განაჩენი

სისხლის სამართლის 07.10.2019
საქმის ნომერი
080100119003098717
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/593-19 (№041190619011)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

7 ოქტომბერი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---- ზ-------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ნ--- ბ---------

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 1--------- წელი

პირადი ნომერი: N6----------

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები (რეგისტრირებული): წყალტუბოს რაიონი, სოფელი ჟ-------

მცხოვრები (ფაქტობრივად): ქუთაისი, მ----–---–-----------–------------

 

ადვოკატი - დ--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ----–---–------------------–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ--- ბ---------მ თავის მეუღლეს, ნ-----–-- გ--–-–---–- არასრულწლოვანი შვილების ნ--- ბ---------- და გ------- ბ---------- თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ტელევიზორის პულტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ-----–-- გ--–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი, ნ--- ბ---------მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს არასრულწლოვან ნ--- ბ---------ს. კერძოდ, ტელევიზორის პულტი დაარტყა სახეში და ასევე ხელი ჰკრა და წააქცია, რის შედეგადაც ნ---- ბ---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 02:00 საათზე, მ----–---–------------------–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ--- ბ---------მ თავის მეუღლეს, ნ-----–-- გ--–-–---–- არასრულწლოვანი შვილების ნ--- ბ---------- და გ------- ბ---------- თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ბოთლი დაარტყა ფეხის არეში და ასევე ფეხსაცმელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ნ-----–-- გ--–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ნ--- ბ---------- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ--- ბ---------- ბრალეულობას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ბრალდებულ ნ--- ბ---------- სისხლის სამართლის საქმეზე გარდა დაზარალებულებისა და მოწმე გ------- ბ---------- ჩვენებებისა სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

დაზარალებულმა ნ-----–-- გ--–-–---–-- არ მისცა ჩვენება მეუღლის ნ--- ბ---------- წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.

 

დაზარალებულმა ნ--- ბ---------მ არ მისცა ჩვენება მამის ნ--- ბ---------- წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მშობელი.

 

მოწმე გ------- ბ---------მ არ მისცა ჩვენება მამის ნ--- ბ---------- წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მშობელი.

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმე ო------ ა---–---–-- ჩვენებით, ირკვევა რომ არის ბრალდებულ ნ--- ბ---------- მეგობარი. 2019 წლის 19 ივნისს შეხვდა მათ საერთო მეგობარს თ-------- ა----–---- და გადაწყვიტეს მისულიყვნენ ნ--- ბ---------სთან სტუმრად, ქუთაისში, მ----–---–------------------–-------------–-, როდესაც ადგილზე მივიდნენ მათ ნ--- ბ--------- დახვდა ნასვამ მდგომარეობაში და იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს. მათ სცადეს ნ--- ბ---------- დამშვიდება, რის შემდეგაც ო----- ა---–---–-- თ-------- ა----–----თან ერთად დატოვა ნ--- ბ---------- საცხოვრებელი სახლი.

 

მოწმე თ-------- ა----–---- გამოკითხვისას ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ------------–-–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, აღნიშნულის გამო დ------------–-–---–- კოლეგებთან ერთად გამოცხადდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე ქუთაისში, მ----–---–------------------–-------------–-. სახლში მათ დახვდა ნ-----–-- გ--–-–---–- შვილებთან ნ--- და გ------- ბ---------ებთან ერთად. სახლში აგრეთვე იმყოფებოდა ნ-----–-- გ--–-–---–-ს მეუღლე ნ--- ბ---------, რომელიც მეუღლისა და შვილების მიმართ იყო განწყობილი აგრესიულად აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას და იმუქრებოდა სახლ-კარის გადაწვით. ნ--- ბ--------- საუბრისას ამბობდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ვიღაც პიროვნებას გადაუწვავს თავისი ბინა და სწორედ ასე მოიქცეოდა თავადაც, ვინაიდან მისმა ოჯახის წევრებმა გაბედეს და პოლიციას მიმართეს. ნ-----–-- გ--–-–---–-ს განმარტებით მისმა მეუღლემ მას და მის არასრულწლოვან შვილს ნ--- ბ---------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ--- ბ--------- თავად პოლიციის თანამშრომლებთან საუბრისას ამბობდა, რომ მის მეუღლეს და შვილს მეტად ეკუთვნოდა მისგან ცემა, ყოველივე აღნიშნულის გამო დ------------–-–---–-- მიერ მოხდა ნ--- ბ---------- ბრალდებულის სახით დაკავება.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ 2019 წლის 19 ივნისს, ქუთაისში, მ----–---–------------------–-------------–- ნ-----–-- გ--–-–---–- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ--- ბ---------მ.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N1595478 თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა ნ--- ბ---------- შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ მამამ ნ--- ბ---------მ მას და დედას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 ივნისს 17:41 საათზე, ქუთაისი, მ----–---–------------------–-------------–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნ--- ბ--------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2019 წლის 19 ივნისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ პ----- ხ----–--- მიერ 21:15 საათიდან 22:00 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი მდებარე ქ. ქუთაისში, მ----–---–------------------–------------. სახლში შესასვლელი კარი არის ორფრთიანი ფოლადის მასალისაგან დამზადებული და აქვს წინა მხარეს ფანჯარა, რომლის მინები ჩამსხვრეულია, აგრეთვე ჩამსხვრეულია სააბაზანოში შესასვლელი ხის კარის მინები და კედელზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. ოთახში დგას ოვალური ხის მაგიდა რომელზეც დევს თეთრი ფერის ხელსახოცი და აღენიშნება წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. მისაღებ ოთახში იატაკზე არის დაზიანებული პულტები, აგრეთვე ხის ხმლისმაგვარი ჯოხი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აგრეთვე ამოღებულ იქნა ხის სკამი.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - 19.06.2019 წელს 22:52 – 22:58 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ-----–-- გ--–-–---–- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - 19.06.2019 წელს 22:45 – 22:51 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ--- ბ---------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ნ--- ბ---------- მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად - 19.06.2019 წელს 22:52 – 22:58 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ-----–-- გ--–-–---–- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - 19.06.2019 წელს 22:45 – 22:51 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ--- ბ---------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო უთითებს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანებები ნ-----–-- გ--–-–---–-- და ნ--- ბ---------მ მიიღეს ნ--- ბ---------- ძალადობრივი ქმედების შედეგად.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მოწმეების ო------ ა---–---–--, თ-------- ა----–---- და დ------------–-–---–-- ჩვენებებს სასამართლო უთითებს, რომ ო------ ა---–---–-- და თ-------- ა----–---- დაადასტურეს ნ--- ბ---------- მხრიდან მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტი, ხოლო მოწმე დ------------–-–---–- არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, რომელიც გადმოსცემს იმ დაზარალებულებისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომლებმაც საქმის განხილვისას ჩვენება არ მისცეს, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ნ--- ბ---------- ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ--- ბ---------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ნ--- ბ--------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ--- ბ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ნ--- ბ---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნ--- ბ--------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

გამართლებულ ნ--- ბ---------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, მინის ნამსხვრევები, ხის ხმლისმაგვარი ჯოხი - განადგურდეს.

 

ტელევიზორის პულტი და ხის სკამი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური