გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310018002587592
N3/122-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.10.2019 ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე- გურ-------–---–---------------------------------–----რი,მოსარჩელის წარმომადგენელი - ეკ----------------–-–-ილი
მოპასუხე - სე-------------ა
დავის საგანი : ზედმეტად ჩარიცხული საპენსიო თანხის ბიუჯეტში დაბრუნების თაობაზე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სე-------------ას დაეკისროს არასწორად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის 509.40 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.
გურ-------–---–---------------------------------–----რის წარმომადგენლის-ეკ----------------–-–-ილის განმარტებით სოციალური მომსახურების სააგენტოს გურ-------–---–---------------------------------–----რის ბენეფიციალი იყო ნა-----------ია, რომელსაც 1993 წლის 21 ივნისიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია, შემდგომში საპენსიო პაკეტი. ნა-----------იას სახელმწიფო პენსიის სახით ერიცხებოდა ყოველთვიურად 180 ლარი. ნა-----------იას კუთვნილ საპენსიო პაკეტს დამატებითი ბარათით ან მინდობილობი იღებდა სე-------------ა, აღნიშნული დასტურდება სე-------------ას განცხადებით, რომელშიც აღნიშნავს, რომ ნებაყოფლობით დააბრუნებდა ზედმეტად მიღებულ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტში.
ნა-----------ია გარდაიცვალა 2017 წლის 09 მარტს, ნა-----------იას 2017 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეში ჩაერიცხა საპენსიო პაკეტი, მას შემდეგ რაც ის გარდაიცვალა. ნა-----------იას გარდაცვალება გურ-------–---–---------------------------------–----რისთვის არ იყო ცნობილი, რის გამოც მოხდა მის სახელზე საპენსიო პაკეტის დარიცხვა.
მოსარჩელის მცდელობა, სე-------------ას უკანონოდ აღებული თანხიდან დარჩენილი - 509,40 ლარი დაებრუნებინა სახელმწიფო ბიუჯეტში და წარმოედგინა გადახდის ქვითარი, უშედეგოდ დასრულდა, 30 ლარის ჩარიცხვის შემდგომ აღნიშნულთან დაკავშირებით არ მიუმარტავს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისთვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სე-------------ამ შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ არ ყოფილა სადავოდა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. ნა--------------------–-------იას 1993 წლის 21 ივნისიდან დაენიშნა ასაკის პენსია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია ბენეფიციარის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ (იხ. ს/ფ 14).
3.1.2. ნა-----------ია გარდაიცვალა 2017 წლის 03 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს 18.07.2---– №---------- წერილი (იხ. ს/ფ 21).
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18.07.2---–ლის N--------- წერილი (იხ. ს/ფ 22);
3.1.3. 2017 წლის 01 ივლისიდან ნა-----------იას სახელმწიფო გასაცემელი შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია ბენეფიციარის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ (იხ. ს/ფ 14).
(იხ. ს/ფ 14).
3.1.4. სე-------------ას მიერ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებაში წარდგენილი იქნა განცხადება ფულადი დავალიანების არსებობის აღიარების შესახებ, ამავე განცხადებით სე-------------ამ აიღო პასუხისმგებლობა დაეფარა იგი ნაწილ-ნაწილ ყოველი თვის 30 რიცხვამდე.
სე-------------ამ მის მიერ განცხადების წარდგენის შემდეგ 2018 წლის 28 თებერვალს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხა 30 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სე-------------ას განცხადებები და ჩარიცხვის ქვითარი (იხ. ს/ფ 18-20)
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
- ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე’’ 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანება;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.
იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, პენსია არის პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა; პენსიის მიმღებად კი, მოიაზრება სპეციალური სუბიექტი - პენსიონერი, ანუ პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია (კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი).
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებისას მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ პენსია შეიძლება დანიშნული იქნეს პერსონალურად, კონკრეტული ცოცხალი პირის სასარგებლოდ და მისი გარდაცვალების შემდგომ, სახელმწიფოს უწყდება პენსიის გაცემის ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო გარდაცვლილი ნა-----------იას საპენსიო ანგარიშზე ჩარიცხული პენსია - 2017 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა, რადგან პენსიის მიმღები პირი -ნა-----------ია გარდაიცვალა 2----–-–--------------
6.2. ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე’’ 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ პენსია ერიცხება მხოლოდ უშუალოდ პენსიონერს და არა მის უფლებამონაცვლეს, რადგან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით რეგლამენტირებული პენსიის დანიშვნის საფუძვლები ცალსახად სუბიექტურ, პერსონალურ ხასიათს ატარებენ, რის გამოც ამ სამართალურთიერთობაში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. შესაბამისად, იმისთვის, რომ რაიმე თანხა პენსიად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია სახეზე გვყავდეს პენსიონერი. მოცემულ შემთხვევაში კი, ნა-----------ია - პირი, რომელსაც პენსია ჰქონდა დანიშნული, გარდაიცვალა 09.03.2017 წელს, რის შემდეგაც, კვლავ განხორციელდა შესაბამის ანგარიშზე აპრილის, მაისის და ივნისის თქვეებში 180 -180 ლარის ჩარიცხვა.
ამდენად, სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის ძალითაც სახელმწიფო ვალდებული იყო მოეხდინა პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა, აღარ ჰყავს მთავარი სუბიექტი - პენსიონერი. შესაბამისად, თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ აღარ მიიჩნევა პენსიად.
6.3. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. სახელდობრ, მოცემულ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოეხდინა პენსიონერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მისი გარდაცვალების შემდგომ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 180 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარე ცენტრის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სე-------------ას, უნდა დაეკისროს 504.40 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, სე-------------ა უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურ-------–---–---------------------------------–----რის სარჩელი სე-------------ას მიმართ არასწორად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის უკან დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. სე-------------ას დაევალოს უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) (აწ გარდაცვლილი ნა-----------იას სახელზე ჩარიცხული) – 509.40 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე