განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4-18
გამოძიების #0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მი-----------–--ე, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–---------ს, პ/ნ 5----------, სტუდენტი, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - წა-–---------------------–-------ა.
ადვოკატი - ენ----------ე
ბრალდებული - ლე----–-----ე, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19---–-–-------------ს, პ/ნ 1----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, უმუშევარი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ბო-–-----------------------–---------–ი, ბოლო ფაქტობრივი მისამართი - წა-–---------------------–-------ა, ამჟამად ძებნილი.
ადვოკატი - ზუ---------–---–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მი-----------–--ის მიმართ: 2017 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ლე----–-----ემ და მი-----------–--ემ ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს წა-–---------------------–-------–ი მდებარე და------------–--ის მფლობელობაში არსებულ ბოსელში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შვიდ ხბოს, რითაც დაზარალებულს მიადგა სულ ჯამში 7000 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.2. ლე----–-----ის მიმართ: 2017 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ლე----–-----ემ და მი-----------–--ემ ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს წა-–---------------------–-------–ი მდებარე და------------–--ის მფლობელობაში არსებულ ბოსელში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შვიდ ხბოს, რითაც დაზარალებულს მიადგა სულ ჯამში 7000 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. არ დასტურდება 2017 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მი-----------–--ის მიერ ლე----–-----ესთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, წა-–---------------------–-------–ი მდებარე და------------–--ის მფლობელობაში არსებულ ბოსელში უკანონო შეღწევა და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შვიდი ხბოს დაუფლება, რითაც დაზარალებულს მიადგა სულ ჯამში 7000 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.2. 2017 წლის 7 დეკემბერს, 19:00-20:00 საათამდე პერიოდში, ლე----–-----ემ უკანონოდ შეაღწია წა-–---------------------–-------–ი მდებარე და------------–--ის მფლობელობაში არსებულ ბოსელში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შვიდ ხბოს, რითაც დაზარალებულს მიადგა სულ მცირე 3250 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. მტკიცებულებათა შეფასების წესი
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.
3.2. გამოსაყენებელი კანონი
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას და, მეორე მხრივ, პირს უნდა ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მისაკუთრების მიზანი. აღნიშნული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით, ესე იგი, გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, იცის, რომ ნივთი, რომელსაც ეუფლება მას არ ეკუთვნის და ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას აცნობიერებს რა, რომ ნივთის მფლობელს აყენებს ზიანს და სურს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. მნიშვნელოვანია ზიანი 150 ლარს ზევით, ხოლო სადგომი ნიშნავს ადგილს, რომელიც მაგალითად განკუთვნილია პირუტყვის სამყოფად, ხოლო წინასწარი შეთანხმებისას ჯგუფის წევრები ქმედების განხორციელებამდე უნდა იყვნენ შეთანხმებულნი ზემოაღნიშნულ საკითხებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედების დაკვალიფიცირება ზემოაღნიშნული მუხლით ვერ მოხდება.
3.3. მტკიცებულებები ორივე ბრალდებულთან დაკავშირებით
3.3.1. სასამართლო სწორედ აღნიშნული ელემენტების საფუძველზე შეაფასებს მტკიცებულებებს და ვინაიდან წარმოდგენილი ორივე ბრალდება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებებს შეაფასებს ერთობლიობაში.
3.3.2. ჩხრეკის ოქმის მიხედვით (თარიღდება 2017 წლის 9 დეკემბრით), თე-----–-------------------------–------–---ში მდებარე ვა----------–---–ის სახლიდან ამოღებულ იქნა 7 სული ხბო 2 დედალი, ხოლო 5 - მამალი. მათ შორის ოთხს აქვს სანიშნეები შემდეგი ნომრებით: 9----------------------------. ვა----------–---–ის განმარტებით, აღნიშნული ხბოები 2017 წლის 8 დეკემბერს ირ---–--------–-–---–თან ერთად შეიძინა წა-–---------------------–-------–ი ლე----–-----ისგან 3250 ლარად. ვა----------–---–ის განმარტებით, ვაჭრობს ირ---–--------–-–---–თან ერთად, რომელსაც ჰყავს ფორდის მარკის მიკროავტობუსი. ირ---–-ს დაურეკეს, რომ საქონელი იყო გასაყიდი, რის გამოც გაიარეს წა-–---------------------–-------–ი, ლე----–-----ე პირველად ამ დროს ნახა, რომელიც დახვდა, წყარომდე მივიდნენ მანქანით, ხოლო შემდეგ ფეხით ჩასასვლელი იყო, საქონელი იყო ბოსელში. სულ იყო 7 ხბო, მხოლოდ ლე----–-----ესთან საუბრობდნენ მორიგებაზე, მი-----------–--ესთან არაფერი განუხილავს, ის მოგვიანებით მივიდა. როდესაც მიდიოდა თანხაზე ვაჭრობა, მი-----ს ხმა არ ამოუღია, 3000 ლარზე იყო საუბარი, ხოლო 500 ლარის გაყოფაზე მი-----მ თქვა, რომ შუაზე გაეყოთ და საბოლოოდ 3250 ლარი გადაიხადეს, მი-----მ თქვა, რომ ბავშვისთვის ფული სჭირდებოდა. ფული მისცეს ლე----–-----ეს, ხოლო ხბოები ორ გზად წამოიყვანეს პირველად - 2 სული - მაშინვე, რა დროსაც მი-----------–--ე ადგილზე იმყოფებოდა და მეორედ - 5 სული, რა დროსაც მხოლოდ ლე----–-----ე იყო. საქონელი ჩაიყვანეს ფა--–---–ი. პარასკევს დაურეკეს, რომ საქონელი იყო დაკარგული. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით (თარიღდება 2017 წლის 10 დეკემბრით), ვა----------–---–მა მიუთითა წყაროსთან ადგილზე, სადაც შეხვდნენ ლე----–-----ეს, ამ უკანასკნელის სახლი, სადაც საქონელი ნახეს და ის ადგილები, სადაც დატვირთეს 2 და 5 სული ხბო. ირ---–--------–-–---–ის განმარტებით, 2017 წლის 5 დეკემბერს წ--–--–----------–-------–-, ვა----------–---–თან ერთად გაიარა საქონლის საყიდლად თავისი მანქანით და ხალხს ეკითხებოდა ვინმე ხომ არ ყიდდა. შეხვდა მი-----------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ თავად არ ყიდდა, მაგრამ მეგობარს ჰყავდა როგორც იცოდა, ნომერი დაეტოვებინა და თვითონ ეს პიროვნება დაურეკავდა. სახლში დაბრუნების შემდეგ დაურეკა უცხო ნომერმა საქონელთან დაკავშირებით, გაეცნო ლ------ სახელით. მეორე დღეს 6 დეკემბერს ვერ ავიდნენ, რადგან მოთოვილი იყო. ლ----- დაურეკა და უთხრა, რომ, როცა შეძლებდა ავიდოდა. 7 დეკემბერს ავიდა წ--–--–-, სხვაგან იყიდა ძროხა, ი-----–- შეიარა, ლ-----აც დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ დალოდებოდა, დაელოდა, ლ------ რომ შეხვდა უკვე ღამე იყო 7-8 საათი. ამ უკანასკნელმა ჩაიყვანა ბოსელში, უთხრა, რომ 7 სული ჰყავდა, ერთი გაექცა, თუმცა მხოლოდ შვიდს ყიდდა, ცხენიც ჰყავდა. ლ------ დაუფასა 4900 ლარი, ეძვირა, ამ დროს მივიდა მი-----------–--ე. საქონელი იყო 2 დედალი, დანარჩენი - მამლები, პატარები, ყველა ერთნაირი არ იყო. ვერ ურიგდებოდა ლ-----, 3000 ლარს სთავაზობდა, მი----- ეუბნებოდა ლ-----, რომ ცოტა იყო 3000 ლარი და არ გაეტანებინა, ბ---–----- ძროხები გაეყიდა. ლ------ უთხრა, რომ 3500 ლარი მაინც მიეცა. მი----- ჩაერთო საუბარში, რომ 500 გაეყოთ და 3250 ლარი მიეცა, ისიც დასთანხმდა. წაყვანაზე საუბრობდნენ, ნაყიდი ყავდა და ყველას წაყვანას ვერ ახერხებდა, ლ----- უთხრა მი-----ს დაუტოვებდა ფულს, მაგრამ ლ----- არ დასთანხმდა. 2 სული წამოიყვანა იმავე დროს და 1000 ლარი დაუტოვა ლ-----, რასაც მი-----ც ესწრებოდა. 22:00 საათი იქნებოდა ხელმეორედ რომ ავიდა, მხოლოდ ლ----- იყო, დატვირთეს საქონელი და წამოვიდნენ, 2250 ლარი გადასცა ლე----–-----ეს პირადად, 100 და 50-ლარიანი კუპიურებით. მეორე დღეს სოფლიდან დაურეკეს, რომ საქონელი იყო დაკარგული, ხოლო მან უთხრა მის მიერ 7 სული საქონლის წაყვანის თაობაზე. რ--------- ჩავიდა და ნახა მისი ნაყიდი საქონელი, წავიდნენ ლ------ სანახავად, გზაში დაურეკა და უთხრა რომ მის მიერ მიყიდული საქონელი იყო მოპარული, ლ------ გაუთიშა ტელეფონი. ლ----- მანამდე არ იცნობდა, დარწმუნებული არ არის, რომ ლ----- ესაუბრებოდა ტელეფონზე, არ დაკვირვებია და არც ეჭვი შეუტანია ტელეფონით მოსაუბრე და პირადად შეხვედრილ ლ----- შორის ხმაში თუ იყო განსხვავება. ამოიცნო ლე----–-----ე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით (თარიღდება 2017 წლის 9 დეკემბრით), ირ---–--------–-–---–მა მიუთითა წყაროსთან ადგილზე, სადაც შეხვდნენ ლე----–-----ეს, ამ უკანასკნელის სახლი, სადაც საქონელი ნახეს და ის ადგილები, სადაც დატვირთეს 2 და 5 სული ხბო.
3.3.3. რო------------–---მ (დაზარალებულის შვილი) განაცხადა, რომ 2017 წელში მოხდა შემთხვევა, თავად თბილისში იყო ამ დროს, 7 სული იყო მოპარული, იპოვა ფა--–---–ი, ვინც იყიდა იმას იცნობდა. როცა საქონელი დაიკარგა ირ---–--------–-–---–ი იმ დღეს იყო შესული სოფელში. ამ უკანასკნელმა მიუთითა ლე----–-----ის სახლზე, საიდანაც იყიდა და წაიყვანა საქონელი. და------------–--ემ (დაზარალებული) განმარტა, რომ იცნობს ბრალდებულებს, ხუთშაბათს წავიდა ზუგდიდში. მეზობელს - შ------ დაუტოვა 10 ხბო. ზუგდიდში, რომ ჩავიდა, 1-2 საათში რ---------- დაურეკა, რომ ხბოები აღარ იყო. შ----- მივიდა საქონლისთვის საჭმლის მისაცემად და მხოლოდ სამი სული დახვდა. ბოსელი იყო მეორე სახლის უკან, 200-300 მეტრში. ნახეს, რომ ზოგი ძაფები დაჭრილი იყო. ზუგდიდიდან დაბრუნდა უკან, 9:30 საათზე მივიდა სახლში. ირ---–-ს ბოსელში იყვნენ ხბოები და ამოიცნო. მისი განმარტებით, თითოეული ხბო ღირდა 600 ლარი. ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ აქვს. რო------------–---ს კუთვნილი ბოსლის დათვალიერების ოქმის მიხედვით (თარიღდება 2017 წლის 8 დეკემბრით), შესასვლელი კარიდან მარცხნივ არის საქონლის დასაბმელი ბაგა, სადაც გამობმულია 4 კანაფის თოკი, იგივე სახის ბაგაა კარის პირდაპირ, რომელზეც დაბმულია 3 სლი ხბო, ხოლო მათ გაყოლებაზე - 3 ცალი კანაფის თოკი, რომლებიც გადაჭრილია შუაზე. ამოცნობის ოქმების მიხედვით (თარიღდება 2017 წლის 10 დეკემბრით), და------------–--ემ ამოიცნო თავისი კუთვნილი 7 ხბო. თავად 7 ხბო გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, რაზეც მხრეები შეთანხმედნენ. ე----- შ-----მ (მეზობელი) განაცხადა, რომ რიცხვი არ ახსოვს, დაახლოებით 16:00 საათზე მოდიოდა მაღაზიიდან აღმართში, მისი სახლიდან 2-3 სახლის შემდეგაა ბოსელი, საიდანაც დაუძახა დ--------, რომ დილით დაეყარათ საჭმელი. მისი მეუღლე შ------ შ----- წავიდა დ-------- საქონელთან და მალე დაბრუნდა, რაც გაუკვირდა და მეუღლემ უთხრა, რომ 3 სული იყო. შ------ შ------ განმარტებით, პარასკევი იყო, როცა შევიდა საჭმლის დასაყრელად და დახვდა სამი სული. მეუღლემ უთხრა, რომ დ-------- დაუტოვა ბოჩოლები, თივა უნდა დაეყარა. ნო-----------–---მ (მეზობელი) განაცხადა, რომ ბათუმში იყო, პარასკევს დილას ჩავიდა სოფელში, ხბოები იყო მოპარული და------------–--ის ბოსლიდან. ვაჭარს დაურეკეს და იმან უთხრა, რომ წუხელ სამი გზა ჰქონდა გაკეთებული. ედ-------------ს (მეზობელი) განმარტებით, როცა დაიკარგა პირუტყვი დაურეკა დ--------, რომ ეცნობებინა პოლიციისთვის, მანაც დარეკა პოლიციაში.
3.3.4. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (თარიღდება 2017 წლის 9 დეკემბერით) მიხედვით, ლე----–-----ემ მიუთითა ერთსართულიან სახლზე, რომელსაც აქვს დამატებითი სათავსო, საიდანაც მი-----------–--ემ გაიყვანა 7 სული ხბო, ხოლო თავად შორიდან უყურებდა დაახლოებით 200 მეტრიდან. ასევე აჩვენა ადგილები, სადაც ჯერ 2 სული ხბო დატვირთეს შემდეგ კი - 5. ასევე აჩვენა თავისი საცხოვრებელი სახლი, სადაც ჰყავდა მი-----------–--ის მიერ წამოყვანილი ხბოები. ასევე აჩვენა ადგილი, აგურის ქვეშ, სადაც ინახავდა 3250 ლარიდან მორჩენილ 600 ლარს, რაც ამოღებულ იქნა. ლე----–-----ემ ასევე წარადგინა „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლითაც მიმოწერები და საუბრები ჰქონდა მი-----------–--ესთან.
3.3.5. ბრალდებულ მი-----------–--ის განმარტებით, შემთხვევიდან რამდენიმე დღით ადრე ლე----–-----ემ უთხრა, რომ მისი ძმა აპირებდა ახალციხიდან საქონლის ამოყვანას გასაყიდად, რომელიც საქონლით ვაჭრობს, რადგან ვალები აქვს და ურჩევნია აქ გაყიდვა. ირ---–- და ვ---- იყვნენ მასთან სახლში, იმ დღეს გაიცნო ისინი, მისი ბებია აჩვენებდა საქონელს, თუმცა ფასზე ვერ შეთანხმდნენ. იკითხეს კიდევ ვინმე ხომ არ ყიდდა, ამიტომ გამოართვა ტელეფონის ნომერი. რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკა ლ------ და სთხოვა დახმარება, რომ საყონელს ყიდიდა და დახმარებოდა, რომ ზედმეტი თანხა გამოერთმია. როცა ჩავიდა უკვე ფასზე ვაჭრობდნენ, უთხრა, რომ 500 ლარი, რომელზეც იყო დავა, შუაზე გაეყოთ და საბოლოოდ 3250 ლარად გაყიდა ლე----–-----ემ 7 ხბო. საუბარი იყო, რომ იმავე დღეს ვერ წაიყვანდნენ ყველას, თუმცა ლ------ უთხრა, რომ აუცილებლად იმავე დღეს უნდა წაეყვანათ. ლ------ კომპიუტერი ჰქონდა დალომბარდებული, ასევე ბავშვისთვის წამალი უნდა ეყიდა და სესხად გამოართვა 500, ხოლო 200 ლარი ლომბარდისთვის. მისგან ამოღებული თანხა იყო ლე----–-----ისგან სესხად აღებული თანხა. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი „IPHONE 5S“ და ფულადი თანხა 366 ლარი და 20 თეთრი, რომელზეც განაცხადა, რომ იყო ლე----–-----ისგან ნასესხები თანხის ნაწილი.
3.3.6. ბრალდებულ ლე----–-----ის კუთვნილი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დგინდება კომუნიკაცია მასსა და მი-----------–--ეს შორის, 2017 წლის 8 დეკემბერს 19:18 საათზე 5-------- ნომერზე (ეკუთვნის მი-----------–--ეს) გასულია მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ მას რაც უნდოდა ხომ გააკეთებინა და აწი რაღაში სჭირდებოდა, რომ ეპასუხა, რადგან პოლიციამ გაიგო.
3.3.7. სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა ამოღებული ფულადი თანხა, ასევე ლე----–-----ისა და მი-----------–--ის მობილური ტელეფონები (ლე----–-----ის ტელეფონი: იმეი-კოდი: ჰუავეი, იმეი 1. 8-------------- 2. 8--------------; მი-----------–--ის მობილური ტელეფონის იმეი კოდია: 0-------------).
3.3.8. გამომძიებლებმა - მ----------–--–---–----------–----–----------------------–-----------------------------------------–------ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა.
სასამართლოს შეფასებით, არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ ლე----–-----ე მი-----------–--ესთან წინასწარი შეთანხმებით დაეუფლა ხბოებს. საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე, რომელთაც შეხება ჰქონდათ უშუალოდ ხბოების რეალიზაციის ეტაპზე, მი-----------–--ესთან დაკავშირებით ვერ ასახელებენ ისეთ გარემოებებს, რაც ამგვარ რწმენას გაუჩენდა სასამართლოს, პირიქითაც კი შეიძლება ითქვას: მი-----------–--ეს სატელეფონო კონტაქტი არ ჰქონია მყიდველებთან, ამ ნაწილში სწორედ ლე----–-----ე იყო ინიციატორი; ხბოები იყო ლე----–-----ის და არა მი-----------–--ის სახლში; მყიდველებს დახვდა ლე----–-----ე და არა მი-----------–--ე; მოლაპარაკებას აწარმოებდა ლე----–-----ე და არა მი-----------–--ე; ის, რომ მი-----------–--ემ აზრი მიაწოდა ლე----–-----ეს და მყიდველებს, რომ სადავო 500 ლარი შუაზე გაეყოთ, არ ნიშნავს, რომ ის იყო გადაწყვეტილების მიმღები, თანაც საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ლე----–-----ემ მიიღო, ხოლო მი-----------–--ის განმარტებით ლ------ სთხოვა მას დახმარება რეალიზაციის დროს; თანხა სრულად აიღო ლე----–-----ემ და არა მი-----------–--ემ; მეორე ეტაპზე 5 სული ხბოს გატანებას მხოლოდ ლე----–-----ე ესწრებოდა და ხელმძღვანელობდა და არა ასევე მი-----------–--ეც; ირ---–--------–-–---–ი და ვა----------–---–ი არცერთ კონტექსტში არ მიუთითებენ მი-----------–--ეზე, რომ იგი იყო მნიშვნელოვანი ფიგურა ხბოებთან დაკავშირებით; ის გარემოება, რომ მი-----------–--ემ „დააკონტაქტა“ მყიდველები ლე----–-----ეს, ვერ გახდება მი-----------–--ეზე ეჭვის გამოთქმის საფუძველი, რომ თითქოს მისი ორგანიზებული იყო ყველაფერი, რადგან ირ---–--------–-–---–ი და ვა----------–---–ი რამდენიმე დღით ადრე მისულები იყვნენ მი-----------–--ის ბებიასთან საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ფასზე ვერ შეთანხმდნენ და ამ დროს მი-----------–--ემ გამოართვა მათ ნომერი, რომელთაც არც კი იცნობდა მანამდე, ხოლო ისიც ნიშანდობლივია, რომ საქონლის მარაგი ზემოაღნიშნულმა პირებმა ვერ შეავსეს და ამგვარი ინიციატივა მი-----------–--ისგან საეჭვოდ არ გამოიყურება; აღსანიშნავია, რომ ლე----–-----ე კატეგორიული წინააღმდეგი იყო მეორე დღეს მი-----------–--ეს გაეტანებინა საქონელი მყიდველებისთვის და ამ უკანასკნელისთვის დაეტოვებინათ თანხა და მყიდველები იმავე ღამით მეორე ჯერზე ამოიყვანა დარჩენილი 5 სული საქონლის გასატანებლად; ირ---–--------–-–---–ისა და ვა----------–---–ის განმარტებით ჯერ კიდევ 5 დეკემბერს მიიღეს ზარი ლ------გან, რომელშიც მისი პირადად ნახვის შემდეგაც არ გასჩენიათ ეჭვი, რომ სწორედ ის პიროვნება იყო; ის გარემოება, რომ დაზარალებულის სოფლიდან წასვლასა და ლე----–-----ის კონტაქტს და ასევე და------------–--ის ხბოების მის სახლში აღმოჩენას შორის დროის მოკლე მონაკვეთია და ამავდროულად ნაწილი თოკები, რომლებითაც ისინი დაბმულნი იყვნენ გადაჭრილი იყო, მიანიშნებს სწორედ არა შემთხვევითობაზე, არამედ ლე----–-----ის აქტიურ მოქმედებაზე მათ დასაუფლებლად, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ 7 დეკემბერს ირ---–--------–-–---–ი ისედაც ასული იყო ი-----–- და დაურეკა ლე----–-----ეს, რომელმაც დალოდება სთხოვა და აღნიშნულის შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები სასამართლომ ზემოთ უკვე აღნიშნა; ერთადერთი მტკიცებულება, რაც შეიძლება მი-----------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდეს ლე----–-----ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმია, სადაც აღნიშულია, რომ მი-----------–--ემ გამოიყვანა ბოსლიდან 7 სული ხბო, ის კი შორიდან უყურებდა. სასამართლო ამ მტკიცებულებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ლე----–-----ე საქმის განხილვისას მიიმალა და არსებით განხილვაზე არ დაკითხულა, რის გამოც სასამართლო ვერ დაეყრდნობა გამოძიებაში ამ ფორმით მიცემული ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმს. ისიც აღსანიშნავია, რომ მისი ტელეფონის დათვალიერების ოქმში მი-----------–--ისადმი გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში იგი თითქოს პირიქით განმარტავს, რომ მან გააკეთა და არა მი-----------–--ემ, თუმცა სათანადო ახსნის გარეშე ეს ფორმულირებაც ბევრ შეკითხვას წარმოშობს და ვერ იქნება მყარი არგუმენტი იმისა, რომ მი-----------–--ე მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. ბუნებრივია, თავად ლე----–-----ის წინააღმდეგ სასამართლო ვერ გამოიყენებს ზემოაღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ფაქტობრივად ბრალდებულის ჩვენებას ვერ შესძენს დამატებით ღირებულებას, თანაც მისსავე წინააღმდეგ; ისიც ნიშანდობლივია და მი-----------–--ემაც განმარტა, რომ არც თანხის გაყოფას ჰქონია ადგილი და ლე----–-----ემ მეორე დღეს ბევრი თხოვნის შემდეგ ასესხა 500 ლარი, 200 ლარი ლომბარდისთვის; ამგვარ ვითარებას ისიც სარწმუნოდ ხდის, რომ ლე----–-----ისა და მისი ძმის მიერ საქონლის გაყიდვაში უჩვეულო არაფერი იყო და მისდევდნენ მესაქონლეობა-ვაჭრობას.
3.3.9. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის დროს, აღნიშნული განხორციელდა 7 დეკემბერს 19:00-20:00 საათამდე პერიოდში, მანამდე, იმ დღეს, დაზარალებული გაემგზავრა ზუგდიდში და საქონელი ადგილზე ება, ხოლო ამ დროს უკვე ირ---–--------–-–---–ი და ვა----------–---–ის კონტაქტი ფიქსირდება ლე----–-----ესთან. ზიანთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების დადგენილებაში მითითებულია 7000 ლარი, არსებით დაკითხვაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ თითო ხბო 600 ლარი ღირდა, რაც ჯამში 4200 ლარი გამოდის. საქმეზე არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა, ამიტომ სასამართლო დადგენილად მხოლოდ იმას მიიჩნევს, რომ მინიმუმ 3250 ლარის ზიანი გამოიწვია ხბოების დაუფლებამ, ის თანხა, რაც რეალურად იქნა გადახდილი ლე----–-----ისთვის. ბუნებრივია სასამართლო ამ ეტაპზე ვერ განსაზღვრავს ზუსტ ზიანს, ხოლო ზემოაღნიშნული თანხა, სრულად საკმარისია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაფასებლად, ვინაიდან უტყუარი ფაქტია, რომ სახეზეა 150 ლარზე ზევით ზიანი.
3.3.10. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, #1\1\548, პარ II-44-45) აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს.
3.3.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მი-----------–--ესთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის მიერ წინამდებარე განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებულ გარემოებებს. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შესახებ სასამართლომ ზევით უკვე ისაუბრა. ამასთან ლე----–-----ესთან მიმართებით დასტურდება განაჩენის 1.2. პუნქტში აღნიშნული გარემოებების განხორციელება მხოლოდ მის მიერ, დანაშაულის ჩადენის დროისა და მიყენებული ზიანის კორექტირებით სასამართლოს მიერ დადგენილ ფარგლებში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს შეფასებით, ერთი მხრივ, არ დადასტურდა მი-----------–--ის მიერ ქურდობა, ესე იგი, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც ავტომატურად გულისხმობს ლე----–-----ის მიერ ქურდობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განუხორციელებლობას. მეორე მხრივ, ლე----–-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სადგომში უკანონო შეღწევით სხვისი ნივთის ფარული დაუფლებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათალისწინებული დანაშაული.
4.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.3. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა მი-----------–--ისა და ლე----–-----ის მიერ ქურდობის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რის გამოც მი-----------–--ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, ლე----–-----ეც უნდა გამართლდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისი დაამტკიცებაც ბრალდების მხარემ შესძლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ამ ვალსაზრისით არავითარი გონივრული ეჭვი არ ჩნდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ლე----–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს, რომ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და მისი ოჯახი იღებს შემწეობას, დაზარალებულს დაუბრუნდა ხბოები და მას პრეტენზია არ აქვს ბრალდებულებთან მიმართებით.
5.2. ლე----–-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
6.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
6.3. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას - ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ხერხს და ხასიათს, იმ გარემოებას, რომ იგი არ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე და მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა ამ სიტუაციაში ადეკვატური სასჯელის სახეა. რაც შეეხება მის ზომას, სასამართლო ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ შემამსუბუქებელ გარემოებებს, იმას, რომ ლე----–-----ე წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა და მიაჩნია, რომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პროპორციული ზომა იქნება მასთან მიმართებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მი-----------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გაუქმდეს მი-----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მი-----------–--ეს, ხოლო 5000 ლარის ნაწილში ყადაღა მოეხსნას წა-–---------------------–-------–ი მდებარე თ----------------- (პ/ნ 6----------) კუთვნილ უძრავ ქონებებს: 1. დაზუსტებული ფართობი 5001 კვ.მ. ს/კ 8----------- და 2. დაზუსტებული ფართობი 5000 კვ.მ. ს/კ 8-----------.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მი-----------–--ეს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. ლე----–-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ლე----–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. ლე----–-----ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს წინამდებარე განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2017 წლის 9 დეკემბრიდან იმავე წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.
7. გაუქმდეს ლე----–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
8. ნივთმტკიცებები: 7 სული ხბო - დაუბრუნდეს დაზარალებულ და------------–--ეს; „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და პირადობის მოწმობა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ლე----–-----ეს; “აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მი-----------–--ეს; ფულადი თანხა 966 ლარი და 20 თეთრი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ირ---–--------–-–---–ს, ხოლო შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი CD დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით. მსჯავრდებულს, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე
ბადრი ნიპარიშვილი