განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003153668
N1/215-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ----- ც---–----;
ბრალდებული - მ--–---- პ------–-–---–ი, დ----------–-------–-–-------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლეობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, გრ.რობაქიძის ქუჩა N-, ბინა N--, ამჟამად, საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - 2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); 2) საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი); 3) საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 01:30 საათამდე ეპიზოდი); 4) საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი); 5) საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 01:30 საათამდე ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2009 წლიდან, ა--- ზ--–------, არარეგისტირებულ ქორწინებაში იმყოფება მ--–----ი პ------–-–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილები - 0--------- წელს დაბადებული მ------ პ------–-–---–ი, 0--------- წელს დაბადებული ვ---- პ------–-–---–ი და 2--------- წელს დაბადებული გ--- პ------–-–---–ი. ისინი ერთად ცხოვრობენ ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N----ში მდებარე ბინაში. 2018 წლის 24 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N----ში მდებარე ბინაში მ--–----ი პ------–-–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--- ზ--–-----ს, რის შემდეგაც მის ხელთ არსებული დანით ა--- ზ--–-----ს მარცხენა წინამხრის მიდამოში მიაყენა დაზიანება. მ--–----ი პ------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ა--- ზ--–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
2. 2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N----ში მდებარე ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მ--–---- პ------–-–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--- ზ--–-----ს, რის შემდეგაც მის ხელთ არსებული დანით ორივე ხელის არეში მიაყენა დაზიანება. მ--–----ი პ------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ა--- ზ--–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
3. 2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N----ში მდებარე ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მ--–---- პ------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--- ზ--–-----ს, რის შემდეგაც მ--–----ი პ------–-–---–ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა--- ზ--–-----ს. აღნიშნული ა--- ზ--–-----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. 2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N----ში მდებარე ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მ--–---- პ------–-–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--- ზ--–-----ს, რის შემდეგაც ორივე ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, ორივე მხარეს. ასევე, მის ხელთ არსებული დანით, მარცხენა ბეჭის არეში, უკანა მხარეს, სხეულის დაზიანება მიაყენა ა--- ზ--–-----ს, რის შემდეგაც დანის პირი გვერდულად დაარტყა თავის არეში, ამავდროულად რამდენჯერმე კისერში მიაბჯინა დანა. მ--–----ი პ------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ა--- ზ--–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
5. 2019 წლის 20 მაისს, დაახლოებით 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N----ში მდებარე ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მ--–---- პ------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა--- ზ--–-----ს, რის შემდეგაც მ--–---- პ------–-–---–ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა--- ზ--–-----ს. აღნიშნული ა--- ზ--–-----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
6. 2019 წლის 21 მაისის N------ შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ ა--- ზ--–------ და მ--–---- პ------–-–---–ი არიან მეუღლეები.
7. 2010 წლის 5 მარტის მ------ პ------–-–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ა--- ზ--–------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია მ--–---- პ------–-–---–ი.
8. 2011 წლის 9 აგვისტოს ვ---- პ------–-–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ა--- ზ--–------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია მ--–---- პ------–-–---–ი.
9. 2012 წლის 24 დეკემბრის გ--- პ------–-–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ა--- ზ--–------, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია მ--–---- პ------–-–---–ი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--–---- პ------–-–---–ი და დაზარალებული ა--- ზ--–------ი არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია:
ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი):
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი):
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ნ---–---მ განაცხადა, რომ მუშაობს შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 21 მაისს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, უბნის ინსპექტორ გამომძიებელ ლევან ნასრაძესთან ერთად, გამოცხადდა აღმაშენებლის N--ში, მ--–---- პ------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში. ადგილზე მყოფმა ა--- ზ--–-----მა მათ განუმარტა, რომ მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა. აღნიშნულის საფუძველზე, მოახდინეს მ.პ------–-–---–ის დაკავება და გადაყვანა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
13. 2019 წლის 21 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N----ში და წარმოადგენს ა--- ზ--–------ს სახოვრებელ ბინას....... დაზარალებულმა ა--- ზ--–-----მა მიუთითა საოჯახო ტიპის შავტარიან დანაზე, დანის პირზე წარწერით „Bass“ და განმარტა, რომ აღნიშნული დანის გამოყენებით, 2019 წლის 20 და 21 მაისს, ღამის საათებში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ მ--–---- პ------–-–---–მა. ამოღებული იქნა აღნიშნული დანა, რომელიც ექსპერტის მიერ დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N---------- პაკეტში (პაკ. N1). დაზარალებულმა ა--- ზ--–-----მა მიუთითა პატარა ზომის ყვითელტარიან დანაზე და განმარტა, რომ 2019 წლის იანვრის თვეში, მისმა მეუღლემ, მ--–---- პ------–-–---–მა აღნიშნული დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობა მარცხენა ხელის არეში. ამოღებული იქნა აღნიშნული დანა, რომელიც ექსპერტის მიერ დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N---------- პაკეტში. (პაკ, N2).
14. ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 21.05.2019წ. 19:24-19:41სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ა--- ზ--–-----ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ძველი ნაწიბურები და დაზიანებები ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთის სახით (კისრის წინა ზედაპირზე მარჯვნივ შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი - კიდეებისა და კონტურების მქონე, მოიისფრო ფერის სისხლანაჟღენთი ზომით: 0,8X0,5 სმ. კისრის წინა ზედაპირზე მარჯვნივ ქვედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის თითქმის დონეზე მდებარე ზედაპირით ნაკაწრი ზომით: 1,1 X 0,1 სმ. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 1,8X0,1სმ. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 0,9X0,1სმ. მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 0,4X0,1სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში, მარცხენა ბეჭის ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაკაწრი ზომით: 0,5X0,2სმ. მარცხენა წინამხრის კანაზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნება განივ-ირიბად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის სამი ნაკაწრი თითოეული ზომით: 0,8X0,1სმ; 0,6X0,1სმ და 1,5X0,1სმ. მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება დასწვრივად მდებარე ზოლისებრი ფორმის, მოთეთრო-მოვარდისფრო ფერის, მომკვრივო კონსისტენციის გადასწორებული ნაპირების მქონე, კანის დონიდან მცირედ მაღლა მდებარე ზედაპირით ძველი ნაწიბური ზომით: 1,2X0,3სმ. მარცხენა მუხლის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაწიბური ზომით: 1,8X0,3სმ. მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაწიბური ზომით: 3,0X0,2სმ, მიმდებარედ ძაფნაკერების კვლევით). დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებულნი უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვერით, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------მ.
15. ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 24.12.2019წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ა--- ზ--–-----მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 24.12.2018 წ-ს 13:05 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 14:20 სთ-ზე დიაგნოზით: მარცხენა წინამხრის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა. დაზიანება - ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ-------მ.
16. იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N153/ცვ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 1. ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი ჯაყვა-დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას. 2. ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი სამეურნეო ტიპის დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას. 3. ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი სამეურნეო ტიპის დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას.
17. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მ--–---- პ------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
18. 2019 წლის 22 ოქტომბერს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
19. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
20. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
22. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–---- პ------–-–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა და მოწმეების შ----- თ-------ს და დ----- ნ---–---ს ჩვენებებისა, ასევე, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ ა--- ზ--–------ს, მოწმეების - ს-------- მ--------ს, ო----- მ----–----–---ს, ზ----- ზ--–------ს, მ------ პ------–-–---–ის, ვ---- პ------–-–---–ის, გ--- პ------–-–---–ის და ვ-------- ზ--–------ს გამოკითხვის ოქმები.
23. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია მ--–---- პ------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 120-ე მუხლი) სისხლისასმართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ა) მოქმედებაში; ბ) შედეგში; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. უფრო კონკრეტულად რომ ითქვას, ქმედებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა კი ნიშნავს, ადამიანის ორგანიზმის რომელიმე ორგანოს ავადმყოფური მდგომარეობისათვის საჭირო მკურნალობის გაგრძელებას. ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება: დაჟეჟილობა, სისხლსაჟღენთები, ცხვირისა და ყბის გაბზარვა, ცეცხლნასროლი ჭრილობა და სხვა. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია და შეიძლება ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
25. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის და სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
26. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას), ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით მ--–---- პ------–-–---–მა ჩაიდინა: 1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); 2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - 2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი); 3) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - 2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 01:30 საათამდე ეპიზოდი); 4) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი); 5) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 01:30 საათამდე ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
28. მ--–---- პ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ სსკ 120-ე და 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
30. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე კოდექსის 531 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კი დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ--–---- პ------–-–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ--–---- პ------–-–---–ი არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. საქმეზე არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას, ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ 35-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მ--–---- პ------–-–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერვონული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენის დროს, მ--–---- პ------–-–---–ის იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, მ--–---- პ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე უნდა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე უნდა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე უნდა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე უნდა განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე უნდაჩაეთვალოს პირობით. ამასთან, ბრალდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, მასვე, საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით. საბოლოოდ, მ--–---- პ------–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანქთმის პრინციპით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია მ--–---- პ------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ 50-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი, შეძლებს დააფიქროს მ--–---- პ------–-–---–ი უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
31. საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას. შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, საქართველოს სსკ 65-ე მუხლის თანახმად, მ--–---- პ------–-–---–ს უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
32. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--–---- პ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი), სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი), სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი), სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 29 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 19:00 საათის ეპიზოდი) -თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, მ--–---- პ------–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შათანთქას მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ--–---- პ------–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის, 23:00 საათიდან, 21 მაისის 01:30 საათამდე ეპიზოდით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;
მ--–---- პ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
მ--–---- პ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 მაისიდან;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდგომ, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ--–---- პ------–-–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მ--–---- პ------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ვიქტორინოსქსის“ ფირმის დანა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავტარიანი საოჯახო ტიპის დანა და ყვითელტარიანი პატარა ზომის დანა, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ--–---- პ------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დაბრუნებული აქვს ა--- ზ--–-----ს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე