განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
080100119003247806
დავის ტიპი
19 - 344 1 , 362 1
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/925-19 (№076310819001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ნოემბერი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----- მ-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - შ------ შ----- ძე დ----- - დაბადებული 1----–-–----------------, თურქეთის მოქალაქე, პირადი №3----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თურქეთი, ქალაქი მ--------, რაიონი ქ-----–------, ფ------------------;

 

ადვოკატი - ე--- ნ--------

თარჯიმანი - თ----- შ-----–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 11:50 საათზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში შეჩერებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე შ------ დ-----ი, რომელმაც ქუთაისი-ვენის რეისის შესრულებამდე სასაზღვრო კონტროლის გავლისას მესაზღვრე-კოტროლიორ გ------- ა---–---- წარუდგინა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში ასევე დაუდგენელი პირისაგან მის მიერ შეძენილი მის სახელზე დამზადებული თურქეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტი ნომრით U--------.

 

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე შ------ დ-----მა საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისას 2019 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 11:50 საათზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მესაზღვრე-კონტროლიორ გ------- ა---–---- წარუდგინა თურქეთის რესპუბლიკის U-------- ყალბი პასპორტი, რითაც იგი შეეცადა, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ შ------ დ-----ის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ნ-----–---- შ-------- პატაკი, მოწმეების ნ-----–---- შ--------, გ------- ა---–----- და შ------ დ-----ის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა შ------ დ-----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ------ დ-----მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება ადეკვატური.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ შ------ დ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შ------ დ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც არის ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ------ დ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ------ დ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

შ------ დ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:

 

შ------ დ-----ის სახელზე გაცემული თურქეთის რესპუბლიკის პასპორტი U-------- - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შ------ დ-----ის სახელზე გაცემული თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობა NA-------- - დაუბრუნდეს შ------ დ-----ს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური