განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100119003218743 (№1-230/19)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29.10.2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე
პროკურორი - რა-----–----ე
ბრალდებული - არ---–-------ე
ადვოკატი - ხა-------------–-ა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173310819002 საქმე
ბრალდებულ არ---–-------ის მიმართ
მამის სახლი: სუ-–-----ი
დაბადებული: 0--------- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი
პირადი ნომერი:61---------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: სა–----–--
ნასამართლობის არ მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ქ. ბათუმი, გე------–----------ის ქ. №3.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. არ---–-------ემ იცოდა, რომ მის ძმას მა------------ეს გააჩნდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, რისთვისაც არ აძლევდა საშუალებას ეცხოვრა მამისეულ სახლში და სტუმრად მოსულიყო მათთან, რის გამოც ხშირი შელაპარაკება და ურთიერთ კამათი ქონდათ ერთმანეთში. არ---–-------ე მა------------ეს, თავისი სექსუალური ფუნქციიდან და შეხედულებიდან გამომდინარე იხსენიებდა აუგად, მის მიმართ გამოთქვამდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს და მასთან კამათისას თუ საუბრისას ამახვილებდა ყურადღებას განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე, მის ფუნქციაზე, ტრადიციულ როლზე საზოგადოებასა და ოჯახში. უარყოფდა მის უფლებებს და ჰქონდა სურვილი, რომ გაეკონტროლებინა თავისი ძმის ცხოვრების წესი. ყურადღებას ამახვილებდა მა------------ის - კაცის როლის თავისებურებებზე და მიუღებლად მიაჩნდა მისი ძმის განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, ურთიერთობა პარტნიორ მამაკაცებთან. არ---–-------ე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით გამოხატავდა შეუწყნარებლობას მა------------ის თავისუფალი ცხოვრების წესზე, რაც მიუღებელი იყო ამდაგვარი დამოკიდებულება მა------------ისათვის, რისთვისაც მიატოვა მამისეული სახლი, არ---–-------ესთან ერთად ცხოვრება და საცხოვრებლად გადავიდა სხვაგან. არ---–-------ისათვის მიუღებელი იყო მისი ძმის განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, რისთვისაც 2017 წლის სექტემბრის თვიდან, მას შემდგომ, როცა გაიგო არ---–-------ემ, რომ მა------------ეს გააჩნდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, 2018 წლის მარტის თვემდე, ვიდრე მა------------ე არ გახდებოდა იძულებული, რომ გადასულიყო საცხოვრებლად სხვაგან, ქალაქ ბათუმში, გ. კვ-------ის ქუჩა №3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სისტემატიურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ: აგინებდა, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს, ლანძღავდა, ხაზს უსვამდა მის განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას და ამცირებდა, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას, ასევე არ---–-------ემ, სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 2019 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, გ. კვ-------ის ქუჩა №3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სტუმრად მოსულ მა------------ეს, კერძოდ: უწოდა სალანძღავი სიტყვები, გამოთქვა უკმაყოფილება მის ცხოვრების წესზე, მოიხსენია აუგად თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე და მოთხოვა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი, რის შემდგომ უბიძგა, მოქაჩა ტანზე და მუშტი დაარტყა ერთხელ მარცხენა მხარეს ნეკნების არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, მიიღო დაზიანებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2.ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. არ---–-------ემ განმარტა, რომ ძმას მა------------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზუკური შეურაცხყოფა.
5. დაზარალებულმა მა------------ემ განაცხადა, რომ ძმამ, არ---–-------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
6.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 04 ოქტომბრის №006993119 დასკვნით, მა------------ესსამედიცინო შემოწმებისას მარცხენა გვერდითი და მარცხენა მხრის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ---–-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უდავოდ მიჩნეული ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ არ---–-------ის ბრალეულობას, კერძოდ, მოწმეების: ცი--–--------ის, ნა------–-–---–ის, მა---------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეზე დართული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა არ---–-------ემ ძმას, მა------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
სამართლებრივი შეფასება:
10. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ---–-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. არ---–-------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, სსკ 531 მუხლით გათვალისწინებული გარემოებაა დანაშაულის ჩადენა დაზარალებულის სექსუალური ორიენტაციის მოტივით.
12. არ---–-------ეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
13. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ---–-------ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, ხასითდება დადაებითად, ადრე არ არის ნასამართლევი, ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და თვითონ არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამასთანავე სასამართლო ითვალისწინებს სსკ 531 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ პირობას და დაუნიშნავს კანონით გათვალისწინებული მინიმუმზე ერთი წლით მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას. ზემო დასახელებული გარემებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ არ---–-------ემ გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“
პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ---–-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.გაუქმდეს მსჯავრდებულ არ---–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო და განაშენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გირაოს შემტანს გი----------–---ეს.
3. არ---–-------ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 31 აგვისტოდან 2019 წლის 02 სექტემბრის ჩათვლით.
4. საქმეზე დართული დისკი დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე