განაჩენი

სისხლის სამართლის 18.09.2019
საქმის ნომერი
330100119002916923
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1311-19

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

18 სექტემერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი : გ--------–--------ა

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ი--------------–---–ი

 

ბრალდებული: გ------- ბ--------ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, თბილისში, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ი-–--------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------რის განაჩენით, გ------- ბ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. მიუხედავად აღნიშნულისა, 2----–-–-----------ს, ქ. თბილისში, ი-–--------------------------ში, ოჯახური კონფლიქტის დროს, გ------- ბ--------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ-----–ა ბ--------ეს, კერძოდ დაემუქრა მისი დაწვით და საცხოვრებელი სახლის გადაწვით, რის გამოც ნ-----–ა ბ--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. ბრალდებულმა გ------- ბ--------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული თუმცა სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა. ამასთან საქმეში არსებული მტკიცებულებები, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

2.2. გ------- ბ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით - მოწმეების: თ----------------–---–ის, თ---------------–---–ის, მ----------------–---–ის და ნ-----–ა ბ--------ის გამოკითხვის ოქმებით; შემაკავებელი ორდერებით; დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით; პატაკით.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. უტყუარ მტკიცებულებებზე მითითება, არის უმნიშვნელოვანესი გარანტია, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

4.2. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4.3. სასამართლომ ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეთანხმებულობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით. მუქარის ადრესატს, ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. შესაბამისად, დანაშაულიც ამ მომენტიდან ითვლება დამთავრებულად.

 

4.5. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ნ-----–ა ბ--------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი არის გ------- ბ--------ის ყოფილი მეუღლე. მას შემდეგ რაც გ------- ბ--------ე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან და შინ დაბრუნდა, იყო ძალიან აგრესიული, განსაკუთრებით ღიზიანდებოდა როდესაც ვინმე მის ოთახში შედიოდა. 2----–-–-----------ს, როდესაც დაზარალებული შევიდა გ------- ბ--------ის ოთახში მტვერსასრუტის აღების მიზნით, ბრალდებული მას დაემუქრა სახლის და სახლში მისი გადაწვით, ბენზინის გადასხმის გზით. ნ-----–ა ბ--------ემ მუქარა აღიქვა რეალურად, რის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

 

4.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2----–-–-----------ს, გ------- ბ--------ემ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა ნ-----–ა ბ--------ის მიმართ. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ნ-----–ა ბ--------ე არის მეუღლე. მეუღლე კი, ითვლება ოჯახის წევრად.

 

4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად, არაერთგზისია დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ------- ბ--------ეს, 2----–-–------------ერს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. შესაბამისად გ------- ბ--------ემ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ვადის დინების პერიოდში - 2----–-–-----------ს, რაც თავის მხრივ იძლევა არაერთგზისობას.

 

4.10. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ გ------- ბ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის.

 

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ბრალდებულ გ------- ბ--------ის მიმართ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. გ------- ბ--------ეს პასუხისმგებლობის მკვეთრად გამოხატული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

6.4. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც ოჯახურ დანაშაულს სდევს თან. გასათვალისწინებელია, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ ოჯახური დანაშაულის სერიოზულ პრობლემად აღიარება, რასაც მოჰყვა მკაცრი მიდგომა, კერძოდ საქართველოს სსსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. შესაბამისად, ყოველივე ზემოხსენებულის მხედველობაში მიღებით, ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, გ------- ბ--------ეს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში - საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- ბ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა 2----–-–------------რის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის და 2 (ორი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ბ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

გ------- ბ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2----–-–-----------იდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე