განაჩენი

სისხლის სამართლის 21.10.2019
საქმის ნომერი
020100119003079991
დავის ტიპი
120
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020100119003079991 (1/372-19)

განაჩენი

საქართველოს სახელით

21 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ან----------ს

დაცვის მხარე: ადვოკატი - რო----------------ს

ბრალდებული- მზ-------------ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: მზ-------------ს მიმართ

მამის სახელი: ვა-–--ო

დაბადებული: 1-.11.196- წელს

პირადი ნომერი:19--------2

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ზუ--------------–----–----------------–-------–---–ი

რეგისტრირებული: ზუ--------------–----–----------------–-------–---–ი

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მზ-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მზ-------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

2019 წლის 16 ივნისს, საღამოს საათებში, ზუ--------------–----–----------------–------–---––ი, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარკების ნიადაგზე, მზ-------------მ შვილს - მო------------ს შუშის ფინჯანი ესროლა მარცხენა ფეხის არეში, რა დროსაც მო------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

დაზარალებულმა მო------------მ სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, დედის, მზ-------------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე ვა-–------------მ ასევე უარი განაცხადა, მეუღლის, მზ-------------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე შო-------------ა განმარტავს, რომ 2019 წლის 16 ივნისს მო------------ს კივილზე, შეიკრიბნენ მეზობლები, მას ფეხი ჰქონდა დაზიანებული და სდიოდა სისხლი. მო------------ს თქმით, მას რაღაც ესროლა დედამ, მზ-------------მ.

 

მოწმე და----------------ა განმარტავს, რომ 2019 წლის 16 ივნისს იმყოფებოდა სახლში, ვა-–------------ს სახლიდან მოესმა კივილი, მო---ა ტიროდა, მას ფეხიდან სდიოდა სისხლი და ამბობდა, რომ დედამ რაღაც საგანი ესროლა, ხოლო მზ------------- არ იმყოფებოდა სახლში.

 

მოწმე მა-------------ს განმარტებით 2019 წლის 16 ივნისს მოესმა ყვირილი, მივიდა მზ-------------ს სახლში, მო------------ იჯდა სახლის კარებთან, ტიროდა და სისხლი სდიოდა ფეხიდან, მაგრამ მიზეზი არ უკითხავს, მისი იქ ყოფნისას მზ------------- არ უნახავს.

 

მოწმე რი---------ა განმარტავს, რომ ყვირილის ხმაზე მიირბინა მზ-------------ს სახლში, მო------------ იჯდა სახლის კარებთან, ფეხი ჰქონდა სისხლიანი, კიოდა და ტიროდა, ამბობდა რომ დედამ ესროლა ჭიქა, მზ------------- არის შვილების მიმართ ძალიან ყურადღებიანი დედა და თავისი მუშაობით შემოაქვს ოჯახში ლუკმა- პური.

 

მოწმე მი----–----------ა განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 16 ივნისს სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან, გი---------–---–---ნ ერთად გამოცხადდა სოფელ კო--–---––ი, სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფებოდა მო------------, რომელმაც განმარტა, რომ დედამისი იყო ნასვამი, ესროლა ფინჯანი და ფეხი დაუზიანა. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღო სისხლისმაგვარი ლაქები და შუშის ნამსხვრევები, რომელიც ადგილზე დალუქა, შეადგინა შესაბამისი ოქმი, იმ დროს მზ------------- სახლში არ იმყოფებოდა.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს გი---------–---–-ა და განმარტა, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინების საფუძველზე სოფელ კო--–---––ი მიიღო მონაწილეობა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ამოიღეს შუშის ნამსხვრევები, მო------------მ, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას მიჰყავდა რეფერალურ საავადმყოფოში, განმარტა, რომ დედამ ესროლა ფინჯანი და დაუზიანა ფეხი.

 

ბრალდებულმა მზ-------------მ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 16 ივნისს მიდიოდა სამსახურში, ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ინვალიდი შვილი, რომელიც უნდა დაეტოვებინა მო------------სთვის, ამ მიზეზით იკამათეს, მას ხელში ეჭირა ჩანთა, მეორე ხელით სვამდა წყალს და გაბრაზებულმა ფინჯანი კარებთან დაანარცხა ბეტონზე, მეორე ოთახში შორიახლოს იდგა მისი ქალიშვილი, მო------------, ეტყობა მას ფეხზე მოხვდა ჭიქის ნამსხვრევი, ღვთის წინაშე ამბობს, რომ მას შეგნებულად არ უსვრია, ის გავიდა სახლიდან და მოკლე გზით წავიდა სამსახურში, რომ მიდიოდა ისე გაიგონა კივილი, როდესაც დაბრუნდა მო---ა სასწრაფო დახმარების მანქანით იყო წაყვანილი და ერთი პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა მათ სახლში, მას ჰყავს ოთხი შვილი, მუშაობს და არჩენს ოჯახს, უვლის ორ მძიმე ავადმყოფ შვილს.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი მტკიცებულე- ბები.

 

2019 წლის 16 ივნისს დათვალიერდა ზუ--------------–----–----------------–------–---––ი მდებარე შემთხვევის ადგილი, რომელიც წარმოადგენს ვა-–------------ს საცხოვრებელ სახლს, რის შედეგად ამოიღეს სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები, მინის ნამსხვრევები და ტყავის ორი ქამარი (ს.ფ. 9-1-)

 

1990 წლის 21 მაისის მო------------ს დაბადების სააქტო ჩანაწერის ასლით დადასტურებულია, რომ მო------------ არის მზ-------------ს შვილი (ს.ფ 74-75)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2019 წლის 26 ივნისის №00------9 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მო------------ს მიმართ დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, თუმცა დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა მო------------ს ფეხის დაზიანების ფაქტი, დაეთანხმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და არ მოითხოვა სამედიცინო ექსპერტის დაკითხვა, რადგან მიიჩნია, რომ ჭიქის ნამსხვრევის მოხვედრამ გამოიწვია დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენება, თუმცა ეს შეგნებულად და განზრახ არ გაუკეთებია. (ს.ფ. 122-125)

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმ-გებლობა.

 

ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძველზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსა-ჯულების ხელმისაწვდომობა.

 

პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამავე კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;

 

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მზ------------- და მო------------ არიან დედა-შვილი, რომლებიც ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია სხვა პირის ჯანმრთელობა.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, მოცემულ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განსაზღვრული შედეგის დადგომა.

 

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური მხარე გამოიხატება განზრახვაში, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.

 

დაზარალებულმა მო------------მ უარი განაცხადა მზ-------------ს მიმართ მისი მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. დანარჩენი მოწმეები შო-------------ა, და----------------ა, მა------------- და რი---------ა არ წარმოადგენენ ძალადობის ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს და შესაბამისად მზ-------------ს ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, რასაც ბუნებრივია სასამართლო ვერ დაეყრდნობა და ვერ გამოიყენებს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ირიბი მტკიცებულებებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა, ხოლო ამ გადაწყვეტილების 22-ე პუნქტის შესაბამისად დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და საბრალდებო დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ირიბი ჩვენება სანდოობის თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რის გამოც არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებულ მზ-------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მზ-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ამ დანაშაულის ჩადენაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით და ძირითადი პრინციპებით:

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის არსებითად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში, საქმეზე უნდა არსებობდეს ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუკერძოებელ პირს არ გაუჩენს ეჭვს პირის მსჯავრდების შესახებ, ასევე აუცილებელია, რომ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას თუ კი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველა მაღალი დამაჯერებლობით არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად დაზარალებული არის პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური და ქონებრივი ზიანი, ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა, ხოლო სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად მოწმის ჩვენებაა - მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, როგორც ზემოთ აღინიშნა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა მო------------მ უარი განაცხადა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემაზე, რითაც მზ-------------ს მიმართ ბრალდებას გამოეცალა საფუძველი, რადგან დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენდა მზ-------------ს ბრალეულობის დასადასტურებლად ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას, რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, იგი ადასტურებს მო------------ს სხეულზე არსებულ დაზიანებას, მაგრამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება აღნიშნული დაზიანების მზ-------------ს მიერ განზრახი ქმედების შედეგად მიყენების ფაქტი.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რის მიხედვით ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამდენად, მხარეთა მიერ გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მზ-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს რელევანტური და ურთიერთშეთანხმებული პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობა- სთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფცი- იდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულებების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. (ALLen v The United kingdom N25424/09 12/07/2013)

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, კონკრეტულ შემთხვევაში კი მზ-------------ს მიერ დანაშაულის ჩადენა მხოლოდ ეჭვს და ვარაუდს ეფუძნება, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის 1/1/548 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) 44-ე პუნქტის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მზ-------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მზ-------------ს ბრალეულობაში, რის გამოც ის ზემოთაღნიშნულ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამართლებულს გააჩნია მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება.

 

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, ორი ცალი ქამარი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მო------------ს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი და მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით

დაადგინა:

 

1.ცნობილ იქნას უდანაშაულოდ მზ------------- (პირადი ნომერი 19--------2) საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

2.მზ-------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3.ნივთიერი მტკიცებულება, ორი ცალი ქამარი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მო------------ს.

 

ნივთიერი მტკიცებულება, სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი და მინის ნამსხვრევები, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

4.მზ-------------ს განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)

 

მოსამართლე: ნატრული აკობია