გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/50-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ივნისი, 2-19 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - ნ---ია ძაძამია
მოსარჩელე - გ------ი შ----ე;
წარმომადგენელი - თ---------- მ---ი;
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ს-----------ს რაიონული სამმართველო;
დაინტერესებული პირი - ქ--------ა ნ----ა;
მოთხოვნის არსი - გ------ი შ----ის მიმართ 2-19 წლის 12 ივნისს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ------ი შ----ის მიმართ საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ს-----------ს რაიონული სამმართველოს
უბნის ინსპექორ გამომძიებლის ს----ო შ-----–-ას მიერ 2-19 წლის 12 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0----- გაუქმება.
1.2. მოსარჩელის მითითებით 2-19 წლის 12 ივნის ჩაბარდა შსს ს-----------ს რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომელის მიერ 2-19 წლის 12 ივნისს 21:1- საათზე გამოცემული ,,შემაკავებელი ორდერი №0-----", რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მისი მხრიდან მოქალაქე ქ--------ე ნ----ას მიმართ ჩადენილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა (თუ როდის და სად არ არის მითითებული) და საამისოდ მას, როგორც ,,მოძალადეს" 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან რაიმე სახის ურთიერთობები. აღნიშნულ სამართლებრივ აქტს არ ვეთანხმები, ვინაიდან ე.წ. ,,მსხვერპლის" მხრიდან განხორციელებულ განაცხადს, თითქოსდა მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას არ შეესაბამება სიმართლეს. უფრო მეტიც - ის მოგონილია, რათა მხარემ როგორმე გადაფაროს მისი მხრიდან არაერთგზის ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომა, და ამით ის (და არა მარტი ის) ცდილობს ცილი დასწამოს მას, როგორც ს----–ის დ-----------ს, ვითომდა იგი არ შეეფერება მოცემულ პოზიციას და უკანონოდ ,,ავიწროებს" ს----–-ში დასაქმებულ პირებს. მუშაობს სსიპ ს-----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------ს საჯარო ს----–ის დ-----------ად. ს----–-ში ასევე პ--------ის პოზიციაზე დაკავებულია მოპასუხე ქ--------ე ნ----ა. ის (და არა მარტი ის) დაახლოებით ერთ წელზე მეტია ცდილობს მოშალოს ს----–-ში არსებული დისციპლინა, ჩაშალოს სასწავლო პროგრამა და საამისოდ ის მიმართავს უკანონო მოქმედებებს და ამით უხეშად არღვევს სოლის შინაგანაწესს და გან---ლების შესახებ საქართველოს კანონს. ბუნებრივია იგი როგორც დ-----------ი ვალდებულია მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მოპასუხე მხარის უკანონო მოქმედებაზე, კერძოდ მის (და არა მარტო) მიმართ არაერთხელ იქნა გამოცემული დისციპლინური ხასიათის დასჯადი ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია მოპასუხე მხარის და იმის ნაცვალდ, რომ სამართლებრივი გზით მოეხდიანა რეაგირება მის მიმართ გამოცემული აქტების ნაწილში, ის უკანონო მოქმედებით, შანტაჟის და ცილისწამების გზით ცდილობს შეუმლახოს რეპუტაცია და, მისივე სიტყვებით თუ იტყვის - ,,ჩამოგაშორებ არა მარტო ს----–-ს, არამედ გაგასახლებ კიდევაც..." ყოველივე ამის ფონზე უკანონოდ მიაჩნია სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ისე, რომ არც კი გამოკვლეულა გარემოებები და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და მიუთითა, რომ 2-19 წლის 1- ივნისს ს-----------ს რაიონულ სამმართველოში მიღებული იქნა N1------ განცხადება, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. გამოძიების პროცესში გამოკითხული იქნა ქ--------ა ნ----ა, რა დროსაც გაირკვა, რომ მასსა და ს----–ის დ-----------ს შორის არის კონფლიქტი, კერძოდ ს----–ის დ-----------ი გ------ი შ----ე თავის პ--------ზე ქ--------ა ნ----აზე სისტემატიურად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას, გენდერული ნიშნით, რაც გამოიხატება იმაში რომ ემუქრება სამსახურიდან გაგდებით ან სასტიკი საყვედურის გამოცხადებით; ასევე ბრალს დებს ს----–ის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელში, მაგრამ თუ რაში გამოიხატება აღნიშნული მას არასოდეს განუმარტავს მსხვერპლისათვის, ასევე აშანტაჟებს რომ გააჩნია მის მიმართ ფარული ჩანაწერი, რაც საკმარისი მიზეზია მისი სამსახურიდან გაშვებისა, არ აძლევს კუთვნილ შვებულებაში გასვლის უფლებას, რაც მას სჭირდება სულიერი სიმშვიდის მიღებისათვის, იგი ამცირებს მას, რომ ასაკოვანი ქალივით ფეხზე ვერ დგება და გაკვეთილს შესაბამისად ვერ ატარებს, ფიზიკურად ადარებს „კუ“-ს, მიუთითებს ასევე როგორც ქალს უნდა ეცვას კაბა და არ აქვს შარვლის ჩაცმის უფლება. მსხვერპლის ქ--------ე ნ----ას განმარტებით, მოძალადემ გ------ი შ----ემ მას 2-18 წლის სექტემბრის დასაწყისში, პ--------ების ე-–--ო გ-------ის, ს-----ო შ----ის, ნ---ო გ---–---ის, ნ---ია მ----–--ისა და ხ------ა ო-----–---–ის თანდასწრებით, ორივე მკლავში მოჰკიდა ხელი და მუცლის არეში მუხლი დააჭირა, რითაც მან იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო 2-18 წლის 3 დეკემბერს, მათ შორის მომხდარი შელაპარაკებისას, იგი გაიწია მასზე, ცემის მიზნით, რა დროსაც მათ შუაში ჩადგა პ--------ი ხ------ა ო-----–---–ი. ქ--------ა ნ----ას ზემოთ აღნიშნული ფიზიკურ ძალადობის შესახებ იმ პერიოდში არ განუცხადებია და ასევე მისივე განმარტებით, დ-----------ი გ------ი შ----ე მას ავიწროვებს, როგორც ქალს ანუ გენდერული ნიშნით.
აქედან გამომდინარე, საქართველო შს მინისტრის 2-14 წლის 0- დეკემბრის N45-ე მითითების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 2-19 წლის 12 ივნისს ს-----------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, პოლიციის კაპიტან ს----ო შ-----–-ას მიერ, ს-----------ს რაიონის სოფელ გ----------––ი მცხოვრები გ------ი შ----ის მიმართ, თანამშრომელ- ქ--------ე ნ----ას მიმართ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოცემულ იყო N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც გ------ი შ----ეს, პ/ნ 3---------- აეკრძალა მსხვერპლის ქ--------ე ნ----ას საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე მასზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მხარეებმა შემაკავებელ ორდერზე ხელი მოაწერეს.
გ------ი შ----ემ მის მიმართ გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი გაასაჩივრა ს-----------ს რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მისი გაუქმება, რასაც არ ეთახმება რადგან, შემაკავებელი ორდერის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა დაცვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია ძალაში დარჩეს ს-----------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, პოლიციის კაპიტან ს----ო შ-----–-ას მიერ გ------ი შ----ის მიმართ 2-19 წლის 12 ივნის გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი, მასში მითითებული პირობებით, რადგან იგი კანონიერადაა გამოცემული და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირმა განმარტა, რომ მხარეებს შორის არსებობს კონფლიქტი ეს არის უდავო ფაქტობრივი გარემოება. მიუღებელია დ-----------ის დამოკიდებულება მ--–---–---–ის მიმართ, მოსწავლეების თანდასწრებით ადარებს მას კუს, 80 წლის დედაბერს, აძლევს შენიშვნებს კერძოდ, ჩაცმულობასთან და ხელის ფრჩხილებზე ლაქის ფერთან დაკავშირებით, აიძულებს ხელისმოწერას ს---------ო ს-----ს ოქმებზე, აშანტაჟებს ფარული ჩანაწერებით, რომელიც მიაჩნია მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად, ბრალს დებს იმაში რაც არ ჩაუდენია, დაკაკუნების გარეშე შედის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას და თხოვს ფეხზე ადგომას, ეს ყოველივე არის დასტური იმისა, რომ ს----–ის დ-----------ი მასზე ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას გენდერული ნიშნით.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გ------ი შ----ე არის ს-----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------ს საჯარო ს----–ის დ-----------ი.
მტკიცებულება:
მხარეთა-ახსნა-განმარტებანი (სასამართლოს 2-19 წლის 16 ივნისის სხდომის ოქმი);
საჯარო ს----–ის დ-----------ის ბრძანება (ს.ფ.23)
3.1.2. ქ--------ა ნ----ა არის ს-----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------ს საჯარო ს----–ის პ--------ი და ამავე ს----–ის ს---------ო ს-----ს თ-------------ე.
მტკიცებულება:
მხარეთა-ახსნა-განმარტებანი (სასამართლოს 2-19 წლის 16 ივნისის სხდომის ოქმი);
ს-----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------ს საჯარო ს----–ის დ-----------ის მიმართვები (ს.ფ. 1- - 22)
3.1.3. ს-----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------ს საჯარო ს----–ის დ-----------ი ითხოვდა ამავე ს----–ის ს---------ო ს-----ს თ-------------ისგან ქ--------ან----ასგან სამეთვალყუირეო ს-----ს სხდომის მოწვევას ს----–ის 2-19 წლის ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად.
მტკიცებულება:
ს-----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------ს საჯარო ს----–ის დ-----------ის მიმართვა (ს.ფ. 1-)
3.1.4 უდავოა, ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობს კონფლიქტური დამოკიდებულება.
მტკიცებულება:
მხარეთა-ახსნა-განმარტებანი, მოწმეთა ჩვენება (სასამართლოს 2-19 წლის 16 ივნისის სხდომის ოქმი);
3.1.5 2-19 წლის 16 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ს-----------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს----ო შ-----–-ას მიერ გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი მოქალაქე გ------ი შ----ის (დაბადების თარიღი - 2-.0-.1--- წელი; პირადი №3----------). მიმართ, მსხვერპლი ქ--------ა ნ----ას (დაბადების თარიღი - 1-.1-.1--- წელი; პირადი №02-0-------). შემაკავებელ ორდერში ძალადობის ფორმად მითითებული იქნა ფსიქოლოგიური ძალადობა.
შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობებით: მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, იმ სახლთან მიახლოება,აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერიო სახის კომუნუკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-№0----- შემაკავებელი ორდერი (ს.ფ.14)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. გ------ი შ----ის მხრიდან ქ--------ა ნ----ას მიმართ გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს ადგილი არ აქვს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს გ------ი შ----ის მიმართ ს-----------ს შს რაიონული სამმართველოს მიერ 2-19 წლის 16 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერის - N0----- მსხვერპლის ქ--------ა ნ----ას გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, გამოცემის კანონიერების დადგენა. შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს, ამ შემთხვევაში ქ--------ა ნ----ას უფლებებს.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია („სტამბოლის კონვენცია“) უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სფეროში.
გენდერზე დაფუძნებული ძალადობა ქალთა მიმართ არის ისეთი ძალადობა, რომელიც მიმართულია ქალის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია (როგორიცაა იძულებითი აბორტი, ქალის გენიტალიების დასახიჩრება) ან ისეთი ძალადობა, რომელსაც ქალი ბევრად უფრო ხშირად განიცდის, ვიდრე მამაკაცი (როგორიცაა სქესობრივი ძალადობა, გაუპატიურება, დევნა, სქესობრივი შევიწროება, იძულებითი სტერილიზაცია);
სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გულისხმობს მსხვერპლთან მუდმივად, მიზანმიმართულად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს, შიშს, დათრგუნულობას, დეპრესიას. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: კრიტიკა, აგრესიული და შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ან ასეთი მიმართვა, დაშინება, ,,მსხვერპლის“ აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფა, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, საზოგადოებისგან იზოლირება, დაცინვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია. ფსიქოლოგიური ძალადობის მიზანია - მსხვერპლს დაეკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დააეჭვოს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში და რეალობის ადეკვატურ აღქმაში, პრობლემა შეექმნას სოციუმში სრულფასოვან პიროვნებად გამოვლენაში და შესაძლებლობების რეალიზებაში. ამდენად, მოძალადის მიზანია პიროვნების იდენტობის შელახვა, მასზე კონტროლის დამყარება და გარკვეული სახის სარგებელის (ემოციური, მენტალური, მატერიალური და სხვა) მიღება. მოძალადეს ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტების გამოყენების შემდეგ უმარტივდება მსხვერპლით მანიპულირება, რაც შედეგად მის პიროვნებაზე დომინირებას იწვევს. მოძალადე მიიჩნევს, რომ მისი (ძალადობრივი) ქმედება მსხვერპლთან ურთიერთობაში მეტად ეფექტურია მასთან ურთიერთობის „გასარკვევად“, რადგან სხვა არაძალადობრივი ქმედებებით ვერ ღებულობს იმ ,,შედეგს“ რაც მას ამ ურთიერთობიდან სურს.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;
მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოება, რომ გ------ი შ----ე და ქ--------ა ნ----ა დასაქმებული არიან ერთსა და იმავე საჯარო ს----–-ში, შესაბამისად ისინი სამსახურებივად ურთიერთობენ, აღნიშნულიდან გამომდინარე შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანშეწონილობა განხილული უნდა იქნეს ქალთა მიმართ ძალადობის გენდერული ნიშნით განხორციელების თვალსაზრისით.
მესამე პირის ქ--------ა ნ----ას და მისი შუამდგომლობით მოწვეული მოწმეთა განმარტებით გ------ი შ----ის მხრიდან ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით ძალადობას, კერძოდ, ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც ვერბალურად გამოიხატა მასში, რომ იგი შენიშვნებს აძლევდა ვინაიდან მოძრაობდა ნელა ადარებდა მას კუს, 80 წლის დედაბერს, ასევე აძლევდა შენიშვნებს კერძოდ, ჩაცმულობასთან და ხელის ფრჩხილებზე ლაქის ფერთან დაკავშირებით, აიძულებდა ხელისმოწერას ს---------ო ს-----ს ოქმებზე, აშაანტაჟებდა ფარული ჩანაწერებით, რომელიც მიაჩნია მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად, ბრალს დებდა მასში რაც არ ჩაუდენია, დაკაკუნების გარეშე შედიოდა საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას და თხოვდა ფეხზე დგომას,სასამართლოს მიაჩნია, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ („სტამბოლის კონვენცია“) ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ ქალთა წინააღმდეგ მიმართულ გენდერზე დაფუძნებულ ძალადობას.
ამასთან საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხისა და მესამე პირის მიერ მითითებული ფაქტები არ არის დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით, მხოლოდ მხარის ახსნა განმარტება სასამართლოსთვის არ არის სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულება რაიმე ფაქტის დასადასტურებლად, ხოლო მესამე პირის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების ნ---ო გ---–----ის, ხ------ა ო-----–---–ის და ს-----ო შ----ისათვის პირადად ცნობილი გარემოებების შესახებ მიცემული ჩვენებით სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობაზე, როგორიცაა ქ--------ა ნ----ას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, მითუმეტეს გენდერული ნიშნით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------ი შ----ის სარჩელი საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია („სტამბოლის კონვენცია“)
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალ ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
სასამართლო მიუთითებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ხოლო, ამავე კოდექსის 12.4 მუხლის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს;
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია („სტამბოლის კონვენცია“) უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სფეროში.
„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოცემული კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას. კონვენცია იცავს ყველას უფლებას იცხოვროს ძალადობისაგან თავისუფლად და კრძალავს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმას, რაც თავისთავად ქალის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას წარმოადგენს რაიმე მიზნისა და დასაბუთებული გამართლების გარეშე.
კონვენციის მიზნებისთვის გენდერი არის ის როლი, რომელსაც საზოგადოება აკისრებს მამაკაცებსა და ქალებს, აგრეთვე ის ქცევები, საქმიანობა და ნიშან-თვისებები, რომლებიც ქალისა და მამაკაცისათვის მიზანშეწონილად და სწორად ითვლება.
გენდერზე დაფუძნებული ძალადობა ქალთა მიმართ არის ისეთი ძალადობა, რომელიც მიმართულია ქალის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია (როგორიცაა იძულებითი აბორტი, ქალის გენიტალიების დასახიჩრება) ან ისეთი ძალადობა, რომელსაც ქალი ბევრად უფრო ხშირად განიცდის, ვიდრე მამაკაცი (როგორიცაა სქესობრივი ძალადობა, გაუპატიურება, დევნა, სქესობრივი შევიწროება, იძულებითი სტერილიზაცია);
სასამართლოს მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერის დანიშნულება არა მხოლოდ დაცვის სწრაფი რეაგირების საშუალებაა, არამედ იგი ესკალირებული ძალადობის პრევენციის საშუალებასაც წარმოადგენს. ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიღებული უნდა იქნეს არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ როდესაც რეალურად არსებობს აუცილებლობა მსხვერპლის დაცვისა მოძალადის მიერ განხორციელებული ძალადობისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ პირის ახსნა-განმარტება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება გარემოში განვითარებული კონკრეტული მოვლენების მიმართ, რომელიც არ არის გამყარებული რელევანტური მტკიცებულებებით და ობიექტურ დამკვირვებელს არ უქმნის გონივრულ ეჭვს ძალადობის რაიმე ფორმით არსებობის შესახებ, ვერ გახდება შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვების საფუძველი.
შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ინარჩუნებს მის სამართლებრივ ძალას იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ძალადობის ფაქტი წარსულში, აწმყოში და არსებობის დასაბუთებული ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით იარსებებს მომავალში. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტი წარსულსა და აწმყოში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) შესაბამისი მტკიცებულებები და გააქარწყლოს მოსაჩელის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული გარემოებები, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ შეძლო.
მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემაკავებელ ორდერში მითითებულ გ------ი შ----ის მხრიდან ქ--------ა ნ----ას მიმართ ადგილი არ ქონია ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს გენდერული ნიშნით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, აღნიშნულმა ასევე დადასტურება ვერ ჰპოვა საქმის განხილვისას. შესაბამისად უნდა გაუქმდეს გ------ი შ----ის მიმართ საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ს-----------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექორ გამომძიებლის ს----ო შ-----–-ას მიერ 2-19 წლის 12 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -211- მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------ი შ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს გ------ი შ----ის მიმართ საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ს-----------ს რაიონული სამმართველოს
უბნის ინსპექორ გამომძიებლის ს----ო შ-----–-ას მიერ 2-19 წლის 12 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0-----.
3. მხარეები სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
4. გადაწყვეტილება საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ს-----------ს რაიონული სასამართლოს (მდებარე: სამტრედია ძმები ნ----ების ქ.N1) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე ნონა ზარქუა