განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
020100119003232393
დავის ტიპი
187 1
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N020100119003232393

საქმე №1/606-2019 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

პროკურორი - მ----------------

ბრალდებული - მ-----------------–--

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №------------

 

ბრალდებული - მ-----------------–--;

დაბადების თარიღი: 1--1--1--- წელი;

პირადი ნომერი: 1-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

რეგისტრირებული; ზ---------------------------–-------–--

ფაქტობრივად მცხოვრები; ზ---------------------------–-------–--

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილი- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–---------–---------------9 წლის ივლისის თვემდე მ-----------------–-- და მა------------ იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2----–-–------–---- თვეში მა------------ დაშორდა მ-----------------–--ს, რის შემდეგაც მ-----------------–-- თხოვს მას შერიგებას. მა------------ს არ სურს მ-----------------–--სთან ერთად ცხოვრება, რის გამოც შერიგებაზე ეუბნება უარს. აღნიშნულით გაბრაზებულმა მ-----------------–--მ, 2----–-–------------------, დაახლოებით 0-------------- ქვის გამოყენებით განზრახ ჩაამსხვრია ქ------------–------------–---–-------------–----------- საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული მა------------ს კუთვნილი „-----------------------------------------------–-–-------------------------- მინები, კერძოდ, წინა საქარე მინა, საბარგულის მარჯვენა გვერდითა მინა და მარცხენა გვერდითა სარკის მინა. მ-----------------–--ს მიერ ავტომანქანის დაზიანების შედეგად მა------------ს მიადგა 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

1.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2. ბრალდებულმა მ-----------------–--მ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული უნდა იქნენ მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----------------–--ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების მა-----------------------------–--–------------–------–----------------------------------–---------------–--–---------------------------------- ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, შემაკავებელი ორდერი N------ და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნები, ამოღებული ნივთმტკიცება და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით;

 

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2----–-–---------–---------------9 წლის ივლისის თვემდე მ-----------------–-- და მა------------ იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2----–-–------–---- თვეში მა------------ დაშორდა მ-----------------–--ს, რის შემდეგაც მ-----------------–-- თხოვს მას შერიგებას. მა------------ს არ სურს მ-----------------–--სთან ერთად ცხოვრება, რის გამოც შერიგებაზე ეუბნება უარს. აღნიშნულით გაბრაზებულმა მ-----------------–--მ, 2----–-–------------------, დაახლოებით 0-------------- ქვის გამოყენებით განზრახ ჩაამსხვრია ქ------------–------------–---–-------------–----------- საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული მა------------ს კუთვნილი „-----------------------------------------------–-–-------------------------- მინები, კერძოდ, წინა საქარე მინა, საბარგულის მარჯვენა გვერდითა მინა და მარცხენა გვერდითა სარკის მინა. მ-----------------–--ს მიერ ავტომანქანის დაზიანების შედეგად მა------------ს მიადგა 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში ( სსკ-ს 111- 187-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

8. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----------------–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მ-----------------–--მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

9. მ-----------------–--ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ადრე ნასამართლევი და სახდელ დადებული არაა;

 

1-- მ-----------------–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით - სასჯელად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 100-180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

13. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საგულისხმოა, რომ დანაშაულებრივი ქმედების შემსწრე არასრულწლოვანია, რაც ასევეა მხედველობაში მისაღები ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას;

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის , მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, მისი ინტენსივობის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ მ-----------------–--ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვარის ზომით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ბრალდების ხასიათის, ბრალდებულის პიროვნებისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლების თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ-----------------–--ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელად ბრალდებულზე სხვა სახის სასჯელის შეფარდება მისი პიროვნებისა და ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე არ იქნებოდა სამართლიანი და ამ გზით ვერ იქნებოდა მიღწეული სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზანი სასჯელის ნაწილში; საგულისხმოა რომ დაზარალებული ქალია (ყოფილი მეუღლე);

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მ-----------------–--ს მიმართ საბოლოოდ ამ სახით და ზომით (თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, სსკ-ს 63-64-ე მუხლების საფუძველზე სასჯელის პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადად 1(ერთი) წლის დაწესება), სასჯელი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი და სამართლიანი განმსაზღვრელი ფაქტორი; რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებთან;

 

ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–----- ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბ----–------–---–-- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებული მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი(კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის ქცევის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად, სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას; ბრალდებულ მ-----------------–--ს მიმართ სასჯელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, მისი პირობითად ჩათვლა, გამოსაცდელი ვადის დაწესება, დანაშაულის ხასიათისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით ვერ იქნება მისი ღირსების შემლახავი და ვერც ლმობიერად იქნება მიჩნეული;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული სასამართლომ გაითვალისწინა სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული მ-----------------–-- (პ-------------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ს 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. ბრალდებულ მ-----------------–--ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება (1/606---) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და მოეხსნას ყადაღა რომულ ჩოკორაიას (პ/ნ 19001007715) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზ----------------–----–---------------–-------–-- საკადასტრო კოდი 4--0--4--4---

 

3.ნივთმტკიცება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, (რომელიც ინახება შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ინახებოდეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

 

ქვა და მ-----------------–--სგან აღებული ნერწყვის ნიმუში (რომლებიც ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

მ-----------------–--სგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, (ელექტრონულად გადაგზავნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების მონაცემთა ერთიან ბაზაში), შენახულ იქნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისი შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს მ-----------------–--ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე