განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2019
საქმის ნომერი
330100119002902632
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1156-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----- ყ---–-----–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ------ გ--------ის ძე ჭ----------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1--- წლის 2-------- რეგისტრირებული: ლ---------- სოფელი ვ----------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ც--–---- ქუჩა #--, ბინა #2--–--

 

ადვოკატები - მ--------- კ-–----–---–ი, ო-–--------–--ე, ე-–----- გ---–--

 

კვალიფიკაცია:

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. .სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 3 თებერვალს, დილის საათებში, თ---–--–-- ც--–---- ქუჩა #--, ბინა #2--–- მ------ ჭ----------ემ მეუღლეს, რ---- გ-------–---ს სახეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად რ---- გ-------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 15 დეკემბერს, თ---–--–-- ც--–---- ქუჩა #--, ბინა #2--–- მ------ ჭ----------ემ არასრულწლოვან შვილს, გ------- ჭ----------ეს თავში ხელის რამდენჯერმე ჩარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად გ------- ჭ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

2.1. 2019 წლის 3 თებერვალს, 10:59 საათზე ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი რ---- გ-------–---ი აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (სცემა).

 

2.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გავიდა საპატრულო პოლიცია. პატრულ-ინსპექტორ კ---- ა--------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 3 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო შეტყობინება, რომ თ---–--–-- ც--–---- ქუჩაზე ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. მისამართზე მისვლისას, ბინაში დახვდა დაზარალებული რ---- გ-------–---ი და მისი არასრულწლოვანი შვილი გ------- ჭ----------ე. მსხვერპლი იყო აღელვებული და ტიროდა. რ.გ-------–---ი აცხადებდა, რომ მეუღლეს მ------ ჭ----------ეს და ძმას ი----- გ-------–---ს ჰქონდათ შეხლა - შემოხლა, მ------ ჭ----------ე იყო გაღიზიანებული, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ---- გ-------–---ს, კერძოდ ხელი დაარტყა მარჯვენა წარბის არეში. მოწმის ჩვენებით - განმცხადებელს სახეზე ეტყობოდა ძალადობის კვალი, დაწითლებული ჰქონდა სახის არე, დაზარალებული აღნიშნავდა, რომ ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი.

 

2.3. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის - თ----- ქ------–-ას ჩვენებით, 2019 წლის 3 თებერვალს, დღის საათებში „112-დან“ სასწრაფოში შევიდა შეტყობინება, მოქალაქე საჭიროებდა დახმარებას. გამოძახების ადგილზე - პოლიციის განყოფილებაში, სამედიცინო ეკიპაჟს დახვდა რ---- გ-------–---ი. პაციენტი უჩიოდა საერთო სისუსტეს, კანკალს, კიდურების დაბუჟებას, ტკივილს მარჯვენა თვალბუდის მიდამოში. მოწმის ჩვენებით, რ---- გ-------–---ს თვალზე აღენიშნებოდა ჰიპერემია, სიწითლე. დაისვა დიაგნოზი მარჯვენა თვალბუდის ზედაპირული ტრავმა. დაზიანების წარმოშობასთან დაკავშირებით პაციენტმა ექიმს განუმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.4. პაციენტის #2------ სამედიცინო ბარათის მიხედვით, რ---- გ-------–---ს დაუდგინდა კლინიკური დიაგნოზი: ქუთუთოს ზედაპირული ტრავმა. რაც შეეხება ფიზიკურ ჩივილებს და დაზიანების წარმოშობის მექანიზმს, სამედიცინო ბარათში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის საერთო სისუსტეს, კანკალს, კიდურების დაბუჟებას, ტკივილს მარჯვენა თვალის არეში. პაციენტი კლინიკურ სურათს უკავშირებდა მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას.

 

2.5. დაზიანების სიმძიმის განსაზღვრის მიზნით დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგინდა:

 

ა) 04.02.2019 წელს მოქალაქე რ---- გ-------–---ს პირადი შემოწმებისას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა თვალბუდის გარეთა კიდესთან ნაჭდევის სახით. ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ბ) სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემები: სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. რ---- გ-------–---ს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 03.02.2019წ, 13:48სთ. პაციენტის გადმოცემით მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. უჩივის საერთო სისუსტეს, კანკალს, კიდურების დაბუჟებას, ტკივილს მარჯვენა თვალის არეში. დიაგნოზი: ქუთუთოს ზედაპირული ტრავმა.

 

გ) პირადი შემოწმების მონაცემები: უჩივის ტკივილს თავის მიდამოში. მარჯვენა თვალბუდის გარეთა კიდესთან აღენიშნება თითქმის კანის დონეზე მდებარე მოწითალო ფერის ნაზი ფუფხით დაფარული, უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით 0,4x0,2სმ.

 

დ) შესამოწმებელმა პირმა რ---- გ-------–---მა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმს და ექსპერტს დაუსახელა დაზიანების წარმოშობის მექანიზმი და დაზიანების მიმყენებელი პირი, ,,შესამოწმებლის გადმოცემით - 2019 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 11 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა მარჯვენა თვალბუდის მიდამოში.“ (იხ. ექსპერტიზის დასკვნა -გვ.2/2)

 

2.6.ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ექსპერტის ჩვენებით რ---- გ-------–---ს აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა თვალბუდის გარეთა კიდესთან ნაჭდევის სახით. ნაჭდევი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, როგორიც შეიძლება იყოს მკვრივი კონსისტენციის და ბლაგვი ზედაპირის მქონე ნებისმიერი საგანი: სკამი, ადამიანის კიდურები: ხელი, ფეხი და ა.შ. ყველა ასეთმა საგანმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაჭდევის განვითარება. ექსპერტის განმარტებით რ---- გ-------–---ის სხეულზე არსებული ნაჭდევი, თავისი მორფოლოგი----- სურათით, კატეგორიულად შეიძლება ითქვას, რომ მიყენებულია 2019 წლის 3 თებერვალს.

 

2.7. გამომძიებელმა გ---- ბ-–---–---–მა, რომელმაც უშუალოდ გამოკითხა რ---- გ-------–---ი გამოძიების ეტაპზე, ზეპირ ჩვენებაში განაცხადა, რომ 2019 წლის 3 თებერვალს, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორმა რ---- გ-------–---მა გამოკითხვაში დაადასტურა მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, დაასახელა მოძალადე მ------ ჭ----------ე და ასევე მიუთითა, რომ 2019 წლის 3 თებერვლის შემთხვევა არ იყო ძალადობის პირველი ეპიზოდი, მ------ ჭ----------ის მხრიდან ძალადობას წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი.

 

2.8.სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზარალებული რ---- გ-------–---ი. რ---- გ-------–---მა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2019 წლის 3 თებერვალს, მეუღლემ მ------ ჭ----------ემ მოუქნია ხელი. მოქნეული ხელი მოხვდა წარბში, იგრძნო წარბის არეში ტკივილი და წვა. დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში არავერბალური ფორმითაც, თვალბუდის არეში ხელის მითითებით დაადასტურა მ------ ჭ----------ის მხრიდან დაზიანების მიყენების ფაქტი, თუმცა შეეცადა ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განზრახვის გამორიცხვას და ამ მიზნით ფაქტების დამახინჯებას, კერძოდ, რ---- გ-------–---მა ზეპირ ჩვენებაში განაცხადა, რომ 2019 წლის 3 თებერვალს, სახლში ადგილი ჰქონდა მ------ ჭ----------ეს და დაზარალებულის ძმას ი----- გ-------–---ს შორის შეხლა-შემოხლას, გაშველების დროს, მ------ ჭ----------ის მოქნეული ხელი შემთხვევით მოხვდა წარბის არეში. დაზარალებულის ზეპირ ჩვენებას განზრახვის გამორიცხვასთან დაკავშირებით აბათილებს თავად რ---- გ-------–---ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე. რ---- გ-------–---მა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ ოქმის ბოლოს ხელით მინაწერი ,,ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“ მის მიერ არის შესრულებული, ასევე დაადასტურა, რომ ოქმის ბოლოს ხელმოწერა მას ეკუთვნის. გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 3 თებერვალს, მ------ ჭ----------ემ განზრახ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ტკივილი, ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,...ჩემი ძმა შესული იყო აბაზანაში ხელის დასაბანად და როდესაც გამოვიდა აბაზანიდან, აბაზანის კართან ჩემმა მეუღლემ რაღაც უთხრა მას, ი-----ც შეეპასუხა, რა დროსაც მ------მ დაუწყო მას გინება და მუშტების რტყმა თავისა და სახის არეში. ი----- ცდილობდა თავის დაცვას და ხელებს იფარებდა, თუმცა მ------მ იგი ფიზიკურად დაჯაბნა. მე მივვარდი მ------სთან და ვცდილობდი მის მოშორებას ჩემი ძმისგან, რა დროსაც მ------მ შემაგინა და ხელი ჩამარტყა სახეში მარჯვენა წარბთან, რა დროსაც მე განვიცადე ფიზიკური ტკივილი“. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის დანაშაულის თავისებურებას, ამ კატეგორიის დანაშაულისათვის დამახასიათებელია ლატენტურობა, ვინაიდან იგი ძირითადად დახურულ - ოჯახურ სივრცეში ხდება სადაც მხოლოდ მსხვერპლი და მოძალადე არიან, ხშირად დაზარალებულები მოძალადის შიშით ან მასზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო ვერ ააშკარავებენ ძალადობის ფაქტებს და სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც, დაზარალებულმა რ---- გ-------–---მა გამოკითხვის ოქმში დაადასტურა, რომ მ------ ჭ----------ის მხრიდან წარსულშიც ჰქონდა ადგილი რ---- გ-------–---ზე ძალადობას, თუმცა ძალადობის ფაქტი მსხვერპლმა ლატენტური დატოვა, დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში არაერთხელ გაუსვა ხაზი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას, აღნიშნა, რომ რ---- გ-------–---ი და მისი არასრულწლოვანი შვილი გ------- ჭ----------ე ეკონომიკურად დამოკიდებული არიან მ------ ჭ----------ეზე, ოჯახი სოციალურად დაუცველია, ბრალდებულის დაკავების გამო ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა, ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს, სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებით არის განპირობებული მსხვერპლის მხრიდან ზეპირ ჩვენებაში ფაქტების გარკვეულწილად დამახინჯება. ბრალდებულის მხრიდან განზრახ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი დასტურდება როგორც მსხვერპლის გამოკითხვის ოქმით, ასევე სხვა წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებით: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ძალადობის მატერიალური ფაქტი, ექსპერტიზის დასკვნა დეტალურად აღწერს შემოწმების მომენტში მსხვერპლის მიერ საქმის შედეგით დაუინტერესებელი პირისთვის - ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ძალადობის ხერხის, მიმყენებელი პირის და მოძალადის განზრახვის თაობაზე ,,შესამოწმებლის გადმოცემით - 2019 წლის 3 თებერვალს, დაახლოებით 11 საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა მარჯვენა თვალბუდის მიდამოში.“ იგივე ინფორმაციას მსხვერპლი აწვდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმს თ----- ქ------–-ას, კლინიკური დიაგნოზის დადგენის დროს აცხადებს, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც აისახა კიდევაც პაციენტის #2------ სამედიცინო ბარათში. ოჯახური ძალადობის საქმეებში მნიშვნელოვანია გაირკვეს თუ ვინ სთხოვა დახმარება სახელმწიფოს, მოცემულ შემთხვევაში შეტყობინების ინიციატორია უშუალოდ მსხვერპლი, რ---- გ-------–---ი. შეტყობინებაში მსხვერპლი პირდაპირ უთითებს, რომ ცოლს ურტყამს მეუღლე. სწორედ ეს გახდა საფუძველი მყისიერი გამოძიების დაწყების სახელმწიფოს პოზიტი----- ვალდებულებიდან გამომდინარე. შეტყობინებიდან მცირე დროში, საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხა მსხვერპლი, ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ ნადვილად ჰქონდა ადგილი ოჯახში ფიზიკურ ძალადობას, არცერთ დასახელებულ მტკიცებულებაში დაზარალებული არ საუბრობს გაუფრთხილებლობით ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაზე.

 

2.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი 2019 წლის 3 თებერვალს ჩადენილ ძალადობასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ დაზიანებას შორის დგინდება დაზარალებულის ჩვენებით, პაციენტის სამედიცინო ბარათითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული მტკიცებულებების მიხედვით, მსხვერპლს შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები. მიზეზობრივ კავშირს ასევე მოწმობს ,,112“-ის შეტყობინების ბარათი. რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობას - ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდას, პაციენტის სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ ძალადობის შემდგომ მსხვერპლი უჩიოდა ტკივილს თავის არეში, საერთო სისუსტეს, კანკალს, კიდურების დაბუჟებას, ტკივილს მარჯვენა თვალის არეში. ექსპერტის განმარტებითაც შემოწმებისას მსხვერპლი ტკივილს უჩიოდა სწორედ თავის არეში. გარდა ამისა, დაზარალებულმა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა, რომ დარტყმის შედეგად იგრძნო წვა და ტკივილი.

 

2.10. ზემოთ განხილული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია 2019 წლის 3 თებერვალს, მ------ ჭ----------ის მხრიდან რ---- გ-------–---ზე განზრახ ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

ოჯახში ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

2.11. გამომძიებლის გ---- ბ-–---–---–ის ჩვენებით, გამოძიების ეტაპზე, რ---- გ-------–---ის გამოკითხვით გამოვლინდა, რომ მ------ ჭ----------ემ 2018 წლის 15 დეკემბერს ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე გ------- ჭ----------ეზე, კერძოდ, თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი.

 

2.12. რ---- გ-------–---მა ზეპირ ჩვენებაში განმარტა, რომ ჰყავს არასრულწლოვანი შვილი - გ------- ჭ----------ე, რომელიც არის გონებრივად ჩამორჩენილი, სჭირდება რამდენჯერმე ერთი და იგივე წინადადების განმეორება, მუდმივად ხმამაღლა და მკაცრად საუბარი, ფიზიკური ზემოქმედებაც. რ---- გ-------–---ის ჩვენებით, როდესაც ის და მისი მეუღლე არასრულწლოვან შვილს რამეს ვერ აგებინებენ ყურს უწევენ ხოლმე. 2018 წლის 15 დეკემბერს, მ------ ჭ----------ემ არასრულწლოვან შვილს ფეხსაცმლის თასმის არასწორად შეკვრის გამო მისცა შენიშვნა, სამჯერ დაარტყა მხარზე ხელი და შეაჯანჯღარა. ძალადობის შედეგად გ------- ჭ----------ე შეიშმუშნა და თავი დახარა.

 

2.13. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ფსიქოლოგი თ----- ბ----–---–ი, რომელიც გამოძიებაში ესწრებოდა არასრულწლოვანი დაზარალებულის გ------- ჭ----------ის გამოკითხვას. ფსიქოლოგის ზეპირი ჩვენებით არასრულწლოვანმა გამოკითხვის დროს გამომძიებელს განუცხადა, რომ მამამ ფეხსაცმლის თასმების არასწორად შეკვრის გამო თავში სამჯერ დაარტყა ხელი.

 

2.14. რაც შეეხება თავად არასრულწლოვან გ------- ჭ----------ეს, მან ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა ძალადობის ფაქტი, თუმცა შეამცირა ძალადობის მასშტაბი და ფაქტობრივი გარემოება განსხვავებულად გადმოსცა. არასრულწლოვანი დაზარალებულის გ. ჭ----------ის ზეპირი ჩვენებით, შემთხვევის დღეს გაუჭირდა ფეხსაცმელზე თასმების შეკვრა, არასწორად იკრავდა, რაზეც მამა გაუბრაზდა და საჯდომზე ხელი წამოარტყა.

 

2.15. დაზარალებულის ზეპირი ჩვენების პარალელურად გამოქვეყნდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, ამონარიდი გ. ჭ----------ის გამოკითხვის ოქმიდან ,,2018 წლის 15 დეკემბერს, როდესაც მისაღებ ოთახში ფეხსაცმელები შევიკარი თასმებით, მამამ დამიწყო ჩხუბი, თუ რატომ არ მქონდა თასმები შეკრული სწორად. რა დროსაც ხელი ჩამარტყა თავში სამჯერ, მე განიცადე ფიზიკური ტკივილი“.

 

2.16. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს ოჯახში ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 დეკემბერს, მ------ ჭ----------ემ ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე გ------- ჭ----------ეზე, ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, შეიშმუშნა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ გ------- ჭ----------ე არის ბრალდებულის ბიოლოგი----- შვილი, ცხოვრობდნენ ერთად, შესაბამისად, მოძალადეს შეცნობილი ჰქონდა მსხვერპლის ასაკი, თუმცა ამის მიუხედავად განზრახ ფიზიკურად იძალადა მასზე.

 

2.17.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.17.1. ბრალდებულმა მ------ ჭ----------ემ გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო დასკვნით და საბოლოო სიტყვაში გამორიცხა მისი მხრიდან ოჯახში ძალადობის ჩადენა მეუღლის და არასრულწოვანი შვილის მიმართ.

 

2.17.2.სასამართლო მიმოიხილავს დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ არსებით საკითხებს.

 

ა). დაცვის მხარის პოზიცია, არ იქნეს გაზიარებული დაზარალებულების რ---- გ-------–---ის და გ------- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმები და სასამართლო დაეყრდნოს მხოლოდ მათ ზეპირ ჩვენებას, რომელიც გამორიცხავს მ------ ჭ----------ის მხრიდან 2019 წლის 3 თებერვალს რ---- გ-------–---ზე განზრახ ხელის დარტყმას, ხოლო 2018 წლის 15 დეკემბერს გ------- ჭ----------ეზე ფიზიკურ ძალადობას,- სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლი ადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმის გამოკითხვის ოქმის გამოკვლევის პროცედურას და შესაძლებლობას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში რ---- გ-------–---ის და გ------- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმები გამოქვეყნდა კანონის შესაბამისად, ანუ პროცედურული ნაწილი მტკიცებულების გამოქვეყნების დაცულია, რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ ზეპირი ჩვენება საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე მითითებით და არა გამოკითხვის ოქმი - სამართლებრივად არამართებულია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი 24-ე პუნქტში, რაზედაც დაცვა აპელირებდა, აკეთებს მოწმის ჩვენების და არა მტკიცებულების დეფინიციას - ,,მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“ და ეს ლოგიკურიც არის, ვინაიდან გამოძიებაში მოწმის გამოკითხვა ხდება და არა დაკითხვა. მტკიცებულების არსი და ტერმინი განმარტებულია არა მოწმის ჩვენების დეფინიციაში, არამედ 23-ე პუნქტში: ,,მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას“. ანუ, მტკიცებულებას წარმოადგენს როგორ მოწმის ზეპირი ჩვენება, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის მოწმის გამოკითხვის ოქმი), რითიც შესაძლოა დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები. ამავე ნორმის თანახმად ,,დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო, კინო-, ვიდეო-, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით“. დაზარალებულების რ---- გ-------–---ის და გ------- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმები წარმოადგენს დოკუმენტებს, ვინაიდან მათში ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, გარდა ამისა, გამოკითხვის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის დაცვით და რ---- გ-------–---ი და გ------- ჭ----------ე გამოკითხული არიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად, ამავე დროს, გამოკითხვის ოქმები წინასასამართლო სხდომაზე დაშვებულია, როგორც მტკიცებულება და დღის წესრიგში არ დამდგარა მათი დაუშვებლობის საკითხი. შესაბამისად, სასამართლომ სრულიად ლეგიტიმურად, მტკიცებულებითი არსიდან გამომდინარე გაიზიარა რ---- გ-------–---ის და გ------- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმები. დასახელებული გამოკითხვის ოქმების შინაარსის სანდოობაზე მოწმობს რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება: 1. როგორც რ---- გ-------–---მა, ასევე გ------- ჭ----------ემ ზეპირ ჩვენებაში დაადასტურეს, რომ ტექსტი ,,ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, ვეთანხმები, სწორია და ვაწერ ხელს“ შესრულებულია მათ მიერ, ასევე დაადასტურეს, რომ ოქმების ბოლოს ხელმოწერები ეკუთვნით მათ. 2. დაზარალებულებმა ზეპირ ჩვენებაში გამორიცხეს გამოკითხვის პროცესში გამომძიებლის მხრიდან ზეწოლის, ზემოქმედების, მუქარის, მამხილებელი ჩვენების მიცემაში დაყოლიების ფაქტი. საქმის მასალებით არაფერი მიუთითებს მასზედ, რომ დაზარალებულებს გამოძიების ეტაპზე ჰქონდათ ფარული ზრახვები ცრუდ ემხილათ ოჯახის წევრი. მათი ზრახვები შეამცირონ ძალადობის მასშტაბი ან გამორიცხონ დანაშაულის განზრახვა გამოვლინდა სწორედ ზეპირი ჩვენებით, დაზარალებულები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ ოჯახი ეკონომიკურად დამოკიდებულია ბრალდებულზე, ამ უკანასკნელის დაკავებით გაუარესდა მათი სოციალური მდგომარეობა, რის გამოც სურთ, რომ ბრალდებული მალე გათავისუფლდეს დაკავებიდან. აქვე ნიშანდობლივია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა დაზარალებულმა, რომელსაც პროკურორმა წაუკითხა გამოკითხვის ოქმი, დაადასტურა ამ ოქმში მის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია სამჯერ თავის არეში დარტყმასთან დაკავშირებით, რომელიც ეტკინა, თუმცა ჩაკითხვების შემდეგ არასრულწლოვანმა შეცვალა პოზიცია და შეამცირა ძალადობის მასშტაბი, რაც იყო მსხვერპლში სტოკჰოლმის სინდრომის დემონსტრირების ნათელი მაგალითი. მკაფიო იყო მსხვერპლში სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც აგრესორის მიმართ ჰქონდა. 3. დაზარალებულ გ------- ჭ----------ის გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაციის სანდოობაზე მიუთითებს ფსიქოლოგის თ----- ბ----–---–ის ზეპირი ჩვენება, ფსიქოლოგის განმარტებით, არასრულწლოვანი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, გამოკითხვისას შეკითხვების ნაწილს პასუხობდა თამამად, ხოლო ნაწილისთვის სჭირდებოდა დრო მოსაფიქრებლად. მისი კოგნიტური განვითარება არის ნორმალური, შეესაბამება მისი თანატოლების განვითარების დონეს. არასრულწლოვანი სრულად აცნობიერებდა დასმულ შეკითხვებს და თავად აყალიბებდა პასუხებს. გამოკითხვისას არასრულწლოვანი საუბრობდა მშობლების კონფლიქტის შესახებ, კერძოდ მამის მხრიდან განხორციელებულ ჩხუბის ფაქტზე. დაზარალებულმა გამომძიებელს განუცხადა, რომ მამამ ფეხსაცმლის თასმების არასწორად შეკვრის გამო თავში სამჯერ ჩაარტყა ხელი. დაკითხვის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანი გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი.

 

ბ).სასამართლო აკეთებს ხაზგასმას მასზედ, რომ სასამართლოს დასკვნა 2019 წლის 3 თებერვლის ეპიზოდში, არ ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულის რ---- გ-------–---ის გამოკითხვის ოქმს. საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნა, დასკვნაში კომპლექსურად არის პასუხი გაცემული დანაშაულის შემადგენლობაზე, მსხვერპლის სხეულზე კვალის აღმოჩენით დადასტურებულია ძალადობის მატერიალური ფაქტი, ასევე დადასტურებულია ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის კომპონენტი, მსხვერპლი გამოკვლევის პროცესშიც განიცდიდა ტკივილს თავის არეში, რაც პირდაპირ კავშირშია დაზიანების ლოკალიზაციასთან - თვალბუდის არესთან. დასკვნის აღწერილობით ნაწილში შესამოწმებელი პირის - რ---- გ-------–---ის მიერ გადმოცემული ინფორმაციით მეუღლემ მასზე ფიზიკურად იძალადა, ძალადობის ფაქტობრივ გარემოებას და ძალადობით გამოწვეულ ტკივილს ასევე ადასტურებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი და პაციენტის სამედიცინო ბარათი. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ არცერთ დასახელებულ დოკუმენტში მსხვერპლი არ მიუთითებს შემთხვევითობით ჩადენილ ძალადობაზე, უფრო მეტიც, როგორც შეტყობინებაში, ასევე გამომძიებელ გ---- ბ-–---–---–თან ვერბალური კომუნიკაციით, რ---- გ-------–---მა დაადასტურა მასზე განხორციელებული განზრახი ძალადობის ფაქტი.

 

გ).დაცვის მხარის მოსაზრება, გ------- ჭ----------ის ეპიზოდშიც სასამართლო დაეყრდნოს მხოლოდ მსხვერპლის ზეპირ ჩვენებას, აქაც მსგავსად რ---- გ-------–---ის ეპიზოდისა, გაზიარებული არ იქნა. დანაშაული დადასტურდა რ---- გ-------–---ის ზეპირი ჩვენებით, ამ უკანასკნელის მხრიდან აშკარად გამოკვეთილი განზრახვისა, არ მოეხდინა გამოძიებაში მიცემული ფაქტების დადასტურება, დაზარალებულმა გვერდი ვერ აუარა იმ ფაქტს, რომ მ------ ჭ----------ემ, 2018 წლის 15 დეკემბერს, ფეხსაცმლის თასმების არასწორად შეკვრის გამო სამჯერ დაარტყა ხელი არასრულწლოვან გ------- ჭ----------ეს, ძალადობის გამო იგი შეიშმუშნა, ამ შემთხვევაშიც აშკარად გამოვლინდა სტოკჰოლმის სინდრომი, როგორც ერთგვარი სიმპათია და მიზიდულობა აგრესორის მიმართ და მსხვერპლის დადანაშაულება მოძალადის ქცევების საპასუხოდ, რ---- გ-------–---ის ზეპირი ჩვენებით ოჯახში ერთგვარ ნორმას წარმოადგენდა არასრულწლოვანზე, რომელიც დიაგნოზირებულია როგორც გონებრივი ჩამორჩენილობის სპექტრის პირი,- ხელის წამორტყმა, ყურების აწევა (რ---- გ-------–---ის ჩვენებით, ზემოქმედების გარეშე ვერ იმორჩილებდნენ არასრულწლოვანს მისი გონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე), აღზრდის ეს მეთოდი მოწყვლად პირზე კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს სურათს, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. გ------- ჭ----------ე ძალადობაზე პროტესტს რ---- გ-------–---ის ჩვენებით გამოხატავდა არავერბალური ფორმით: თავის დახრით, შეშმუშვნით. გარდა რ---- გ-------–---ის ზეპირი ჩვენებისა, ფსიქოლოგმა თ----- ბ----–---–მა ზეპირ ჩვენებაში მკაფიოდ და დარწმუნებით განაცხადა, რომ მისი თანდასწრებით არასრულწლოვანმა გ------- ჭ----------ემ გამომძიებელს გამოკითხვის დროს დაუდასტურა, რომ მამამ თასმების არასწორად შეკვრის გამო სამჯერ დაარტყა თავში. ძალადობის ფაქტს მოწმობს არასრულწლოვნის გამოკითხვის ოქმი, ძალადობას არ გამორიცხავს დაზარალებულის ზეპირი ჩვენებაც, გ. ჭ----------ემ ძალადობის ფაქტობრივი გარემოება შეცვალა, თუმცა დაადასტურა, რომ მამამ საჯდომზე დაარტყა. რაც შეეხება ტკივილის კომპონენტს, რ---- გ-------–---ის ჩვენებით დარტყმის შემდეგ ბავშვი შეიშმუშნა, დახარა თავი, მისი ეს ემოცია სასამართლოს შეფასებით გამოწვეული იყო ტკივილით. სასამართლო ხაზს უსვამს ტკივილის განცდის ინდივიდუალური გამოხატვის თავისებურებას, ადამიანები ტკივილის განცდას სუბიექტურად გამოხატავენ, ამ შემთხვევაში ტკივილი გამოიხატა რ---- გ-------–---ის ჩვენებაში გაცხადებული არავერბალური ქმედებით ,,შეიშმუშნა, თავი დახარა“.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს.

 

3.4. სასამართლომ შეაფასა ზემოთგანხილული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ მ------ ჭ----------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული ბრალეული ქმედებები, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ------ ჭ----------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4.2. მ------ ჭ----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი - 2 ეპიზოდი და მსხვერპლთა სიმრავლე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, როგორიცაა დანაშაულის მასშტაბი - 2 ეპიზოდი, მსხვერპლთა რაოდენობა, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული არასრულწლოვანი მსხვერპლის განსაკუთრებული მოწყვლადობა არა მხოლოდ ასაკის, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. რ---- გ-------–---ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ძალადობას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, 2019 წლის 3 თებერვლამდეც იყო ოჯახში ფიზიკური ძალადობის ფაქტი რ---- გ-------–---ის მიმართ. სასამართლოს შეფასებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე დამნაშავეს უნდა განესაზღვროს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქცია, დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში მ------ ჭ----------ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლთა ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს ოჯახში ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------ ჭ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

2. მ------ ჭ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოო დანაშაულთა ერთობლიობით მ------ ჭ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით მ------ ჭ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 3 თებერვლიდან.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა