განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110-00-1900-971100
N1/10--20-9
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 20-9 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი - ზურაბ ფოცხვერაშვილი, ირინე კვირიკეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-–------–-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----------–-–---–-;
ბრალდებული - ზ--------------------------, დაბადებული 1--- წლის 0------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 5----------), უ-----–--- განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ჭ---------- რაიონი, სოფელი პ--------; ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2--- წლის 5 ოქტომბრის 24:00 საათიდან, 2--- წლის 6 ოქტომბრის 0-:00 საათამდე პერიოდში, ზ--------------- და თ-----------------, ჯგუფურად, საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, თავს დაესხნენ, ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------–- მცხოვრებ კ----–--------------–---–-, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს ფული და ოქროს ნივთები, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თანხას 25 ლარს და კ----–--------------–---–-- კუთვნილ, „პრაიმის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა კ----–--------------–---–-- განაცხადა, რომ 2--- წლის 5 ოქტომბერს, „ვანოს შოუს“ დასრულების შემდეგ, დაწვა დასაძინებლად. დაწოლილს, შემოესმა დერეფნის კარების ხმა, რომელიც დაკეტილი იყო. იფიქრა რომ ვიღაც მივიდა, ასევე, შემოესმა გინების ხმაც. აივანზე ეწყო სკამები, რომლის გამოყენებით ჩაამტვრიეს ფანჯარა და მან დაინახა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი, ყოფილი სიძე, თ-----------------, მაშინვე იცნო. მათ აფარებული ჰქონდათ ტანსაცმელი სახეზე, მარტო თვალები უჩანდათ. კ------------–---–- შეეცადა „მაგთიფიქსის“ ტელეფონის გამოყენებით პოლიციაში დარეკვას, რომელიც ფანჯარასთან ედო, თუმცა თ-------- შეყო ხელი ფანჯარაში და დაამტვრია ტელეფონი. ფანჯარა ჩამტვრეული იყო, მაგრამ ფანჯრიდან ვერ შევიდნენ, რადგან ნამსხვრევები ეყარა და ისევ კარებს მიადგნენ. დაზარალებულის განმარტებით, მას არ უნდოდა კარების დაზიანება და თვითონვე გააღო კარები. აანთო შუქი და რომ შევიდნენ შიგნით, თ------- ხელით წვდა სახეში, დაარტყა და შეაგინა. მიიყვანეს საწოლთან, დააჯინეს და მოსთხოვეს ოქრო და ფული. მან თავდამსხმელებს უთხრა, რომ ნ--------- ჰქონდა ოქრო ჩატანილი თბილისში, ფული კი 25 ლარი ჰქონდა მხოლოდ წამლების ყუთში, გაზის გადასახადი. მისმა სიძემ აიღო ის 25 ლარი და უთხრა ,,ეს რა არისო“, ისევ დაარტყა სახეში და წააქცია იატაკზე, წიხლებით შედგა და თან აგინებდა. კ------------–---–-ს კითხვაზე თუ რას ერჩოდა თ-------- უპასუხა ,,თქვენ დამინგრიეთ ოჯახი, თქვენი დედაო“. ურტყავდა წიხლებს და მასთან ერთად მყოფ მეორე პიროვნებას ეუბნებოდა, რომ გასულიყვნენ მეორე ოთახში, სადაც კარადები იდგა, იქ იქნებოდა რამე. ფორთხით გაიყვანეს მეორე ოთახში, იქაც ურტყავდნენ. კარადებში რომ ვერაფერი ნახეს, მისმა სიძემ მეორეს უთხრა უთო მიეტანა, რათა გაეუთოვებინათ. მეორე პიროვნება გავიდა იმ ოთახში სადაც უთო ჰქონდა შენახული ფანჯარაზე, მაგრამ ისე დაბრუნდა უთო არ მიუტანია. დაზარალებულის განმარტებით, არ იცის, ვერ დაინახა უთო იმ პიროვნებამ თუ განგებ არ შემოიტანა. შემდეგ თ-------- უთხრა მეორე სართულზე ასულიყო. კ------------–---–-- მისცა მეორე სართულის გასაღები უცნობ პიროვნებას, მაგრამ ეს უკანასკნელი ისე მალე დაბრუნდა უკან გასაღებით, რომ დაზარალებულის მოსაზრებით არც უნდა ასულიყო მეორე სართულზე. თ------- კვლავ განაგრძობდა მის ცემას და გინებას, უმეორებდა რომ მან დაუნგრია ოჯახი. ხოლო მისი თანხმლები პირი ეუბნებოდა დაენებებინათ თავი და წასულიყვნენ, რადგან დაათენდებოდათ. თ-------- ერთი-ორი კიდევ მიარტყა, ფეხი დაადგა, უნდოდა ტკენოდა. ტკივილისგან ვეღარ ინძრეოდა. დაზარალებულის განმარტებით, მეორე პიროვნება თ--------- გაცილებით დაბალი იყო და ეცვა შავი კურტკა. სხვა რა ეცვათ აღარ ახსოვს. ის თ-------ს ბრძანების გარეშე არაფერს აკეთებდა, თ------- რასაც მიუთითებდა იმას მოქმედებდა. თავდასხმის შედეგად მას დაუზიანეს ფანჯრები და მაგთიფიქსის ტელეფონი. წაიღეს ფული 25 ლარი, დანა და პრაიმის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც იყო დაზიანებული და არ ფუნქციონირებდა.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ჭ---------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ------------------ განაცხადა, რომ 2--- წლის 6 ოქტომბერს იყო მორიგე და თანამშრომლებთან, თ-------------------- და ი-----–----------------- ერთად ახორციელებდა შემოვლას, მოძრაობდნენ ქალაქში. გამთენიისას შენიშნეს ორი ახალგაზრდა, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ. გადაამოწმეს და აღმოჩნდნენ ზ--------------- და თ-----------------, რომლებიც იყვნენ ნასვამები და თან ჰქონდათ ლუდის ბოთლები. მათ განაცხადეს, რომ ლუდის საყიდლად იყვნენ ქალაქში ჩასულები და მიდიოდნენ ზ---------------- სახლში, სადაც უნდა დარჩენილიყვნენ. შემოწმების შემდეგ გაუშვეს ისინი, რადგან რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავთ. მოწმის განმარტებით, მათ იცოდნენ ფიზიკურად ორივე პიროვნება და პირადობის მოწმობები არ მოუთხოვიათ. ზ------- ეცვა შავი შარვალი, შავი ზედა და ყავისფერი დუტის ჟილეტი, უსახელო.
2.3. აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს ასევე, მოწმის სახით დაკითხულმა ჭ---------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-----–------------- და თ----------------. თ---------------- დამატებით განაცხადა, რომ როდესაც ზ--------------- და თ----------------- ქალაქში შეაჩერეს, მათთვის ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, ზედაპირული გასინჯვა განახორციელეს, აინტერესებდათ თან ხომ არ ჰქონდათ რაიმე ცივი იარაღი. ასევე, განაცხადა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ზ---------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, სადაც ასევე, მონაწილეობას იღებდნენ თანამშრომლები რ------------ და ლ-–----------. ჩხრეკის შედეგად, რომელსაც ესწრებოდა ზ---------------- დედა ე-–---------------, მეორე სართულზე არსებული ზ---------------- ოთახიდან ამოიღეს სამი მობილური ტელეფონი, რომელთაგან ერთი, აიფონის ტელეფონი იყო თ------------------, fly-ს ფირმის ტელეფონი იყო ზ----------------, ხოლო მესამე - პრაიმის ფირმის ტელეფონი ვისი იყო ზ---------------- დედამ არ იცოდა. ასევე, ამოიღეს ტანსაცმელი, ჟილეტი მოშავო ფერის, სვიტერი, კეპი, დანა და ბეჭედი.
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ჭ---------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ------------მ განაცხადა, რომ 2--- წლის 6 ოქტომბერს, ჭ---------- რაიონულ სამმართველოში, გამოძიება დაიწყო ყაჩაღობის ფაქტზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა მიიღო ჭ---------- რაიონის სოფელ პ--------ში მდებარე ზ---------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ზ---------------- დედა ე-–---------------. ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებული ე.წ. ზალის ოთახიდან, ამოიღეს სამი მობილური ტელეფონი, ქურთუკი, მოვერცხლისფრო დანა და სამკაულის მაგვარი რაღაც. დეტალები არ ახსოვს, გამომძიებელი იყო რ-------------. ოქმი შედგა ადგილზე. ტელეფონებიდან, აიფონის ფირმის მობილურ ტელეფონზე ზ---------------- დედამ განაცხადა რომ ეკუთვნოდა მის სტუმარს დ---------, ფლაის ფირმის ტელეფონზე განაცხადა, რომ ეკუთვნოდა ზ---------------ს, ხოლო მესამე, პრაიმის ფირმის მობილურ ტელეფონზე განაცხადა რომ მისი ოჯახის წევრს არ ეკუთვნოდა და არ იცოდა ვისი იყო.
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–----------მ განაცხადა, რომ მუშაობს ჭ---------- რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2--- წლის 6 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო გადაუდებელი აუცილებლობით, ჭ---------- რაიონის სოფელ პ--------ში მდებარე ზ---------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი სახლის ე.წ. ზალის ოთახიდან ამოიღეს დუტის ჟილეტი, სვიტერი, კეპი, ბეჭედი, ტურისტული დანის ნაკრები და სამი ტელეფონი. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ჭ---------- რაიონული სამმართველოს თანამშრომლები - რ------------ და თ--------------- და ზ---------------- დედა ე-–---------------. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე.
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ-------------მ განაცხადა, რომ მუშაობს ჭ---------- რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჭ---------- რაიონის სოფელ პ--------ში მდებარე ზ---------------- საცხოვრებელ სახლში, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა ჩხრეკა. დადგენილება გაეცნო ზ---------------- დედას ე-–---------------ს. ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ე.წ. ზალის ოთახიდან ამოიღეს ტელეფონები. ერთი ტელეფონი ეკუთვნოდა თ-----------------ს, ფლაის ფირმის ტელეფონი ეკუთვნოდა ზ---------------ს, ხოლო მესამე ტელეფონი ვის ეკუთვნოდა ე------------ განმარტებით, იყო უცნობი. ასევე ამოიღეს ზ---------------- მოშავო ფერის სვიტერი, მოშავო ფერის დუტის ქურთუკი, ,,კეპიანი“ ქუდი, ბეჭედი და ბრელოკი, ტურისტული ნაკრები, რომელზეც იყო დანა და ჩანგალი. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და მის მიერ ადგილზევე გამოიკითხა ე-–---------------. ჩხრეკას ესწრებოდნენ ჭ---------- რაიონული სამმართველოს თანამშრომლები - რ------------, თ--------------- და ლ-–----------.
2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ჭ---------- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ბ--------------- განაცხადა, რომ კ----–--------------–---–--- განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული ჰყავს მ-----------------, ი-----–------------, დაზარალებულის მეუღლე მ-------------–-–---–-, დაზარალებულის მეზობელი მ---–----------–---- თავად ზ--------------- და განახორციელა თ------------------ დაკავება. თ------------------ დაკავება განახორციელეს ზ---------------- სახლში, სადაც ასევე, იმყოფებოდა ზ---------–-
2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ჭ---------- რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი-------–------- განაცხადა, რომ ჭ---------- რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო ყაჩაღობის ფაქტზე. მის მიერ განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გამოკითხა დაზარალებული კ----–--------------–---–-- თ------------------ მშობლები, ზ---------------- ძმა. აიღო ნიმუშები და დანიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა. დაზარალებულის სახლში დაზიანებული იყო ფანჯრები, მაგთიფიქსის ტელეფონი, შეინიშნებოდა ადგილზე სისხლისმაგვარი კვლები. სახლის მახლობლად ნანახი და ამოღებული იქნა სვიტერები და პულოვერი, რომლებითაც იყვნენ შესულები დაზარალებულის განმარტებით. ნიმუშები აიღეს მინის ნამტვრევებიდან, კარებიდან, პულოვერიდან. სახლის გარეთ ეგდო ასევე ბატარეია.
2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ჭ---------- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ვ-–---------–-–--–---–-- განაცხადა, რომ კ----–--------------–---–--- განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა დაზარალებული, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა ზ--------------- და ამოღებულ ტელეფონზე ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც, დაზარალებულმა კ----–--------------–---–-- ტელეფონზე არსებული ნაჭდევით ამოიცნო მისი კუთვნილი ტელეფონი.
2.11. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს და აღარ მოითხოვეს მოწმეების: თ-----------------, ტ----------------, მ------------–---–--, მ---–----------–----, ე-–----------------, მ------------------–---–--, მ---------------–---–--, მ-----–-----------, ბ----------–---ს, ო-----------------–---–--, ნ---------------–---–--, ნ-------------–---–--, დ-----------–---–--, ბ------------------------------------------------------------------–----–----------–-----------------------------–---------------–------ დაკითხვა. ასევე, უდავოდ გახადეს საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
2.12. საქმეში არსებული, ზ---------------- დედის, ე-–---------------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, 2--- წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 19 საათიდან 20 საათამდე პერიოდში, მათთან ოჯახში მივიდა თ-----------------, რომლის შვილი არის ზ---------------- ნათლული. სახლში ასევე იმყოფებოდა მისი მეორე შვილი ტ--------------- და მამამთილი გ-------------. მან გაშალა სუფრა, რა დროსაც თ-------- და ზ-------- მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. ე------------ განმარტებით, მან მეორე სართულზე თ------- და ზ------- გაუშალა ლოგინი, მაგრამ მათ არ მოისურვეს დაძინება და სადღაც წავიდნენ, თუ სად, მისთვის უცნობია. როდესაც გაიღვიძა, იქნებოდა დაახლოებით დილის რვა საათი, ნახა რომ თ------- და ზ------- იწვნენ ზალის ოთახში, მაგრამ არ იცის როდის დაბრუნდნენ სახლში. დაახლოებით 10-დან 11 საათამდე პერიოდში მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, გააცვნეს მას დადგენილება და ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც მეორე სართულზე არსებული ზალის ოთახიდან ამოიღეს ზ---------------- მოკლე სახელოიანი დუტის ქურთუკი, მოშავო ფერის კეპიანი ქუდი და მორუხო-მოყავისფრო ფერის სვიტერი. ასევე, ამოიღეს ტელეფონები, რომელთაგან ფლაის ფირმის ტელეფონი ეკუთვნოდა ზ---------------ს, აიფონის ფირმის ტელეფონი უნდა ყოფილიყო თ------------------, ხოლო პრაიმის ფირმის ტელეფონი ვისი იყო არ იცის. ასევე, საწოლიდან სადაც თ-----------------ს ეძინა ამოიღეს ვერცხლისფერი ბეჭედი და ტურისტული ნაკრები, ე.წ. ბრელოკი. ამოღებული ნივთები დაილუქა გამომძიებლის მიერ, რაზეც მან მოაწერა ხელი.
2.13. საქმეში არსებული, ზ---------------- ძმის, ტ---------------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, 2--- წლის 5 ოქტომბერს, ის სახლში მივიდა დაახლოებით 18:40 საათზე, დაახლოებით ერთ საათში, ასევე, სახლში მივიდა მისი ძმა ზ--------------- და მისი ძმის ნათლიმამა თ-----------------. საღამოს სახლში გაიშალა სუფრა, რა დროსაც დალიეს ღვინო. დაახლოებით 22 საათზე მან დატოვა სუფრა და დაიძინა. სუფრასთან დატოვა ზ--------------- და თ-----------------, რის შემდეგაც ისინი სად წავიდნენ ან რა ჩაიდინეს მისთვის უცნობია.
2.14. საქმეში არსებული, დაზარალებულ კ----–--------------–---–-- მეზობლის, მ---–----------–---- გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ კ----–--------------–---–- ცხოვრობს მისი კარის მეზობლად. 2--- წლის 6 ოქტომბერს, დილით, დაახლოებით 7 საათზე გავიდა ეზოში ხელ-პირის დასაბანად, რა დროსაც კ----–--------------–---–-- თავისი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან დაიძახა მამამისის სახელი. მან გააგონა და კითხა რა ხდებოდა, რაზეც კ----–--- უპასუხა, რომ დააყაჩაღეს და თხოვა დაერეკა პოლიციაში. გადავიდა მასთან და ნახა მწოლიარე კ----–--------------–---–-- რომელსაც სახეზე ეტყობოდა რომ იყო ნაცემი. კ----–--- მასთან საუბარში თქვა, რომ ორი პიროვნება იყო მისული დასაყაჩაღებლად, მოსთხოვეს ოქრო და ფული. წაიღეს 25 ლარი. ერთ-ერთი იყო მისი სიძე, რომელსაც ჩამოხსნა ნიღაბი და იცნო. მეორე ვინ იყო არ იცოდა.
2.15. საქმეში არსებული, დაზარალებულ კ----–--------------–---–-- მეუღლის, მ------------–---–-- გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ 2--- წლის 6 ოქტომბერს მას დაურეკა მეზობელმა, ლ--------------–----- რომელმაც შეატყობინა, რომ მისი მეუღლე დააყაჩაღეს და იყო ნაცემი.
2.16. საქმეში არსებული, დაზარალებულ კ----–--------------–---–-- შვილის, მ------------------–---–-- გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ ის ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა თ-----------------სთან, რომელსაც დაშორდა და საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. 2--- წლის 6 ოქტომბერს, დილით, მამისგან, კ----–--------------–---–--გან შეიტყო რომ ის დააყაჩაღა თ-----------------მ და ვიღაც ბიჭმა. თავდასხმის დროს მას თ-------სთვის ნიღაბი ჩამოუხსნია და უცვნია. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მამამისს გასტაცეს 25 ლარი და მობილური ტელეფონი.
2.17. 2--- წლის 6 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ჭ---------- რაიონის სოფელ მ-------–- და წარმოადგენს კ----–--------------–---–-- საცხოვრებელ სახლს. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს გააჩნია შესასვლელი აივანი, რომელიც ამოშენებულია ბეტონის მცირე ზომის ფილებით, რომელშიც ჩასმულია ალუმინის ჩარჩოები და ჩასმულია მინები. საცხოვრებელ სახლს გააჩნია ორ ფრთიანი ხის შესასვლელი კარები, რომელიც ასევე, ღია მდგომარეობაშია, რომლის გავლითაც გზა შედის საცხოვრებელი სახლის ფოიეში.......აღნიშნული აივნის შესასვლელი კარიდან პირდაპირ და ხელმარცხნივ საცხოვრებელ სახლს გააჩნია კედელში ჩასმული ორი ფანჯარა. ხელმარცხნივ არსებული ფანჯრის მინები არის დამსხვრეული და ნამსხვრევები ჰყრია იატაკზე და ფანჯრის რაფაზე, ასევე, დამსხვრეულია ხის ფანჯრის ერთი ჩარჩო. ხოლო პირდაპირ არსებული ფანჯარაზე ჩამსხვრეულია ერთი მინა და ნამსხვრევები ჰყრია როგორც იატაკზე, ასევე, მაგიდაზე.......აღნიშნული ,,ტუმბოჩკის’’ იქეთ დგას ხის კარადა, რომლის ერთი კარები ღია მდგომარეობაშია და იქიდან გადმოყრილია სხვადასხვა სახის ლოგინი და გადასაფარებლები. აღნიშნულ ოთახში ხელმარცხნივ კედელთან დგას ხის საწოლი რომელზედაც ლოგინი არეულია და ჰყრია იატაკზე......საძინებელ ოთახში, სადაც შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ კედელთნ ახლოს დგას ხის საწოლი, რომელზედაც გადასფარებლები არეულ მდგომარეობაშია......ხელმარცხნივ კედელთან დგას ხის მაგიდა, რომელზედაც ჰყრია მინის ნამსხვრევები ასევე, მაგიდაზე აგდია მოშავო ფერის მრგვალი ფორმის ელექტრო ბატარეიის კორპუსი. ასევე, მაგიდაზე აგდია მოშავო ფერის ტელეფონის ყურმილი თავის სადენებით. ხოლო მაგიდის იქით უწესრიგოდ ჰყრია ხის სკამები და ერთი მოთეთრო ფერის პლასტმასის სკამი.........ოთახში მთელს იატაკზე ჰყრია მინის ნამსხვრევები. ასევე, ჰყრია ვაშლის ნახეთქები, მინის ნამსხვრვები, ასევე ყრია ფანჯრის რაფაზე, რომელზეც შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები............საცხოვრებელ სახლის ეზოს გარეთ, დაახლოებით 30 მეტრში, ქ.ჭ----------კენ მიმავალ საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ფერდობზე არსებულ ბუჩქებზე, აღმოჩენილი იქნა ორი ცალი პულოვერი. კერძოდ: მორუხო ფერის, მრგვალ საყელოიანი სამი ღილზე შესაკრავიანი პულოვერი, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს აქვს მცირე ზომის ჯიბე წარწერით “SGALINO”, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს და უკანა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ასევე, ნანახი იქნა მოლურჯო ფერის ჟაკეტი, რომელსაც მარცხენა სახელო გაწყობილი აქვს თეთრი ზოლებით, რომელსაც წინა მხარეს აქვს მთელს სიგრძეზე ღილებით შესაკრავი. დათვალიერების პროცესში ექსპერტების მიერ სხვადასხვა საგნიდან და ნივთებიდან აღებული იქნა ნიმუშები და ხელის კვალები. ასევე, გამოძიებისათვის საჭირო ნივთები ამოღებული იქნა მთლიანად. 1. აივნის შესასვლელი კარის სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD865411 პაკეტიN1; 2. აივნის შესასვლელი კარის შიდა სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD865413 პაკეტიN2; 3.ფანჯრის რაფაზე არსებული მინის ნამსხვრევიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD865410 პაკეტიN3; 4. საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგარი პლასტმასის სკამიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD865412 პაკეტიN4; 5. საძინებელი ოთახში არსებული პლასტმასის სკამიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD865409 პაკეტიN5; 6. ამოღებული იქნა საძინებელ ოთახში მაგიდაზე არსებული მოშავო ფერის მაგთი ფიქსის ტელეფონის ყურმილი ელ.სადენებით, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD871358 პაკეტიN6; 7. ამოღებული იქნა საძინებელ ოთახში მაგიდაზე არსებული მოშავო ფერის ელექტრო ,,ბატარეია’’ დაზიანებულ მდგომარეობაში, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD871359 პაკეტი N7; 8. საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ მდებარე საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა იატაკზე გადმოგდებული მოთეთრო ფერის ქსოვილი მოწითალო სისხლის მაგვარი ლაქებით, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD865418 პაკეტიN8; ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ექვსი ხელის კვალი, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD865408 პაკეტიN9; 10. საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD865420 პაკეტიN10; 11. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბიდან ამოღებული მომწვანო ფერის ელემენტი წარწერით „HUAWEI”, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD86540- პაკეტიN11; 12. საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ არსებული საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა მინის ნამსხვრევები, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD86540- პაკეტი N12; 13. საძინებელი ოთახის შესასვლელი კარის შიგნითა სახელურიდან ამოღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD86540- პაკეტიN13; 14. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის საფეხურიდან ამოღებული იქნა ტელეფონი მაგთი ფიქსის ელემენტების ჩასადების ხუფი, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD865419 პაკეტიN14; 15. საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს არსებული ფერდობიდან ამოღებული იქნა მორუხო ფერის პულოვერი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD865485 პაკეტიN15; 16. აღნიშნული ფერდობიდან, ასევე, ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის ჟაკეტი, რომელიც დაილუქა პაკეტში FCD865484 პაკეტი N16. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოხდა ფოტოგადაღება.
2.18. 2--- წლის 6 ოქტომბრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ზ---------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ზ---------------- საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ზალის ოთახში, დადებული ხის სკამიდან ამოღებული იქნა გრძელსახელოიანი მორუხო ფერის სვიტერი, რომელსაც აქვს უცხოენოვანი წარწერა „POREMI”. სვიტერს მარჯვენა მკლავზე და წინ შუა ნაწილში აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი. მოშავო ფერის კეპიანი ქუდი, წარწერით, „Supreme”. მოკლესახელოიანი უმკლავო ქურთუკი ე.წ. „დუტი“, წარწერით „CECIL” (ე-–---------------- განმარტებით, აღნიშნული ტანსაცმელი ეკუთვნის ზ---------------ს). ასევე, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მეორე სართულის ზალის ოთახში განთავსებული საწოლიდან ორი ცალი მოშავო ფერის მობილური ტელეფონი, კერძოდ, ერთი სენსორიანი, რომელსაც უკანა მხარეს აქვს უცხოენოვანი წარწერა „Iphone” და მეორე შედარებით მცირე ზომის მოშავო ფერის მობილური ტელეფონი, რომელსაც წინა მხარეს აქვს უცხოენოვანი წარწერა „Prime” (ე-–---------------- განმარტებით, სენსორული ტელეფონი წარწერით „ Iphone” ეკუთვნის თ-----------------ს, ხოლო მეორე მობილური ტელეფონი წარწერით „Prime” თუ ვისი საკუთრებაა მისთვის უცნობია). ზალის ოთახში განთავსებული იმავე საწოლიდან, ამოღებული იქნა მოვერცხლისფრო ფერის ბეჭედი და ტურისტული ნაკრები ე.წ. „ბრელოკი“. ტურისტულ ნაკრებს ერთად აქვს ქანჩების მოსაჭერი, ბრტყელტუჩა, დანა, სახრახნისი (ჩხრეკაში მონაწილე ე-–---------------- განმარტებით, საწოლი, სადაც ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ორი ცალი მოშავო ფერის მობილური ტელეფონი, ტურისტული ნაკრები და მოვერცხლისფრო ბეჭედი, ეძინა თ-----------------ს). ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ზალაში, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა მოშავო ფერის „FLY”-ის ფირმის მობილური ტელეფონი (ე-–---------------- განმარტებით, აღნიშნული ტელეფონი ეკუთვნის მის შვილს ზ---------------ს).
2.19. 2--- წლის 15 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტ ბ------------------ მიერ, ჭ---------- რაიონულ სამმართველოში, ზ----------------გან აღებული იქნა ხელის თითის და ხელის გულის კანის ნახჭის ანაბეჭდის ნიმუში.
2.20. 2--- წლის 15 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტ ბ------------------ მიერ, ჭ---------- რაიონულ სამმართველოში, ზ----------------გან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში.
2.21. 2--- წლის 6 ოქტომბრის ნიმუშის აღების ოქმით დასტურდება, რომ ექსპერტ ბ------------------ მიერ, ჭ---------- რაიონულ სამმართველოში, ზ----------------გან აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის ნიმუშები.
2.22. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს’’-ის ჭ---------- მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სტაციონარული სამედიცინო ბარათი N--------ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 0-.---2---წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. კ----–--------------–---–-- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 0-.---2---წ-ს 11:20 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 17:00 სთ-ზე დიაგნოზით: გულმკერდის დაჟეჟილობა, ინტრაკრანიალური ტრავმა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა და სისხლნაჟღენთები ორივე თვალბუდის მიდამოში, კანქვეშა სისხლჩაქცევები გულმკერდის მიდამოში, სისხლჩაქცევები და კანქვეშა ჰემატომა მარჯვენა თეძოს მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.23. 1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დასტურდება, რომ 1. სს N------------ საქმეთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვლები N1, N2, N3 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
2. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირზე, მაქს. ზომებით: 24X40მმ, 17X32მმ და 22X33მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
3. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, N1, N2, N3 კვლების იდენტური ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
2.24 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დასტურდება, რომ 1. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის სამი კვალი, კვალი N1, კვალი N2 და კვალი N3 იდენტური არ არის - 0-.--.1--- წელს დაბადებულ ზ---------------------------, 0-.0-.1--- წელს დაბადებული თ------------------------------- და 0-.0--1--- წელს დაბადებულ კ----–--------–-----------------–---–-- (მარჯვენა ხელის ანაბეჭდების) ხელის ანაბეჭდებისა.
2. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი - 0-.--.1--- წელს დაბადებული ზ--------------------------- და 0-.0-.1--- წელს დაბადებული თ------- თ---------------------- სახელზე შევსებულ დაქტილობარათებზე არსებული ხელის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - 0-.--.1--- წელს დაბადებული ზ--------------------------- და 0-.0-.1--- წელს დაბადებული თ------- თ---------------------- ხელის ანაბეჭდებისა.
3. სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი - 0-.--.1--- წელს დაბადებული ზ--------------------------- და 0-.0-.1--- წელს დაბადებული თ------- თ---------------------- სახელზე შევსებულ დაქტილობარათებზე არსებული ხელის ანაბეჭდების იდენტური შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
2.25. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სერილიგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტებში, წარწერებით: „...აივნის შესასვლელი კარის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები გარეთა სახელურიდან...“, „...აივნის შესასვლელი კარის შიდა სახელურიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში...“ და „...საძინებელი ოთახის შესასვლელი კარის შიგნითა სახელურიდან ამოღებული ანაწმენდის ნიმუში...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1,2,4.). გენოტიპირებისათვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტებში, წარწერით: „....საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------- დ--------- (ობ. N45); პაკეტი, წარწერით: „...თ------- დ--------- ნერწყვის ნიმუში...“);
- პაკეტებში წარწერებით: „...ფანჯრის რაფაზე არსებული მინის ნამსხვრევებიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა....“. „...საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგარი პლასტმასის დასაჯდომი სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა...“ და „.... საძინებელ ოთახში არსებული პლასტმასის დასაჯდომი სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობN 5-7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს რომელიც ეკუთვნის კ----–--------------–---–- (ობ. N44); პაკეტი,წარწერით „...ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან ... აღებული დაზარალებული კ----–--------–-----------------–---–-....“);
- პაკეტში, წარწერით; „....ელექტრო ბატარეია მოშავო ფერის დაზიანებულ მდგომარეობაში...“ მოთავსებულ სანათზე არსებული ბიომასალის (ობ. N8) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის კ----–--------------–---–- (ობ. N44), მინორული წილში ვლინდება ზ---------------- (ობ. N46; პაკეტში წარწერით; „...ზ---------------- ნერწყვის ნიმუში...“) და არ ვლინდება თ------- დ--------- (ობ.N45) გენეტიკური თანამონაწილეობა;
- პაკეტში, წარწერით; „...მოშავო ფერის მაგთი ფიქსის ტელეფონის ყურმილი ელ.სადენებით...“ მოთავსებულ ტელეფონის ყურმილზე (ობ.N9) და სადენზე (ობ.N10) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის კ----–--------------–---–- (ობN44). (ობ. N9,10-ის პროფილში. თ------- დ---------ა (ობ.N45) და ზ---------------- (ობ. N46) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით; „...ტელეფონის მაგთიფიქსი ელემენტის ჩასადები ხუფი...“ მოთავსებული ოთხკუთხა ფორმის დეტალზე (ხუფი) არსებული ბიომასალის (ობ. N11) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------- დ--------- (ობ. N45);
- პაკეტში, წარწერით; „....ელექტრო ბატარეიები წარწერით „------- ელემენტები...“ მოთავსებულ ელემენტების შეკვრაზე (ობ. N12). გენოტიპირებისთვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით; „....საძინებელი ოთახიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები...“ მოთავსებულ გამჭვირვალე მინის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N13) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის თ-----------------ს (ობ.N45) . მინორული წილი ეკუთვნის კ----–--------------–---–- (ობ. N44);
- პაკეტში, წარწერით; „.------ მობილური ტელეფონი....“ მოთავსებულ „---“-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის (ობ.N14) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ---------------ს (ობ. N46);
- პაკეტში, წარწერით: „...i-----” მობილური ტელეფონი…“ მოთავსებულ „i-----“-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის (ობ. N15) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის თ------- დ--------- (ობ. N45) მინორულ წილში ვლინდება კ----–--------------–---–-- (ობ. N44) და არ ვლინდება ზ---------------- (ობ. N46) გენეტიკური თანამონაწილეობა;
- პაკეტში წარწერით; „...p----” მობილური ტელეფონი…“ მოთავსებულ „p----“-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე არსებული ბიომასალის (ობ.16) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------- დ--------- (ობ.N45);
- პაკეტში წარწერით; „...თ------- დ--------- მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოყვითალო მონაცისფრო ლაქები (ობ. N17.18), სისხლს არ შეიცავს;
- პაკეტში, წარწერით; „...ზ------- ჩ-------- ხელის ანაწმენდის ნიმუში...“ მოთავსებულ ანაწმენდზე არსებული მოყვითალო მონაცისფრო ლაქები (ობ. N19.20) სისხლს არ შეიცავს;
- პაკეტში, წარწერით; „...მოთეთრო ფერის ქსოვილი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით...“ მოთავსებულ გადასაფარებელზე არსებული მოწითალო - მოყავისფრო ლაქები (ობ. N21.22) წარმოადგენს ადამიანის სისხლს ობ. N21.22-ის გენეტიკური პროფილი და ამავე გადასაფარებლიდან ამოღებული ადამიანის თმის ღერის (ობ.N23) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ----–--------------–---–- (ობ.44);
- პაკეტში, წარწერით; „...მოლურჯო ფერის „ჟაკეტი“...“ მოთავსებულ ჯემპრზე არსებული ღია მოწითალო- მოყავისფრო ლაქა (ობ. N 24) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ----–--------------–---–- (ობN44) ამავე ჯემპრზე არსებული ბიომასალის (ობ.N25.26) გენეტიკური პროფილები შერეულია ობ. N35-ის პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ---------------ს (ობ.N46), მინორულ წილში, კ----–--------------–---–--ა (ობ.N44) და თ------- დ--------- (ობ.N45) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. N26-ის გენეტიკური პროფილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში წარწერით; „...მორუხო ფერის პულოვერი...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N27,28) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ----–--------------–---–- (ობ.N44). ამავე მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ.N29.30) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N29-ის პროფილის მაჟორული წილი და ობ.N30-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის კ----–--------------–---–- (ობ.N44) . ობ. N30-ის პროფილის მეორე წილი ეკუთვნის თ------- დ--------- (ობ.N45). ობ.29-ის პროფილში თ------- დ---------ა (ობ. N45) და ზ---------------- (ობ.N46) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით; „...ტანსაცმელი თ------- დ--------- შარვალი, სვიტრი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები (ობ. N32.33) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ხოლო მოყავისფრო ლაქა (ობ. N31) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N32.33-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის კ----–--------------–---–- (ობ. N44). აღნიშნულ შარვალზე არსებული ბიომასალისა (ობ. N34) და ამავე პაკეტში მოთავსებულ მაისურზე არსებული ბიომასალის (ობ.N35) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------- დ--------- (ობ.N45);
- ამავე პაკეტში მოთავსებულ ფეხსაცმელზე არსებული მოყავისფრო-მონარინჯისფრო ლაქები (ობ. N36), სისხლი არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით; „...ზ---------------- ტანსაცმელი..“ მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N37) წარმოადგენს ადამიანის სისხლს რომელიც ეკუთვნის კ----–--------------–---–- (ობ. N44). ამავე ჟილეტზე არსებული ბიომასალის (ობ. N39) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ---------------ს (ობ.N46);
- აღნიშნულ ჟილეტზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა (ობ. N38) და ამავე პაკეტში მოთავსებულ მაისურსა (ობ. N40-42) და კეპაინ ქუდზე (ობ. N43) არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლი არ აღმოჩნდა.
2.26. 2--- წლის 8 თებერვლის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - „P----“-ს ფირმის მობილური ტელეფონიდან, კ----–--------------–---–-- მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მესამე „P----“-ს ფირმის მობილური ტელეფონი. კ------------–---–-ს განმარტებით, მან ტელეფონი ამოიცნო ფორმით, ფერით, საერთო იერსახით და მობილური ტელეფონის უკანა მხარეს, ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ნაჭდევი დაზიანებით.
2.27. ზ---------------- დაკავების ოქმის თანახმად, საჩხერის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 2---------- განჩინების საფუძველზე, იგი 20-9 წლის 2---------, 20:11 საათზე, დააკავეს ჭ---------- რაიონის სოფელ პ--------ში.
2.28. ბრალდებულმა ზ---------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ თ-----------------ს დღისით შეხვდა ქალაქში. წავიდნენ თავისთან სადაც დალიეს, შემდეგ ქალაქში ჩავიდნენ, იქაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და ისევ დაბრუნდნენ თავისთან სახლში. არ ახსოვს რა დღე იყო, მაგრამ ქალაქში ყოფნისას გზაში შეხვდნენ პოლიციელები, გააჩერეს ისინი, გაჩხრიკეს და გაუშვეს. თ------------------ საქმეზე როდესაც დაიკითხა, მაშინ ნასვამი იყო და მერე გაიხსენა გაჩხრეკის ფაქტი. კარლო გაფრინდაშვილთან არასოდეს ყოფილა და მისთვის უცნობია თუ საიდან აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლი მის ტანსაცმელზე. პოლიცია რომ მივიდა მასთან სახლში, ის და თ------- იქ იყვნენ, მაგრამ ჩხრეკის დროს არ ყოფილა და არ იცის საიდან გაჩნდა მის სახლში ტელეფონი.
2.29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/0-, 95).
2.30. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მტკიცების სტანდარტსა და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხს, კერძოდ: საქმის გარემოებების დასადგენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ (El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], განაცხადი N39630/09, §151, ECtHR, 13.12.20-2, ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v The UK)[დიდი პალატა], განაცხადი N 29750/09, §48, ECtHR, 16.09.20-4.).
2.31. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.32. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთაგან მინიმუმ ორი უნდა იყოს პირდაპირი მტკიცებულება და რომლებიც ნეიტრალურად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდნენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს და არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყოს აშკარა და ურთიერთთავსებადი - უნდა ადასტურებდნენ ერთსა და იმავე ფაქტებს და უნდა უთითებდნენ ერთსა და იმავე გარემოებებზე.
2.33. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ზ---------------- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
2.34. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულ კ----–--------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წლის 5 ოქტომბერს, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, ღამის საათებში მას ყაჩაღურად თავს დაესხა ორი პირი, რომლებმაც მოსთხოვეს ოქრო და ფული. თავდამსხმელებიდან ერთი იყო მისი ყოფილი სიძე თ-----------------, ხოლო მეორე ვინ იყო მისთვის უცნობია, რადგან სახეზე აფარებული ჰქონდა ტანსაცმელი, ნიღბის სახით. დაზარალებულის განმარტებით, მეორე პიროვნება თ--------- გაცილებით დაბალი იყო და ეცვა შავი კურტკა. იგი ასრულებდა თ-------ს მითითებებს, კარადაში ეძებდა ფულს, გავიდა მეორე ოთახში უთოს გამოსატანად, რომელიც არ გამოუტანია, ვერ ნახა თუ განზრახ არ გამოიტანა დაზარალებულისთვის უცნობია. დაზარალებულის ჩვენებით, დიდხანს იმყოფებოდნენ თავდამსხმელები მასთან, რადგან მისთვის უცნობმა პირმა, თ------- უთხრა, რომ წასულიყვნენ, თორემ დაათენდებოდათ თავზე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული, ჭ---------- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების: მუხრან ბრეგვაძის, ირაკლი ტაბატაძისა და თემურ ნოზაძის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2--- წლის 6 ოქტომბერს ისინი იყვნენ მორიგეები და შემოვლას ახორციელებდნენ ჭიათურაში. გამთენიისას, ქალაქში მოძრაობისას, მათ შენიშნეს ორი ახალგაზრდა, რომლებიც აღმოჩნდნენ ზ--------------- და თ-----------------. ისინი იყვნენ ნასვამები და თან ჰქონდათ ლუდის ბოთლები. მათ განაცხადეს, რომ ლუდის საყიდლად იყვნენ ქალაქში ჩასულები და მიდიოდნენ ზ---------------- სახლში, სადაც უნდა დარჩენილიყვნენ. შემოწმების შემდეგ გაუშვეს ისინი, რადგან რაიმე საეჭვო არ შეუნიშნავთ.
საქმეში არსებული, ბრალდებულის ოჯახის წევრების, დედის ე-–----------------ა და ძმის, ტ---------------- გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ 2--- წლის 5 ოქტომბერს, საღამოს საათებში მათთან ოჯახში სტუმრად მივიდა ზ---------------- ნათლიმამა თ-----------------. სუფრაზე მათ დალიეს ღვინო და დაძინების ნაცვლად, თ----------------- და ზ--------------- სადღაც წავიდნენ. სად წავიდნენ ან როდის დაბრუნდნენ სახლში მათთვის უცნობია. ე------------ განმარტებით, დილით, რვა საათზე რომ გაიღვიძა, ნახა რომ მათ ეძინათ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ ობიექტებზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ელექტრო ბატარეიაზე მოთავსებულ სანათზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის კ----–--------------–---–-, მინორულ წილში ვლინდება ზურაბ ჩ-------- და არ ვლინდება თ------- დ--------- გენეტიკური თანამონაწილეობა; საცხოვრებელ სახლის ეზოს გარეთ, დაახლოებით 30 მეტრში, ქ.ჭ----------კენ მიმავალ საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ფერდობზე არსებულ ბუჩქებზე, აღმოჩენილ ჯემპრზე არსებული ღია მოწითალო- მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ----–--------------–---–-. ამავე ჯემპრზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ---------------ს მინორულ წილში, კ----–--------------–---–--ა და თ------- დ--------- გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
2--- წლის 6 ოქტომბრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ზ---------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ზ---------------- საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ზალის ოთახში, დადებული ხის სკამიდან ამოღებული იქნა გრძელსახელოიანი მორუხო ფერის სვიტერი, რომელსაც აქვს უცხოენოვანი წარწერა „POREMI”. სვიტერს მარჯვენა მკლავზე და წინ შუა ნაწილში აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი. მოშავო ფერის კეპიანი ქუდი, წარწერით, „Supreme”. მოკლესახელოიანი უმკლავო ქურთუკი ე.წ. „დუტი“, წარწერით „CECIL” (ე-–---------------- განმარტებით, აღნიშნული ტანსაცმელი ეკუთვნის ზ---------------ს). ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზ---------------- საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ჟილეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის კ----–--------------–---–-. ამავე ჟილეტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ---------------ს;
ზ---------------- საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ, პრაიმის ფირმის მობილურ ტელეფონზე ჩხრეკაში მონაწილე ე-–---------------მ განაცხადა, რომ არ იცოდა თუ ვისი იყო. ასევე, ზ.ჩ-------- განმარტებით მისთვის უცნობია თუ საიდან აღმოჩნდა ეს ტელეფონი მის სახლში. 2--- წლის 8 თებერვლის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით კი დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - „P----“-ს ფირმის მობილური ტელეფონიდან, კ----–--------------–---–-- მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მესამე „P----“-ს ფირმის მობილური ტელეფონი. კ------------–---–-ს განმარტებით, მან ტელეფონი ამოიცნო ფორმით, ფერით, საერთო იერსახით და მობილური ტელეფონის უკანა მხარეს, ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ნაჭდევი დაზიანებით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 4 ივნისის განაჩენით, თ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ 2--- წლის 5 ოქტომბრის 24:00 საათიდან, 2--- წლის 6 ოქტომბრის 0-:00 საათამდე პერიოდში, თ------- დარბაიძე, სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, თავს დაესხა, ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------–- მცხოვრებ კ----–--------------–---–-, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს ფული და ოქროს ნივთები, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თანხას 25 ლარს და კ------------–---–-ს კუთვნილ, „პრაიმის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
2.35. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებულ ზ---------------- უდანაშაულობის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდებულის დედის გამოკითხვის ოქმი, მოწმე პოლიციელების თანმიმდევრული ჩვენებები, რომელთა მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ზ---------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოცნობის ოქმი (რომლებიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით), ზემომითითებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ---------------- დამნაშავედ ცნობისათვის. აღნიშნული მტკიცებულებების შინაარსი თანხვედრილია ერთმანეთთან და ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ კ----–--------------–---–-- მიმართ ყაჩაღურ თავდასხმაში თ-----------------სთან ერთად მონაწილეობდა ზ---------------.
2.36. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც ბრალდებული არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მისი განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი ზეპირსიტყვიერი განმარტებები ვერ გახდება მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ---------------- მიმართ შერაცხულ ბრალდებას.
3. სამართლებრივი შეფასება.
3.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
3.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორი ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით, მაგალითად ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. დამნაშავის მიერ ქონების დასაუფლებლად იარაღის იმიტაციის გამოყენება, რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს იარაღის ანალოგიასთან, მაგრამ არ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მაინც ძალადობად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეს იარაღი მსხვერპლის მიერ ნამდვილ იარაღად აღიქმება. სათამაშო იარაღის დემონსტრირებაც კი უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე, მას ეუფლება შიშის გრძნობა და იგი იძულებულია დათმოს ქონება. დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მუქარის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა შესწავლა სავალდებულოა. ამისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყაჩაღური თავდასხმის ადგილი, დრო, იმ საგნის თვისება, რომელიც გამოყენებულია განუსაზღვრელი მუქარის განსახორციელებლად, როგორ აღიქვამს მას დაზარალებული და სხვა. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება N618აპ-15 საქმეზე), რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს. სასამართლო ასევე, განმარტავს, რომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დროს აუცილებელი არ არის ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული.
ასევე, დანაშაულის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობა განპირობებულია იმით, რომ დამნაშავე შეღწევისას დამატებით ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან ძალასა და ხერხს იყენებს, რომ გადალახოს წინააღმდეგობა და დაეუფლოს ქონებას. შეღწევა, ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით ბინაში შესვლას ყაჩაღობის მიზნით. ბინა კი, ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად (ინდივიდუალური სახლი, ბინა, აგარაკი და სხვა).
3.4. სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ 2--- წლის 5 ოქტომბრის 24:00 საათიდან, 2--- წლის 6 ოქტომბრის 0-:00 საათამდე პერიოდში, ზ--------------- და თ-----------------, ჯგუფურად, საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, თავს დაესხნენ, ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------–- მცხოვრებ კ----–--------------–---–-, სცემეს, მიაყენეს დაზიანებები და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს ფული და ოქროს ნივთები, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თანხას 25 ლარს და კ----–--------------–---–-- კუთვნილ, „პრაიმის“ ფირმის მობილურ ტელეფონს. განხორციელებული ქმედებით ზ---------------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური; ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
5.5. სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ - მის გარდაუვალობაში.
5.6. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 10-). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულის განმარტებით, ზ.ჩ-------- როლი ყაჩაღურ თავდასხმაში იყო პასიური და უშუალოდ ის არ ახორციელებდა ძალადობას მის მიმართ, რის გამოც დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ზ---------------- მიმართ სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით. მის მიმართ განსაზღვრული მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
2. ზ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. ზ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 20-9 წლის 24 მარტიდან;
4. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, კ----–--------------–---–-- საცხოვრებელი სახლის აივნის შესასვლელი კარის სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; აივნის შესასვლელი კარის შიდა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; ფანჯრის რაფაზე არსებული მინის ნამსხვრევებიდან აღებული მოწითალო ფერის, სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგარი პლასტმასის სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; საძინებელ ოთახში არსებული პლასტმასის სკამიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარიდან, ხელმარცხნივ მდებარე საძინებელი ოთახიდან ამოღებული, იატაკზე გადმოგდებული მოთეთრო ფერის ქსოვილი მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქებით; ექვსი ხელის კვალი; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ არსებული საძინებელი ოთახიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები; საძინებელი ოთახის შესასვლელი კარის შიგნითა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს არსებული ფერდობიდან ამოღებული - მორუხო ფერის პულოვერი, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით; ასევე, მოლურჯო ფერის ჟაკეტი, რომლებიც ინახება ჭ---------- რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საძინებელ ოთახში ამოღებული, მაგიდაზე არსებული მოშავო ფერის მაგთიფიქსის ტელეფონის ყურმილი ელექტროსადენებით; საძინებელ ოთახში ამოღებული, მაგიდაზე არსებული მოშავო ფერის ელექტრო ბატარეა დაზიანებულ მდგომარეობაში; საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბიდან ამოღებული მომწვანო ფერის ელემენტი წარწერით „-------; საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის საფეხურიდან ამოღებული მაგთიფიქსის ტელეფონის ელემენტების ჩასადების ხუფი; ზ---------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული პრაიმის (P----) ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება ჭ---------- რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ კ----–--------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ზ---------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული გრძელსახელოიანი მორუხო ფერის სვიტერი უცხოენოვანი წარწერით „DOREMI“, სვიტერს მარჯვენა მკლავზე და წინ შუა ნაწილში აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვალი; მოშავო ფერის კეპიანი ქუდი წარწერით „Supreme“; მოკლე სახელოიანი, უმკლავო ქურთუკი - ე.წ „დუტი“, წარწერით „CECIL“; აიფონის (IPHONE) და ფლაის (FLY) ფირმის მობილური ტელეფონები; მოვერცხლისფრო ფერის ბეჭედი და ტურისტული ნაკრები, ე.წ. „ბრელოკი“ (ტურისტულ ნაკრებს ერთად აქვს ქანჩების მოსაჭერი, ბრტყელტუჩა, დანა და სახრახნისი), რომლებიც ინახება ჭ---------- რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ზ---------------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ბრალდებულ თ------------------გან ამოღებული მოშავო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს მარჯვენა ზემოთა კუთხეში აქვს უცხოენოვანი წარწერა „TIMEZONE“; მონაცისფრო ფერის სვიტერი; მოშავო ფერის ტყავის ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს შავი ფერის თასმები და ზემოთა მხარეს, შუა ნაწილში მიკერებული აქვს მოყვითალო ფერის ტყავი, უცხოენოვანი წარწერით „GUCCI“, რომლებიც ინახება ჭ---------- რაიონულ სამმართველოში, დაუბუნდეს თ-----------------ს ან/და მისი ოჯახის წევს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე