გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.10.2019
საქმის ნომერი
330310019002967403
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3108-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წელი ქ-------–--ი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - მ-------------–-–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------------–--ე

 

მესამე პირი - ი-–----------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 2-----------–------- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გრძელვადიანი განსახლების მიზნით მ-------------–-–---–ის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მ-------------–-–---–ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, მ-------------–-–---–ის მუდმივ საცხოვრებელს ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა: ც------–-------–----------------------------. დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) შიდა ქართლი, გ--------–--------------------.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (იხ.ს.ფ. 15).

 

3.2. 2017 წლის 16 იანვარს, მ-------------–-–---–მა N--- განცხადებით (გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა შვილი - ი-–----------–--ე. განცხადებით მ-------------–-–---–მა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, მ-------------–-–---–მა შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, მ-------------–-–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: ქალაქი გ--------–------------------, განსახლების ქალაქად ირჩევს გორს. მისი ოჯახის წევრია შვილი - ი-–----------–--ე. განმცხადებელი არის ქვრივი. მ-------------–-–---–ი არის დაქირავებით მომუშავე, ხოლო ი-–----------–--ე - შემთხვევით და/ან ერთჯერად სამუშაოებზე დასაქმებული. ოჯახის საშუალო თვიური ხარჯებია 535 ლარი, ხოლო შემოსავალი - 536 ლარი (დაქირავებული შრომიდან ხელფასი - 406 ლარი, დევნილის შემწეობა - 90 ლარი, სხვა შემოსავალი - 40 ლარი). ოჯახს უძრავი და მოძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია. ოჯახს მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობაში არ გააჩნია. ოჯახი სიღარიბის დაძლევის პროგრამაში არ იმყოფება. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსი - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე. ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი საკუთრებაში არ აქვს. საცხოვრებელი არ არის ნგრევადი და გარემოს არ აქვს მავნე ქიმიური შემადგენლობა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მ-------------–-–---–ის 2017 წლის 16 იანვრის N--- განცხადება (იხ.ს.ფ.79-80);

- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (იხ.ს.ფ. 81-92).

 

3.3. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2017 წლის 12 ივნისს მ-------------–-–---–ის ოჯახის მდგომარეობა წინასწარ შეფასდა 1,5 ქულით, კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი - დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5 ქულა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შეფასების ფორმა (იხ.ს.ფ.78).

 

3.4. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, 2017 წლის 20 სექტემბერს შემოწმდა მ-------------–-–---–ის საცხოვრებელი პირობები მისამართზე, ქ. გორი, ლ-----------------------------------. განმცხადებელი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2002 წლიდან (ქირის გარეშე), მანამდე, 1992 წლიდან ცხოვრობდა ქ. გორში, მ–---------------ზე ქირით. მისი ოჯახის წევრია შვილი - ი-–----------–--ე. ოჯახის შემოსავლის წყაროა: განმცხადებლის შემოსავალი - გ-----------------------------–-დან (მედდა) 400 ლარი, შვილის - ი-–----------–--ის შემოსავალი 500 ლარი (არის ფ-----------–- და აქვს არასტაბილური შემოსავალი), ასევე განმცხადებლის და მისი შვილის დევნილობის თანხა - 90 ლარი (თითოეულის შემთხვევაში 45 ლარი). დევნილი ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა დ--–---------–--- (მეუღლის ბიძაშვილი), რომელიც ამჟამად ოჯახით ქ-------–--ში ცხოვრობს. განმცხადებლის მეუღლე - გ---------------–--- გარდაცვლილია, იგი წარმოშობით იყო გ------------------------–---------დან, სადაც ოჯახს აქვს მეუღლის მამა-პაპისეული სახლი. გ---------------–--- იყო დედისერთა, მშობლები გარდაცვლილნი არიან. სახლის ნახევარი ეკუთვნის გარდაცვლილი მეუღლის ბიძაშვილს - დ--–---------–---ს. განმცხადებელს და გ---------------–---ს თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი - თ-------------–----------–------------------------–------------–--–---–-- მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს გ----–----------–---–-------ში.

 

მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის თანახმად, განმცხადებლის ოჯახის ერთი თვის შემოსავალია 990 ლარი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახი არ ფიქსირდება. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული სახლი იყო მისი მეუღლის დედის - თ-------------–--ის საკუთრება (საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი ვერ იქნა). მ-------------–-–---–ი გაფრთხილებულ იქნა, რომ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ადმინისტრაციულ ორგანოში ერთი კვირის ვადაში უნდა წარედგინა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის ფორმა (იხ.ს.ფ. 93-98);

- თ-------------–--ის გარდაცვალების მოწმობა N----------- (იხ.ს.ფ.16).

 

3.5. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განმცხადებლის ოჯახი არ ფიქსირდება.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალიდან (იხ.ს.ფ. 99-100).

 

3.6. 2017 წლის 29 სექტემბერს, გორის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა თ-------------–--–---–მა, რომელმაც ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან გორი, ლ---------------------------------ში მდებარე უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება მოითხოვა.

 

რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებელს ეცნობა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით (ელექტრონული ვერსიის საფუძველზე) მისამართი: ქალაქი გორი, ლ----------------------------------------ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში თ--------–---------–---------–--ის უფლების დამდგენი დოკუმენტი წარდგენილი არ არის. განმცხადებელს დამატებით ეცნობა, რომ ბინა N----- უფლების დამდგენი დოკუმენტი წარდგენილი არ არის.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 17).

 

3.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2017 წლის 20 დეკემბერს განხილულ იქნა მ-------------–-–---–ის განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (20.12.2017წ., ო-------) მ-------------–-–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, არასაკმარისი ქულის გამო (დააკლდა: ქირა - 1,5 ქულა).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2----–-–---------------–------- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ო-------) ქ. გორში, გ. ანწუხელიძის ქუჩა N1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა მ-------------–-–---–ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), არასაკმარისი ქულის გამო.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის N-- სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ. 101-106);

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2----–-–---------------–------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 107).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2----–-–---------------–------- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ-------------–-–---–ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მიმართაც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მ-------------–-–---–ს მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იძულებით გადაადგილებამდე უფიქსირდება ც------–-------–----------------------------, ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი) გ--------–--------------------. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1). აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის დევნილი ოჯახი − განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება - დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დანართი №6 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №7 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. ამასთან, თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. №6 დანართის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის განისაზღვრა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი და სოციალური კრიტერიუმი. ამასთან, მითითებული კრიტერიუმების განსაზღვრა ხდება, დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელის ოჯახი წარმოადგენს დევნილ ოჯახს. როგორც უკვე აღინიშნა, მ-------------–-–---–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 16 იანვარს, მ-------------–-–---–მა N--- განცხადებით (გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ოჯახის შემადგენლობაში მიუთითა: შვილი - ი-–----------–--ე. განცხადებით მ-------------–-–---–მა მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა.

 

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, მ-------------–-–---–მა შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი, რომლის მიხედვით, მ-------------–-–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართია: ქალაქი გ--------–------------------, განსახლების ქალაქად ირჩევს გორს. მისი ოჯახის წევრია შვილი - ი-–----------–--ე. განმცხადებელი არის ქვრივი. ოჯახს უძრავი და მოძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია. ოჯახს მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობაში არ გააჩნია. ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებლის სტატუსი - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე. ოჯახს ან მის რომელიმე წევრს სხვა საცხოვრებელი საკუთრებაში არ აქვს.

 

დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2017 წლის 12 ივნისს მ-------------–-–---–ის ოჯახის მდგომარეობა წინასწარ შეფასდა 1,5 ქულით, კერძოდ: სოციალური კრიტერიუმი - დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე - 1.5 ქულა.

 

ასევე დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, 2017 წლის 20 სექტემბერს შემოწმდა მ-------------–-–---–ის საცხოვრებელი პირობები მისამართზე, ქ. გორი, ლ-----------------------------------. განმცხადებელი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 2002 წლიდან (ქირის გარეშე), მანამდე, 1992 წლიდან ცხოვრობდა ქ. გორში, მ–---------------ზე ქირით. მისი ოჯახის წევრია შვილი - ი-–----------–--ე. ოჯახის შემოსავლის წყაროა განმცხადებლის შემოსავალი - გ-----------------------------–-დან (მედდა) 400 ლარი, შვილის - ი-–----------–--ის შემოსავალი 500 ლარი (არის ფ-----------–- და აქვს არასტაბილური შემოსავალი), ასევე განმცხადებლის და მისი შვილის დევნილობის თანხა - 90 ლარი (თითოეულის შემთხვევაში 45 ლარი). დევნილი ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა დ--–---------–--- (მეუღლის ბიძაშვილი), რომელიც ამჟამად ოჯახით ქ-------–--ში ცხოვრობს. განმცხადებლის მეუღლე - გ---------------–--- გარდაცვლილია, იგი წარმოშობით იყო გ------------------------–---------დან, სადაც ოჯახს აქვს მეუღლის მამა-პაპისეული სახლი. გ---------------–--- იყო დედისერთა, მშობლები გარდაცვლილნი არიან. სახლის ნახევარი ეკუთვნის მეუღლის ბიძაშვილს - დ--–---------–---ს. განმცხადებელს და გ---------------–---ს თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი - თ-------------–----------–------------------------–------------–--–---–-- მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს გ----–----------–---–-------ში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2017 წლის 20 დეკემბერს განხილულ იქნა მ-------------–-–---–ის განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით (20.12.2017წ., ო-------) მ-------------–-–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, არასაკმარისი ქულის გამო (დააკლდა: ქირა - 1,5 ქულა).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2----–-–---------------–------- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ო-------) ქ. გორში, გ. ანწუხელიძის ქუჩა N1-ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა მ-------------–-–---–ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), არასაკმარისი ქულის გამო.

 

ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობაშია საცხოვრებელის სახლი, მდებარე ქ. გორი, ლ--------------------------------. მოსარჩელის ოჯახი 2002 წლიდან უწყვეტად ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გარემოება დასტურდება, როგორც განმცხადებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციის, ასევე მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი დასკვნით. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ რეესტრის ხელმისაწვდომობის შესახებ 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით მისამართი: ქ--–-------------–------------------------ში მდებარე უძრავ ნივთის სააღრიცხვო მასალაში ბინა N----- უფლების დამდგენი დოკუმენტი წარდგენილი არ არის. შესაბამისად, არ იზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ სახლი, რომელშიც იგი უწყვეტად ცხოვრობს 2002 წლიდან დღემდე, არის სხვა პირის საკუთრებაში.

 

ამდენად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესი“ იმპერატიულად ადგენს, რომ აუცილებელია განისაზღვროს კონკრეტული დევნილი ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა. აღნიშნული მიზნით, დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაშია ალტერნატიული ფართი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2017 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე ქ. გორში, ანწუხელიძის ქუჩა N1-ში მდებარე ახლადაშენეულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართების განაწილებისას პრიორიტეტი მიენიჭათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნდათ.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მ-------------–-–---–ი ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში (------------–-----------------------) ცხოვრობს 2002 წლიდან დღემდე, უწყვეტად. ამდენად, სამინისტრო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის შესახებ, რამდენადაც მოსარჩელეს ამ ეტაპზე არ გააჩნდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროება.

 

ამდენად, სასამართლოს მიიჩნევს, რომ სადავო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2----–-–---------------–------- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2----–-–---------------–------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მისი ოჯახის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ-------–--ი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ-------–--ი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე