გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.10.2019
საქმის ნომერი
120310019003019708
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3019708-3/091-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.10.2-19წ ქ. ახალციხე

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

 

მოსარჩელე - საქართველოს თ-----–-------------რო

წარმომადგენელი-გ--------–-----

მოპასუხე - ა--------------

წარმომადგენელი-გ-----------------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ა--------------ს საქართველოს თ-----–-------------როს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 18 000 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სსიპ - დ-----------–-----–-ს სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 24.02.2-17 წლის N--- ბრძანებით ა-------------- ჩაირიცხა აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მსმენელად 2-17 წლის 27 თებერვლიდან. 2-17 წლის 27 თებერვალს ა--------------სა და საქართველოს თ-----–-------------როს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.04.2-13 წლის N---- ბრძანებით დამტკიცებული N1--- უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩარიცხულ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების ბენერალური შტაბის “თუ ფროსის 08.09.2-17 წლის N----- ბრძანებით ლეიტენანტი ა-------------- დაინიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წრთვნებისა და სახედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელად 2-17 წლის 7 სექტემბრიდან.

სსიპ დ-----------–-----–-ს სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 01.09.2-17 წლის N---- ბრძანებით აკადემიის სასწავლო ბატალიონის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის" მსმენელი ა-------------- ჩაითვალა კურსდამთავრებულად.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 22.03.2-18 წლის

N----- ბრძანებით ლეიტენანტი ა-------------- დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ოცეულის ომცროს ექიმად. 2-18 წლის 23 მარტიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წრთვნებისა და სახედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავვლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელის თანამდებობიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2-18 წლის N---- ბრძანებით ლეიტენანტი ა-------------- დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ოცეულის უმცროს ექიმად 2-18 წლის 16 აპრილიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ოცეულის უმცროს ექიმის თანამდებობიდან.

 

საქართველოს შეიარღებული მალების ბენერალური შტაბის უფროსის 03.09.2-18 წლის N---- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ოცეულის უმცროსი ექიმი, ლეიტენანტი ა-------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერევში 2-18 წლის პირველი სექტემბრიდან.

 

კონტრაქტის 2.1 პუნქტის შესაბამისად, ,,სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს მსმენელად ყოფნის პერიოდსა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება მსმენელად ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად მითითებული კონტრაქტის 6.2.1. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6..6.1.7, 6.1.0, 6...” პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში 18 000 ლარის ოდენობით.

ა--------------ს ნამსახურობა შეადგენს 01 წელს 06 თვესა და 04 დღეს, შესაბამისად მან დაარღვია კონტრაქტის 2. პუნქტით გათვალისწინებული პირობა და წარმოეშვა ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნული თანხა, ა. გ--------- მიერ დღემდე გადახდილი არ არის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ა--------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სსიპ - დ-----------–-----–-ს სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 24.02.2-17 წლის M--- ბრძანებით ა-------------- ჩაირიცხა აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მსმენელად 2-17 წლის 27 თებერვლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ - დ-----------–-----–-ს სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 24.02.2-17 წლის N--- ბრძანება (ს.ფ.15).

 

3.2. საქართველოს თ-----–-------------როს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.04.2-13 წლის N---- ბრძანებით დამტკიცებული N1--- უმცროს ოფიცერთა კურსზე ჩარიცხულ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2-17 წლის 27 თებერვლის N1--- კონტრაქტი (ს.ფ.16-2-).

 

3.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 08.09.2-17 წლის N----- ბრძანებით ლეიტენანტი ა-------------- დაინიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელად 2-17 წლის 7 სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 08.09.2-17 წლის N----- ბრძანება(ს.ფ.21).

 

3.4. სსიპ დ-----------–-----–-ს სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 01.09.2-17 წლის N---- ბრძანებით აკადემიის სასწავლო ბატალიონის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელი ა-------------- ჩაითვალა კურსდამთავრებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ დ-----------–-----–-ს სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 01.09.2-17 წლის N---- ბრძანება (ს.ფ.22).

 

3.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 22.03.2-18 წლის N1--- ბრძანებით ლეიტენანტი ა-------------- დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ოცეულის ომცროს ექიმად. 2-18 წლის 23 მარტიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ოფიცრების ჯგუფის მსმენელის თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 22.03.2-18 წლის N1--- ბრძანება(ს.ფ.23).

 

3.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2-18 წლის N---- ბრძანებით ლეიტენანტი ა-------------- დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ოცეულის უმცროს ექიმად 2-18 წლის 16 აპრილიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 მოტორიზებული ბატალიონის უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ოცეულის უმცროს ექიმის თანამდებობიდან მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 13.04.2-18 წლის N---- ბრძანება(ს.ფ.24).

 

3.7. საქართველოს შეიარღებული მალების გენერალური შტაბის უფროსის 03.09.2-18 წლის N---- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ოცეულის უმცროსი ექიმი, ლეიტენანტი ა-------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2-18 წლის პირველი სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს შეიარღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 03.09.2-18 წლის N---- ბრძანება(ს.ფ.25).

 

3.8. 2-18 წლის 22 აგვისტოს ბატალიონის მეთაურს პატაკით მიმართა მოპასუხემ და მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტაქტო სამსახური, ითხოვა შუამდგომლობა რათა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონკრეტულად მას აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, მას სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს. არ გააჩნია არანარი პრეტენზია ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან. ის გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს რაზეც იგი თანახაა. ასევე გაცნობილი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2-17 წლის 27 მარტის N161 ტელეფონოგრამას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პატაკი (იხ. ს.ფ.26).

 

3.9.კონტრაქტის 2.1 პუნქტის შესაბამისად, ,,სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტის მოქმედების ვადა შეადგენს მსმენელად ყოფნის პერიოდსა და კურსის დასრულების შემდეგ ოფიცრად 6 კალენდარული წლის ვადით სამხედრო სამსახურის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება მსმენელად ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლება კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად მითითებული კონტრაქტის 6.2.1. პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6..6.1.7, 6.1.0, 6...” პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუშვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს ოთხი წლის სამსახურის გავლის პერიოდში 18 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კონტრაქტი (იხ. ს.ფ.16-2-).

- ცნობა( ს.ფ.27-28)

- შეტყობინება( ს.ფ.29)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლომ განიხილა მოცემული საქმე და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს, თუმცა კონტრაქტით დადგენილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა ა--------------მ მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას;

 

დადგენილია, რომ ა--------------მ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ა-------------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და ა--------------სთნ კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.1 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, გათავისფლდეს სამხედრო სამსახურიდან).

 

კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1 პუნქტით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (18 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე სამსახურიდან გათავისუფლდა და მასთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.1 ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე საქართველოს თ-----–-------------როს მიერ მოთხოვნილი ჯარიმის თანხა 18000 ლარი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს.

 

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

იმავე კოდექსის 42--ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 18 000 ლარი - არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონტრაქტით 18 000 ლარი ჯარიმა, ანუ ერთნაირი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 6.2 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას;

 

კონტრაქტის მიხედვით, 18 000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, იმისათვის, თუ მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან (6.1.1 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძალაში შევიდა სასამართლოს ისეთი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (6.1.6 ქვეპუნქტი).

 

მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს.

 

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებით და სურვილით.

 

როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თ-----–-------------როს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;

 

მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თ-----–-------------როს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხემ საქართველოს თ-----–-------------როს სისტემაში იმსახურა 7 წელი; 3. სამსახურებრივ მოვალეობათა პირნათლად შესრულების გამო ხდებოდა მისი დაწინაურება სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გზით.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 5 000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები;

 

კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფომების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.

 

ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 5 000 ლარით.

 

პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესებსა და უფლებებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

 

მოცემულ შემთხვევაში, 5 000 ლარის 3%-ი 150 ლარია, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე,199-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თ-----–-------------როს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;

 

2. ა--------------ს( პ/ნ 6----------) დაეკისროს საქართველოს თ-----–-------------როს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 5000 ლარის გადახდა.

 

3. საქართველოს თ-----–-------------როს უარი ეთქვას ა--------------სათვის 13 000 ლარის დაკისრებაზე.

 

4. ა--------------ს ( პ/ნ 6----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია