გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 2/403-19
13021-019003013254
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
04.11. 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე - ირ---–--------–---–ი
წარმომადგენელი - გი-----------ძე
მოპასუხე -და----------------ვა
წარმომადგენელი -ქამ----–------------–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 და-------------------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ქ.ქარელში, ე--------- ქ.N 3--ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 6-.1-.4--3-- საერთო ფართით 153.95 კვ.მ. და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ირ---–--------–---–ს.
1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულელად.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სარჩელის მიხედვით, 2019 წლის 26 თებერვალს, ირ---–--------–---–ის მიერ ონლაინ აუქციონზე შეძენილი იქნა და----------------ვას (პ/ნ-----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქარელი, ე--------- ქ.N30. ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო სამეურნეო. წილი თანასაკუთრებიდან, შენობა-ნაგებობა 153,95 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. საკადასტრო კოდი N 6-.1-.4--3--. აღნიშნული უძრავიო ქონება დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ირ---–--------–---–ის საკუთრებად. მიუხედავად ამისა აღნიშნულ ფართში უკანონოდ ცხოვრობს მოპასუხე და----------------ვა თავის ოჯახის წევრებთან ერთად და კეთილსინდისიერ შემძენს მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა არ აძლევს კუთვნილი ფართით სარგებლობის საშუალებას. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ფართის გამოთავისუფლების თაობაზე საფუძვლიანია, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს მოპასუხის მრავალსულიან ოჯახს, სადაც არასრულწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობენ. ამდენად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2019 წლის 26 თებერვალს, ირ---–--------–---–ის მიერ ონლაინ აუქციონზე შეძენილი იქნა და----------------ვას (პ/ნ-----------) საკუთრებვაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქარელი, ე--------- ქ.N30. ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო სამეურნეო . წილი თანასაკუთრებიდან, შენობა-ნაგებობა 153,95 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. საკადასტრო კოდი N 6-.1-.4--3--. აღნიშნული უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია ირ---–--------–---–ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
-თბილისის სააუქციონო სახლის 2019 წლის 26 თებერვლის განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ.
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე და----------------ვა თავის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს ქ.ქარელი, ე--------- ქ.N30 მდებარე ირ---–--------–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და მოპასუხეს არ აძლევს კუთვნილი ფართით სარგებლობის საშუალებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხე და----------------ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს ქ.ქარელში ე--------- ქ.N30ში მდებარე უძრავი ქონება, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო სამეურნეო. წილი თანასაკუთრებიდან, შენობა-ნაგებობა 153,95 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად. საკადასტრო კოდი N 6-.1-.4--3--. და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს ირ---–--------–---–ს (პ/ნ 01-05040117)
5. კანონები რომლებიდაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში სასმართლო მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა ირ---–--------–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი, ან სხვაგვარი სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლედ ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა , როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე ვინდიკაციური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე ბ) მოპასუხე უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და გ) მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, ხოლო მოპასუხე-მფლობელს. ასევე დადგენილია, რომ მფლობელს არა აქვს სადავო უძრავი ქონების ფლობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან სახეზეა ვინდიკაციური სარჩელის სამივე წინაპირობა, სარჩელი და----------------ვას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის 1-ლი ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ე1) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; (11.12.2015. N4626 ) ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. (ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიულიშინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, როდესაც მის შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულების დაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/5/675,681 30/09/2016)
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მრავალსულიანი ოჯახი არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს სადავო ფართში და ამ მიმართებით შესაძლოა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივმა აღსრულებამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ მათ. ამდენად, მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს ამის კანონიერი საფუძველი. კერძოდ, არ არის დასაბუთებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გარეშე რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოსარჩელე მხარეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის თანხა არ არის გადახდილი, თანახმად სსსკ 48-ე მუხლისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”კ” ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
განსახილველ შემთხვევაში ირ---–--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად და----------------ვას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს: მოპასუხე და----------------ვას (პირადი ნომერი 5----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ქალაქ ქარელში, ე--------- ქ.N3--ში მდებარე უძრავი ქონება შენობა ნაგებობა 153,95 კვ.მ. მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად საკადასტრო კოდი 6-.1-.4--3-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, გადაეცეს მესაკუთრეს ირ---–--------–---–ს.
2. მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე და----------------ვას (პირადი ნომერი 5----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარის გადახდა - სახელმწიფო ბაჟის თანხა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაშიქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი