გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
330210018002765446
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36250-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - სს „მ---- ე----- კ--------ი“

წარმომადგენელი - გ------- კ-------ა

 

მოპასუხეები - მ------ მ-----–---–ი, მ-----ა ბ---–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების მ------ მ-----–---–ისა და მ-----ა ბ---–---–ისათვის შ-- "მ---- ე----- კ--------ის" სასარგებლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხის 3539 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;

 

1.2. მოპასუხეების მ------ მ-----–---–ისა და მ-----ა ბ---–---–ისათვის შ-- "მ---- ე----- კ--------ის" სასარგებლოდ სარგებლის 3440,28 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება;

 

1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასასრულებლად მიქცევა.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2015 წლის 02 სექტემბერს მ------ მ-----–---–სა და შ-- „ე----- კ-------- +“-ს შორის გაფორმებულ საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №-------- ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4000 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხეს სესხის თანხა გადაეცა სრულად.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - „ჰ-------- ტ-------“.

 

2015 წლის 02 სექტემბერს სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებით მ-----ა ბ---–---–ი სოლიდარულ თავდებად დაუდგა შ-- „ე----- კ-------- +“-ის წინაშე.

 

2017 წლის 24 აპრილს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა 3560 ლარად, რაც, ხელშეკრულების შესაბამისად, გაიქვითა შემდეგნაირად: 38 აშშ დოლარი - საჯარიმო სადგომის საფასური, 292 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 1150 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი.

 

2018 წლის 07 დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 6979,28 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3539 აშშ დოლარი, სარგებელი კი - 3440,28 აშშ დოლარი; მოსარჩელე ასევე მოითხოვს ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების მიზნით გადახდილი თანხის 100 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ------ მ-----–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი. სარჩელში განმარტებულია, რომ მოსარჩელემ შელახა მოპასუხის უფლებები, რადგანაც მოპასუხის ინფორმირების გარეშე გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, რეალიზაცია კი განხორციელდა გაცილებით ნაკლებად ფასად, ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო; ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა (3560 ლარი) უნდა ჩაითვალოს ძირი თანხის ანგარიშში; ამასთან, საპროცესო სარგებლის ოდენობა არის შეუსაბამო, კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების საწინააღმდეგო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 02 სექტემბერს შ-- „ე----- კ--------ს +“-სა და მ------ მ-----–---–ს შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მხარეებს შორის იმავე დღეს გაფორმდა საკ--------ო შეთანხმება №--------. შეთანხმებების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს ყოველთვიურად სესხის 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4000 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების 2.4 პუნქტი). მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, როგორადაც განსაზღვრული იყო №1 დანართში.

 

დანართის მიხედვით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრებოდა ყოველთვიურად გადასახდელი სესხის დარჩენილი ნაწილის მიხედვით.

 

გენერალური ხელშეკრულების 3.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე: გამსესხებელი მსესხებელს დააკისრებდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაცილებული სესხის 0,3%-ს, იმ შემთხვევაში თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა ნაკლები იქნებოდა 2000 აშშ დოლარზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვადაგადაცილებული სესხის ოდენობა შეადგენდა 2000 აშშ დოლარს ან მეტი იყო 2000 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრებოდა სესხის 0,2%-ის ოდენობით.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის/დამგირავებლის კუთვნილი ავტომობილი: „ჰ-------- ტ-------“, საიდენტიფიკაციო ნომერი K----------------, სარეგისტრაციო ნომერი C------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

ხელშეკრულებები (ს.ფ. 19-24; 35-36).

 

3.1.2. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის მიხედვით, მოგირავნის ინტერესების დაკმაყოფილება ხორციელდებოდა მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულებით, ხოლო მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების/ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამსესხებელი უფლებამოსილი იყო საკუთარი არჩევანით გამოეყენებინა „ა)“, „ბ)“, „გ)“, ან „დ)“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე უფლება:

 

ა) გადაეფორმებინა საკუთარ სახელზე გირავნობის საგანი (ავტომობილი გადავიდეს მოგირავნის საკუთრებაში), რა დროსაც მოგირავნე უფლებამოსილი იყო უპირობოდ განცხადებით მიემართა მომსახურების სააგენტოსათვის და დაერეგისტრირებინა ავტომობილზე თავისი საკუთრების უფლება;

 

ბ) მოეთხოვა და განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ (პირდაპირი მიყიდვის გზით გაესხვისებინა გირავნობის საგანი მის მიერ დამოუკიდებლად შერჩეულ მესამე პირზე);

გ) მოეთხოვა და განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით;

დ) განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია აუქციონის წესით მის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე ან მის მიერ შერჩეული პირის მეშვეობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.19-24).

 

3.1.3. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 6.4 პუნქტის მიხედვით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებდა პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდებოდა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშობოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.19-24).

 

3.1.4. მ------ მ-----–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად მ-----ა ბ---–---–სა და შ-- „ე----- კ-------- +“-ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა მ-----ა ბ---–---–მა იკისრა მსესხებელსა და კ--------ორს შორის გაფორმებული №-------- საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გადახდა. თავდებობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 7000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26).

 

3.1.5. საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.11 პუნქტისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების 5.8 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.19-24).

სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26).

 

3.1.6. 2017 წლის 24 აპრილს შ-- „ე----- კ-------- +“-ს გაასხვისა გირავნობის საგანი 3560 ლარად. ამონაგები თანხიდან გაიქვითა 38 აშშ დოლარი - საჯარიმო სადგომის საფასური, 292 აშშ დოლარით გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 1150 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2016 წლის 18 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 28).

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (ს.ფ. 29-34).

ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 41).

 

3.1.7. შ-- „ე----- კ-------- +“-ს 2018 წლის 25 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ეწოდება სს „მ---- ე----- კ--------ი“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 154-155).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 07 დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 6979,28 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3539 აშშ დოლარი, სარგებელი კი - 3440,28 აშშ დოლარი;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 55.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „მ---- ე----- კ--------“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის მე-10, 54-ე, 276-ე, 325-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ შ-- „მ---- ე----- კ--------სა“ და მ------ მ-----–---–ს შორის 2015 წლის 02 სექტემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა 4000 ლარი. სესხით სარგებლობისათის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 5%-ით. ასევე, დადგენილია, რომ მსესხებელს ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

 

მოცემულ შემთხვევაში, შ-- „მ---- ე----- კ--------ი“ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა, რომლის მიერ განისაზღვრა სესხის სარგებელი ყოველთვიური 5%, რაც წლიური 60 პროცენტია.

 

მართალია, მ------ მ-----–---–ი ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა ამ პირობებს, მაგრამ გამსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობები იმთავითვე განესაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გამსესხებელს არ გაუთვალისწინებია. გამსესხებელმა უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.

 

სასამართლო თვლის, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი (წლიური 60%) დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში.

 

სასამართლო საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა, რაც ცხადჰყოფს, რომ სარგებლის მიმღები, სს „მ---- ე----- კ--------ის“ მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რამდენადაც მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები, რითაც მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ამგვარი ვითარების შეფასების კრიტერიუმად საქართველოს უზენაესი სასამართლო იყენებს კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანის მიერ ვითარების გონივრულად განსჯას, რის შემდეგაც სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას, ყველა კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა (იხ, სუსგ, ას-663-629-2015, 2015 წლის 28 ივლისი).

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 2.4 პუნქტი, რომლითაც გამსესხებელმა სესხით სარგებლობისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, რამდენადაც გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილების გარეშეც.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შ-- „მ---- ე----- კ--------სა“ და მ------ მ-----–---–ს შორის 2015 წლის 02 სექტემბერს გაფორმებული საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 2.4 პუნქტი; სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გონივრულობის ფარგლებში, საპროცენტო სარგებლის ოდენობა აღნიშნული საკ--------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვროს თვეში 2%-ით (წლიური 24%).

 

მოსარჩელე ითხოვს 16 თვისა და 9 კალენდარული დღის საპროცენტო სარგებლის მსესხებლისათვის გადახდის დაკისრებას. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ 2015 წლის 02 სექტემბერს გაფორმებული საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის ოდენობა განსაზღვრა თვეში 2%-ით, სს „მ---- ე----- კ--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთან, 2017 წლის 24 აპრილს შ-- „ე----- კ-------- +“-ს გაასხვისა გირავნობის საგანი 3560 ლარად. ამონაგები თანხიდან გაიქვითა 38 აშშ დოლარი - საჯარიმო სადგომის საფასური, 292 აშშ დოლარით გაიქვითა დარიცხული პირგასამტეხლო, 1150 აშშ დოლარით სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი. აღნიშნული დაანგარიშებაც უნდა მოხდეს შემცირებული სარგებლის გათვალისწინებით. რეალიზაციის დროს სარგებლის სახით დარიცხული იყო 8 თვისა და 16 დღის პროცენტი. სასამართლოს მიერ დარიცხული სარგებლის ოდენობის (2% - 80 აშშ დოლარი) გათვალისწინებით, 8 თვის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებელი შეადგენს 640 აშშ დოლარს, რასაც ასევე უნდა დაემატოს 16 დღის სარგებელი (42,66 აშშ დოლარი), რაც ჯამურად შეადგენს 682,66 აშშ დოლარს. ამონაგები თანხიდან (1480 აშშ დოლარიდან), მას შემდეგ რაც, გაიქვითებოდა იმ დროისათვის დარიცხული სარგებელი 682,66 აშშ დოლარი, ამასთან 38 აშშ დოლარი - საჯარიმო სადგომის საფასური და 292 აშშ დოლარით - პირგასამტეხლო, დარჩენილი 467,34 აშშ დოლარით უნდა გაქვითულიყო დავალიანება სესხის ძირითადი თანხიდან (3539 აშშ დოლარიდან), რის შემდეგაც სესხის ძირითადი თანხის სახით გადასახდელი დარჩება 3071,66 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის 2% შეადგენს 61,43 აშშ დოლარს (დღეში - 2,04 აშშ დოლარს), რისი გათვალისწინებითაც 16 თვესა და 9 დღეზე დარიცხული სარგებელი შეადგენს 1001,24 აშშ დოლარს.

 

ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისგან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული სესხის ძირი თანხის 3071,66 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის სახით 1001,24 აშშ დოლარის მსესხებლისათვის გადახდის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კ--------ორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კ--------ორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით. კონკრეტულ შემთხვევაში, კ--------ორი შ-- „მ---- ე----- კ--------ი“ და მოვალე მ------ მ-----–---–ი სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ, ხელშეკრულების 6.4 პუნქტით.

 

კ--------ორმა სს „მ---- ე----- კ--------მა“ გამოიყენა ხელშეკრულების 6.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ. რეალიზაციის შედეგად მ------ მ-----–---–ი დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 3071,66 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი - 1001,24 აშშ დოლარს, რისი მოთხოვნის უფლებას აქვს კ--------ორს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კ--------ორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კ--------ორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ-- „მ---- ე----- კ--------სა“ და მ-----ა ბ---–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებმა კ--------ორის წინაშე იკისრა მსესხებლის მიერ კ--------ორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 7000 აშშ დოლარით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა მ------ მ-----–---–მა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება საერთო ჯამში 4072,9 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, სს „მ---- ე----- კ--------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4072,9 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს, პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის 7000 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.11 პუნქტისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების 5.8 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

 

შესაბამისად, სს „მ---- ე----- კ--------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის 327,76 ლარის ანაზღაურება, დანარჩენი ბაჟი (234,24 ლარი) ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 268-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „მ---- ე----- კ--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს მ------ მ-----–---–სა და მ-----ა ბ---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 3071,66 აშშ დოლარისა და სარგებლის 1001,24 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ ავტომობილის შეფასების აქტის საზღაურის 100 ლარის ანაზღაურება.

 

4. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 327,76 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღასასრულებლად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლილი ტყემალაძე