განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002720398
საქმე №1/1013-19 (№041031018005)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი პაატა ბობოხიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------ი გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ------- ც-------–---–ი
მამის სახელი: თ-----
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: N5----------
ნასამართლეობა: მქონე
მცხოვრები: ქ. ქ---------–-----–--------------
ადვოკატი - ნ------- კ--–---ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქუთაისში, შ-----–---------------ში მდებარე სახლში, გ------- ც-------–---–ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ნ-----–-- მ-------–---–ს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ------- ც-------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- ც-------–---–ის ბრალეულობას
3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის ბ----- ა---–------ის ჩვენებით, დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ო----------ს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის ინიციატორიც იყო ნ-----–-- მ-------–---–ი, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა ქ. ქუთაისში შ-----–---------------ში. სახლში იმყოფებოდა ნ-----–-- მ-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ყოფილი მეუღლე - გ------- ც-------–---–ი ემუქრებოდა მას ცემით, ქალბატონი იყო შეშინებული. მითითებულ დროს გ------- ც-------–---–იც იმყოფებოდა სახლში. დაზარალებულის განცხადების საფუძველზე გ------- ც-------–---–ი დააკავეს ბრალდებულის სახით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის გ---- ლ-----ას ჩვენებით, დადგენილია, რომ 2018 წლის 0- ო----------ს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ ქ. ქუთაისში შ-----–------------ე, სადაც დაზარალებული ნ-----–-- მ-------–---–ი ითხოვდა დახმარებას ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, ადგილზე მისვლისას ბინაში იმყოფებოდნენ დაზრალებული ნ-----–-- მ-------–---–ი და ბრალდებული გ------- ც-------–---–ი, მდგომარეობა იყო მშვიდი, დაზარალებულის გადმოცემით მას ყოფილი ქმარი ემუქრეოდა. ვინაიდან გ------- ც-------–---–ი წარსულში ნასამართლევი იყო ოჯახური ძალადობისთვის, იგი ადგილზე დააკავეს. მოწმის განმარტებით, ის რაიმე მუქარის ან ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, მხოლოდ დაზარალებულის განცხადების საფუძველზე მოხდა გ------- ც-------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის უ–---- კ-----ის ჩვენებით, დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ო----------ს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის ინიციატორიც იყო ნ-----–-- მ-------–---–ი, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა ქ.ქუთაისში შ-----–---------------ში. სახლში იმყოფებოდა ნ-----–-- მ-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- ც-------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა ცემით. დაზარალებული იყო აღელვებული და შეშინებული, ამბობდა, რომ ის მუქარას შეასრულებდა ვინაიდან წარსულში გასამართლებული იყო ოჯახური ძალადობისთვის. მოწმის განმარტებით, ბრალდებული იმ დროს იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე, ეზოში. მისი დაკავება მოხდა დაუყოვნებლივ. ბრალდებულის მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უფროსის მოადგილის ი---- ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ო----------ს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომლის ინიციატორიც იყო მოქალაქე ნ-----–-- მ-------–---–ი, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა ქ.ქუთაისში შ-----–---------------ში. სახლში იმყოფებოდა ნ-----–-- მ-------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ გ------- ც-------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, კერძოდ ეუბნებოდა, რომ ,,დაუმტვრევდა სახეს“ დაზარალებული იყო აღელვებული და შეშინებული, ამბობდა, რომ ის მუქარას შეასრულებდა. მოწმის განმარტებით, გ------- ც-------–---–ის შესახებ მისთვის ცნობილია, იგი წარსულში გასამართლებული იყო ოჯახური ძალადობისთვის. მოწმის განმარტებით მოხდა გ------- ც-------–---–ის ადგილზე დაკავება. მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის წინააღმდეგობას.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- ც-------–---–მა თავი დამნაშავედ არ სცნო მის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებაში და განმარტა, რომ მასსა და დაზარალებულ ნ-----–-- მ-------–---–ს შორის, რომელიც არის მისი ყოფილი მეუღლე კონფლიქტი წარმოიშვა მხოლოდ სოციალურ ნიადაგზე. კერძოდ, განქორწინების შემდეგ ნ-----–-- მ-------–---–ი და მათი ოთხი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს ბრალდებულის სახლში, ხოლო თვითონ ბრალდებული ძირითადად იმყოფება ქ.თბილისში სამუშაოდ, სადაც მუშაობს ფიზიკურად. დაბრუნების შემდეგ მივიდა შვილების სანახავად ქ. ქუთაისში შ-----–------------ე. კონფლიქტის დროს, რომელიც იყო მხოლოდ სიტყვიერი, მან დაზარალებულს უთხრა, რომ გაუარესდებოდა მისი მდგომარეობა, მაგრამ აღნიშნული მან უთხრა ნ-----–-- მ-------–---–ს არა იმ კუთხით, რომ რაიმეს დაუშავებდა, არამედ იმ კუთხით, რომ თუ მარტო ცხოვრებას აპირებდა, იოლი არ იქნებოდა ოთხი შვილის გაზრდა და შესაბამისად მისი მდგომარეობა დამძიმდებოდა, როგორც მარტოხელა დედის. სხვა არანაირი კონტექსტი მის ნათქვამს არ ჰქონია და მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია. ბრალდებულმა განმარტა, რომ თუ კი რაიმეს დაშავება უნდოდა ყოფილი ცოლისათვის ამას დაუბრკოლებლად შეძლებდა, მაგრამ ამის არც სურვილი და არც განზრახვა არ ჰქონია. სიტყვები, რომელიც მან ნ-----–-- მ-------–---–ს უთხრა, მხოლოდ აღელვების ნიადაგზე წარმოთქმული იყო და არც ერთ შემთხვევაში არ შეიცავდა მუქარას.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) დადგენილია, რომ 03.10.2018 წ. დაიწყო გამოძიება შს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში, რომლის თანახმად ქ.ქუთაისში, შ-----–---------------ში განხორციელდა ნ-----–-- მ-------–---–ზე მუქარა.
შეტყობინება N------- თანახმად დადგენილია, რომ 03.10.2018 22:14 საათზე, მიღებულ იქნა შეტყობინება შს პოლიციის მ--- განყოფილებაში, შსს სპდ სახაზო-საპატრულო ეკიპაჟის მიერ, რომლის მიხედვით დახმარებას ითხოვს ნ-----–-- მ-------–---–ი, ვინაიდან მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილმა მეუღლემ გ------- ც-------–---–მა.
შეტყობინება N2------ თანახმად დადგენილია, რომ 03.10.2018 20:59:45 საათზე, მიღებულ იქნა შეტყობინება შს პოლიციის მ--- განყოფილებაში, ნ-----–-- მ-------–---–ის მიერ, მეუღლის მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, მეუღლე აპირებს მისი სახლიდან გაგდებას.
შეტყობინება N2419087 თანახმად დადგენილია, რომ 03.10.2018 21:14:05 საათზე, შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში შესულია ანონიმური შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ.ქუთაისში გ.შ-----–------------ე იმყოფება სტუმრად და მეზობლად არის ოჯახური კონფლიქტი.
შეტყობინება N2419291 თანახმად დადგენილია, რომ 03.10.2018 23:17 საათზე, მიღებულ იქნა შეტყობინება შს პოლიციის მ--- განყოფილებაში, ვინმე თ------ აცხადებს, რომ იმყოფება ქ.ქუთაისში შ-----–------------ე და მეზობლად მდებარე სახლიდან ესმის ხმაური ხმა, მისი აზრით შესაძლოა იყოს ოჯახური კონფლიქტი.
03.10.2018 წლის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ გ------- თ-----ის ძე ც-------–---–ი დააკავეს 2019 წლის 03 ოქტომბერს 21:35 საათზე, ბრალდებულის სახით.
03.10.2018 წლის შემაკავებელი ორდერის ოქმი N------ თანახმად, სავარაუდო მსხვერპლს წარმოადგენს ნ-----–-- მ-------–---–ი, ხოლო სავარაუდო მოძალადეა - გ------- ც-------–---–ი.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
მუქარა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ------- ც-------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქუთაისში, შ-----–---------------ში მდებარე სახლში, გ------- ც-------–---–ი ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ნ-----–-- მ-------–---–ს და ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება გ------- ც-------–---–ის ბრალდების დასადასტურებლად. ამასთან, დაზარალებულმა ნ-----–-- მ-------–---–მა, არასრულწლოვნმა მოწმეებმა თ-------- და დ-------- ც-------–---–ებმა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქმეზე დაკითხული მოწმეების - ბ----- ა---–------ის, გ---- ლ-----ას, უ–---- კ-----ის, ვ--–---ი ა-----ის ჩვენებებს, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ იმ დაზარალებულისა და მოწმეებისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელთაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე დაკითხული აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. სხვა მტკიცებულება, რაც გ------- ც-------–---–ის ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ------- ც-------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------- ც-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც გ------- ც-------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ც-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გ------- ც-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა, გირაოს უზრუნველსაყოფად, მ---- ზ--------–---–ის (პ/ნ N-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ხონის რაიონი, სოფელი გ---- ჯ----–- საკადასტრო კოდი (3-----------.)
გამართლებულ გ------- ც-------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე