განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003000803
საქმე N 1-405/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - მი----–--------–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: ლე-----------ძე (დასწრების გარეშე)
მამის სახელი: მ----
დაბადებული: 2--1--1--- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ა---------–----–----–--
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, ს. ბუ-----------------
ადვოკატი - ჯე---–------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 0-----------
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 06:28 საათზე, ლე-----------ძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში მდებარე N4---ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში შეეცადა ფეხით, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც დაკავებული სასაზღვრო განწესში მყოფი მესაზღვრე პოლიციელების მიერ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 11 ივნისის, წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს (ადვოკატის განმარტებით პოზიცია სრულად შეთანხმებული იყო ბრალდებულთან), ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს და აღნიშნავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.5 მოცემულ კონკრეტულ საქმეში უდავო მტკიცებულებით, ლე-----------ძის გამოკითხვის ოქმით, დასტურდება, რომ ბრალდებულმა ლე-----------ძემ აღიარა ჩადენილი ქმედება, კერძოდ განმარტავს, კერძოდ, რომ 2019 წლის 28 აპრილს იგი ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფი საზღვარი; ამავე გამოკითხვის ოქმით აჩვენებს, რომ მისი მცდელობა გამოწვეული იყო მისი ჯანმრთლეობის მ,დგომარეობით, მას სურდა სამკურნალოდ წასვლა და ეს კანონიერად ვერ შეძლო; (იხ ს.ფ. 15-17; 58-62);
ასევე საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით: მოწმეების დო-----------–-----------------------------------------------ის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 აპრილს #4---ე სასაზრვრო ნიშნის რაიონში დაახლოებით 06:27 საათზე საინჟინრო ღობურაზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა ერთი უცხო პიროვნება, რომელიც მოიემართებოდა სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით, მიუახლოვდა ღობურას და გააგრძელა სვლა ამ მიმართულებით, შესაძლებელი იყო, რომ ის ასულიყო ღობეზე და გადაეკვეთა სახელმწიფოს საზღვარი, ის ასევე მოძრაობისას რამოდენიმეჯერ შეეხო საინჟინრო ღობურას; მათ დაუძახეს პიროვნებას და შეაჩერეს, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, დაკავებულმა მათ განუმარტა, რომ იყო ლე-----------ძე, იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში და მკურნალობისთვის ესაჭიროებოდა უცხო ქვეყანაში გადასვლა და აღნიშნულს ის ვერ მოახერხებდა კანონიერი გზით;
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ლე-----------ძე დაკავებულია 2019 წლის 28 აპრილს 06:28 საათზე, #4---ე სასაზღვრო ნიშნის რაიონში; (იხ ოქმი 2--04.2019წ);
საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებით ასევე დადასტურებულია, რომ ლე-----------ძე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახედ დაზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი ) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
თბილისიის პრობაციის ბიუროს მომართვით დასტურდება, რომ ლე-----------ძე აღრიცხვაზე იმყოფებოდა თბილისის პრობაციის ბიუროში, 2019 წლის აპრილის თვეში მან ორჯერ მიმართა ბიუროს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის თაობაზე და ეთქვა უარი; (იხ ს.ფ.87);
2019 წლის 17 სექტემბრიდან ლე-----------ძე აღრიცხვაზე იმყოფება იმერეთის პრობაციის ბიუროში;
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (ოქმი დანაშაულის ჩადენის შესახებ ზეპირი ცნობის მიღების შესახებ, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მოწმეების დო-----------–--------------------------------------------ის, ლე-----------ძის გამოკითხვის ოქმები, ლე-----------ძის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა) - სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლე-----------ძემ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლე-----------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2019 წლის 28 აპრილს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული გამოძიებაში მოწმის და ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმით ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის მკვეთრად დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას; ინანიებს და ითხოვს პატიებას; ის ნასამართლობის მქონეა; იმყოფება პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში;
ზემოთაღნიშნული ფაქტიური გარემოებების მხედველობაში მიღებით, ლე-----------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ლე-----------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა; ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ ესწრებოდა საქმის არსებითი განხილვის სხდომებს, ის უზრუნველყოფილი იყო მის მიერ შერჩეული ადვოკატით, მან ხელი შეუწყო ეკომონიური პროცესის წარმართვას იმ სახით, რომ სრულად მტკიცებულებები უდავოდ იქნა ცნობილი; დაცვის მხარის განმარტებით კი ბრალდებული არ ცხადდებოდა სხდომებზე ჯანრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე;
ამასთან ერთად სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ სრული მოცულობით უდავო მტკიცებულებები არსებობდა საქმეში, არსებითი განხილვის სხდომები გაიმართა 2019 წლის 25 ივნისს, 2019 წლის 29 ივლისს, 2019 წლის 12 სექტემბერს, 2019 წლის 10 ოქტომბერს და 21 ოქტომბერს, სასამართლოს მცდელობის მიუხედავად ბრალდებული სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიიღოს გადაწყვეტილება ბრალდებულის მიერ გირაოს სახით უზრუნველყოფილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე, ვინაიდან სავარაუდოა, რომ ბრალდებული ვერ ცხადდებოდა სხდომებზე;
რაც შეეხება საბოლოო სასჯელის განსაზღვრას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლე-----------ძემ პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ჩაიდინა დანაშაული; რადგან ის გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 26 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი ) თვის ვადით, რაც ჩათვლილია პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; განაჩენი დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში და შესაბამისად, ლე-----------ძეს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის შესაბამისად.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოცემული განაჩენით დადგენილ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მსჯავრდებულ ლე-----------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - გე---------------ეს (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ს----------–---------ს’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-3, 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე -277-ე, 279-ე, 292-2, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ლე-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად ლე-----------ძის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2019 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 06 მაისის ჩათვლით - გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 200 ლარით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი ) თვის ვადით, რაც ჩათვლილია პირობით დადგენილი 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა - და საბოლოდ განაჩენთა ერთობლიობით, ლე-----------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ლე-----------ძის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - გე---------------ეს (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ს----------–---------ს’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N4/3----, დასტურის №ა 0-----).
მსჯავრდებულ ლე-----------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
ნივთიერი მტკიცებულება - ლე-----------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მის სახელზე გაცემული N1-------- პასპორტი; 1-------- პირადობის მოწმობა, შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმბარათები, 50 ლარიანი კუპიურა, რომელიც ინახება საქართველოს შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროს (მთავარი სამმართველო) საგამოძიებო სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ძებნის სამსახურს, სააღსრულებო ბიუროს და საქართველოს შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროს (მთავარი სამმართველო) საგამოძიებო სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
დაცვის მხარისა და ბრალდების მხარის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულ ლე-----------ძის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადების ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე