გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310019003110687
№3/22-2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21.10.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,,ჭ---------------------------------------------------–------“
წარმომადგენელი: გო------ი ჩუ-----ე, თა----- ტე-----ე
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: მა----ა ბა------ე
მესამე პირი: ს.ს.ი.პ ,,ქონების მართვის ეროვნული სააგენტო“
წარმომადგენელი: მი------- კი------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელე ს.ს. ,,ჭ---------------------------------------------------–------“-მ სარჩელი შემოიტანა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალური ოფისის 2019 წლის 23 ა-----–-- N 8------------09 სარეგისტრაციო წარმოების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2.მოსარჩელე ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019წლის 14 ი------ N2------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
1.3.მოსარჩელე ასევე ითხოვს საჯარო რეესტრისათვის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას, კერძოდ უძრავი ნივთის რეგისტრაციას საჩხერის რაიონის სოფელ სა----–- საჩხერის გზ-----–--–- N5-.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში მიუთითებს, რომ 2019 წლის 26 თ--------–- სააქციო საზოგადოება „ ჭ---------------------------------------------------–------“-ს ს/კ 2-------- დირექტორმა თა---- ტე-----ემ ( პ/ნ 5----------) საჯარო რეესტრის იმერეთის რეგიონალურ ოფისში წარადგინა 8----------- სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სა----–-, საჩხერის გზ-----–--–--- მდებარე 1--- კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე) სს „ ჭ---------------------------------------------------–------ს (2--------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
2019 წლის 23 აპრილს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 8------------09 გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინფორმაცია.
სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 2019 წლის 25 თ--------–- N 6---- წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაცია, იყო თუ არა სახელმწიფოს მიერ განკარგული ის უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა ან მიწის ნაკვეთი) რომელზეც სააქციო საზოგადოება „ჭ---------------------------------------------------–------“ ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 6/----- (16.03.2019) წერილის თანახმად სს „ჭ----------------------------------------------------–------ს “ ს/კ 2-------- აქციები პრივატიზებულ იქნა მათი განკარგვის განხორციელებისას მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესით, თუმცა სააგენტოს არქივში დაცულ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში დაცული არ არის ინფორმაცია საზოგადოების კაპიტალში რიცხული/ ბალანსზე არსებული უძრავი ქონების( შენობა -ნაგებობის) ზუსტი მდებარეობის და გავრცელების საზღვრების შესახებ რისი გათვალისწინებით, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ზემოაღნიშნული საწარმოს კაპიტალში რიცხული და N 8---------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ქონების იდენტურობის შესახებ. ამავე წერილზე თანდართული დოკუმენტაციით დგინდება რომ 1993 წლის პირველი ა-----–-- მდგომარეობით ბალანსზე არსებული ობიექტების ჩამონათვალი: ადმინისტრაციული შენობა, პროფილაქტიკა, თბოტრასა, სადისპეჩერო, ბენზინკალონკა, საკონტროლო გამშვები პუნქტი, მარაგნაწილების საწყობი, აბანო, საპირფარეშო, საძროხე, საფრინველე, საღორე, შემოღობვა, კანტორა, ბასეინი, მიწის ფართობი 3 ჰა, ფინური სახლი-2ც, გასასვლელი პუნქტი, ტერიტორიის კეთილმოწყობა.
მოსარჩელის პოზიციით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანდართული დოკუმენტაციით დგინდება სს ჭ----------------------------------------------------–------ს ბალანსზე 1993 წლის პირველი ა-----–-- მდგომარეობით არსებული ქონების ჩამონათვალი, რომელსაც თუ შევადარებთ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე არსებულ უძრავ ქონებას მარტივად იქნება დადგენილი იდენტურობა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერითაც ირკვევა რომ სს „ჭ----------------------------------------------------–------ს“ იურდიულ მისამართს წარმოადგენს საჩხერის გზ-----–--–- N5- რაც იმაზე მიუთითებს , რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი არის სს „ჭ----------------------------------------------------–------.“ ამავე ამონაწერით ირკვევა რომ 2009 წლის 20 მ------- ქუთაისის რეგიონალური ცენტრის მიერ ყადაღა დაედო სს „ჭ----------------------------------------------------–------ს“ სახელზე არსებულ ქონებას და მოხდა ქონების აღწერა ქონების ჩამონათვალი თუ იქნება შედარებული სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ ამავე საწარმოს ბალანსზე არსებული ქონების ჩამონათვალს მარტივად დადგინდება იდენტურობა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „ჭ----------------------------------------------------–------„ არის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ სა----–- საჩხერის გზ-----–--–-ს N5- -ში არსებული 1--- კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კანონიერ მფლობელი აღნიშნულ ორგანიზაცია საქმიანობას ახორციელებს მოცემულ მისამართზე წლებია, და განკარგავს დანიშნულებისამებრ ყველა იქ მდებარე უძრავ ქონებას. მისი საკუთრების უფლება დღემდე ეჭქვეშ არ დაყენებულა ხელი არ შეშლიათ საქმიანობაში და აქედან გამომდინარე რეგისტრაციის პროცედურის გავლის აუცილებლობა არ იდგა დღის წესრიგში. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არის კონსტიტუციით აღიარებული და დაცული საკუთრების უფლების უხეში დარღვევა .
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოითხოვა მისი უარყოფა. მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო:
2019 წლის 26 თ--------–- სააქციო საზოგადოება „ჭ---------------------------------------------------–------ს“ ს/კ 2-------- დირექტორმა თა---- ტე-----ემ (პ/ნ 5----------) საჯარო რეესტრის იმერეთის რეგიონალურ ოფისში წარადგინა 8----------- სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სა----–-, საჩხერის გზ-----–--–--- მდებარე 1--- კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე) სს „ ჭ---------------------------------------------------–------ს (2--------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია და მიუთითა N8---------- სარეგისტრაციო განცხადების თანდართულ დოკუმენტაციაზე.
2019 წლის 21 მარტს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N 8------------07 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო ძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იქნა წარდგენილი. 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლოს იურდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, რის გამოც, „ საჯარო რეესტრის შესახებ: „ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.
მითითებულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ სააგენტოს მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, N8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 3-.0-.4-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება დაფიქსირდა.
2019 წლის 23 აპრილს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N 8------------09 გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში მარეგურირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინფორმაცია.
რაც შეეხება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის მოსაზრებით 2019 წლის 14 ი------ N 2----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას, მიგვაჩნია რომ აღნიშნული გადაწყვეტილებაც კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნული აქტის მიღების დროს სააგენტო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამომდინარე, კერძოდ. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით . სააგენტო დაეთანხმა მარეგისტრირებელ ორგანოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, მიაჩნია, რომ იგი კანონიერად იქნა გამოცემული, ხოლო ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არც დაინტერესებული პირის მიერ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და აღნიშნული დოკუმენტის მოძიება ვერც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსი ვერ განხორციელდა . მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონიერად მიიღო, საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-22 მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება,2.2. მესამე პირმა ს.ს.ი.პ ,,ქონების მართვის ეროვნული სააგენტო“-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. წარმომადგენლის განმარტებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადაო გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მესამე პირი სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლოს იურდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება,3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სს „ჭ---------------------------------------------------–------“ შემდგომში საზოგადოება დაფუძნებულია „ მეწარმეთა შესახებ „ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სახელწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანების სააქციო საზოგადოების გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის N 288 დადგენილების და მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით. ქალაქ ჭიათურის სასამართლოს 1996 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით სარეგისტრაციო N1----6 აღნიშნული საწარმო ხელახლა იქნა რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით. საწარმოს საიდენტიფიკაციო ნომერია 2-------- იურიდიული მისამართია საჩხერის გზ-----–--–- N5-
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 47),- წესდება(ს.ფ.14-24)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.2. 2019 წლის 26 თ--------–- სააქციო საზოგადოება „ჭ---------------------------------------------------–------ს“ ს/კ 2-------- დირექტორმა თა---- ტე-----ემ (პ/ნ 5----------) საჯარო რეესტრის იმერეთის რეგიონალურ ოფისში წარადგინა 8----------- სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სა----–-, საჩხერის გზ-----–--–--- მდებარე 1--- კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ( მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე) სს „ ჭ---------------------------------------------------–------ს (2--------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია და მიუთითა N8---------- სარეგისტრაციო განცხადების თანდართულ დოკუმენტაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადებები და ნახაზები(ს.ფ. 101-105)
- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.106)
მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 27 თ--------–- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N 8------------08 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან N 6---- (25.02.2019 წ) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია, რაც შეეხება N 8----------- სარეგისტრაციო განცხადებას, მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადაიდო N 6---- (25.02.2019წ ) წერილის პასუხის მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება (ს.ფ 97)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.4.2019 წლის 21 მარტს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N 8------------07 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოსი სარეგისტრაციო ძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იქნა წარდგენილი. 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლოს იურდიულმა პირმა დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება, რის გამოც, „ საჯარო რეესტრის შესახებ: „ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად , სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. იმერეთის რეგიონულმა ოფისმა დაინტერესებული პირისგან 30 კალენდარული დღის ვადაში მოითხოვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
2019 წლის 23 აპრილს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N 8------------09 გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში მარეგულირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება (ს.ფ 98)
- გადაწყვეტილება(ს.ფ.99)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.5. მითითებულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ სააგენტოს მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, N8----------- განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 3-.0-.4-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდება დაფიქსირდა.
უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის მონაცემებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სა----–-, საჩხერის გზ-----–--–--- მდებარე 37841 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი (3-.0-.4-.2--) რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრების უფლება (რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 აგვისტოს N 1/3-2--- ბრძანება).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება (ს.ფ 98)
-რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.106)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N 6/----- ( 16.03.2019წ ) წერილის თანახმად სს „ჭ---------------------------------------------------–------ს“ ს/კ 2-------- აქციები პრივატიზებულ იქნა მათი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა სააგენტოს არქივში დაცულ საპრივატიზებო დოკუმენტაციაში( ასლი თან ერთვის) დაცული არ არის ინფორმაცია საზოგადოების კაპიტალში რიცხული/ ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ( შენობა ნაგებობების ) ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების შესახებ, რისი გათვალისწინებით, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ზემოაღნიშნული საწარმოს კაპიტალში რიცხული და N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილ საკადასტრო -აზომვით ნახაზზე ასახული ქონების (რომლის საკადასტრო საზღვრები ფარავს სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის ფარგლებში რეგისტრირებული უძრავი ნივთის, კერძოდ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სა----–-, საჩხერის გზ-----–--–--- მდებარე 37841 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ( საკადასტრო კოდი ( 3-.0-.4-.2--) საკადასტრო საზღვრებს) იდენტურობის დადგენაზე“. ამავე წერილში წერილის ავტორი მიუთითებს„ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში ( სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-74 მუხლზე
N6 /----- (16.03.2019) წერილის თანდართული დოკუმენტაციით დგინდება 1993 წლის პირველი ა-----–-- მდგომარეობით ბალანსზე არსებული ობიექტების ჩამონათვალი: ადმინისტრაციული შენობა, პროფილაქტიკა, თბოტრასა, სადისპეჩერო, ბენზინკალონკა, საკონტროლო გამშვები პუნქტი, მარაგნაწილების საწყობი, აბანო, საპირფარეშო, საძროხე, საფრინველე, საღორე, შემოღობვა, კანტორა, ბასეინი, მიწის ფართობი 3 ჰა, ფინური სახლი-2ც, გასასვლელი პუნქტი, ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სს“ ჭ---------------------------------------------------–------ ს/კ 2-------- დირექტორისადმი სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს N6/----- (14.09.2018წ.) წერილის თანახმად სს“ ჭ---------------------------------------------------–------“ ს/კ 2-------- დაფუძნდა „სახელმწიფო საწარმოების, სახელწიფო საწარმოთა გაერთიანებების, სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 10 ა-----–-- N288 დადგენილებით განსაზღვრული წესით. სააგენტოს არქივში დაცული აქციათა საპრივატიზებო დოკუმენტაციის შესაბამისად, ვინაიდან განხორციელდა ზემოთხსენებული სუბიექტის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის პრივატიზება, შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს N 7----/ფ განცხადებით მოთხოვნილ უძრავ ნივთზე ამავე სუბიექტის სასარგებლოდ საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე “.სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს „ჭ---------------------------------------------------–------“-ს აქციონერი მოცემული პერიოდისათვის არ არის სახელმწიფო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ს.ფ 95)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
3.7. დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2019 წლის 22 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა საჩივარი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისის 2019 წლის 23 ა-----–-- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N 8------------09 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ი------ გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმავე მოტივით, რაც სადაო გადაწყვეტილებაშია მითითებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება (ს.ფ 109)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სს“ ჭ---------------------------------------------------–------ „-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზება - შეჯერების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოიცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი;
- სამოქალაქო კოდექსი.
-„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია
-„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგე მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერეს სასამართლოში დავის აღძვრისა.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლი რომლის თანახმადაც სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
6.4. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
6.5. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6.6. 2019 წლის 26 თ--------–- სააქციო საზოგადოება „ჭ---------------------------------------------------–------ს“ ს/კ 2-------- დირექტორმა თა---- ტე-----ემ (პ/ნ 5----------) საჯარო რეესტრის იმერეთის რეგიონალურ ოფისში წარადგინა 8----------- სარეგისტრაციო განცხადება და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სა----–-, საჩხერის გზ-----–--–--- მდებარე 1--- კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე) სს „ჭ---------------------------------------------------–------“-ს (2--------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია და მიუთითა N8---------- სარეგისტრაციო განცხადების თანდართულ დოკუმენტაციაზე.
6.7. „ საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად;
საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის მე-32 პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით დადგენილი ვადები აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო ამ გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში - მისი გამოქვეყნებიდან. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ამ მუხლით განსაზღვრული ვადების გაგრძელება დაუშვებელია.
საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
დადგენილია, რომ 2019 წლის 27 თ--------–- ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N 8------------08 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან N 6---- (25.02.2019 წ) წერილით გამოითხოვა ინფორმაცია, რაც შეეხება N 8----------- სარეგისტრაციო განცხადებას, მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადაიდო N 6---- (25.02.2019წ ) წერილის პასუხის მიღებამდე.
2019 წლის 23 აპრილს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N 8------------09 გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში მარეგულირებელ ორგანოში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ ინფორმაცია.
6.8.„ ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-74 მუხლის შესაბამისად 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელი იყო მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილება უძრავი ნივთის რეგისტრაციის თაობაზე.
6.9.სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 14 ი------ N 2----- გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, აღნიშნული აქტის მიღების დროს სააგენტო მოქმედებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამომდინარე, კერძოდ. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოება ჩატარებულია კანონის შესაბამისად .
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს, რომ სადავო აქტები გამოიცა კანონის დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შედეგად. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობით გამოცემული აქტების ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრების შესახებ, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს.
6.11. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის გასაჩივრებული აქტის მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტი შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანომა გადაწყვეტილება, ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილი და გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად, რითაც ასევე დაცულია ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები.
6.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
6.13.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.14. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონალური ოფისის 2019 წლის 23 ა-----–-- N 8------------09 სარეგისტრაციო წარმოების შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019წლის 14 ი------ N2------ გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არც მათი მომზადება-გამოცემისას ზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს მესამე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველიც.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,,ჭ---------------------------------------------------–------“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი