სს ,,კრედო ბანკსა’’ (კრედიტორი, გამსესხებელი) და ლ------ კა-----ეს (მსესხებელი, ძირითადი მოვალე) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #1--------------, რის საფუძველზეც მასზე გაიცა სესხი 2150 ლარის ოდენობით, 40 თვის ვადით 2022 წლის 21 აპრილის ჩათვლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად საპროცენტო სარგებელთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს წლიურ 3-.20%-ს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 47.57%-ს. სესხის ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო: დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე და დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.22-29)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. მსესხებელს ჰყავს თავდებები - ი-----–--- ჯი----ე და გ------- ჯი----ე. 2018 წლის 10 დეკემბრის თავდებობის შესახებს განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე ი-----–--- ჯი----ემ და გ------- ჯი----ემ იკისრეს ვალდებულება მსესხებელს ლ------ კა-----ეს თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში ლ------ კა-----ესთან გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება (თავდებობა იკისრეს სესხის ძირ თანხაზე – 2150 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე – 1455.89 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე – 229.20 ლარზე, საკომისიო გადასახდელებზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგენს 3886.23 ლარი, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1. , 3.1. 3.7. პ-ტები), თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.22-29)
- თაბდენის განცხადებები, ხელშეკრულებები (ს.ფ.31-36)
- გაფრთხილება(ს.ფ.40-47)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პროცენტი უნდა განისაზღვროს სარჩელის შემოტანამდე, ხოლო მიუღებელი შემოსავალი უნდა განისაზღვროს ეროვნული ბანკის მონაცემების გამოყენებით სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად. მოპასუხეებს არ უნდა დაეკისროს სადაზღვევო თანხა და უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
დადგენილია რომ, 2018 წლის 14 დეკემბრის სს ,,კრედო ბანკსა“ და ლ------ კა-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #1--------------, რის საფუძველზედაც მან ისესხა 2150 ლარი 40 თვის ვადით 2022 წლის 21 აპრილის ჩათვლით სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რომელშიც მითითებული გადასახდელი მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას და მომსახურების გადასახდელებს. სესხის წლიური კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საბაზისო განაკვეთს 3-,20 პროცენტს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 47,57 %. სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0,27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
2018 წლის 14 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება #1-------------- მიხედვით, მოპასუხე მხარის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 4072.93 ლარს, საიდანაც 2134.15 ლარი არის სესხის ძირი, 1381.58 ლარი არის საპროცენტო სარგებელი (233,16 ლარი საპროცენტო სარგებელი, 1148.42 ლარი მიუღებელი შემოსავალი), 108.42 ლარი არის სადაზღვევო შენატანი, 448.78 ლარი არის პირგასამტეხლო (აქედან 368.78 ლარი არის პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე, ხოლო 80 ლარი არის დამატებით ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე).
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ.გვერდის თანახმად, 2018 წლის დეკემბრისათვის სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული, ფიზიკური პირებისათვის შეადგენდა დაახლოებით 20.1 პროცენტს, აღნიშნულის გათვალისწინებით %-ის სახით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 193,92 ლარი.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება, რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიასა და მსესხებელს შორის ხელშეკრულება საქმეში არ მოიპოვება, რის გამოც დაზღვევის თანხა მოსარჩელეს არ უნდა აუნაზღაურდეს.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის 0,27 პროცენტი ყოველ გადაცილებულ დღეზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 0.27%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს 2018 წლის 14 დეკემბრის #1-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 176.06 ლარის გადახდა.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
მსესხებელს ჰყავს თავდებები ი-----–--- ჯი----ე და გ------- ჯი----ე. 2018 წლის 10 დეკემბერს ი-----–--- ჯი----ემ და გ------- ჯი----ემ იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ ლ------ კა-----ეს სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის ვადაში გაფორმდება სესხი 2150 ლარის ფარგლებში. ისინი იღებენ ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდებნი ვალდებული არიან თვითონ დაფარონ ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად, ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდებები ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
დადგენილია, რომ ვალდებულება არ შესრულებულა, რის გამოც თავდები პირები სოლიდარულად აგებენ პასუხს მოსარჩელის წინაშე ძირითად მსესხებელთან ერთად.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
წარმოდგენილი ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლოს ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
6.9. ამდენად სს ,,კ-------------ს“ (ს/კ 205232238) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ლ------ კა-----ეს, ი-----–--- ჯი----ესა და გ------- ჯი----ეს სოლიდარულად დაეკისროს სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ 2504.13 ლარის გადახდა საიდანაც 2134.15 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 193.92 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 176.06 ლარი - პირგასამტეხლო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკმა“ სარჩელის აღძვისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 61.09 ლარი, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის - 25 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯი 22 ლარი, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი 42 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 37.56 ლარი სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ, სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 23.53 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე 2019 წლის 31 მაისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:
მოპასუხე ი-----–--- ჯი----ეს (პ/ნ 0----------) და გ------- ჯი----ეს (პ/ნ 0----------- აეკრძალათ გაასხვისონ და იპოთეკით დატვირთონ თანასაკუთრებაში არსებული წილები შემდეგი უძრავი ქონებების:
1.1. უძრავი ქონების მისამართი: ბაღდათის რაიონი, სოფელი ფერსათი, ზონა ბაღდათი 3-, სექტორი ფერსათი 1-, კვარტალი 3-, ნაკვეთი 2--, საკადასტრო კოდი: 3-.1-.3-.2---
1.2. უძრავი ქონების მისამართი: ბაღდათის რაიონი, სოფელი ფერსათი, ზონა ბაღდათი 3-, სექტორი ფერსათი 1-, კვარტალი 3-, ნაკვეთი 3-3,საკადასტრო კოდი: 3-.1-.3-.3-3;
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „კ-------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ლ------ კა-----ეს, ი-----–--- ჯი----ესა და გ------- ჯი----ეს მოსარჩელის სს "კ-------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2018 წლის 14 დეკემბრის #1-------------- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 2504.13 ლარი, საიდანაც 2134.15 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 193.92 ლარი - საპროცენტო სარგებელი, 176.06 ლარი - პირგასამტეხლო.
3. ლ------ კა-----ეს, ი-----–--- ჯი----ესა და გ------- ჯი----ეს - სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 37.56 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე განცხადებისთვის სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლების ხარჯის - 22 ლარისა და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯის - 42 ლარის გადახდა.
4. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
5. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (23.53 ლარი), რომელიც დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #7).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე