განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
330100119003118001
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3494-19

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ----------------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ--------------------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–------------–-, რეგისტრირებული: დ------, ხ--------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------–-.

 

ადვოკატი - ზ-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 15:05 საათზე, ქ.თბილისში, ქ--------–-------–------------------- ბ---------------ის მიმდებარედ, მ------------------ საქალაქო სამარშუტო მოკროავტობუსით მგზავრობის დროს, ნ-----------------ის ხელჩანთიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 5 ლარად ღირებულ საფულეს, მასში მოთავსებული 14.40 ლარით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, „ლიბერთი ბანკი“-ს პლასტიკური ბარათით, სამი ცალი მეტრომანის პლასტიკური ბარათით, აფთიაქ „პსპ“-ს ბარათით, „ფარმა სახლი“-ს ბარათით, „ავერსი“-ს ბარათითა და ჯანდაცვის საყოველთაო ბარათით.

მ------------ის დანაშაულებრივი ქმედებით ნ-----------------ეს მიადგა 19.40 ლარის მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა მ------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ამოღებულ ნივთმტკიცებებს, მოწმეების: მ-----–------–---–ის, გ--------–---–-----ის და დაზარალებულ ნ-----------------ის გამოკითხვის ოქმებს, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, ნივთის ამოცნობის ოქმს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ მ------------ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ მ------------ს ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ნ-----------------ის ხელჩანთიდან ფარულად დაუფლებოდა მის კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული სხვადასხვა პირადი ნივთებით და ფულადი თანხით, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. მ------------ის დანაშაულებრივი ქმედებით ნ-----------------ეს მიადგა 19.40 ლარის ოდენობის ზიანი. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ მ------------ს.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

3.3. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მ------------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ნ-----------------ის კუთვნილი საფულის ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული ნივთის მიმართ. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, მ------------ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში მ------------ის მიერ ნ-----------------ის კუთვნილი საფულის, მასში მოთავსებული სხვადასხვა პირადი ნივთებით და ფულადი თანხით, დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

3.4 დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ნ-----------------ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 19.40 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და მ------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ მ------------ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითვალისწინებს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, ასევე ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და ზემოთმითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეეცვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- მ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნ-----------------ის კუთვნილი საფულე, მასში მოთავსებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, სამი ცალი მეტრომანის პლასტიკური ბარათით, აფთიაქ „პსპ“-ს ბარათით, „ფარმა სახლის“ ბარათით, „ავერსის“ ბარათით, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათით, 14.40 ლარით (ორი ცალი 5 ლარიანი კუპიურა და ორი ცალი 2 ლარიანი მონეტა, ერთი ცალი 20 თეთრიანი მონეტა, ერთი ცალი 10 თეთრიანი მონეტა და ორი ცალი 5 თეთრიანი მონეტა), რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნ-----------------ის კუთვნილი „ლიბერთი ბანკი“-ს ბარათი, დაუბრუნდა დაზარალებულს.

- მ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე ასოცდათოთხმეტი ლარითა და სამოცი თეთრით, ორმოცდაათი აშშ დოლარით, ათი რუსული რუბლით, ავტომობილ „ნისანის“ რეგისტრაციის მოწმობით, აფთიაქ „პსპ“-ს ბარათით, „თიბისი ბანკი“-ს ბარათით, მეტრომანის პლასტიკური ბარათით, სოკარის პლასტიკური ბარათით, შავი ფერის პლასტიკური ბარათით, ორი ცალი ხატით, ჰუავეის ფირმის მობილური ტელეფონი სიმ-ბარათით და მეხსიერების ბარათით, ავტომობილის გასაღები ბრელოკით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- მ------------ისაგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- მ------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- მოწითალო ფერის საფულიდან აღებული ანაწმენდები დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.

 

2. მ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. მ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 ივნისიდან - 2019 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

 

4. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

- მ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნ-----------------ის კუთვნილი საფულე, მასში მოთავსებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით, სამი ცალი მეტრომანის პლასტიკური ბარათით, აფთიაქ „პსპ“-ს ბარათით, „ფარმა სახლის“ ბარათით, „ავერსის“ ბარათით, ჯანდაცვის საყოველთაო ბარათით, 14.40 ლარით (ორი ცალი 5 ლარიანი კუპიურა და ორი ცალი 2 ლარიანი მონეტა, ერთი ცალი 20 თეთრიანი მონეტა, ერთი ცალი 10 თეთრიანი მონეტა და ორი ცალი 5 თეთრიანი მონეტა), რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნ-----------------ის კუთვნილი „ლიბერთი ბანკი“-ს ბარათი, დაუბრუნდა დაზარალებულს.

- მ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე ასოცდათოთხმეტი ლარითა და სამოცი თეთრით, ორმოცდაათი აშშ დოლარით, ათი რუსული რუბლით, ავტომობილ „ნისანის“ რეგისტრაციის მოწმობით, აფთიაქ „პსპ“-ს ბარათით, „თიბისი ბანკი“-ს ბარათით, მეტრომანის პლასტიკური ბარათით, სოკარის პლასტიკური ბარათით, შავი ფერის პლასტიკური ბარათით, ორი ცალი ხატით, ჰუავეის ფირმის მობილური ტელეფონი სიმ-ბარათით და მეხსიერების ბარათით, ავტომობილის გასაღები ბრელოკით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- მ------------ისაგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- მ------------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

- მოწითალო ფერის საფულიდან აღებული ანაწმენდები დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ------–---------–-–------------------------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი