განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
080100119002938035
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/286-19 (№041050319008)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი 2019 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გ---–- ტ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: კ------------- ბ-------

მამის სახელი: ა-–----------

დაბადებული: 2--------- წელი

მოქალაქე: უკრაინის მოქალაქე

ნასამართლეობა: მქონე

მცხოვრები: ქუთაისი, ხ----------------------

 

ადვოკატი: ე--- ნ--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქუთაისში, ხ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა კ------------- ბ-------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დას ტ------- ბ-------ს. კერძოდ, აგინებდა რა მას, რამდენჯერმე დაარტყა ხელი შუბლის არეში და ასევე ხის საზურგიანი სკამი, რომელიც ტ------- ბ-------ს მოხვდა მარჯვენა ხელის მტევანზე. კ------------- ბ-------ს ქმედებების შედეგად ტ------- ბ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება კ------------- ბ-------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ------------- ბ-------ს ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა ტ------- ბ-------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება ძმა.

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა გ------- გ--------- სასამართლო სხდომაზე მოწმის დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 მარტს საღამოს საათებში შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე მივიდა მეწყვილე პ----- ბ-------------- ერთად. მისამართზე მათ დახვდა შეტყობინების ინიციატორი ტ------- ბ------- და მისი დედა. მოწმის განმარტებით შესასვლელ ოთახში ჩხუბის კვალი აღინიშნებოდა, კერძოდ კი დამტვრეული იყო სკამი და ალკოჰოლის მძაფრი სუნი იგრძნობოდა. დაზარალებულმა ტ------- ბ-------მ მათ განუმარტა, რომ მისმა ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყამდა სახის არეში, რის შემდეგაც ესროლა სკამი. ტ------ ბ-------ს შუბლის მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა სიწითლე. გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- ც----- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 მარტს, პოლიციის მეოთხე განყოფილების სამორიგეო ნაწილში 112-დან მიღებული იქნა შეტყობინება, ინიციატორი ტ------- ბ------- უთითებდა მისი ძმის მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, გამოიკითხა დაზარალებული, ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მისივე თანხმობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით. ასევე დაზარალებულის მითითებით საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ხის სკამი დაზიანებულ მდგომარეობაში, რომელზეც ტ------- ბ-------მ განმარტა, რომ სკამი დაარტყა მისმა ძმამ. მოწმის განმარტებით 2019 წლის 6 მარტს კ------------- ბ------- დააკავეს ბრალდებულის სახით. თავად დაზარალებულს გააცნო დადგენილება, ასევე ბრალი წარუდგინა კ------------- ბ-------, მანვე გამოკითხა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ს---–--- კ----------–---–- და პატრულ-ინსპექტორი გ------- გ--------. მოწმემ განმარტა, რომ მათ დაზარალებული დახვდათ აღელვებული, შეშინებული, ტიროდა და განმარტა, რომ ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს აღენიშნებოდა ნაჭდევები თავის არეში.

 

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ს---–--- კ----------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულ კ------------- ბ------- იცნობს დაახლოებით ორი-სამი წელია. რადგან მათ ოჯახში არაერთხელაა ნამყოფი გამოძახებაზე და კ------------- ბ-------ს მიმართ რამდენჯერმე ჰქონდა გამოცემული შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან უთანხმოება ჰქონდა დასთან, ტ------- ბ-------სთან. 2019 წლის 5 მარტს საღამოს საათებში შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ მათ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქუთაისი, ხ--------------------ში, ვინაიდან ტ------- ბ-------მ ითხოვა დახმარება, მისამართზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს სახლში დახვდა ტ------- ბ-------, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ცემის კვალი და განმარტა, რომ მისმა ძმამ ისევ ანალოგიური ჩაიდინა, არ ეშვება, მთვრალია, სცემა და გაიქცა სახლიდან. აღნიშნულის გამო ტ------- ბ------- გადაყვანილ იქნა განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

 

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა შ----- ც---–----- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის მარტის თვეში, თათბირზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კ------------- ბ-------ს მიმართ და მიიღეს დავალება, რომ უნდა მომხდარიყო ამ პირის დაკავება, ვინაიდან იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. შ----- ც---–----- ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბ----- ე-–--------- ერთად აღნიშნული პირი 2019 წლის 6 მარტს დააკავა ნ----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, მოწმის განმარტებით კ------------- ბ------- დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში 2019 წლის 5 მარტს დაიწყო გამოძიება ქ. ქუთაისში, ხ-----------------------ში მცხოვრებ ტ------- ბ-------ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმამ, კ------------- ბ--------.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინებით N576781, 2019 წლის 5 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა ინიციატორ ტ------- ბ-------ს შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ მასზე იძალადა, ცემა ძმამ, კ------------- ბ--------.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N002334119 დასკვნით დადგენილია, რომ 06.03.2019 წელს 01:29 – 01:40 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ტ------- ბ-------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - დათვალიერება მიმდინარეობდა 2019 წლის 6 მარტს 01:40 საათიდან 02:10 საათამდე დროის პერიოდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, ხ-----------------------ში განთავსებული ხუთ სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე და ეკუთვნის ტ------- ბ-------ს. სასტუმრო ოთახში კედელთან დგას საწოლი, რომელთანაც იატაკზეა დაზიანებული ხის სკამის ფრაგმენტები, ტ------- ბ-------ს განმარტებით აღნიშნული სკამი მისმა ძმამ კ------------- ბ-------- მას დაარტყა სახის არეში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა შ--–-- გ---------- და გ------ ხ------- დაადასტურეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბ----- ე-–----- მიერ 2019 წლის 6 მარტს 18:00 საათზე ქ. ქუთაისში, ნ----------------ში მდებარე შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე კ------------- ბ------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი, მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. შესაბამისად პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა კ------------- ბ-------ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქუთაისში, ხ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა კ------------- ბ-------- სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დას ტ------- ბ-------ს. კერძოდ, აგინებდა რა მას, რამდენჯერმე დაარტყა ხელი შუბლის არეში და ასევე ხის საზურგიანი სკამი, რომელიც ტ------- ბ-------ს მოხვდა მარჯვენა ხელის მტევანზე. კ------------- ბ-------ს ქმედებების შედეგად ტ------- ბ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულმა ტ------- ბ-------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება ძმა.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მოწმეების გ------- გ---------, ს---–--- კ----------–---–-ს, შ----- ც---–----ს, ბ----- ე-–-----, გ------ ხ------- და შ--–-- გ---------- ჩვენებებს სასამართლო უთითებს, რომ აღნიშნული პირები გადმოსცემენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის განხილვისას ჩვენება არ მისცა, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

 

სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, მოწმეების გ------- გ---------, ს---–--- კ----------–---–-ს, შ----- ც---–----ს, ბ----- ე-–-----, გ------ ხ------- და შ--–-- გ---------- ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ როდესაც მათ მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურებულა სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის არც თავად დაზარალებულის ჩვენებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა.

 

რაც შეეხება, საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N002334119 დასკვნას, აღნიშნულით დადგენილია, რომ 06.03.2019 წელს 01:29 – 01:40 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ტ------- ბ-------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანებები ტ------- ბ-------მ მიიღო სწორედ კ------------- ბ-------ს ძალადობრივი ქმედების შედეგად.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფონზე, როდესაც დაზარალებულს სასამართლოსათვის არ მიუწოდებია ინფორმაცია მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, კერძოდ იმ ფაქტს, რომ ტ------- ბ-------მ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები მიიღო სწორედ კ------------- ბ-------ს ძალადობრივი ქმედების შედეგად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ კ------------- ბ-------ს ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, კ------------- ბ-------ს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამდენად, კ------------- ბ------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ------------- ბ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ------------- ბ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

კ------------- ბ------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

გამართლებულ კ------------- ბ------- განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები CD დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხის სკამის ნამსხვრევები - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური