განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
330100119002969625
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1863-19 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ-------- ჭ------

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული - გ------- ა------ის ძე ა-----–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2--------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ----–-------------------------ში

 

ადვოკატები - ს--–---ე მ---ი, ზ---- მ---ი, შ----- მ----–--ე, ი---- ჭ------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას);

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება);

საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, ჩადენილი მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით)

 

2. ბრალდებული - კ------------- ი----ს ძე ჯ---------ე - დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------------–------------–--–----------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ-----------------–--–------------------------ში

 

ადვოკატები - ლ---- ა--------ე, ტ------– კ------ე, ო----- ხ----–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. გ------- ა-----–---–მა ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით გადაწყვიტა ზ------ კ-----ას მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ------- ა-----–---–ი შეიარაღდა ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით და 2019 წლის 15 იანვარს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში, ვ---------ისა და ე-------–---–ის ქუჩებზე, „მინი კუპერის“ ფირმის მოძრავი ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ხალხმრავალ ადგილას, სადაც მოძრაობდნენ მოქალაქეები და გადაადგილდებოდნენ ავტომანქანები, ზ------ კ-----ას მოკვლის მიზნით განახორციელა ინტენსიური, დაახლოებით 10-ზე მეტი, გასროლა ამ უკანასკნელის მიმართულებით, რომელიც გადაადგილდებოდა „-----------ას“ ფირმის ავტომანქანით. აღნიშნულით გ------- ა-----–---–მა ზ------ კ-----ას მიაყენა კისრის არეში ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა. ზ------ კ-----ა გადახტა მოძრავი ავტომანქანიდან და მიიმალა, რის გამოც გ------- ა-----–---–მა ვერ მოიყვანა მისი მოკვლის განზრახვა სისრულეში. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღიდან ნაწარმოები სროლების შედეგად, ასევე დაზიანდა ზ------ კ-----ას წინ მიმავალი ლ---- რ----------აიას მართვის ქვეშ მყოფი „მინი კუპერის“ ფირმის ავტომანქანა.

 

1.2. გ------- ა-----–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც 2019 წლის 15 იანვარს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის პერიოდში, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქ. თბილისში, ვ. ბ-------ისა და ე. ტ----–---–ის ქუჩებზე.

 

1.3. 2019 წლის 15 იანვარს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში, ვ---------ისა და ე-------–---–ის ქუჩებზე, „მინი კუპერის“ ფირმის მოძრავი ავტომანქანიდან გ------- ა-----–---–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან ნაწარმოები სროლების შედეგად, გაუფრთხილებლობით დააზიანა ლ---- რ----------აიას მართვის ქვეშ მყოფი „მინი კუპერის“ 300 ლარად ღირებული წინა საქარე მინა და 200 ლარად ღირებული უკანა საქარე მინა.

 

1.4. 2019 წლის 15 იანვარს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში, ვ---------ისა და ე-------–---–ის ქუჩებზე, გ------- ა-----–---–მა „მინი კუპერის“ ფირმის მოძრავი ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ხალხმრავალ ადგილას, სადაც მოძრაობდნენ მოქალაქეები და გადაადგილდებოდნენ ავტომანქანები, ზ------ კ-----ას მოკვლის მიზნით განახორციელა ინტენსიური, დაახლოებით 10-ზე მეტი, გასროლა ამ უკანასკნელის მიმართულებით, რომელიც გადაადგილდებოდა „-----------ას“ ფირმის ავტომანქანით. აღნიშნულით გ------- ა-----–---–მა ზ------ კ-----ას მიაყენა კისრის არეში ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა, რა დროსაც მოძრავ მანქანაში გ------- ა-----–---–თან ერთად იმყოფებოდა კ------------- ჯ---------ე და მისთვის ცნობილი იყო, რომ გ------- ა-----–---–ს ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, მიუხედავად იმისა, რომ კ------------- ჯ---------ეს დანაშაულის შეტყობინების დრო და შესაძლებლობა რეალურად ჰქონდა, მან ჩადენილი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა კომპეტენტურ ორგანოებს.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული (მოწმეეთა და დაზარალებულთა ჩვენებები, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოჩანაწერები და სხვ.) მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ------- ა-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო კ------------- ჯ---------ის მიერ - საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- ა-----–---–ისა და კ------------- ჯ---------ის ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა და მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

მოწმე ლ---- რ----------აიას ჩენებით, 2019 წლის 15 იანვარს, მასთან სტუმრად იმყოფებოდა მეგობარი ს------ წ--------ე. დაახლოებით 16 საათისათვის გავიდნენ სახლიდან სამსახურის მიმართულებით, კერძოდ, საკუთარი ავტომობილით, „მინი კუპერით“, სახელმწიფო ნომრით H--------, ბ-------ის ქუჩის გავლით ჩაუხვიეს ტ----–---–ის ქუჩაზე, მ--–---–---–ის ქუჩისაკენ. უშუალოდ ტ----–---–ის ქუჩაზე ყოფნისას გაიგონეს ორი გასროლა, რომელიც თავიდან მიამსგავსეს საბავშვო ასაფეთქებლების ხმას. მესამე გასროლას შედეგად მოყვა ლ.რ----------აიას მანქანის წინა და უკანა მინის დამსხვრევა, რაც ნათელს ხდიდა, რომ იყო არა ასაფეთქებლის, არამედ უკანა მხრიდან გასროლილი იარაღის ხმა. ლ----მ და ს-----ომ შიშისა და მოსალოდნელი საფრთხის გამო დახარეს თავი, ლ----მ მანქანის გაზის სატერფულს დააჭირა ბოლომდე ფეხი და წინა მანქანასთან დაჯახებით, ცდილობდა გარიდებოდა შემთხვევის ადგილს. მოწმის ჩვენებით, მესამე გასროლას კიდევ მოყვა რამდენიმე გასროლა. მოწმემ განმარტა, რომ ტ----–---–ის ქუჩაზე ყოფნის დროსვე დარეკეს პოლიციაში დახმარებისათვის, შემდეგ მივიდნენ კაფე „--------თან“, სადაც ლ----სა და ს-----ოსათვის მეგობარი ბიჭებისაგან ცნობილი გახდა, რომ ლ.რ----------აიას მანქანის გარდა, ტ----–---–ის ქუჩაზე სროლის შედეგად დაზიანდა სხვა ავტომობილიც. მოწმემ დაადასტურა, რომ დაიკითხა და მონაწილეობა მიიღო კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერებაში. ლ.რ----------აიას განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ მატერიალურ ზიანს - 600 ლარს არ ეთანხმება, ვინაიდან მომხდარი ფაქტის გამო განიცადა მორალური ზიანი და ფსიქოლოგიური ტრავმა.

 

მოწმე ს-----ო წ--------ის ჩვენებით, 2019 წლის 15 იანვარს, სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან, ლ---- რ----------აიასთან. დაახლოებით 16:00 საათისათვის, სახლიდან გავიდნენ, ლ----ს რ----------აიას კუთვნილი „მინი კუპერის“ მანქანით. ავტომობილით ჩაუხვიეს ბ-------ის ქუჩიდან ტ----–---–ის ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც მოესმათ იარაღიდან დაახლოებით ორი-სამი გასროლის ხმა. გოგონებმა დაინახეს, რომ ა/მანქანის წინა საქარე მინაზე იყო ნატყვიარები. ს-----ო მეგობართან ერთად, რამდენიმე წამის განმავლობაში თავჩახრილი იყო მანქანაში, აღნიშნულის პარალელურად კი ისევ ისმოდა სროლის ხმა, შემდეგ კი შეშინებულებმა, ჩქარი სვლით, მოძრაობა გააგრძელეს კოსტავას ქუჩის მიმართულებით, მანქანა შეაჩერეს კაფე „სტამბა“-სთან და დახმარებისთვის დარეკეს „112“-ში. მოწმის განმარტებით, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ უკანა საქარე მინა სროლების შედეგად იყო მთლიანად დამსხვრეული. ს.წ--------ემ დაადასტურა პოლიციის განყოფილებაში მისი მოწმის სახით გამოკითხვის ფაქტი.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, თ-------- მ-------–-–---–ისაგან გამოთხოვილი იქნა ერთ ცალ DVD დისკზე ჩაწერილი, ქ.თბილისში, რ--–-----------------ში მდებარე აფთიაქ „ფარმადეპოს“ გარე პერიმეტრის ვიდეო კამერების 2019 წლის 15 იანვარის 16:25 საათიდან 16:40 საათამდე დროის მონაკვეთის ამსახველი ჩანაწერები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ.ტ------–---–ი; მონაწილე პირი თ.მ-------–-–---–ი - ტ.1. ს.ფ. 98-101).

 

ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა სააქციო საზოგადოება „გეფას“ უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელმა, მოწმე თ-------- მ-------–-–---–მა.

 

ძ---–-------–-----------------–ოს მესამე განყოფილების გამომძიებელ, მოწმე ა-–---------- ღ----ას ჩვენებით, 2019 წლის 15 იანვარს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ტ----–---–ისა და ბ-------ის ქუჩებზე, გ------- ა-----–---–ის მიერ განხორციელდა სროლა ზ------ კ-----ას მიმართულებით, რასაც წინ უძღოდა ვ.კ----------–---–ის ეზოში, ზ.კ-----ას მიერ გ.ა-----–---–ის დაჭრა.

 

ძ---–-------–-----------------–ოს მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, მოწმე გ----------–-----ის ჩვენებით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გ------- ა-----–---–ი დანით დაჭრა ზ------ კ-----ამ და დანაშაულის იარაღს, დანას ინახავდა საცხოვრებელ სახლში, ბუდაპეშტის ქუჩაზე.

 

ძ---–-------–-----------------–ოს მესამე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა, მოწმე ლ------------ემ დაადასტურა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 15 იანვარს, ვერაზე სროლები განახორციელა გ------- ა-----–---–მა, ხოლო იარაღი ინახებოდა კ------------- ჯ---------ის სახლში. ინფორმაციის თანახმად, სროლას წინ უძღოდა შელაპარაკება გ------- ა-----–---–სა და ზ------ კ-----ას შორის, რა დროსაც მოხდა გ------- ა-----–---–ის დაჭრა, აღნიშნული დანაშაულის იარაღი კი ინახებოდა ვ-–- კ----------–---–ის სახლში.

 

ძ---–-------–-----------------–ოს მესამე განყოფილების თანამშრომლის, მოწმე ი----- ი-–------ის ჩვენებით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ზ------ კ-----ას ტანსაცმელი ინახებოდა ლ-------------ის საცხოვრებელ სახლში, დიღმის მასივში.

 

ძ---–-------–-----------------–ოს მესამე განყოფილების თანამშრომლის, მოწმე ზ---– ხ------–---–ის ჩვენებით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, შ-----------------ში გ------- ა-----–---–სა და ზ------ კ-----ას შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ზ------ კ-----ამ ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა გ------- ა-----–---–ს, რასაც შეესწრო ვ-–- კ----------–---–ი. დაჭრილი გ.ა-----–---–ი მოათავსეს გამვლელ ტაქსში და გაარიდეს შემთხვევის ადგილს.

 

ძ---–-------–-----------------–ოს მესამე განყოფილების ოპერატიული თანამშრომლის, მოწმე ზ----- გ-----ის ჩვენებით, 2019 წლის 15 იანვარს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბ-------ის ქუჩაზე განხორციელებული გასროლების ფაქტი აღბეჭდილი იყო ამავე ქუჩის N22-ში განთავსებული სასტუმრო „-----------ა“ და იქვე მდებარე შპს „ო------“ გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებზე. ამავე ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილი გ------- ა-----–---–ი კ------------- ჯ---------ემ გადაიყვანა კლინ--ა „----------–ი“, რაც დააფიქსირა ხსენებული კლინ--ის სათვალთვალო კამერებმა.

 

ძ---–-------–-----------------–ოს მესამე განყოფილების ოპერატიული თანამშრომლის, მოწმე კ------- ბ-----ის ჩვენებით, 2019 წლის 15 იანვარს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ვერაზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირი - კ------------- ჯ---------ე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე კლინ--აში, სადაც ერთ-ერთ თანამშრომელს, გვარად ქ------- გადასცა ტელეფონი და დანა. მოწმემ მიღებული ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, კლინ--ა „----------ის“ მოლარე-რეგისტრატორ ი-------------აგან ამოღებული იქნა შავტარიანი გასახსნელი მრავალფუნქციური დანა, რომლის ხერხისებრ პირზე იკითხება წარწერა „VICTORINOX“, ასევე შავი ფერის „IPHONE”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ბლოკირებულია, ეკრანზე კი აღენიშნება ბზარი და ექსპლუატაციის ნიშნები. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ლ.ო------ე; მონაწილე პირი ი.ქ------ - ტ.1. ს.ფ. 290-295).

 

ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მოწმე ი---- ქ------მ, რომლის ჩვენებით, მუშაობს რ----- ლ-----ის ქუჩა N8-ში მდებარე კლინ--ა „----------ის“ მოლარე-რეგისტრატორად. 2019 წლის 15 იანვარს, თანამშრომლისგან შეიტყო, რომ დაჭრილი ბიჭი ითხოვდა ექიმის დახმარებას. დაახლოებით 15-20 წუთში, მოწმესთან მე-4 სართულიდან ჩამოვიდა უცნობი ბიჭი, რომელმაც იკითხა ექიმი ლ--- ც------–--ე და პარალელურად დაიწყო მისი კაბინეტის მოძიება. ი.ქ------მ ახალგაზრდა მამაკაცს აუხსნა, რომ ლ-–------–--ეს მუშაობა დასრულებული ჰქონდა და არ იმყოფებოდა სამსახურში, რის შემდეგაც მამაკაცმა მოწმეს ხელში მიაწოდა ტელეფონი და დანა და სთხოვა გადაეცა ლ--- ც------–--ისათვის. მომხდარის თაობაზე ი.ქ------მ ინფორმაცია მიაწოდა ლ-–------–--ეს, შემდეგ კი უცნობის მიერ დატოვებული ნივთები სეიფში შესანახად გადასცა კლინ--ის მენეჯერს. მენეჯერმა დაათვალიერა კლინ--ის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები და გაირკვა, რომ ნივთების დამტოვებელი ბიჭი იყო დაჭრილი ახალგაზრდის თანმხლები პირი. მოწმის განმარტებით, იმავე დღეს, სეიფში შენახული ტელეფონი და დანა გადასცა გამომძიებლებს და ასევე, დაიკითხა მოწმის სახით.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, თბილისში, ბ-------ის ქუჩა N22-ში მდებარე სასტუმრო „-----------“ მენეჯერის ნ----- ე-–---------შვილისაგან გამოთხოვილი იქნა 2019 წლის 15 იანვრის 16:20:00-16:30:00სთ დროის მონაკვეთში სასტუმროს გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ.ჯ---–---–ი; მონაწილე პირი ნ.ე-–---------შვილი - ტ.1. ს.ფ. 81-83).

 

ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მოწმე ნ----- ე-–---------შვილმა, რომლის ჩვენებით, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, დათვალიერდა გამოძიებისათვის საინტერესო დროის მონაკვეთის ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული იყო ერთმანეთის უკან, მაღალი სიჩქარით მიმავალი ა/მანქანები, რომელთაგან „მინი კუპერის“ ჩაწეული ფანჯრიდან ჩანდა იარაღი და გასროლა.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, N----–----ურ საავადმყოფოს მედდის - თ------- ბ--------–---ისაგან ამოღებული იქნა გ------- ა-----–---–ის ერთი ცალი მუქი ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, დაზიანებულ მდგომარეობაში, მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი ცალი ნაცრისფერი მაისური დაზიანებულ მდგომარეობაში, მოწითალო ფერის ლაქებით, ორი შავი ფერის წინა მოწითალო ლაქებით, მუქი ნაცრისფერი ჯინსის შარვლის ნახევი მოწითალო ლაქებით და ერთი წყვილი მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი მოწითალო ფერის ლაქებით, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ბ.მ-------ე; მონაწილე პირი თ. ბ--------–---ი - ტ.1. ს.ფ. 71-75).

 

ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მოწმე თ------- ბ--------–---მა და განმარტა, რომ 2019 წლის 15 იანვარს, საოპერაციოში შეყვანამდე მოამზადა პაციენტი გ------- ა-----–---–ი, რომელიც იყო დაჭრილი და სისხლი მოსდიოდა. მოწმემ პაციენტს გახადა ტანსაცმელი და მობანა სისხლიანი ადგილები, მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი მოათავსა პარკში, დააწერა „გ------- ა-----–---–ი“ და შეინახა სპეციალურ ოთახში. მოგვიანებით, კლინ--აში მისულმა გამომძიებელმა დაათვალიერა და მოწმისაგან ამოიღო ტანსაცმელი, რაც დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, თბილისში, ბ-------ის ქუჩა N------ში მდებარე შპს „ო------“ დირექტორ მ-------------ისაგან გამოთხოვილი იქნა 2019 წლის 15 იანვრის 16:00-17:00 საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეოჩანაწერი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა--------–---–ი; მონაწილე პირი მ-------ი - ტ.1. ს.ფ. 93-95).

 

ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მოწმე მ-------------მა, რომლის ჩვენებით, მისი კუთვნილი სამკერვალო სალონის შპს „ო------“ გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერა აფიქსირებს ტ----–---–ის ქუჩას. 2019 წლის 15 იანვარს, მოწმემ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გამომძიებელს გადასცა გამოძიებისათვის საინტერესო დროის მონაკვეთის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც დაილუქა მისი თანდასწრებით. მ-------მა ასევე დაადასტურა განსახილველ საქმეზე მისი მოწმის სახით გამოკითხვის ფაქტი.

 

მოწმე ა-–-----------ას ჩვენებით, 2019 წლის 15 იანვარს, მასთან სახლში მივიდა ბიძაშვილი ზ------ კ-----ა, რომელსაც თავზე ედო ხელი და სისხლი მოსდიოდა. ზ.კ-----ამ განმარტა, რომ კისრის არეში დაზიანება მიიღო დაცემის შედეგად. მოწმის განმარტებით, სხვა ინფორმაცია არ მიუღია დაჭრილისაგან, ვინაიდან მას ფეხდაფეხ მიყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა, ასევე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც გადაიყვანა დაზარალებული კლინ--აში.

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, მ----- ე-------ემ, საკუთარი ბინის, მდებარე: თბილისი, დ-----------------------------–--------------------------, ჩხრეკისას ნებაყოფლობით წარმოადგინა ბიძაშვილის, ზ------------ას კუთვნილი ტანსაცმელი (შიგნიდან შინდისფერი და გარედან შავი ფერის „პოლო“ ფირმის დუტის ჟილეტი, რომელსაც აქვს დაზიანებები, ჭრელი კუბოკრული გრძელსახელოებიანი “OBEY”-ს ფირმის პერანგი, საყელოზე დაზიანებითა და სისხლისმაგავარი ლაქებით), რომელიც ეცვა 2019 წლის 15 იანვარს, როცა მას ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ-----------ია; მონაწილე პირები: მ--------ე, გ-------–---–ი, ს----------ე - ტ.1. ს.ფ. 117-122).

 

ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მოწმე მ----- ე-------ემ, რომლის ჩვენებით, 2019 წლის 15 იანვარს, მასთან სახლში მივიდა ზ------ კ-----ა, რომელმაც განაცხადა, რომ კისერზე არსებული დაზიანება მიიღო დაცემის შედეგად. დაჭრილს მალევე უკან მიყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც გამოკითხეს ოჯახის წევრები, ჩაატარეს ბინის ჩხრეკა და ამოიღეს ზ.კ-----ას ტანსაცმელი. მოწმემ განმარტა, რომ იმავე საღამოს, ტელეეთერიდან შეიტყო მომხდარის თაობაზე და სიუჟეტში ნახა, თუ როგორ დაგორდა ზ.კ-----ას ა/მანქანა „-----------ა.“

 

მოწმე ე--------- კ-----------ის ჩვენებით, არის კერძო ტაქსის მძღოლი და მუშაობს კუთვნილი ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით X------- 2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 16 საათის შემდეგ, გაემართა სახლისაკენ, ვინაიდან ა/მანქანა გამოსული იყო მწყობრიდან, რა დროსაც გზად, შ----ის ქუჩაზე მის წინ გაჩერდა ვერცხლისფერი ა/მანქანა „კია“. ე--------- კ-----------მა შეაჩერა კუთვნილი ავტომობილი, რა დროსაც მას მიუახლოვდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, გამოაღეს უკანა მარჯვენა კარი და დააპირეს ჩაჯდომა. მოწმემ აუხსნა, რომ ავტომობილი იყო გაფუჭებული და ვერ მოემსახურებოდა. ერთ-ერთმა ბიჭმა უთხრა, რომ მეგობარი იყო დაჭრილი, სასწრაფოდ ჭირდებოდა დახმარება და ჩასვა მანქანაში. მოწმემ მიუხედავად ა/მანქანის გაუმართავობისა, გადაწყვიტა დახმარებოდა დაჭრილს და მიეყვანა უახლოეს საავადმყოფოში. მოწმემ დაჭრილთან ერთად განაგრძო გზა, მისი მეგობარი კი ადგილზე დარჩა. მოწმის განმარტებით, მგზავრობისას ახალგაზრდა მამაკაცმა სატელეფონო საუბრისას ვიღაცას სთხოვა დახვედრა, რის შემდეგაც მძღოლს მიუთითა, რომ მიეყვანა გ------–---–ის ქუჩაზე. ე.კ-----------ის განმარტებით, ახალგაზრდა მისი ა/მანქანიდან გადავიდა გ------–---–ისა და რ-----–-–---–ის ქუჩების კუთხეში, მოუბოდიშა ავტომობილის სისხლით დასვრის გამო და ჩაჯდა „მინი კუპერის“ მოდელის ავტომობილში. მოწმემ შენიშნა, რომ ახალგაზრდას ფეხზე მოჭერილი ჰქონდა ქამარი და კოჭლობდა, სისხლი შეინიშნებოდა ა/მანქანის უკანა სავარძელთან. აღნიშნულის შემდეგ ე.კ-----------ი წავიდა სახლში, გვიან საღამოს კი ტელევიზიით შეიტყო ვერაზე მომხდარი დაპირისპირების თაობაზე, დაჭრილი მგზავრის გადაყვანის ფაქტი დაუკავშირა აღნიშნულ ამბავს და მეორე დღეს, დაახლოებით 12 საათზე, საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა ვერაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მის ხელთ არსებული ინფორმაციის სამართალდამცავებისათვის მისაწოდებლად. მოწმემ დაადასტურა გამოკითხვისა და მისი ა/მანქანის დათვალიერების ფაქტი.

 

მოწმე გ---------------ის ჩვენებით, 2019 წლის 15 იანვარს, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, ტ----–---–ის ქუჩაზე. დაახლოებით 15-16 საათამდე დროის პერიოდში, ფანჯარასთან ისხდნენ მისი მცირეწლოვანი შვილები, რა დროსაც გაიგო დაახლოებით 3-4 გასროლის ხმა, რომელიც თავიდან მიამსგავსა პიროტექნ--ის ხმას, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტის ან რევოლვერის, ავტომატის არა) ხმა იყო და სასწრაფოდ მივიდა ფანჯარასთან, რომ ბავშვები გაერიდებინა. გ.ა------ემ ფანჯრიდან დაინახა საცობში ერთმანეთის უკან მიმავალი „მინი კუპერი“, „კია“ და ისევ „მინი კუპერი“, ამ უკანასკნელში კი შენიშნა ორი მამაკაცი (სახეებს ვერ ხედავდა მეორე სართულიდან, მხოლოდ ტორსი და ხელები უჩანდათ), რომელთაგან მძღოლის გვერდით მჯდომს, მარჯვენა ხელში ეჭირა იარაღი. ხსენებულმა მამაკაცმა იარაღს გამოუცვალა ან შეუმოწმა მჭიდი, რის დანახვაზეც მოწმე შეშინდა, ბავშვები მოარიდა ფანჯარას, თავად კი ფანჯარა გამოაღო და გაიხედა სიტუაციაში გარკვევის მიზნით (თადარიგის მაიორია და დაინტერესდა მომხდარით). ვინაიდან მ--–---–---–ის ქუჩის კუთხეში იყო საცობი და „კია“ წინ ვეღარ მიდიოდა, „მინი კუპერმა“ „დაზადნა“ და ორჯერ უკნიდან დაარტყა „კიას“, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ნელი სვლით გადაგორდა მ--–---–---–ის ქუჩაზე, მოპირდაპირე მხარეს ფილარმონიასთან, ხოლო „მინი კუპერი“ 5 წამით შეჩერდა იმავე ქუჩაზე და გზა განაგრძო იმავე ქუჩის ბოლოსკენ. „კიას“ მოძრაობის სიჩქარემ და მიმართულებამ აფიქრებინა გ.ა------ეს, რომ მისი მძღოლი ან დაჭრილი იყო, ან გარდაცვლილი. მოწმის განმარტებით, პირველი 3-5 გასროლა ზედიზედ იყო ტ----–---–ის ქუჩაზე (ვიდრე ფანჯარასთან მივიდოდა), მჭიდის გამოცვლის შემდეგ კი დაახლოებით 3 გასროლა, უკვე მ--–---–---–ის ქუჩაზე ჩახვევისას. მოწმემ დაადასტურა, რომ მ--–---–---–ის ქუჩაზე გასროლები მის თვალთახედვის არეში არ იყო, მხოლოდ ხმა გაიგო. გ.ა------ის ჩვენებით, არ ახსოვს ა/მანქანების ფერი და სახელმწიფო ნომერი („მინი კუპერი“ იმდენად ახლოს მიყვებოდა „კიას“, ნომრის დანახვა შეუძლებელი იყო), „კიაში“ არავინ დაუნახავს, ხოლო უკანა „მინი კუპერში“ შენიშნა მხოლოდ წინ მჯდომი 2 მამაკაცი, უკან არავინ დაუნახავს, თუმცა არ გამორიცხავს ვინმეს ყოფნას. „მინი კუპერში“ მძღოლის გვერდით, მგზავრის ფანჯარა ჩაწეული იყო, მეორე ფანჯარა არ დაუნახავს, ასევე არ დაუნახავს ზ/აღნიშნული მანქანებიდან ვინმეს გადმოსვლის ან ჩაჯდომის ფაქტი. მოწმის ჩვენებით, იარაღიან მამაკაცს ეცვა მაისური, შესაძლოა მკლავები აწეული ჰქონდა, ვინაიდან უჩანდა ხელის თმიანი ნაწილი. მოწმემ განმარტა, რომ მისი სახლის ფანჯრიდან ჩანდა „მინი კუპერი“ მძღოლის მხრიდან, თუმცა მძღოლის გარდა ხედავდა მის გვერდით მჯდომსაც. გ.ა------ემ დაადასტურა, რომ უშუალოდ სროლის მომენტი და ტყვიის მიმართულება არ დაუნახავს.

 

დაზარალებულ ზ------ კ-----ას ჩვენებით, მხოლოდ სახეზე იცნობს გ------- ა-----–---–სა და კ------------- ჯ---------ეს. 2019 წლის 15 იანვარს, კუთვნილი „-----------ას“ მარკის ა/მანქანით მგზავრობდა რუსთაველის ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც ბ-------ის ქუჩაზე შემოესმა დაახლოებით 5 გასროლის ხმა, ანალოგიური ხმები გაგრძელდა ტ----–---–ის ქუჩაზე ჩახვევის დროსაც. ვინაიდან მ--–---–---–ის ქუჩის კუთხესთან იყო საცობი და ზ.კ-----ა ვეღარ ახერხებდა წინ წასვლას, გადმოვიდა ა/მანქანიდან რომ ფეხით გაქცეულიყო, რა დროსაც უკან მობრუნებულმა (ვინაიდან აინტერესებდა, თუ ვინ ესროდა) 15-20 მეტრში დაინახა ტროტუარზე მდგომი, დაახლოებით 40-45 წლის, დაბალი, ჩაფსკვნილი, ჭაღარა თმიანი, შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი (შავი რკინის პისტოლეტი), მიდიოდა მისი მიმართულებით და ესროდა მას. ზ.კ-----ა გაიქცა კოსტავას ქუჩის მიმართულებით, სადაც გააჩერა ტაქსი. დაზარალებულის განმარტებით, მას ესროდნენ თუ არა არ იცის, თუმცა ბ-------ისა და ტ----–---–ის ქუჩის კვეთაზე, მას მიადგა დაზიანება - გაეკაწრა კისერთან, ასევე ჩაიმსხვრა მისი ა/მანქანის მინები. დაზარალებულის განმარტებით, გ------- ა-----–---–ი არ არის პირი, რომელიც მას ესროდა, მას შეუძლია აღწერილი ასაკოვანი მამაკაცის ამოცნობა, თუმცა პოლიცია ამ საკითხით არ დაინტერესებულა.

 

მოწმე გ-----------–-–---–ის ჩვენებით, კ------------- ჯ---------ე და გ------- ა-----–---–ი არიან მისი უბნელები. 2019 წლის 15 იანვარს, გ------–---–ის ქუჩაზე შეხვდა კ------------- ჯ---------ეს, საუბრისას კი მათთან მივიდა შოკურ მდგომარეობაში მყოფი გ------- ა-----–---–იც, რომელიც იყო მთლიანად სისხლიანი. დაჭრილი გ.ა-----–---–ი ჩასვეს გ.ბ--–-–---–ის კუთვნილ „მინი კუპერში“ მძღოლის გვერდით სავარძელზე, საჭესთან დაჯდა თავად გ.ბ--–-–---–ი, კ.ჯ---------ე კი - ა/მანქანის უკანა სავარძელზე და სწრაფი სვლით გაემართნენ უახლოესი საავადმყოფოსკენ. მ--–---–---–ის ქუჩაზე მოსახვედრად სწრაფად გაიარეს ჭ------ის, ბ--–---ის, ბ-------ის,ზ---------–ისა და ბ------ის ქუჩები და აღმოჩნდნენ ტ----–---–ის ქუჩაზე, რა დროსაც შემოესმათ აფეთქებისა თუ გასროლის ხმები. მ--–---–---–ის ქუჩის გავლით გ.ბ--–-–---–მა დაჭრილი გ.ა-----–---–ი და კ.ჯ---------ე დატოვა კლინ--ასთან, სისხლიანი ა/მანქანა მიიყვანა სახლთან და ტაქსით დაბრუნდა მეგობრებთან, სადაც აცნობეს, რომ გ.ა-----–---–ი გადაყვანილი იყო „არამიანცის“ საავადმყოფოში. ხსენებულ ადგილზე მისულს, პოლიციელებმა ხელი მოკიდეს, უხეშად ჩასვეს ა/მანქანაში და მოსთხოვეს მიეთითებინა საკუთარი ავტომობილის ადგილმდებარეობა. მოწმემ განმარტა, რომ მანქანასთან მისულებს ასევე დახვდათ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ატარებდნენ რაღაც საგამოძიებო მოქმედებებს. აღნიშნულის შემდეგ, გ.ბ--–-–---–ი გადაიყვანეს ახლო მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც მუქარითა და შეურაცხყოფით, აიძულეს ხელი მოწერა წინასწარ შედგენილ გამოკითხვის ოქმსა და სხვა საპროცესო დოკუმენტებზე. სასტუმრო „-----------“ სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერის დემონსტრირებისას, მოწმემ განმარტა, რომ მანქანით გადაადგილებისას მას არ დაუნახავს არანაირი „კიას“ ფირმის ავტომობილი და ასევე უცნობია, დაჭრილი გ------- ა-----–---–ი რატომ ჰყოფს ხელს ფანჯრიდან, ვინაიდან ორიენტირებული იყო მხოლოდ გზაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ მანქანას მართავდა ძალიან სწრაფად, ვინაიდან ჩქარობდა დაჭრილის კლინ--აში მიყვანას, კ.ჯ---------ე კი სთხოვდა ნელა ეტარებინა, ვინაიდან გადატანილი ავარიის გამო, ეშინოდა სწრაფად სიარულის. მოწმის განმარტებით, უკანა ხედვის სარკეში ხედავდა, რომ ა/მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომ კ.ჯ---------ეს შიშისაგან თავი ჰქონდა დახრილი და სახეზე იფარებდა რაღაც საგანს.

 

დაცვის მხარის მოწმის ნ---- გ-----ს ჩვენებით, არის სამედიცინო დაწესებულება „----------ის“ სამედიცინო დირექტორი. 2019 წლის 15 იანვარს, სამუშაო კაბინეტში ყოფნისას, თანამშრომლისაგან შეიტყო, რომ შემოიყვანეს დაჭრილი პაციენტი ძლიერი სისხლდენით, რომელიც კარგავდა გონებას. პაციენტი მოთავსებული იყო მეოთხე სართულზე, ჰოლში და მისი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ადგილზე უწევდნენ სამედიცინო დახმარებას. როგორც მოწმისათვის გახდა ცნობილი, დაჭრილი მეოთხე სართულზე აიყვანა მეგობარმა კ------------- ჯ---------ემ. მოწმეს პაციენტთან ერთად დახვდა საპატრულო პოლიცია, დაახლოებით 5 წთ-ში კი მათ მოყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ბოლოს, მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მოწმის ჩვენებით, ქირურგი ადგილზევე უწევდა დახმარებას პაციენტს, დადებული ჰქონდა ლახტი ჭრილობაზე და ახდენდა ხელით ზეწოლასაც. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები აღენიშნებოდა ბარძაყის მიდამოში, რომელიც იყო ყველაზე მძიმე, ასევე ხელზე - ნაკვეთი ჭრილობა, იღლიის ფოსოსთან. პაციენტი ღელავდა და განიცდიდა სისხლის დაკარგვას, ქირურგი კი ითხოვდა გაეკავებინათ დაჭრილი და არ მიეცათ ადგომის საშუალება. ქირურგის დახმარებას და დაჭრილი მეგობრის შეკავებას ცდილობდა იქვე მყოფი კ.ჯ---------ე. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულების სახელები და გვარები მისთვის ცნობილი გახდა ადგილზე. მოწმემ დაადასტურა, კ.ჯ---------ის პოლიციის თანამშრომლებთან კომუნ--აციის ფაქტი, ასევე ის გარემოება, რომ მათი კლინ--ის მე-4 სართული ერთად დატოვეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ (რომელსაც პაციენტი გადაყავდა სხვა კლინ--აში), კ.ჯ---------ემ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.

 

დაცვის მხარის მოწმის თ------ გ--–-----ის ჩვენებით, არის ბავშვთა ქირურგი და 2019 წლის 15 იანვარს, იმყოფებოდა კლინ--ა „----------ის“ მესამე სართულზე კოლეგებთან ერთად, რა დროსაც შემოვარდა მისი ყოფილი მედდა და დაიძახა, რომ მეოთხე სართულზე იყო დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება. მეოთხე სართულზე ასულმა მოწმემ, ჰოლის იატაკზე დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მთლიანად იყო სისხლის გუბეში. მწოლიარეს თავთან ედგა ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი კ------------- ჯ---------ე (მას დაჭრილის თავი ხელში ეჭირა), მათ გარშემო კი შენიშნა სამედიცინო პერსონალი (თეთრხალათიანები). სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, თ.გ--–-----ემ სამედიცნო ბინტით დაამზადა ლახტი და პაციენტს დაადო ქვედა კიდურზე, ბარძაყის უკანა ზედაპირზე არსებული ჭრილობიდან მომდინარე სისხლის შესაჩერებლად და მალევე შეძლო სისხლდენის შეჩერება. მოწმემ იმავდროულად შენიშნა, რომ დაჭრილს პერანგის ცალი სახელოც სისხლიანი ჰქონდა და აღმოაჩინა, რომ მარჯვენა მხარეს, იღლიასთანაც ჰქონდა ერთი ჭრილობა, საიდანაც სისხლდენა უკვე შეჩერებული იყო. პაციენტი ითხოვდა ადგომას, თუმცა სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ექიმის მითითებით, მას წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა იქვე მყოფი კ----------ნე ჯ---------ე. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, მოწმემ შეამჩნია, რომ გარშემო შეკრებილი იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები (მათი მისვლის მომენტი არ დაუნახავს), მალევე მივიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ კი -სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. მოწმის განმარტებით, შენობის წინ სიგარეტის მოსაწევად გასულმა დაინახა, რომ პაციენტი საკაცით მოათავსეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ა/მანქანაში, მასთან ერთად კი იმყოფებოდა კ.ჯ---------ე და პოლიციის თანამშრომლები.

 

ბრალდებულ კ------------- ჯ---------ის ჩვენებით, 2019 წლის 15 იანვარს, გ------–---–ის ქუჩაზე, შემთხვევით შეხვდა გ-----------–-–---–ს. შეხვედრიდან დაახლოებით ერთ წუთში, ტაქსიდან გადმოვიდა გ------- ა-----–---–ი, რომელიც იყო დაჭრილი და მოსდიოდა სისხლი. დაჭრილი გ.ბ--–-–---–ის მანქანით სასწრაფოდ წაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში. გ.ბ--–-–---–მა ავტომობილი თავიდანვე დაძრა სწრაფად და უხეშად. ვინაიდან მოწმეს ბავშვობიდან აქვს სიჩქარისა და ავარიის შიში, დაბლა ჩახარა თავი და სახეზე აიფარა საძილე ბალიში. მანქანით მოძრაობისა, კ.ჯ---------ეს შემოესმა გასროლისმაგვარი ხმები, რის გამოც შიშისაგან კიდევ უფრო დაბლა დაწია თავი. კ------------- ჯ---------ის განმარტებით, თავი მაღლა მხოლოდ მაშინ ასწია, როდესაც გ.ბ--–-–---–მა თქვა, მოვედითო, ამ დროს გაჩერებულები იყვნენ სასტუმრო „----------ის“ ქვეშ გვირაბში. კლინ--ასთან კ.ჯ---------ე და გ.ა-----–---–ი გადმოვიდნენ გ.ბ--–-–---–ის ა/მანქანიდან და კ.ჯ---------ემ თავად აიყვანა მე-4 სართულზე დაჭრილი მეგობარი, რომლის მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ გონება დაკარგა ლიფტში. ბრალდებულის განმარტებით, კლინ--აში მათი მისვლისთანავე, რამდენიმე წამში მივიდნენ პატრულის თანამშრომლები, რომლებთანაც ჰქონდა ზედაპირული გასაუბრება, საპატრულო პოლიციას კი მალევე მიყვნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც, რომელთაც ასევე გაესაუბრა კ------------- ჯ---------ე და მიაწოდა მომხდარის შესახებ ინფორმაცია. ბრალდებულის განმარტებით, ერთ-ერთმა ექიმმა გ.ა-----–---–ს გაუწია დახმარება, შემდეგ კი მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და დაჭრილი გადაიყვანეს „არამიანცის“ საავადმყოფოში. შენობიდან გასვლამდე კ.ჯ---------ემ მის ხელთ არსებული ტელეფონი და დანა დაუტოვა კლინ--ის თანამშრომელს ნაცნობის ლ-–------–--ისათვის გადასაცემად, რადგან იცოდა, რომ უნდა წასულიყო პოლიციაში. უშუალოდ სასწრაფო სამედიცინო დამხარების ა/მანქანაში კ.ჯ---------ის განმარტებით, მასთან ერთად იყო პოლიციის ერთი თანამშრომელი და უკან მოყვებოდა პოლიციის მანქანაც. „არამიანცის“ ეზოში ყოფნისას სამართალდამცავებმა კ.ჯ---------ე გააფრთხილეს, არასად წასულიყო და დალოდებოდა მათ. კ------------- ჯ---------ემ პოლიციელებს ჩააწერინა პირადი მონაცემები და მიაწოდა სავიზიტო ბარათიც. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, სამართალდამცავებმა „არამიანცის“ ეზოში მყოფი კ.ჯ---------ე მეუღლესთან ერთად წაიყვანეს პოლიციის სამმართველოში. ბრალდებულის განმარტებით, განვითარებული მოვლენებით შოკირებულმა, დიდი ხნის ლოდინითა და შიმშილით დაღლილმა, მძიმე ემოციური ფონიდან გამომდინარე ვერ შეძლო ჩვენების მიცემა, რის შემდეგაც დააკავეს, მოგვიანებით კი გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. კ.ჯ---------ემ განმარტა, რომ არ იცნობს არც ზ------ კ-----ას და არც ვ-–- კ----------–---–ს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, დათვალიერდა ქ.თბილისში, მ--–---–---–ის გამზირი N----ის მიმდებარედ გზის მეორე მხარეს საპირისპიროდ გზის სავალ ნაწილზე მდგომი ავტომანქანა „-----------ა“ სახელმწიფო ნომრით N---------. ავტომანქანას დაზიანებული აქვს უკანა საქარე მინა, საბარგულზე აღენიშნება დაზიანებები ნახვრეტების სახით, საქარე მინას აღენიშნება დაზიანებები სამი ცალი ნახვრეტის სახით, ორი მძღოლის მხარეს ზედა ჩარჩოსთან, დაახლოებით 10სმ-ში, ერთმანეთისაგან 20-25 სმ დაშორებით, ხოლო მესამე დაზიანება აქვს მარჯვენა მხარეს ქვედა მინის ჩარჩოდან დაახლოებით 15 სმ-ში. მანქანას წინა მხარეს დაზიანებული აქვს ე.წ „ბამპერი“. მანქანა შეჯახებულია პარკინგზე მდგარ „მერსედესის“ მარკის მანქანასთან სახელმწიფო ნომრით V--------. ექსპერტების მიერ ა/მანქანის სალონის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული იქნა ლითონის ფრაგმენტები ერთი უკანა სავარძელზე შუა ნაწილში ხელის დასაყრდენებთან, ერთი ცალი ტყვიის მაგვარი საგანი, წინა მარცხენა (მძღოლის) სავარძლის ქვეშ ხალიჩის ზედაპირიდან, ასევე ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა საჭის ზედაპირიდან და მარჯვენა მხარეს „ტორპედოს“ ზედა მხარეს. მანქანას ჩამტვრეული აქვს უკანა მარცხენა კარის მინა. მანქანის მოძრაობის ტრაექტორიის მიხედვით დათვალიერებულ იქნა ტ----–---–ის ქუჩა, რა დროსაც ავტომანქანა „კია“-დან დაახლოებით 50-60 მეტრში, ტ----–---–ის ქუჩის N6-ის წინ, ავტომანქანის სავალ ნაწილზე ნანახი იქნა ორი ცალი მასრა, ერთმანეთისაგან 60 სმ დაშორებით. მასრებიდან ხორავას ქუჩის მიმართულებით, დაახლოებით 4 მეტრში ნანახი იქნა ერთი ცალი მასრა და ტყვიის ფრაგმენტი, მათგან დაახლოებით 6 მეტრში, ეზოში შესასვლელ არკასთან ნანახი იქნა ერთი მასრა, არკიდან 6 მეტრში - ერთი მასრა და სამ მეტრში - ერთი მასრა. სულ ნანახი იქნა ექვსი მასრა და ერთი ტყვიის ფრაგმენტი. მასრების ადგილას ასევე ნანახი იქნა წითელი ფერის პლასტმასის სარკის ბუდე, რომელიც ეკუთვნის ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით R--------. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები, სისხლისმაგვარი ლაქები და სხვა საგნები დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი ლ-–- ო------ე; ექსპერტები: ზ.ო-----–---–ი, ზ.ვ-–----ე; მოწმე: გ.კ---------ე - ტ.1. ს.ფ. 11-38).

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ავტომანქანა „-----------ა“ სახელმწიფო ნომრით O--------. მანქანას აღენიშნება დაზიანების, სავარაუდოდ შეჯახების კვალი. წინა საქარე მინაზე აღენიშნება სამი ცალი დაზიანების კვალი, ნახვრეტის სახით. დაზიანების ადგილი გახვრეტილია და მის გარშემო იშლება ბზარები. მანქანას არ აქვს უკანა მარცხენა მოძრავი მინა, ასევე უკანა საქარე მინა არის ჩამსხვრეული და ნამსხვრევები ყრია ავტომანქანის სალონში. საბარგულზე აღენიშნება ოთხი დაზიანება ნახვრეტების სახით. სავარაუდოდ დაზიანების გამო მანქანის საბარგული არ იხსნება. მანქანას დაზიანება აღენიშნება უკანა მუხრუჭის მაშუქთან, რომელიც დამონტაჟებულია მანქანის სალონში უკანა საქარე მინასთან. დაზიანება აღენიშნება მძღოლის სავარძლის ზედა ნაწილში, უკანა სავარძელსა და საქარე მინას შორის არსებულ დაფაზე. დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული იქნა მძღოლის კარის სათავსოდან თეთრი ფერის ხელსახოცი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. მანქანის წინა ორივე სავარძლიდან ამოღებულ იქნა მიკრონაწილაკები და სავარძლის ქსოვილის ნიმუში. ავტომანქანის ჭერიდან აღებულ იქნა ნიმუში. წინა სავარძლებს შორის სათავსოში ნანახი იქნა ზ------ კ-----ას სახელზე გაცემული პასპორტი (დაბ. 2---------წ) და მძღოლის მხარეს სამზეურში ნანახი იქნა მ-----– კ------ის (დაბ. 02.08.1---წ). სახელზე გაცემული მართვის მოწმობა და მანქანა „-----------ა“ სახელმწიფო ნომრით O-------- სარეგისტრაციო მოწმობა. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი ლ-–- ო------ე; ექსპერტები: ზ.ო-----–---–ი, ზ.ვ-–----ე - ტ.1. ს.ფ. 39-60).

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, დათვალიერდა თბილისში, ბ-------ის ქუჩა N22-ის მიმდებარე ტერიტორია. სასტუმრო „-----------“ წინა მხარეს, ფეხით მოსიარულეთა ბილ--ისა და საავტომობილო გზის მხარეს, სასტუმროში შესასვლელი კარებიდან ხელმარცხნივ ფეხით მოსიარულეთა ბილ--ის კუთხეში განთავსებული განათების ბოძის ქვეშ, ასფალტის ზედაპირზე, აღმოჩენილი იქნა სამი ცალი მოყვითალო ფერის შეფერილობის მასრა, რაც ამოღებული და დალუქული იქნა სათანადო წესით (გამომძიებელი ი.გ-------ე; მონაწილე პირები: ხ.მ---------ე, ზ.ჯ---–-----ა - ტ.1. ს.ფ. 106-115).

 

ავტომობილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, თბილისში მ.კოსტავას ქუჩა N14-თან მდებარე კაფე-ბარ „--------თან“ ახლოს, დათვალიერდა ლ---- რ----------აიას კუთვნილი ნაცრისფერი ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით H--------. ავტომობილს უკანა ხედვის სარკეები და ჭერი აქვს თეთრი ფერის. ავტომობილს გააჩნია სამი კარი. ავტომობილს წინ და უკან მიკრული აქვს ლოგოები “MINI”, უკანა მახარეს ასევე აღენიშნება წარწერა “COOPERS”. ავტომობილს სალონში აქვს ოთხი სავარძელი. სალონში მოთავსებულია სხვადასხვა პირველადი მოხმარების ნივთები. წინა და უკანა საქარე მინა არის დაზიანებული, კერძოდ, წინა საქარე მინას ქვედა მხარეს, შუა ნაწილში აღენიშნება ნახვრეტი, ხოლო უკანა შუშა არის ჩამტვრეული და შუშის ნამტვრევები ყრია უკანა სავარძელზე. ავტომანქანიდან აღებული იქნა ანაწმენდები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ი.გ-------ე; მონაწილე პირები: ლ.რ----------აია, ხ.მ---------ე, ზ.ჯ---–-----ა - ტ.1. ს.ფ. 128-149).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, ლ---- რ----------აიასაგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ავტომობილი „MINI COOPERS”, ნაცრისფერი, სახელმწიფო ნომრით H--------, რომელსაც წინა და უკანა მინაზე აღენიშნება დაზიანებები. ავტომობილი დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ი.გ-------ე; მონაწილე პირი ლ.რ----------აია - ტ.1. ს.ფ. 151-155).

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, გ------- კ----------–---–მა ქ.თბილისში, ა-–------------ში მდებარე ბინის ჩხრეკისას ნებაყოფლობით წარმოადგინა მისი მეუღლის ე-–-----დ ვ-–----ის სახელზე რეგისტრირებული: 1. W------------3 მარკის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ნომრით 1------, სარეგისტრაციო N I-------- მოწმობასთან და 80 ცალ მცირე ზომის ვაზნასთან ერთად; 2. S---- მარკის თოფი, ნომრით 8----, გ------- კ----------–---–ის სახელზე რეგისტრირებული, სარეგისტრაციო N I-------- მოწმობა; 3. M------- მარკის თოფი, ნომრით 4---, გ------- კ----------–---–ის სახელზე რეგისტრირებული, სარეგისტრაციო მოწმობა N I--------; 4. სანადირო თოფის 30 ვაზნა. ამოღებული იარაღები, ვაზნები და მოწმობები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა--------–---–ი; მონაწილე პირები: ნ.კ-----ე, ლ.ე------ე, გ.კ----------–---–ი - ტ.1. ს.ფ. 183-190).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 15 იანვარს, კ------------- ჯ---------ის ხელის მტევნებიდან აღებული იქნა ანაწმენდები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი მ.ა----–---; ექსპერტი ლ.ხ-------ი; მონაწილე პირები ლ.ა--------ე, უ.ბ------ე, კ.ჯ---------ე - ტ.1. ს.ფ. 204-207).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, კ------------- ჯ---------ისაგან ამოღებული იქნა შავი ფერის გრძელმკლავიანი სვიტერი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქურთუკი და შავი ფერის ბოტასები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი მ.ა----–---; მონაწილე პირები ლ.ა--------ე, უ.ბ------ე, კ.ჯ---------ე - ტ.1. ს.ფ. 209-213).

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, ქ.თბილისში, ძ---–-------–-----------------–ოს ადმინისტრაციულ შენობაში ბრალდებულის სახით დააკავეს კ------------- ჯ---------ე (გამომძიებელი მ.ა----–--- - ტ.1. ს.ფ. 214-219).

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, ქ.თბილისში, შპს „-------------------------------–-------–------ში“ ბრალდებულის სახით დააკავეს გ------- ა-----–---–ი (გამომძიებელი ა--------–---–ი - ტ.2. ს.ფ. 11-16).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, გ-----------–-–---–ისაგან ექსპერტის მიერ ხელის მტევნებიდან და სახიდან აღებული იქნა ანაწმენდები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი დ.ჯ---–---–ი; ექსპერტი ლ.ხ-------ი; მონაწილე პირი გ.ბ--–-–---–ი - ტ.1. ს.ფ. 228-231).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, გ-----------–-–---–ისაგან ამოღებული იქნა დროებით სარგებლობაში მყოფი მანქანა „მინი კუპერი“, სახ. ნომერით L--------. მანქანა არის მოთეთრო ფერის, აქვს შავი ფერის სახურავი, მანქანას დაზიანებები არ აღენიშნება. ამოღებული მანქანა დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ლ.ო------ე; მონაწილე პირი გ.ბ--–-–---–ი - ტ.1. ს.ფ. 234-239).

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, დათვალიერდა ამოღებული ავტომანქანა „მინი კუპერი“ სახელმწიფო ნომრით L--------. მანქანის დათვალიერებისას ნანახი იქნა ერთი ცალი მასრა, მოწითალო ფერის ლაქებით, წინა მარჯვენა სავარძლის ქვეშ, რომელიც ეგდო მოწითალო ფერის სისხლისმაგვარ გუბეში. ამოღებული იქნა მიკრო ნაწილაკები ოთხივე სავარძლის საზურგედან და დასაჯდომებიდან. ერთი ცალი დასაკეცი დანა დაკეცილ მდგომარეობაში, ნანახი იქნა სიჩქარეების გადამრთველ ბერკეტთან, წინ არსებულ დიდი ზომის სათავსოში. ამოღებული იქნა ასევე ანაწმენდები მანქანის კარებების შიდა და გარე სახელურებიდან, საჭის ზედა და ქვედა რკალებიდან და შუა ნაწილიდან, ასევე სიჩქარეთა გადამრთველი ბერკეტიდან და ხელის მუხრუჭიდან. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი ლ.ო------ე; ექსპერტები: გ.ვ-----------ა, ი.კ-----–--ე, გ.გ-------ე, ზ.ჯ------–---–ი, მონაწილე პირი გ.ბ--–-–---–ი - ტ.1. ს.ფ. 241-260).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, ზ------ კ-----ამ ნებაყოფლობით წარმოადგინა კუთვნილი ნაცრისფერი ჯინსის შარვალი და ნაცრისფერი ნაჭრის თეთრძირიანი „ნაიკის“ ფირმის სპორტული ფეხსაცმელი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ნ.თ-----–--ე; მონაწილე პირი ზ.კ-----ა - ტ.1. ს.ფ. 270-275).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, ზ------ კ-----ასაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ნ.თ-----–--ე; ექსპერტი ლ.ხ-------ი, მონაწილე პირი ზ.კ-----ა - ტ.1. ს.ფ. 277-280).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, ზ------ კ-----ას ხელის მტევნებიდან და სახის მიდამოებიდან აღებული იქნა ანაწმენდები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ნ.თ-----–--ე; ექსპერტი ლ.ხ-------ი; მონაწილე პირი ზ.კ-----ა - ტ.1. ს.ფ. 281-284).

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, დათვალიერდა, თბილისში, რ----- ლ-----ის ქუჩა N8-ის მიმდებარე „ფარმადეპოს“ და კლინ--ა „მედიკომის“ წინ ქვეითად სასიარულო გზა. დათვალიერებისას ნანახი იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, კერძოდ, კლინ--ა „მედიკომის“ შესასვლელი კარის წინ. ამავე ქუჩის, ე.წ ბორდიურის ფილის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. ზ/აღნიშნული დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გადაღებული იქნა ფოტოსურათები, რაც ერთვის სს საქმეს (გამომძიებელი თ.გ--–-–---–ი; ექსპერტები: ხ.მ---------ე, ზ.ჯ---–-----ა - ტ.1. ს.ფ. 300-310).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, გ------- ა-----–---–ის ხელის მტევნებიდან და სახის მიდამოებიდან აღებული იქნა ანაწმენდები, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა--------–---–ი; ექსპერტი ლ.ხ-------ი; მონაწილე პირი გ.ა-----–---–ი - ტ.2. ს.ფ. 23-26).

 

ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, გ------- ა-----–---–ის მარცხენა ხელიდან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ა--------–---–ი; ექთანი თ.ბ--------–---ი; მონაწილე პირი გ.ა-----–---–ი - ტ.2. ს.ფ. 27-30).

 

ავტომობილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში რ-----–-–---–ის ქუჩაზე, დათვალიერდა ე--------- კ-----------ის კუთვნილი ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით X------- დათვალიერებისას უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან, საზურგეებიდან და საფენი ხალიჩიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ხოლო მანქანის უკანა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან, საზურგეებიდან და თავის მისაყრდნობიდან - მიკრო ნაწილაკები. ამოღებული ანაწმენდები და მიკრონაწილაკები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი გ.ქ------–---–ი, ექსპერტები: ს.გ----------ი, ნ.გ-----ე, მონაწილე პირი: ე.კ-----------ი - ტ.2. ს.ფ. 63-74).

 

ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 16 იანვარს, ქ.თბილისში, შ-----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსა და საცხოვრებელი სახლის წინ მანქანების სავალ გზის დათვალიერებისას, ასფალტზე თეთრი ფერის საღებავზე ნანახი იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და აღებული იქნა საკონტროლო ნიმუშები. შ-----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის მოედანზე, ფილის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული ნიმუშები დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი თ.გ--–-–---–ი, ექსპერტები: ს.გ----------ი, ნ.გ-----ე - ტ.2. ს.ფ. 75-89).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

1. (2.) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 10 ცალი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის „9 mm Parabellum“ ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. ათივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების ერთი და იგივე პისტოლეტში. მასრა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

2. (3.), 3. (4.), 5. (6.) ექსპერტიზაზე წარმოდგენილი:

- FCD 713641 პაკეტში მოთავსებული ლითონის საგანი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის „9 mm Parabellum“ ვაზნის შემადგენელ ნაწილს - ტყვიის გარსის ფრაგმენტს, განკუთვნილს ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. ტყვიის გარსის ფრაგმენტი იდენტიფიკაციისთვის უვარგისია და იგი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

- FCD 713642 პაკეტში მოთავსებული ობიექტები წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის „9 mm Parabellum“ ვაზნის შემადგენელ ნაწილებს - ტყვიის გარსის ფრაგმენტს და ტყვიის გულას, განკუთვნილს ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. ტყვიის გარსის ფრაგმენტები იდენტიფიკაციისთვის უვარგისია. რაც შეეხება ტყვიის გულას, მასზე არ რჩება ცეცხლსასროლი იარაღის ლულაში გავლის კვალები და იგი შესაბამისად იდენტიფიკაციისთვის უვარგისია. ტყვიის გარსის ფრაგმენტი და ტყვიის გულა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

- ვინაიდან ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი ტყვიის გარსის ფრაგმენტები და ტყვიის გულა იდენტიფიკაციისთვის უვარგისია, შეუძლებელია დადგენა იმისა, აღენიშნებათ თუ არა მათ ასხლეტვის კვალი.

- FCD 713642 პაკეტში მოთავსებული ერთი ტყვია წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის „9 mm Parabellum“ ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინებისა და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. აღნიშნული ერთი ცალი 9 მმ კალიბრის ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტიდან. გამოსაკვლევ ტყვიას ასხლეტვის დამახასიათებელი კვალები არ აღინიშნება. ტყვია არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

- 10 ცალი მასრა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის „9 mm Parabellum“ ვაზნის შემადგენელ ნაწილს, განკუთვნილს ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის. ათივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების ერთი და იგივე პისტოლეტში. მასრა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

 

4. (5.) დადგენა იმისა, შეადგენდა თუ არა ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 1 ტყვია და 10 ცალი მასრიდან რომელიმე მასრა გასროლამდე ერთ მთელს ვერ მოხერხდა (მიზეზი იხ. კვლევით ნაწილში).

 

7. (8.), 8. (9.) აღენიშნება თუ არა ქ. თბილისში თაბუკაშვილის ქ. 27-ში მყოფ ა/მანქანებს ცეცხლნასროლი დაზიანებები, დადებით შემთხვევაში რა რაოდენობის, როგორია სროლის მანძილი, რომელია შემავალი და გამავალი დაზიანებები, ასევე სროლის მიმართულების, მხარის და კუთხის დადგენა გეცნობებათ დამატებით, ავტომობილების დათვალიერების და მათზე საექსპერტო კვლევის ჩატარების შემდეგ (ტ.3. ს.ფ. 34-46).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--- ხ--------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის N34/რან დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტებიდან დენთის შემადგენელი ერთ–ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა მასრებიდან და მეტალის საგნებიდან (ტყვიის გულებზე) აღებულ ანაწმენდებზე.

- ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ დენთის კვალის ლოკალ----ციის განსაზღვრა, მისი ამოღება და შენახვა შემდგომი გამოკვლევებისათვის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არ ხდება.

- დენთის შემადგენელი ერთ–ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა კ----ე ჯ---------ის მარჯვენა ხელის ანაწმენდზე მეტი ინტენსივობით ვიდრე მარცხენა ხელის ანაწმენდზე, ზ------ კ-----ას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე, ა/მ-ის „მინი“ ს/ნ L--------- სალონში ჭერის მარჯვენა მხრიდან აღებულ ანაწმენდზე და ა/მ „კია“O-------- წინა მარცხენა სავარძლის ზედა ჭერიდან აღებულ ანაწმენდზე.

- ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების სტიბიუმის, ბარიუმის სპილენძის და ტყვიის არსებობა დაფიქსირდა ზ------ კ-----ას მარჯვენა ხელის ანაწმენდზე და კ----ე ჯ---------ის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ ანაწმენდებზე (ტ.3. ს.ფ. 49-58).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--- ხ--------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის N------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ------- ა-----–---–ის ხელებიდან და სახიდან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის და ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტების სტიბიუმის, ბარიუმის სპილენძისა და ტყვიის არსებობა ანაწმენდებზე არ დაფიქსირდა (ტ.3. ს.ფ. 106-109)

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2019 წლის 19 იანვარს, გ---- ჭ----–-–---–მა გამომძიებლის მიერ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ვ-–- კ----------–---–ი. მოწმის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი პიროვნება სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც ნახა 2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 16:15 სთ-ზე, თბილისში შ---------------- კორპუსის მიმდებარედ, რომელმაც თანმხლები პირი გააყოლა ტაქსს და ხელი ჰქონდა სისხლიანი (გამომძიებელი ა--------–---–ი - ტ. 3. ს.ფ. 70-76).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------–----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

1. (8.) 2. (9.) ავტომობილ „-----------ა“-ზე (სახ. N O--------) არსებული N1, N 2, N 3, N4, N 5, N 6 N 7, N 8, N 9, N 10, N 11, N 12, N 13, N 14, N15, N 16, N 17, N18 N19 და 20 დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8 დაზიანებები წარმოადგენენ ტყვიის შემავალ ხვრელს. N9, N10, N11 დაზიანებები წარმოადგენს N8 შემავალი დაზიანების გაგრძელებას, ხოლო წინა საქარე მინის გარეთა მხარეს არსებული N18 დაზიანება წარმოადგენს ტყვიის გამომავალ ხვრელს. N12 დაზიანება წარმოადგენს N7 შემავალი დაზიანების გაგრძელებას, ხოლო წინა საქარე მინის გარეთა მხარეს არსებული N19 დაზიანება წარმოადგენს ტყვიის გამომავალ ხვრელს. N13 დაზიანება წარმოადგენს N6 შემავალი დაზიანების გაგრძელებას, ხოლო წინა საქარე მინის გარეთა მხარეს არსებული N20 დაზიანება წარმოადგენს ტყვიის გამომავალ ხვრელს. N17 დაზიანება წარმოადგენს N5 შემავალი დაზიანების გაგრძელებას და მთავრდება ავტომობილის სალონში, „ტორპედოს“ წინა მარჯვენა მხარეს არსებული N14 დაზიანებასთან. ბარ-სახელურის პლასტმასის ხუფზე არსებული N15 და N16 დაზიანებები კი წარმოადგენს N4 შემავალი დაზიანების გაგრძელებას და წარმოადგენენ ტყვიის გამომავალ ხვრელს. სულ ავტომობილ „-----------ა“-ზე (სან. O--------) არსებული დაზიანებები განვითარებულია 9 მმ კალიბრის რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 8 ჭურვის ზემოქმედების შედეგად. N1, N2, N3 და N4 დაზიანებებზე სროლა ნაწარმოებია უკნიდან წინ, ხოლო კუთხის განსაზღვრა შეუძლებელია. N5 დაზიანებაზე სროლა ნაწარმოებია უკნიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ, დაახლოებით 850 კუთხით ავტომობილის მიმართ და ოდნავ ზევიდან ქვევით, დაახლოებით 50 კუთხით სიბრტყის (ზედაპირის) მიმართ. N6 დაზიანებაზე სროლა ნაწარმოებია უკნიდან წინ, მარცხნიდან მარჯვნივ, დაახლოებით 50 კუთხით ავტომობილის მიმართ და დაახლოებით 85° კუთხით სიბრტყის (ზედაპირის) მიმართ. N7 დაზიანებაზე სროლა ნაწარმოებია უკნიდან წინ, დაახლოებით 900 კუთხით ავტომობილის მიმართ და ქვევიდან ზევით, დაახლოებით 100 კუთხით სიბრტყის (ზედაპირის) მიმართ. N8 დაზიანებაზე სროლა ნაწარმოებია უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, დაახლოებით 800 კუთხით ავტომობილის მიმართ და ოდნავ ქვევიდან ზევით, დაახლოებით 5° კუთხით სიბრტყის (ზედაპირის) მიმართ. ავტომობილ „მინი კუპერ“-ის (სახ.ნომრით H--------) წინა საქარე მინის გარეთა მხარეს არსებული N1 დაზიანება წარმოადგენს ტყვიის გამომავალ ხვრელს და განვითარებულია 9 მმ კალიბრის რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთი ჭურვის ზემოქმედების შედეგად. სროლა ნაწარმოებია უკნიდან წინ. აღნიშნულ დაზიანებაზე სროლის კუთხის დადგენა შეუძლებელია (ტ.3. ს.ფ. 170-189).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ------ შ----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის "MINI COOPERS" სახ.ნომრით H-------- წინა და უკანა საქარე მინების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს – 660 (ექვსასსამოცი) ლარს.

- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანის "KIA OPTIMA HYBRID" სახ.ნომრით O-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს – 2200 (ორიათასორასი) ლარს (ტ.3. ს.ფ. 222-228)

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 4 მარტს, სს „ტერა ბანკის“ სათაო ოფისიდან, ი---- წ---–-------აგან გამოთხოვილი იქნა სამეთვალყურეო კამერების თბილისში, მ--–---–---–ის ქუჩა N----ში მდებარე „ტერა ბანკის“ ფილიალზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების 2019 წლის 15 იანვრის 16:00სთ-17:00სთ დროის მონაკვეთის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ლ.ო------ე, მონაწილე პირი ი.წ---–-----ი - ტ. 4. ს.ფ. 23-26).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 4 მარტს, შპს „-------------–---------------------------------–-------–------ის“ მენეჯერის, ნ--–- ბ-–---–---–ისაგან ამოღებული იქნა გ------- ა-----–---–ის სამედიცინო ისტორია N----ის ქსეროასლები, დამოწმებული სათანადო ბეჭდით, რვა ფურცლად, რაც დაერთო ოქმს (გამომძიებელი ლ.ო------ე, მონაწილე პირი ნ.ბ-–---–---–ი - ტ. 4. ს.ფ. 28-48).

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 4 მარტს, სამედიცინო კორპორაცია „------ს“ კანცელარიის სპეციალისტ ე-–--- გ-----–---–ისაგან ამოღებული იქნა ზ------ კ-----ას ავადმყოფობის ისტორია N----ის ქსეროასლები, დამოწმებული სათანადო ბეჭდით, 19 ფურცლად, რაც დაერთო ოქმს (გამომძიებელი ლ.ო------ე, მონაწილე პირი ე.გ-----–---–ი - ტ. 4. ს.ფ. 50-73).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

სს. „ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----დან, მოქ. ზ------ კ-----ას მიუმართავს აღნიშნული კლინ--ისათვის 15.01.19წ, სადაც დაესვა დიაგნოზი: კისრის მრავლობითი ღია ჭრილობები. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: “კისრის მარჯვენა უკანა გვერდით ზედაპირზე ვლინდება 2 ჭრილობა ზომით 0,7 მმ.-დე და 1,5მმ.-დე.... რევიზიით დადგინდა რომ არის 1 გამჭოლი ჭრილობა..."

 

ჭრილობების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება

საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად (ტ.4. სფ 96-99).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

შპს. „-------------–---------------------------------–-------–------ი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----დან, მოქ. გ------- ა-----–---–ს მიუმართავს აღნიშნული კლინ--ისათვის 15.01.19წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მარჯვენა მხრის სარტყლის წინა და უკანა ზედაპირებზე (2), ბარძაყის უკანა ზედაპირზე (4), იღლიის ვენის ნაწილობრივი და მხრის სარტყლის კუნთების დაზიანებით, სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის და ექსკორიაციები ორივე საფეთქლის არეში.

 

სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა ცხვირზე.

 

დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით განვითარებული არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის /საგნების/ მოქმედებით.

 

დანარჩენი დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ მოქმედებით.

 

დაზიანება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით მარჯვენა მხრის სარტყლის წინა ზედაპირზე იღლიის ვენის დაზიანებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

დანარჩენი დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

დაზიანება სისხლნაჟღენთის და ექსკორიაციების სახით /ცალკე აღებული/-ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო.

 

ცხვირზე არსებული მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით, თუ მოუშლელად, აღნიშნულის განსაზღვრა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო.

 

ჭრილობების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ტ.4. ს.ფ. 100-104).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ------- ა-----–---–ის ტანსაცმლის ზედაპირზე არ აღინიშნება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პაკეტში წარწერით „ზ.კ-----ას ტანსაცმელი“ მოთავსებული ჯინსის შარვლის და პაკეტში წარწერით ,,ზ. კ-----ას ტანსაცმელი (ჩხრეკისას ამოღებული)“ მოთავსებული ჟილეტის და პერანგის ქსოვილების ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით“ ...4 (ოთხი)ც ფირი მიკრონაწილაკებით ამოღებული ა/მ „კია“ ს/ნ O--------...“ მოთავსებულ სპეც. წებოვან ფირფიტებზე წარწერებით: წინა მარცხენა სავარძლის საზურგე ნაწილის... ზედაპირიდან“ აღინიშნება მოწითალო-მონარინჯისფრო, მოცისფრო და მოყავისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში _ წარწერით, ზ. კ-----ას ტანსაცმელი (ჩხრეკისას ამოღებული)“ მოთავსებული პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან;

 

- ასევე „...წინა მარცხენა სავარძლის დასაჯდომი ნაწილის... ზედაპირიდან“ და „...წინა მარჯვენა სავარძლის საზურგე ნაწილის... ზედაპირიდან“ აღინიშნება მოცისფრო და მოყავისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით „ზ.კ-----ას ტანსაცმელი (ჩხრეკისას ამოღებული)“ მოთავსებული პერანგის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით „მიკრონაწილაკების ნიმუშები 8(რვა)ც. მწებავ ფირზე... ა/მ „მინი“ ს/ნ L--------...“ მოთავსებულ სპეც.წებოვან ფირფიტებზე წარწერებით;

 

-„...წინა მარჯვენა სავარძლის საზურგედან და თავის მისაყრდნობიდან“, „..უკანა სავარძლის მარცხენა ნაწილის საზურგედან“, -„. უკანა სავარძლის მარჯვენა ნაწილის დასაჯდომიდან“ და „...უკანა სავარძლის მარჯვენა ნაწილის საზურგედან“, აღინიშნება მოშავო-მოყავისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ------- ა-----–---–ის მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

 

ვინაიდან, არ იქნა წარმოდგენილი ა/მანქანა სახ. ნომრით X-------ის სავარძლის საზედაპირე ქსოვილის საკონტროლო ნიმუშები, კითხვაზე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანის სახ. ნომრით X------ სავარძლიდან ამოღებულ სპეც.წებოვან ფირფიტებზე აღინიშნება თუ არა გამოსაკვლევად წარმოდგენილი ტანსაცმლის (გ------- ა-----–---–ის ტანსაცმლის და პაკეტებში წარწერებით „ზ.კ-----ას ტანსაცმელი“ და „.კ-----ას ტანსაცმელი (ჩხრეკისას ამოღებული) მოთავსებული ტანსაცმლის) ბოჭკოების მიკრონაწილაკები, პასუხის გაცემა შეუძლებელია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა შემდეგი:

- პაკეტში, წარწერით: „...მასრებიდან აღებული ანაწმენდები...“, არსებულ კონტეინერში, წარწერით: „მასრა - მოყავისფრო ლაქით - ანაწმენდი ამოღ. F--------...“, მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ა-----–---–ს (ობ. N55; პაკეტი, წარწერით: „გ. ა-----–---–ის სისხლის ნიმუში...“). ამავე პაკეტში მოთავსებულ სხვა ანაწმენდებზე (ობ. N1-3), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

- პაკეტში, წარწერით: „...ქაღალდის ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით ამოღებული ა/მ „კია“ ს/ნ O--------...“, მოთავსებულ ქაღალდის ხელსახოცზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N5), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ------ კ-----ას (ობ. N56; პაკეტი, წარწერით: „..ნერწყვის ნიმუში აღებულ იქნა მოწმე ზ------ გივის ძე კ-----ასგან...“);

- პაკეტებში, წარწერებით: „...მოწ. ფერის ლაქის ანაწმენდები შესველებულ დოლბანდზე...რ. ლ-----ის ქ. N8-ის მ/ტერიტ. ადგილმდებარეობის დათვ...“ და „...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები დოლბანდებზე....ა/მანქანა სამანტ სახ N X------ დათვალიერება...“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N6-10), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ა-----–---–ს (ობ. N55);

- პაკეტში, წარწერით: „ობიექტი N1, N2, N3 N4. მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები დოლბანდზე და სტერილურ 2 ცალ ჩხირზე. საკონტროლო ნიმუშებთან ერთად....შ----ის ქ N22 მ/ტ. ადგილმდებარეობის დათვალიერება..“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებსა და ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N11-14), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ა-----–---–ს (ობ. N55);

- პაკეტში, წარწერით: „მოწითალო ფერის 2 (ორი) ნიმუში აღებული სტერილურ ბამბისთავიან ჩხირზე...აღებული ა/მ „კია“ ს/ნ O--------..“, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო- მოყავისფრო ლაქები (ობ. N15,16), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ------ კ-----ას (ობ. N56);

- პაკეტში, წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები 7 (შვიდი) ნიმუშად...ა/მ. „მინი“ ს/ნ L--------. ა/მ-ის გახსნა დათვალიერება...“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N17-23), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ა-----–---–ს (ობ. N55);

- პაკეტში, წარწერით: „ჯ---------ის ტანსაცმელი“, მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N24) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე პაკეტში მოთავსებულ სვიტრსა და შარვალზე, სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება;

- პაკეტში, წარწერით: „...კ------------- ჯ---------ის ფეხსაცმელი ერთი ფუთა...“, მოთავსებულ ფეხსაცმელზე არსებული მოშავომოყავისფრო ლაქა (ობ. N25) სისხლს არ წარმოადგენს;

- პაკეტში, წარწერით: „...გ------- ა-----–---–ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მაისურზე, შარვალზე, ქსოვილის ფრაგმენტზე, წინდასა და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N26-33), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გ------- ა-----–---–ს (ობ. N55);

- პაკეტში, წარწერით: „...ზ------ კ-----ას ტანსაცმელი...“, მოთავსებულ შარვალსა და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ. N34,35,37), წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N34-ის გენეტიკური პროფილი და ობ. N35-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ზ------ კ-----ას (ობ. N56). ობ. N37-ის გენეტიკური პროფილი და ობ. N35-ის გენეტიკური პროფილის მეორე წილი ეკუთვნის გ------- ა-----–---–ს (ობ. N55). ამავე შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N36) სისხლს არ წარმოადგენს;

- პაკეტში, წარწერით: „...ზ------ კ-----ას ტანსაცმელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული...“, მოთავსებულ ჟილეტსა და პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N38-42), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ------ კ-----ას (ობ. N56);

- პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები 9 (ცხრა) ნიმუშად სტერილურ ჩხირებზე.“, კოლოფში წარწერით: „მარჯვენა კარის გარე სახელურიდან“, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N48) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. N48-ის გენეტიკური პროფილი და ამავე პაკეტში, კოლოფებში წარწერებით: „საჭის ზედა რკალიდან“, „საჭის ქვედა რკალიდან“ და „სიჩქარეთა გადამრთველი ბერკეტიდან“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალა (ობ. N43,45,46) ეკუთვნის გ------- ა-----–---–ს (ობ. N55). კოლოფებში, წარწერით: „საჭის შუა ნაწილიდან“ და „ხელის მუხრუჭის ბერკეტიდან“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N44,47) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N44-ის ერთი წილი და ობ. N47-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი იდენტურია გ------- ა-----–---–ის (ობ. N55) გენეტიკური პროფილის. ობ. N44-ის გენეტიკურ პროფილში ზ------ კ-----ას (ობ. N56) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. N47ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;

ამავე პაკეტში, კოლოფებში, წარწერებით: „მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან“, „მარცხენა კარის გარე სახელურიდან“ და „მარცხენა კარის შიდა სახელურიდან“, მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N49-51) და პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები შესველებულ დოლბანდზე, საკონტროლო ნიმუშებთან და სუფთა დოლბანდთან ერთად, ამოღებული ა/მანქანიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N52-54) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამოძიებლებმა: გ------- ქ------–---–მა, ნ--ა თ-----–--ემ, მ-----ა ა----–---მ, დ----- თ---------ამ, ა---- ქ------–---–მა, ი-----–ი გ-------ემ, ლ-–- ო------ემ და დ----- ჯ---–---–მა და ექსპერტებმა: ზ------ ო-----–---–მა, ლ-–- ხ-------მა, გ------- ვ-----------ამ, ი-----–ი კ-----–--ემ და ს---------------მა დაადასტურეს გ.ა-----–---–ისა და კ.ჯ---------ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერები (ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარებული არ არის), კერძოდ:

- ქ.თბილისში, შ----ის ქN22-ის გარესამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, სადაც ბრალდების მხარის ვერსიით, ასახულია ვ.კ----------–---–ის თანდასწრებით, გ.ა-----–---–სა და ზ.კ-----ას შორის სადარბაზოში მომხდარი კონფლიქტი, რა დროსაც გ.ა-----–---–ს ზ.კ-----ამ მიაყენა დაზიანებები;

- შპს „ო------“ გარესამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის დემონსტრირებისას ბრალდების მხარეს გამოძიებისათვის საინტერესო დეტალზე არ მიუთითებია;

- შპს „გეფას“ გარესამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, სადაც ბრალდების მხარის ვერსიით, ასახულია კ.ჯ---------ისა და დაჭრილი გ.ა-----–---–ის კლინ--აში შესვლის ფაქტი;

- სასტუმრო „-----------“ გარესამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი გამოკვლეული იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრალდების მხარემ მოახდინა გამოძიებისათვის საინტერესო მონაკვეთის დემონსტირება - 16:27 საათზე ე-------–---–ის ქუჩაზე მოძრავი ა/მანქანა „მინი კუპერის“ წინა მარჯვენა ფანჯარა იწევა დაბლა და ფიქსირდება სავარაუდოდ იარაღიანი ხელი, აღნიშნულის შემდეგ ა/მანქანა გადის კადრიდან (ვიდეოფაილი Camera6_Veranova-2_VERANOVA-OUT-1_20190115161401_20190115164907_1113791.mp4).

- სს „ტერა ბანკის“ ვიდეოჩანაწერის სასამართლო სხდომაზე დემონსტრირება ვერ მოხდა კომპიუტერული დისკის სავარაუდო დაზიანების გამო.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული.“

 

სასამართლომ ასევე საქმეში Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

განსახილველ სს საქმესთან დაკავშირებით რელ----ტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა ბრალდებულების: კ------------- ჯ---------ისა და გ------- ა-----–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების დასადასტურებლად. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა, შემდეგ - პირის კავშირი დანაშაულებრივ ფაქტთან და ბოლოს, უნდა მოხდეს ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება და ლოგიკური ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას:

 

· პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ სს საქმეზე წარმოდგენილ არცერთ ვიდეოჩანაწერზე არ არის ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით არ არის იდენტიფიცირებული ჩანაწერებში ასახულ პირთა ვინაობა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება N404აპ-16, კერძოდ: მ.თ-ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, მათ შორის, ქურდობის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მიჩნეული იყო უდავოდ, ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობდა და განმარტავდა, რომ ჩანაწერზე ასახული სამი პირიდან ერთ-ერთი იყო თავად (არ ასახელებდა ორ სავარაუდო თანამონაწილეს), თუმცა პირებისა და ა/მანქანის იდენტიფიკაციის მიზნით ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლომ ვიდეოჩანაწერი არ მიიჩნია მ.თ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად და ეს უკანასკნელი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

· არ დადასტურდა ბრალდების მხარის ვერსია, რომ ქ.თბილისში, შ----ის ქN22-ში მომხდარი კონფლიქტი, რა დროსაც ზ.კ-----ამ ვ.კ----------–---–ის თანდასწრებით, დაზიანებები მიაყენა გ.ა-----–---–ს, გახდა გ.ა-----–---–ის მხრიდან ზ.კ-----ას მიმართ შემდგომში შურისძიებისა და ანგარიშსწორების მიზეზი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში, ბრალდების მხარე აპელირებდა ხსენებული ჩანაწერის დათვალიერების დროს პოლიციის თანამშრომლის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომელმაც ქ.თბილისში, შ----ის ქN22-ში არსებული გარესამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე ამოიცნო გ.ა-----–---–ი, ვ.კ----------–---–ი და ზ.კ-----ა, თუმცა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი და მოწმე პოლიციელის ჩვენება ბრალდების მხარისათვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა მხოლოდ გ.ა-----–---–ის განზრახვისა და მოტივის დასადასტურებლად მაშინ, როდესაც სს საქმეში არ მოიპოვება არანაირი დოკუმენტი (და არც ბრალდების მხარეს გაუკეთებია რაიმე განცხადება სხდომაზე) იმის დასადასტურებლად, რომ იგივე ჩანაწერი გახდა საფუძველი გამოძიების დაწყებისა გ.ა-----–---–ის დაჭრის ფაქტზე ან/და ზ.კ-----ასა და ვ.კ----------–---–ის მოწმის სახით გამოკითხვისა. უფრო მეტიც, გ.ა-----–---–ისა და კ.ჯ---------ის ბრალდების სს საქმეზეც კი, არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არ გამოკითხულა/დაკითხულა ვ.კ----------–---–ი, რომელიც ბრალდების მხარისავე განმარტებით, არის სწორედ ის პირი, რომელიც ესწრებოდა გ.ა-----–---–ისა და ზ.კ-----ას კონფლიქტს და გ.ა-----–---–ისათვის სხეულის დაზიანების მიყენების შემდეგ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია სისხლიანი ხელებით. ასევე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ბრალდების მხარემ მოწმედ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა და სხდომაზე არ დაუკითხავს გ.ჭ----–-–---–ი - პირი, რომელმაც გამოძიების ეტაპზე ფოტოსურათით ამოიცნო ვ.კ----------–---–ი, რომელიც ნახა 2019 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 16:15 სთ-ზე, თბილისში, შ---------------- კორპუსის მიმდებარედ, რა დროსაც ვ------------–--–მა თანმხლები მამაკაცი გააყოლა ტაქსს და ხელი ჰქონდა სისხლიანი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის გატარებული მთელი რიგი ღონისძიებები (მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებები), რაც მეტ სიცხადეს და ობიექტურობას შესძენდა შ----ის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას.

 

· ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ გაეცა პასუხი მთავარ შეკითხვას - 2019 წლის 15 იანვარს 16:00-17:00 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში, ვ---------ის, ე-------–---–ისა და პ.მ--–---–---–ის ქუჩებზე ვინ განახორციელა გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან ზ.კ-----ას განზრახ მოკვლის მიზნით, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო ზ.კ-----ამ, ასევე დაზიანდა ამ უკანასკნელისა და შემთხვევით გამვლელის - ლ.რ----------აიას მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანები, შესაბამისად, ვერ დადგინდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენი სუბიექტი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას:

- სს საქმეზე არ არსებობს არცერთი პირდაპირი მოწმე ან სხვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდეს გ.ა-----–---–ზე, როგორც ზ/აღნიშნული დანაშაულების ჩამდენ პირზე.

- ტ----–---–ის ქუჩაზე (მ--–---–---–ის ქუჩის კუთხემდე) განვითარებული მოვლენების ერთადერთი თვითმხილველი მოწმე გ.ა------ე ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ გაიგონა გასროლების ხმა და დაინახა „მინი კუპერის“ მარკის ა/მანქანაში მძღოლის გვერდით მჯდომი პირის ხელში იარაღი, თუმცა უშუალოდ გასროლის ფაქტი არ დაუნახავს. ამასთან, გ.ა------ეს არ შეუძლია იარაღიანი მამაკაცის ამოცნობა, ვინაიდან მის სახეს საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან ვერ ხედავდა.

- დაზარალებულმა ზ.კ-----ამ კატეგორიულად გამორიცხა გ.ა-----–---–ის ბრალეულობა და განმარტა, რომ მ--–---–---–ის ქუჩის ჩასახვევში, ა/მანქანიდან გადასვლის შემდეგ, დაინახა დაახლოებით 40-45 წლის მამაკაცი იარაღით ხელში, რომელიც მის მიმართ ახორციელებდა გასროლებს. აღსანიშნავია, რომ ზ.კ-----ას ა/მანქანიდან გადმოსვლის (და შესაბამისად, უცნობი შეიარაღებული მამაკაცის არსებობის) ფაქტი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, არ მოხვედრილა გ.ა------ის თვალთახედვის არეში, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ჩვენებაში განმარტა, რომ არცერთი ა/მანქანიდან ვინმეს გადმოსვლის ან ვინმეს ჩაჯდომის ფაქტი არ დაუნახავს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ გზის ხსენებული მონაკვეთზე განვითარებული მოვლენების დასაფიქსირებლად გამოძიების მიერ სს „ტერა ბანკის“ გარესამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერი (რომელზეც ასევე არაა ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა) სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა გამოკვლეული, კომპიუტერული დისკის სავარაუდო დაზიანების გამო.

- გარდა იმისა, რომ ქ.თბილისში, ტ----–---–ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ვერანოვა“-ს გარესამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე არ არის ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და შესაბამისად, შეუძლებელია ა/მანქანა „მინი კუპერში“ მსხდომი პირების იდენტიფიცირება, სასამართლო მაინც მიაქცევს ყურადღებას აღნიშნულ მტკიცებულებას. ხსენებული დაწესებულებიდან გამოთხოვილი კომპიუტერული დისკის სასამართლო სხდომაზე დემონსტრირებისას ბრალდების მხარემ აპელირება მოახდინა გამოძიებისათვის საინტერესო ერთადერთ მონაკვეთზე, კერძოდ, ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება „კიას“ მარკის ა/მანქანა, რომელსაც უკან მიჰყვება „მინი კუპერი“, რომლის მარჯვენა წინა ფანჯარა იწევა 16:27 საათზე და კადრში ჩნდება ადამიანის ხელი, იარაღის მსგავსი საგნით.

- იმ პირობებში, როდესაც სასტუმრო „ვერანოვა“-დან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერზე არაა ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, ბრალდების მხარე იარაღიანი ხელის გ.ა-----–---–ისადმი კუთვნილების დასადასტურებლად აპელირებს შესაძლო დაინტერესების მქონე პირების - გ.ბ--–-–---–ისა და კ.ჯ---------ის ჩვენებებზე, რომელთა თანახმად, ა/მანქანა „მინი კუპერს“ მართავდა გ.ბ--–-–---–ი, მის გვერდით იჯდა გ.ა-----–---–ი, ხოლო უკანა სავარძელზე - კ.ჯ---------ე.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა უთითებს, რომ მტკიცებულების უტყუარობას, კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. მტკიცებულება შესაძლებელია მთლიანად, ნაწილობრივ ან საერთოდ არ იყოს უტყუარი. მოწმის ჩვენების უტყუარობის შეფასებისას სასამართლომ და მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ მოწმის ინტელექტი, მახსოვრობა, იმ გარემოების აღსაქმელად, რომლის შესახებაც იძლევა ჩვენება, მოტივი, რომელიც შესაძლებელია ამოძრავებდეს მოწმეს ჩვენების მიცემისას, მისი ქცევა ჩვენების მიცემისას, ფაქტორები რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მოწმის მიუკერძოებლობაზე, შეუსაბამობა მოწმის ჩვენებასა და საქმის სხვა მასალებს შორის და სხვა. მოწმის ჩვენების უტყუარობა მხარემ შესაძლებელია ეჭვქვეშ დააყენოს მოწმის არაგულწრფელობის, მისი მიკერძოების (ბრალდებულთან ან დაზარალებულთან მოწმის ნათესაური, მეგობრული სამსახურეობრივი, მტრული, მოწმის ბრალდებულზე/დაზარალებულზე დამოკიდებული მდგომარეობის გამო და ა.შ) მოწმის მიერ შეუსაბამო, წინააღმდეგობრივი და არა თანმიმდევრული ჩვენების გამო - მოწმის ჩვენების სანდოობა შესაძლებელია სადავო გახდეს მოწმის მიერ მოვლენების სწორად აღქმა დამახსოვრება-გადმოცემის უნარის საფუძველზე.

 

მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის, მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელია და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგალითად, გარემო პირობები, ცუდი ხილვადობა (ნისლი, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვ).

 

ზ/აღნიშნული განმარტებების შესაბამისად, კ.ჯ---------ისა და გ.ბ--–-–---–ის ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:

- გ.ბ--–-–---–ის გამოძიების ეტაპზე და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობების ახსნა მოწმემ სცადა იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს - მუქარასა და შეურაცხყოფას, რის გამოც იძულებით მოაწერა ხელი ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედების ოქმს, მათი შინაარსის გაცნობის გარეშე.

- სს საქმეში მოიპოვება დოკუმენტი - პროკურორ ი.ყვავაძის 2019 წლის 25 აპრილის დადგენილება სს საქმის გამოყოფის შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ გ.ა-----–---–ისა და კ.ჯ---------ის ბრალდების სს საქმიდან გამოყოფილია სს საქმე გ-----------–-–---–ის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში გ.ა-----–---–ის დახმარების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ფაქტობრივ გარემოებებში მითითებულია, რომ გ.ბ--–-–---–ი მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანით გ.ა-----–---–ს აყენებდა საცეცხლე პოზიციაში ზ.კ-----ას მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანის მიმართ ინტენსიური გასროლების განსახორციელებლად).

- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, დენთის შემადგენელი ერთ–ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა კ.ჯ---------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდებზე მაშინ, როდესაც არ დაფიქსირდა გ.ა-----–---–ისაგან აღებულ ანაწმენდებზე. აქვე უნდა აღინიშნოს ბრალდების მხარის აპელირება, რომ გ.ა-----–---–თან მიმართებაში დენთის კვალის არარსებობა განპირობებულია მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის დროს სხეულის გაწმენდით, რაც წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს მით, უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან ამოღებულ გ.ა-----–---–ის ტანსაცმელზე დენთის კვალის არსებობის დასადგენად ანალოგიური სახის ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა გამოძიების მხრიდან არ ყოფილა რეალიზებული.

- ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ზ.კ-----ას მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანა „-----------აზე“ არსებული დაზიანებები განვითარებულია 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან უკნიდან წინა მიმართულებით გასროლილი 8 ჭურვის ზემოქმედების შედეგად, რომელთაგან ნაწილი ნასროლია მარჯვენა მხრიდან, ნაწილი კი - მარცხენა მხრიდან, მათ შორის, მარცხნიდან მარჯვნივ, დაახლოებით 850 კუთხით ავტომობილის მიმართ და მარჯვნიდან მარცხნივ, დაახლოებით 800 კუთხით ავტომობილის მიმართ. ხსენებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გასროლების მიმართულება და ტრაექტორია ცალსახად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის ვერსიას, რომ „მინი კუპერში“ მძღოლის გვერდით ანუ მარჯვენა მხარეს მჯდომი გ.ა-----–---–ი მათ წინ მიმავალი ზ.კ-----ას მართვის ქვეშ მყოფი „-----------ას“ მარკის ა/მანქანის მიმართულებით მარცხნიდან მარჯვნივ, დაახლოებით 850 კუთხით ავტომობილის მიმართ და მარჯვნიდან მარცხნივ, დაახლოებით 800 კუთხით ავტომობილის მიმართ ახორციელებდა გასროლებს (ე.ი. „მინი კუპერი“ მის წინ მიმავალ „-----------ასთან“ მიმართებაში უნდა მდგარიყო ხან 850 კუთხით მარცხნივ და ხან 800 კუთხით მარჯვნივ), თუმცა „მინი კუპერის“ მსგავსი ტრაექტორიით მოძრაობა არაა დაფიქსირებული სასტუმრო „ვერანოვადან“ ამოღებულ ვიდეოჩანაწერზე და გარდა ამისა, ობიექტურად შეუძლებელია ე-------–---–ის ქუჩის სივიწროვიდან, აღნიშნულ ქუჩაზე მოძრავი და ბორდიურის პარალელურად გაჩერებული ა/მანქანების სიმრავლიდან გამომდინარე (რაც ასახულია იმავე ვიდეოჩანაწერზე).

- ბალისტიკური ექსპერტიზით დადგენილ გასროლის ტრაექტორიებთან მიმართებაში საინტერესოა ის გარემოებაც, რომ როგორც სასტუმრო „-----------“ ვიდეოჩანაწერით ირკვევა, ბრალდების მხარის ვერსიით, „მინი კუპერში“ მარჯვნივ მჯდომი გ.ა-----–---–ის ფანჯრის მინა იღება მხოლოდ 16:27 საათზე (თითქმის ტ----–---–ი-მ--–---–---–ის ქუჩების კვეთაზე) მაშინ, როდესაც გ.ა------ისა და ზ.კ-----ას ჩვენებებით ირკვევა, რომ გასროლები დაიწყო ჯერ კიდევ ბ-------ი-ტ----–---–ის ქუჩების კვეთაზე.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებშიც კი, თუკი გაზიარებული იქნება ბრალდების მხარის ვერსია, რომ ზ.კ-----ას მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანის მიმართ გასროლები ხორციელდებოდა არა დაუდგენელი 40-45 წლის მამაკაცის (როგორც ამას აცხადებს თავად დაზარალებული), არამედ მის უკან მიმავალი „მინი კუპერის“ მარკის ა/მანქანიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი სუბიექტის უტყუარად დადგენის შესაძლებლობას, ვინაიდან ა/მანქანაში ფიქსირდება 3 პირი, რომელთაგან მხოლოდ ერთს აღენიშნება დენთის კვალი; ა/მანქანაში გ.ა-----–---–ის, გ.ბ--–-–---–ისა და კ.ჯ---------ის განლაგება დგინდება მხოლოდ საქმის შედეგით სავარაუდოდ დაინტერესებული პირების ჩვენებით, ვიდეოჩანაწერებზე არ არის ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა პირთა იდენტიფიცირების მიზნით და განსაკუთრებით საყურადღებოა „-----------ას“ მიმართ განხორციელებული გასროლების ტრაექტორია. რაც შეეხება გ.ბ--–-–---–ის კუთვნილი „მინი კუპერიდან“ მასრის ამოღების ფაქტს, აღნიშნულით ბრალდების მხარემ შესაძლოა ადასტუროს მხოლოდ ხსენებული ა/მანქანიდან ზოგადად გასროლის განხორციელების და არა ამ გასროლის გ.ა-----–---–ის მიერ განხორციელების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე პოლიციელები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები და მათი ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ნაკლებია ამ ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი გ.ა-----–---–ის მიერ მის მიმართ წარდგენილი ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენის და შესაბამისად, კ.ჯ---------ის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტი.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც გ------- ა-----–---–ი და კოსტანტინე ჯ---------ე წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდნენ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ------------- ჯ---------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

გ------- ა-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

გ------- ა-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

გ------- ა-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

გ------- ა-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განემარტოთ კ------------- ჯ---------ესა და გ------- ა-----–---–ს, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის N1/1863-19 განჩინება და ბრალდებულ კ------------- ჯ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 20 000 (ოცი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას მოქ. ა------ ან----–---–ის (პირადი N-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - ნახევარსარდაფს, მდებარე: თბილისი, ლ----–--------------, ფართი 84.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0----------------------).

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· ორი ა/მანქანა ,,მინი კუპერი“ (გასაღებებით), ა/მანქანა „მერსედესი“ და ა/მანქანა ,,კია ოპტიმა“, კლინ--ა „----------იდან“ ამოღებული მ/ტელეფონი და შავი ფერის გასაშლელი დანა, პასპორტი, მართვის მოწმობა და ტექნ--ური პასპორტი, ა/მანქანის პლასტმასის სარკის ბუდე, ერთი ცალი დანა, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, მზის სათვალე, ვ-–- კ----------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი სანადირო თოფი, პისტოლეტი, სანადირო თოფისა და პისტოლეტის ვაზნები, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;

· მოწითალო ფერის ლაქები, მიკრონაწილაკები, სისხლისა და დენთის ნიმუშები, ქაღალდის ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით, მოწითალო ფერის ანაწმენდები, ხელის კვლები, ნერწყვის ნიმუში, მასრები და მეტალის ფრაგმენტები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· ლაზერული დისკები შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ნაჭყებია