გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2019
საქმის ნომერი
100210019003133220
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210019003133220

№2/244-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16.10.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს.ი.პ. ,,ეროვნული სატყეო სააგენტო“

წარმომადგენელი: ც---- ვ---------–---–ი, მ-----– ხ---–---–---–ი

მოპასუხე: შ.პ.ს. ,,რ----“

წარმომადგენელი: ზ------ ჯ-------ე, გ--------- ჩ-------ე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ს.ს.ი.პ. ,,ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს (ს/ნ.2--------) მიერ საჩხერის რაიონულ სასამართლოში შემოტანილ იქნა სარჩელი შ.პ.ს. ,,რ----“-ს (ს/ნ.4--------) მიმართ.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და შპს „ რ---- “-ს შორის 2017 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა სახელწიფო შესყიდვის შესახეb N97 ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესახებ შპს „ რ----“ ( მიმწოდებელი) ვალდებული იყო განეხორციელებინა იმერეთის სატყეო სამსახურის ჭიათურა- საჩხერის სატყეო უბანში, ვანის სატყეოში, მე-5 კვარტალის მმე-5 ლიტერში, ( ტყეკაფის N 005-13-0023420) საორიენტაციოდ 457, 40კუბ.მ ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის მერქნული რესურსის ( წიფელი) დამზადების მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების პირობებისა და დანართ N1-ში მითითებული ტექნიკური დავალების შესაბამისად. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად მომსახურება ( ხე-ტყის დამზადება) და ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე. მიმწოდებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების 5.1 პუნქტით და ხელშეკრულების დანართი N1-ის 1.5 პუნქტით გათვალისწინებული ვადები, კერძოდ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასამზადებელი 457, 40 კუბ.მ მერქნული რესურსიდან დაამზადა 428,64 კუბ.მ მერქნული რესურსი და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ჩააბარა 2018 წლის 12 ნოემბერს ნაცვლად 2017 წლის 01 დეკემბრისა, 347 ( სამას ორმოცდაშვიდი ) დღის დაგვიანებით.

 

მომწოდებლის მიერ ასევე დარღვეული იქნა ხელშეკრულების 6.1.9 პუნქტით და ხელშეკრულებით დანართი N 1-ის 1.4..1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებულის ნარჩენები არ განათავსა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რაც 2017 წლის 19 ივნისის N97-9 დასკვნის საფუძველზე შეადგენს 171, 07 ლარს.

 

ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტის შესაბამისად- შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვანის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით. ასევე ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად- შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის , ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5 პროცენტის ოდენობით. ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის მიმწოდებელს ჯამში დაეკისრა 7354,59 ( შვიდი ათას სამას ორმოცდათოთხმეტი ლარი და 59 თეთრი) ლარის პირგასამტეხლო გადახდის ვალდებულება და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 06 დეკემბრის N 02/25091 წერილით პირგასამტეხლოს გადახდის ქვითრის შემსყიდველ ორგანიზაციაში წარდგენის ვადა განესაზღვრა. მიუხედავად წერილობით წარდგენილი მოთხოვნისა, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა დღემდე არ მომხდარა.

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს 7354,59 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ასევე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მათ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 220,64 ლარის გადახდას.

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. შ.პ.ს. ,,რ----“ს მიერ შემოტანილი იქნა შესაგებელი, სადაც წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნებს არ ეთანხმება, რადგან მოსარჩელის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები არასწორია. მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი 889ლარის და 38 თეთრის ნაწილში (ნარჩენების განთავსების ნაწილი და ასევე გაანგარიშებული პირგასამტეხლოს მეთოდით ყოველ გადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,01 პროცენტის ნაწილი.)

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და შპს „ რ---- “-ს შორის 2017 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა სახელწიფო შესყიდვის შესახეb N97 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად შპს „ რ----“ ( მიმწოდებელი) ვალდებული იყო განეხორციელებინა იმერეთის სატყეო სამსახურის ჭიათურა- საჩხერის სატყეო უბანში, ვანის სატყეოში, მე-5 კვარტალის მმე-5 ლიტერში, ( ტყეკაფის N 005-13-0023420) საორიენტაციოდ 457, 40კუბ.მ ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის მერქნული რესურსის ( წიფელი) დამზადების მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების პირობებისა და დანართ N1-ში მითითებული ტექნიკური დავალების შესაბამისად. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად მომსახურება ( ხე-ტყის დამზადება) და ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.19-21)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. ხელშეკრულების 11.1. მუხლის შესაბამისად შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით . ხელსეკრულების 11.2. მუხლის შესაბამისად შემსყოდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5 პროცენტის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.13-19)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2.3. მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით ხელშეკრულების შესაბამისად ათვისებულია 428, 640კუბ.მეტრი , ნაცვლად 457,4 კუბური მეტრისა. შესრულებულია 32062,27 ლარის სამუშაო. მოსარჩელის პოზიციით ხელსეკრულების შესაბამისად მოსარჩელისვე განხორციელებული გაანგარისების მეთოდით პირგასამტეხლო შეადგენს 7354,59 ლარს. ხელშეკრულება წარმოდგენილი სახით შესრულდა საბოლოო ჯამში 347 დღის დაგვიანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.23-44)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ს.ს.ი.პ.თვითმმართველი ერთეული უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ უნდა შემცირდეს გაანგარიშებული პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე,629-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.2.სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.3.სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია დადგენილია რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და შპს „ რ---- “-ს შორის 2017 წლის 17 აგვისტოს გაფორმდა სახელწიფო შესყიდვის შესახეb N97 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად შპს „ რ----“ ( მიმწოდებელი) ვალდებული იყო განეხორციელებინა იმერეთის სატყეო სამსახურის ჭიათურა- საჩხერის სატყეო უბანში, ვანის სატყეოში, მე-5 კვარტალის მმე-5 ლიტერში, ( ტყეკაფის N 005-13-0023420) საორიენტაციოდ 457, 40კუბ.მ ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყის მერქნული რესურსის ( წიფელი) დამზადების მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების პირობებისა და დანართ N1-ში მითითებული ტექნიკური დავალების შესაბამისად. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად მომსახურება ( ხე-ტყის დამზადება) და ამ მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 01 დეკემბრამდე. მითითებული ნორმებიდან სახეზეა ნარდობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი)

 

6.8.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.9.სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

6.7. ხელშეკრულების 11.1. მუხლის შესაბამისად შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით . ხელშეკრულების 11.2. მუხლის შესაბამისად შემსყოდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5 პროცენტის ოდენობით.

 

მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით ხელშეკრულების შესაბამისად ათვისებულია 428, 640კუბ.მეტრი , ნაცვლად 457,4 კუბური მეტრისა. შესრულებულია 32062,27 ლარის სამუშაო. მოსარჩელის პოზიციით ხელსეკრულების შესაბამისად მოსარჩელისვე განხორციელებული გაანგარისების მეთოდით პირგასამტეხლო შეადგენს 7354,59 ლარს. ხელშეკრულება წარმოდგენილი სახით შესრულდა საბოლოო ჯამში 347 დღის დაგვიანებით.

 

6.8.სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014.

6.9.სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილების, მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოს ოდენობის, შესრულებული სამუშაოს ხარისხის, მთლიანად შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებითა და შეფასების შედეგად სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრულად 3400 ლარის ოდენობით.

 

6.10.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

7.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს.ი.პ. ,,ეროვნული სატყეო სააგენტო“ სარჩელი და შ.პ.ს. ,,რ----“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შ.პ.ს. ,,რგან“-ს ს.ს.ი.პ. ,,ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 3400(სამიათასოთხასი) ლარის გადახდა.

 

2. ს.ს.ი.პ. ,,ეროვნული სატყეო სააგენტო“ -ს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 26 ლარი და 68 თეთრი (საგადახდო მოთხოვნაN 12333; გადახდის თარიღი – 11.07.2019 წ; განმკარგავი საბიუჯეტო ორ----ზაციის დასახელება - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, ს.კ.2--------; მიმღები ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების სახაზინო კოდი – 300223150; თანხა - 220.64 ლარი) კანონით დადგენილი წესით.

 

3. შ.პ.ს. ,,რგან“-ს ს.ს.ი.პ. ,,ეროვნული სატყეო სააგენტო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 75 ლარისა და 32 თეთრის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი