განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003206985
saqme #1/195-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - გ------- ნ----------,ბრალდებულ - ზ---- კ----–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034230819002
ბრალდებულ ზ---- კ----–---–-- მიმართ
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი - 4----------
დაბადებული - 1--0-.1--- წელი
განათლება - ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული
ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული - ს--------- რაიონი, სოფელი ქ----- ბ------
ფაქტობრივად მცხოვრები - ს--------, ა----–-----–-- ქუჩა №-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ზ---- კ----–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:40 საათზე, ქ. ს-------–-, ვ-–--ფ–----–-- ქუჩა №---ში მდებარე ნ--- ნ-–--–-–---–-- საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ზ---- კ----–---–-- ყოფილ მეუღლეს - ნ--- ნ-–--–-–---–- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შესახებაც ამ უკანასკნელმა მიმართა პოლიციას და გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №009763.
- 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ს-------–-, ვ-–--ფ–----–-- ქუჩა №---ში მდებარე ნ--- ნ-–--–-–---–-- საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ზ---- კ----–---–-- ყოფილ მეუღლეს - ნ--- ნ-–--–-–---–- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შესახებაც ამ უკანასკნელმა მიმართა პოლიციას და გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №013260.
- 2018 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 21:15 საათზე, ქ. ს-------–-, ს-------–---–-- ქუჩაზე, ნ--- ნ-–--–-–---–-- სახლისკენ მიმავალ გზაზე, ზ---- კ----–---–- ახორციელებდა ყოფილი მეუღლის - ნ--- ნ-–--–-–---–-- კონტროლს, თუ სად იმყოფებოდა და გადაადგილდებოდა იგი და ნ--- ნ-–--–-–---–- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შესახებაც ამ უკანასკნელმა მიმართა პოლიციას და გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №007102.
- 2019 წლის 31 იანვარს, ქ.ს-------–-, კ--------- ქუჩა №--ში მდებარე ნ--- ნ-–--–-–---–-- კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ---- კ----–---–-- ყოფილ მეუღლეს - ნ--- ნ-–--–-–---–- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შესახებაც ამ უკანასკნელმა მიმართა პოლიციას და გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №007111.
- 2019 წლის 22 აგვისტოს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ზ---- კ----–---–- მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა ყოფილ მეუღლეს - ნ--- ნ-–--–-–---–- და უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რა დროსაც მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო, 2019 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ.ს-------–-, კ--------- ქუჩა №--ში მდებარე ნ--- ნ-–--–-–---–-- კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ---- კ----–---–- მივიდა ყოფილ მეუღლესთან - ნ--- ნ-–--–-–---–---- სამსახურში, რა დროსაც ხმამაღლა უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და გამოჭრიდა ყელს.
ზ---- კ----–---–-- 2018 წლის მაისიდან 2019 წლის აგვისტოს განმავლობაში განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფის შედეგად, ნ--- ნ-–--–-–---–-- განიცადა ტანჯვა, ხოლო, 2019 წლის 23 აგვისტოს განხორციელებული მუქარის შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ესე იგი, ზ---- კ----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ზ---- კ----–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ---- კ----–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, ბრალდებულმა ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 4 ოქტომბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ზ---- კ----–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ---- კ----–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ---- კ----–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება №2237422 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი; დადგენილება ნ--- ნ-–--–-–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ ნ--- ნ-–--–-–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - გ--- მ----–---–--, ე-–--- მ------–---–--ა და მ--- ნ------–---–-- გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ზ---- კ----–---–-- დაკავების ოქმი; ზ---- კ----–---–-- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ზ---- კ----–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ზ---- კ----–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ზ---- კ----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზ---- კ----–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები., მომხდარი ფაქტიდან განაჩენის გამოტანამდე, მისი მხრიდან არ განხორციელებულა და არ განმეორებული რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გარკვეულწილად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიღო შესაბამისი შედეგი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ---- კ----–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ---- კ----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.
2. ზ---- კ----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის ძირითად სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 (ასი) საათის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და იმავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და ზ---- კ----–---–- დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 (ასი) საათის ოდენობით.
4. გაუქმდეს ზ---- კ----–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და სს ”საქართველოს ბანკში” გადახდილი გირაოს თანხა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს გ------- ქ--–--------- (პირადი №40001035643).
5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ---- კ----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 23 აგვისტოდან - 2019 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს, მსჯავრდებულ ზ---- კ----–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ზ---- კ----–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
9. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი