გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.11.2019
საქმის ნომერი
060310018002407005
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/28-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ.სამტრედია

 

შესავალი ნაწილი

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე - ს----------–--ს თ-----–--ს ს----------ო;

წარმომადგენელი - ნ--ო ს------–---–ი;

მოპასუხე - ა-–--ო გ--–-–---–ი;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ა-–--ო გ--–-–---–ისათვის 3 000 ლარის დაკისრება.

1.2. მოპასუხე ა-–--ო გ--–-–---–ისათვის ზედმეტად ჩარიცხული სახელფასო თანხის 229.20 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი

 

ს----------–--ს შ-------------–ი ძ--–--ის გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 14 მარტის N1399 ბრძანებით ა-–--ო გ--–-–---–ი გაწვეული იქნა ს----------–--ს შ-------------–ი ძ--–--ის რიგებში და ჩაირიცხა ს-------------ო (პ------------–) ს---------ში, იმავე დღეს ა-–--ო გ--–-–---–სა და ს----------–--ს თ-----–--ს ს----------ოს შორის, გაფორმდა ს----------–--ს თ-----–--ს მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N1417/16 კონტრაქტი ,,ს-------------ო (პ------------–ი) ს--------ო მოს---------ეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, ს--------ო ს---------ის გავლის შესახებ“, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ს--------ო მოს---------ე იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კეთილსინდისიერად ემსახურა თ-----–--ს ს----------ოში, ხოლო თავის მხრივ ს----------ოს ვალდებულებას წარმოადგენდა ,,ს--------ო მ--------------“ ხელფასით უზრუნველყოფა. ამავე კონტრაქტის 3.3. პუნქტის თანახმად კონტრაქტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი, თუმცა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის N 4/05-2018 დადგენილებით ა-–--ო გ--–-–---–ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით(ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე). აღნიშნული საფუძველზე გენერალური ინსპექციის 2018 წლის 15 თებერვლის დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ა-–--ო გ--–-–---–ის ს---------იდან დათხოვნა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის N933 ბრძანებით ა-–--ო გ--–-–---–ი დათხოვნილი იქნა ს----------–--ს შ-------------–ი ძ--–--ის რიგებიდან. კონტრაქტის გაფორმებიდან ა-–--ო გ--–-–---–ს ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები, ამდენად მოპასუხეს წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად 3000 ლარის ოდენობით, რაც თ-----–--ს ს----------ოსათვის დღემდე არ აუნაზღაურებია. ა-–--ო გ--–-–---–ს ზედმეტად დაერიცხა 229.20 ლარი, ვინაიდან მისი ერთი თვის ხელფასი შეადგენდა 1002.75 ლარს, კერძოდ წოდებრივი სარგო 955 ლარი, წელთა ნამსახურების დანამატი 5%, რაც შეადგენდა 47.75 ლარს, რადგანაც ა-–--ო გ--–-–---–ს ხელფასი დაერიცხა 20 თებერვალს, ხოლო დათხოვნილი იქნა იმავე თვის 21 რიცხვიდან მას ზედმეტად დაერიცხა 8 დღის ხელფასი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა-–--ო გ--–-–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს სხდომაზეც არ გამოცხადებულა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს შ-------------–ი ძ--–--ის გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 14 მარტის N 1399 ბრძანებით ა-–--ო გ--–-–---–ი გაწვეული იქნა ს----------–--ს შ-------------–ი ძ--–--ის რიგებში და ჩაირიცხა ს-------------ო (პ------------–) ს---------ში, იმავე დღეს ა-–--ო გ--–-–---–სა და ს----------–--ს თ-----–--ს ს----------ოს შორის, გაფორმდა საქართველოს თ-----–--ს მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N1417/16 კონტრაქტი ,,ს-------------ო (პ------------–ი) ს--------ო მოს---------ეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, ს--------ო ს---------ის გავლის შესახებ“,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ საქართველოს შ-------------–ი ძ--–--ის გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 14 მარტის N 1399 ბრძანება.(ს.ფ 14)

_2016 წლის 14 მარტის კონტრაქტი ,,ს-------------ო (პ------------–ი) ს--------ო მოს---------ეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, ს--------ო ს---------ის გავლის შესახებ.(ს.ფ 15-22)

 

3.1.2 ა-–--ო გ--–-–---–ის ერთი თვის ხელფასი შეადგენდა 1002,75 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მიმართვა (ს.ფ. 32 )

 

3.1.3. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კონტრაქტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2016 წლის 14 მარტის კონტრაქტი ,,ს-------------ო (პ------------–ი) ს--------ო მოს---------ეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, ს--------ო ს---------ის გავლის შესახებ.(ს.ფ 15-22)

 

3.1.4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის N 4/05-2018 დადგენილებით ა-–--ო გ--–-–---–ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით(ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე). აღნიშნული საფუძველზე გენერალური ინსპექციის 2018 წლის 15 თებერვლის დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ა-–--ო გ--–-–---–ის ს---------იდან დათხოვნა, რაც დაკმაყოფილდა და გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის N933 ბრძანებით ა-–--ო გ--–-–---–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შ-------------–ი ძ--–--ის რიგებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის დადგენილება.

_საქართველოს შ-------------–ი ძ--–--ის გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ს--------ო ს---------იდან დათხოვნის შესახებ.

 

3.1.5. ა-–--ო გ--–-–---–ის კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 1 წელს, 11 თვესა და 7 დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ.(ს.ფ 31)

 

3.1.6. ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,ს--------ო მ--------------“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ ,,ს--------ო მოს---------ე“ ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი ს-------------ო ს---------იდან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შ-------------–ი ძ--–--ის რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში) ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის 3 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2016 წლის 14 მარტის კონტრაქტი ,,ს-------------ო (პ------------–ი) ს--------ო მოს---------ეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, ს--------ო ს---------ის გავლის შესახებ.(ს.ფ 15-22)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1 ა-–--ო გ--–-–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად ,,ს--------ო მოს---------ე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს ,,სამინისტრო“-ს ს--------ო ს---------ში.

 

ხელშეკრულების 6.1.2. და 6.1.4. პუნქტის თანახმად ს--------ო მოს---------ე ვალდებულია მტკიცედ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის ს--------ო ფიცის, წინამდებარე კონტრაქტისა და საჯარისო წესდებების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა.გაუფრთხილდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ სხვა ქონებას, თავის ს--------ო წოდებას, პატივსა და ღირსებას, არ ჩაიდინოს ს--------ო მ--------------ათვის შეუფერებელი ქმედება.

 

ხელშეკრულების 7.6 პუნქტის თანახმად, ,,ს--------ო მოს---------ე“ აცნობიერებს, რომ ს--------ო ს---------ის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, მასზე ვრცელდება დისციპლინარული, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობაც.

 

დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის N 4/05-2018 დადგენილებით ა-–--ო გ--–-–---–ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების მოხმარება). აღნიშნულის საფუძველზე პირველი კ-–---ს რიგითი ა-–--ო გ--–-–---–ი ,,ს--------ო მ-------------- სტატუსის შესახებ“ ს----------–--ს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ (ს--------ო მ-------------- ღირსების შემლახავი საქციელის გამო) და ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების, ასევე ს----------–--ს თ-----–--ს მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის N54 ბრძანების 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დათხოვნილი იქნა ს----------–--ს შ-------------–ი ძ--–--ის რიგებიდან.

 

3.2.2 ა-–--ო გ--–-–---–ისათვის ხელფასის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 229.20 ლარს

 

,,საჯარო ს---------ის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თ-----–--ს ს----------ოს სისტემის ს--------ო მოს---------ეზე, საქართველოს შ-------------–ი ძ--–--ის გენერალური შტაბისა და ს-----–---ო ჯ-----ის თანამშრომლებზე;

 

იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, ს---------ში მიღების დღიდან ს---------იდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო; მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს; შრომითი გასამრჯელო მოხელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.

 

დადგენილია, ა-–--ო გ--–-–---–ი მსახურობდა როგორც საქართველოს შ-------------–ი ძ--–--ის ს-----–---ო ჯ-----ის დ-----–--- ს------–---ის II ს--------–----ო ბ--------ს რ---------–- ბ-----–----ის ს--------ო მ-------------- I კ-–---ს რიგითი და შესაბამისად, მასზე ვრცელდება ,,საჯარო ს---------ის შესახებ” ს----------–--ს კანონის დებულებები შრომითი გასამრჯელოს მიღების ნაწილში.

 

უდავოა, რომ ა-–--ო გ--–-–---–ი დათხოვნილი იქნა ს--------ო ს---------იდან 2018 წლის 21 თებერვლიდან და ამ დროიდან დაკისრებული მოვალეობები აღარ შეუსრულებია, მისი თანამდებობრივი ყოველთვიური სარგო განსაზღვრული იყო 1002.75 ლარით, წოდებრივი სარგო 955 ლარი, წელთა ნამსახურეობის დანამატი 47.75 ლარი. ვინაიდან ბ--------ს ხელფასის მოთხოვნა მოხდა 2018 წლის 19 თებერვალს და ბრიგადას ხელფასი ჩაერიცხა 2018 წლის 20 თებერვალს, ა-–--ო გ--–-–---–საც ხელფასი დაერიცხა მთელი თვის სარგო, ანუ ზედმეტად დარიცხული იქნა მასზე 8 დღის ხელფასი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (ს.ფ 23)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ს----------–--ს თ-----–--ს ს----------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--ს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსი;

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ს----------–--ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განმსაზღვრელია ხელშეკრულების მიზანი - საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება (შესრულება). ადმინისტრაციული ხელშეკრულება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ან შეიცავს მმართველობის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ს----------–--ს თ-----–--ს ს----------ოსა და მეორე მხრივ, მოპასუხე ა-–--ო გ--–-–---–ს შორის ს--------ო ს---------ის გავლის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) და ზედმეტად მირებული ხელფასის ანაზღაურება. აღნიშნული ხელშეკრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს - ს----------–--ს თ-----–--ს ს----------ოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზანს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები;

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 14 მარტის N1417/16 კონტრაქტის გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ ა-–--ო გ--–-–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული. ა-–--ო გ--–-–---–ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,ს--------ო მ--------------“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ , თუ ,,ს--------ო მოს---------ე“ ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი ს-------------ო ს---------იდან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შ-------------–ი ძ--–--ის რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში) ჯარიმის სახით აენაზღაურებინა ს----------ოსათვის 3 000 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–--ო გ--–-–---–ი ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან 1 წელი 11 თვე და 7დღე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხეზე ჯარიმის სახით 3 000 ლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და გამომდინარეობს კონტრაქტის 7.3 მუხლის პუნქტით განსაზღვრული მხარეთა შეთანხმების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 417–ე მუხლებიდან.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 229.20 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თ-----–--ს ს----------ო წარმოადგენს უფლებამოსილ პირს ა-–--ო გ--–-–---–ს მოსთხოვოს ჯარიმის სახით 3 000 ლარის ანაზღაურება და ზედმეტად გადახდილი თანხის 229.20 ლარის უკან დაბრუნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოპასუხე ა-–--ო გ--–-–---–ს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს----------–--ს თ-----–--ს ს----------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ა-–--ო გ--–-–---–ს ს----------–--ს თ-----–--ს ს----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 3000 ლარის გადახდა.

 

1.2 მოპასუხე ა-–--ო გ--–-–---–ს ს----------–--ს თ-----–--ს ს----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად ჩარიცხული სახელფასო თანხის 229.20 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ა-–--ო გ--–-–---–ს ს----------–--ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1).

 

მოსამართლე ნონა ზარქუა