განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003125201
საქმე №1/654-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24.10.2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: გვ--–-----------ე;
დაცვის მხარე
ადვოკატი: ოლ-------------ე; ქრ-----------------ა;
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე
№0-----------
ბრალდებული: გ--- ხუ----ე
მამის სახელი: გ---
დაბადების თარიღი: 3---------წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე (პირობით მსჯავრდებული)
მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, ნი---ს მეორე შესახვევი №2----.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, ,გ’’ ქვეპუნქტი;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 4 იანვარს, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქუ-----ში, ნი---ს ქუჩა მეორე შესახვევი №6--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ--- ხუ----ემ არასრულწლოვანი შვილის მ--–- ხუ----ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მა----- გო--–----ეს და მის დედას თ-- მა------–-სს. კერძოდ, მა----- გოგლიჩძეს შეაგინა და ხელი მოუჭირა კისრის არეში, ხოლო თ-- მა------–-სს ხელი მოუჭირა მკლავზე. გ--- ხუ----ის მოქმედებით მა----- გო--–----ემ და თ-- მა------–-სმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 2 ივნისს, საღამოს საათებში, ქუ-----ში, ნი---ს ქუჩა მეორე შესახვევი №2-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ--- ხუ----ემ ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მა----- გო--–----ეს. კერძოდ, აგინებდა მას და ხელი დაარტყა ზურგის არეში. გ--- ხუ----ის ქმედებით მა----- გო--–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2019 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, გ--- ხუ----ე სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის დედას - თ-- მა------–-სს. კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. გ--- ხუ----ის ქმედების შედეგად თ-- მა------–-სს გაჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--- ხუ----ე ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, ,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლე----–----მ (გამომძიებელი) განმარტა შემდეგი - 2019 წლის 19 ივნისს მიღებული იქნა შეტყობინება და აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ლე----–----მ შეავსო ფორმა პირველი - გამოძიების დაწყების ბარათი, შეტყობინების საფუძველზე, შეტყობინების ადრესატი იყო მა----- გო--–----ე. სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია. მთავარი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა გამომძიებელმა გ------ი კუ------ემ. მოწმეს ბრალდებულის დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მა----- გოგლიჩიძემ (დაზარალებული) განმარტა შემდეგი - 2017 წლის 3 ოქტომბრიდან მა----- გო--–----ე და გ--- ხუ----ე იმყოფებიან არაოფიციალურ ქორწინებაში, ჰყავთ ერთი მცირეწლოვანი შვილი. 2018 წლის 13 თებერვალს გ--- ხუ----ე დააკავეს და ის პატიმრობაში იმყოფებოდა 2018 წლის 12 სექტემბრამდე. გ---ს ურთიერთობა არ ჰქონდა მა-----ის ოჯახის წევრებთან, რადგან გ--- პატიმრობაში იმყოფებოდა მა-----ის ბიძის, გია მა------–-სის სახლის გაქურდვის ბრალდებით, რის შემდეგაც გაფუჭდა მათი ურთიერთობა. ფაქტიურად მა-----ს სხვა მამაკაცთან ურთიერთობა არ ჰქონდა, რადგან ის ძირითადად უვლიდა ბავშვს და მხოლოდ კვირაში ერთხელ დადიოდა უნივერსიტეტში, გ---ს ეჭვიანობის მიზეზი იყო ძირითადად მა-----ის ოჯახის წევრები. მისი გათავისუფლების შემდეგ ის ეჭვიანობდა მასზე და გამოხატავდა ძალადობას მის მიმართ, რომელიც მან ვერ აიტანა. 2019 წლის 4 იანვარს დაახლოებით 8 საათზე, მა----- გო--–----ე და დედამისი იმყოფებოდნენ კაფეში, დედამისის მეგობართან ერთად. ამ დროს გ--- სოფელში იყო წასული, მა-----ს ტელეფონზე ვერ დაუკავშირდა, რადგან მისი ტელეფონი დაჯდა, გ---მ დაურეკა მა-----ის დედას და როდესაც გაიგო თუ სად იყვნენ ისინი, დაიწყო ყვირილი, თუ რატომ წავიდა, მან არ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ, წამოვიდა სოფლიდან და მივიდა მა-----ის დედის სახლში. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ისინი დაბრუნდნენ კაფედან, ის ვერ დაუკავშირდებოდა გ---ს, რადგან არც გ---ს არ ჰქონდა ტელეფონი, მან მხოლოდ დედამის ტელეფონიდან დარეკა მა-----ის დედის ტელეფონზე და მა-----მა მაშინ აუხსნა თუ სად იყო. გ---მ იცოდა, რომ მა-----ი დედასთან ერთად აპირებდა ჭავჭავაძეზე გასვლას, ხოლო როდესაც მან დაურეკა მა-----ს, მხოლოდ მაშინ უთხრა რომ ის იმყოფებოდა დედამისის მეგობართან ერთად. როდესაც სახლში დაბრუნდა ნიკიას მეორე შესახვევი №6-, იქ იმყოფებოდა გ--- ხუ----ე, მა-----ის დედა თ-- მა------–-სი და მათი მცირეწლოვანი შვილი მ--–- ხუ----ე. ბრალდებულმა დაიწყო ყვირილი, ილანძღებოდა იგინებოდა, აინტერესებდა ვისთან ერთად და რატომ იყო წასული. გ---ს უნდოდა მასთან საუბარი, გაიყვანა ის ოთახში და წაუჭირა ყელში ორივე ხელი. როდესაც მა-----ის დედამ ეს ყველაფერი დაინახა დაიწყო ყვირილი და გ---მ მას მკლავში მოუჭირა ხელი, რა დროსაც მათ იგრძნეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მა-----ს არა მაგრამ დედამისს 10 დღის განმავლობაში ეტყობოდა მკლავზე გ---ს ხელის თითები. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა მა----- გო--–----ის დედა და შვილი, ბავშვს შეეშინდა და ტირილი დაიწყო.
2019 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გ--- ხუ----ე, მა----- გო--–----ის ნებართვით, შევიდა მის სოციალურ ქსელია „ფეისბუქის“ გვერდზე და ნახა უცხო მამაკაცის კომენტარი დაწერილი მის სურათზე. ამ ყველაფრის ფონზე გ--- ხუ----ემ იეჭვიანა და ეჭვიანობის ნიადაგზე ზურგში ჩაარტყა ერთხელ ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული შემთხვევა მოხდა მათ საძინებელ ოთახში და მას ესწრებოდა მათი შვილი. ფეისბუქზე იყო პოსტი, რაზედაც მა-----მა მონიშნა მისი მეგობარი და დაწერა „აუ“ და ვიღაც უცხო მამაკაცმა დაწერა: „აუ რა არის, რას ყმუიხარო“. ეს კომენტარი ნახა გ---მ და იფიქრა, რომ მა-----ი მას იცნობდა, თორე ასეთ კომენტარს არ დაუწერდა, მაგრამ მან ვერ დააჯერა რომ ის იყო უცხო პიროვნება. ამ დროს სახლში იმყოფებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი მ--–-მ ხუ----ე და გ---ს და თე---ა ხუ----ე.
2019 წლის 17 ივნისს მა-----მა გადაწყვიტა, რომ აღარ მოეთმინა გ---ს მიერ მისი დამცირება და გადაწყვიტა წასულიყო დედასთან ოჯახში, თუმცა გ---მ არ გაატანა ბავშვი. სახლიდან წასვლის მიზეზი გახდა, ის რომ გ---ს არ სურდა, მა-----ს ურთიერთობა ჰქონოდა დედასთან, ის თვლიდა, რომ დედა მა-----ს გონებას ურევდა. მა-----ი აპირებდა დედასთან წასვლას, უნდა დაეტოვებინა თავისი ძმა და ყურადღება მიექცია მისთვის. გ---ს არ ჰქონდა სურვილი, რომ მა-----ი წასულიყო დედასთან. ამის გამო გადაწყვიტა მა-----მა დაეტოვებინა ოჯახი. წასვლისას გ---მ უთხრა მა-----ს, რომ ბავშვს მხოლოდ მაშინ წაიყვანდა, როცა ამის ღირსი იქნებოდა. გ--- ხუ----ემ ორი დღის განმავლობაში არ აჩვენა ბავშვი და გადაწყვიტა მიემართა პოლიციისათვის. მა-----ისთვის მთავარი ბავშვი იყო. პოლიციაში დარეკვის მიზეზი გახდა, ის რომ გ--- მა-----ს ბავშვს არ ატნევდა. პოლიციის თანამშრომლებმა ამოწერეს შემაკავებელი ორდერი და განუმარტეს თუ რა უფლებები და მოვალეობები ჰქონდა მათ. ამის შემდეგ მა-----მა შეძლო და თავისი შვილი წაიყვანა მასთან სახლში. ამ ყველაფრის შემდეგ მას გ---სთან არ ჰქონია არანაირი ურთიერთობა.
გ--- ხუ----ე ელაპარაკა მა-----ის დედას, როდესაც მათ სურდათ ბავშვის ტანსაცმელის წამოღება, დაემუქრა მას, რომ სიცოცხლეს მოუსპობდა, ქალბატონ თ--ს შეეშინდა და ამოწერეს შემაკავებელი ორდერი. როდესაც დედამ უთხრა, რომ ტანსაცმელების წაღება სურდა, გ---მ უთხრა: „როდემდე არ დამანებებ თავს? სანამ არ მოგკლავ?“. მა-----ის დედას შეეშინდა, რომ გ--- ხუ----ე იყო ამის გამკეთებელი, რამაც გამოიწვია მისი ნერვიულობა. თუმცა გ--- ხუ----ის მშობელი თა----------------ე ასევე იყო მისული მასთან სახლში, რომ მისთვის ეპატიებინა, მაგრამ მას უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რომ აღარ აიტანოს გ---ს ასეთი საქციელები. მა----- გო--–----ეს მიაყენა ფიზიკური და მორალური ზიანი. მა----- სურს რომ ბრალდებული დაისაჯოს სამართლიანად. გ--- კარგი მამა იყო, ბავშვს უვლიდა და ყურადღებას აქცევდა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლა–-----------ამ (ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა შემდეგი - მონაწილეობას ღებულობდა ბრალდებულის დაკავებაში, კერძოდ ქუ-----ში ნი--- ქუჩა, მეორე შესახვევში №2--ში, გამომძიებელ გ------ი კუ------ესთან ერთად მოხდა გ--- ხუ----ის დაკავება, მისივე საცხოვრებელ სახლში. დაკავების მომენტში მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მისვლისას მარტო დახვდათ სახლში, გამომძიებელმა განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები. დაკავება მოხდა ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მისი განმარტებით მას ასევე არ ახსოვს, მოაწერა თუ არა ბრალდებულმა დაკავების ოქმზე ხელი, გაურკვეველი მიზეზის გამო, რაღაც ვერ გაიგო და არ მოაწერა ხელი. ლა–-----------ას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში არ მიუღია მონაწილეობა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თ-- მა------–-სმა (დაზარალებული) განმარტა შემდეგი - ის და მისი შვილები, გ------ი გო--–----ე და მა----- გო--–----ე, ცხოვრობენ ნი---ს მეორე შესახვევში №6- ბინაში. 2017 წლის 3 ოქტომბერს მა-----ი გათხოვდა და გადავიდა გ--- ხუ----ის საცხოვრებელ სახლში, რომელიც ნი---ს მეორე შესახვევში №2--ში მდებარეობს. მა-----სა და გ---ს ქორწინების დასაწყისში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მაგრამ ქურდობის ფაქტის შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა. მოწმის განმარტებით ყველანაირი პრობლემა გამოწვეული იყო იმითი, რომ გ--- ხუ----ემ თ-- მა------–-სის ძმის სახლი გაქურდა. ამ ყველაფრის, დაძაბულობის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთი ადამიანი იყო, თ-- მა------–-სი, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა მა----- გო--–----ეს. გ---მ დაიწყო ეჭვიანობა, დაიწყო არა ადამიანურად მოქცევა მისი და მისი შვილის მიმართ. მა-----ს არ ჰქონდა საშუალება დედის სანახავად გადასულიყო, რამდენიმე ტელეფონი გაუტეხა და ახალი არ უყიდა, არ მისცა, რომ დედამისთან კონტაქტი ჰქონოდა. გ--- მა-----ს უშლიდა დედასთან ურთიერთობას, რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო ვინც მა-----ის ტვინში იხედებო, ვინც მა-----ს ყველაზე მეტად იცავდა და ვინც მა-----ი ყველაზე მეტად უყვარს. ერთადერთი ადამიანი იყო ის ვისთანაც მა-----ს კონტაქტი ქონდა თავისი სანათესაოდან. მა-----სა და გ---ს ყავს მცირეწლოვანი ბავშვი მ--–- ხუ----ე. თ-- მა------–-სს სურს, რომ მისმა შვილმა იცხოვროს მშვიდ გარემოში. ბრალდებულს სურდა მა-----ი დედისთვის ჩამოეშორებინა. იმიტომ, რომ ის აჩვენებდა მა-----ს სწორ კუთხეს და არასწორს. მა-----ის არასწორ მხარეს გულისხმობს, მის გ--- ხუ----ესთან ქორწინებას. თ-- მა------–-სი სტამბოლიდან საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 26 დეკემბერს. მას თავისი შვილი 26 დეკემბრიდან 4 იანვრამდე არ უნახავს, რადგან გ--- უფლებას არ აძლევდა.
თ-- მა------–-სი და მისი შვილი კაფეში იყვნენ გასულები, როდესაც თ--მ ნახა თავისი ბავშვობის მეგობარი მამაკაცი და არა საყვარელი, როგორც ამას გ--- ხუ----ე ამბობს. მან მა-----ს უთხრა, რომ გ---სთვის დაერეკა და ეთქვა სადაც იყო, ამ დროს გ--- სოფელში იყო. გ---მ დაურეკა მა-----ს და მა-----მა უთხრა სადაც იმყოფებოდა. საუბრისას მა-----ს სახე შეეცვალა, აკანკალდა. სახლში მივიდნენ და გ---მ ტელეფონზე შეურაცყოფა მიაყენა, აგინა მათ, ბოზებს ეძახდა. გ--- მათთან მივიდა ბრახუნით, კარებზე აბრახუნა, მიწვდა მა-----ს კისერში და მიათრევდა ოთახში დასალაპარაკებლად. მოწმე ამბობს, რომ უნდა დალაპარაკებოდნენ ერთმანეთს ისინი, მარამ არა იმ ფორმით როგორც გ--- მოიქცა. თ-- მა------–-სმა გამოგლიჯა გ---ს თავისი შვილი ხელიდან. გ---მ მას ხელი სტაცა და არ ადამიანური ხმით შეუყვირა, მოკიდა მკლავში ხელი. მან იმხელა დაზიანება მიიღო, რომ მთელი 10 დღე გარეთ ვერ გამოდიოდა. ის სტრესში იყო და ვერ გადიოდა გარეთ, რადგან ჰქონდა ხელზე ჩალურჯებები. მას არ ჩატარებია აღნიშნულზე რაიმე სახის ექსპერტიზა, რადგან მა-----მა თხოვა, რომ პატრულში არ დაერეკა, მისი ქმარი გადაერჩინა, ამის გამო მან პატრულში იმ დღეს არ დარეკა და ამიტომ არ ჩაუტარდა ექსპერტიზა. აღნიშნულ შემთხვევას ესწრებოდა მისი შვილიშვილი მ--–- (დაახლოებით 7-8 თვის). ბავშვი ძალიან იყო განერვიულებული. ამ ყველაფრის შემდეგ მა-----ი თავის ქმარს დაუბრუნდა. მან არ იცის გ---მ მა-----ს რა უთხრა, არ იცის მა-----ი რა დონეზე მიიყვანა, როდესაც მა-----ს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მასთან აღარ დაბრუნებულიყო. თ-- ძალიან ნაწყენი იყო თავის შვილზე, რადგან გ---ს დაუბრუნდა, ის თავის შვილს წესიერად არ დალაპარაკებია და არც თანხა არ გამოუგზავნია, რადგან ძალიან ეტკინა გული. 5 თვე თავის შვილთან ნორმალურად არ ულაპარაკია. ის მა-----ზე გაბრაზდა, რადგან მსგავსი სიტყვების შემდეგ რაც მათ გ---მ უთხრა, ის მაინც მასთან დაბრუნდა.
ივნისის ერთ საღამოს, როდესაც სახლში დაბრუნდა, მა-----ი დახვდა ნამტირალევი, გაიხედა გამოიხედა ბავშვი არ იყო. მას არ უფიქრია, რომ გ--- ბავშვს არ გამოატნევდა. 24 საათის მერე საღამოს მოუყვანა გ---მ ბავშვი. დილით როდესაც თ--მ ბავშვი წაიყვანა სასეირნოდ, გ---მ უთხრა, რომ მას სურდა ბავშვის წაყვანა და ავადმყოფი მამისთვის ნახვება. თ--მ თავისი ხელით გაატანა მ--–-, რადგან გ---ს ბავშვი უნდა დაებრუნებინა უკან, რაც არ გააკეთა. ხოლო ამის შემდეგ დარეკა მა-----მა პატრულში. გ--- ხუ----ე იყო კარგი მამა. მა-----მა უთხრა დედას, რომ ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცყოფა გ---სგან არ აკლდა, მათ სულ ქონდათ ჩხუბი, მა-----მა რამდენჯერმე ფანჯრიდან გადახტომაც კი სცადა. თ-- იმიტომაა დაზარალებული, რომ ბრალდებულმა მას მიაყენა ფიზიკური და სულიერი ტკივილი. 2019 წლის 23 ივლისს დარეკა გ---ს დედასთან და უპასუხა ბრალდებულმა და არა ამქვეყნიური, შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა, დაემუქრა „სანამ არ მოგკლავ არ გაჩერდები“, რაზედაც მას ძალიან შეეშინდა.
2019 წლის 22 ივნისს გ--- ხუ----ემ შეურაცყოფა მიაყენა თ-- მა------–-სს, რაც გამოიხატა გინებაში, მოკვლით დამუქრებაში, დედის გინებაში, მის პიროვნულ შეხებაში. 17 ივნისს მა-----ს ზურგის არეში მიაყენა ძალიან მტკივნეული დარტყმა. ეს ფაქტი მა-----მა დედას მოუყვა, ქალბატონი თ-- მას არ შესწრებია, ენდობა მა-----ს და ჯერა მისი. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ------ი კუ------ემ (გამომძიებელი) განმარტა შემდეგი - 2019 წლის ივნისის თვეში მუშაობდა ქალაქ ქუ-----ის სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნა მოწმეები, ამჟამად უკვე დაზარალებულები თ-- მა------–-სი და მა----- გო--–----ე, ასევე მის მიერ გაგზავნილი იქნა სხვადასხვა სახის წერილები, რომელთა პასუხებიც წარმოდგენილია საქმეში. მან გააცნო დადგენილება, დაზარალებულად ცნობის შესახებ, როგორც თ-- მა------–-სს, ასევე მა----- გოგლიჩიძეს. გამოძიება დაიწყო 19 ივნისს, უკვე როცა დაზარალებულად იყვნენ ცნობილები, ხოლო 24 ივნისს პოლიციას ახალი განცხადებით მიმართა თ-- მა------–-სმა, რის საფუძველზეც დაიწყო მეორე გამოძიება, რომელიც შემდგომ გაუერთიანდა პირველ საქმეს და წარმოდგენილი იქნა ერთი საქმით. 24-ში იყო მუქარის ფაქტი თ-- მა------–-სთან დაკავშირებით. მოწმემ განმარტა, რომ მის მიერ გაგზავნილ იქნა სხვადასხვა წერილები, მათ შორის მიწერილი იქნა ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრსაც, იმყოფებოდა თუ არა იმ ბრალდებული მათთან აღრიცხვაზე. მოწმემ განმარტა, რომ მის მიერ ბრალდებულ გ--- ხუ----ეს წარედგინა ბრალი და გაეცნო დადგენილება ბრალდების შესახებ. ბრალდებული დაკავებული იქნა გ------ი კუ------ის მიერ თავის საცხოვრებელ სახლში, სასამართლო განჩინების საფუძველზე. ბრალდებულმა დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა, მიზეზი არ განუცხადებია. დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში, ბრალდებულს არავითარი ძალადობის ფორმა არ გამოუვლენია, გარდა იმისა, რომ მან დაკავების ოქმს ხელი არ მოაწერა. დაკავებისას ბრალდებულს განემარტა თავისი უფლება-მოვალეობები. მოწმეს ზუსტად არ ახსოვს, ბრალის წარდგენისას დაეთანხმა თუ არა ბრალდებული ბრალს, თუმცა თუ სწორად ახსოვს არ დაეთანხმა.
3.6. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული №1----------------- 14:56 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, ინციდენტის თარიღი არის 19.06.2019 13:06:46, ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი ოჯახური/ძალადობა, მისამართი: იმერეთი, ქუ-----ი, ნი---ს ქუჩა მეორე შესახვევი, ინიციატორი: გო--–----ე მა-----ი, ინიციატორის ტელეფონის ნომერი: 5--------, აცხადებს, რომ მეუღლე არ ატანს ბავშვს. (ს.ფ 4)
3.7. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული №1----------------- 14:56 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუ-----ი) ,,116“ საპატრულო ეკიპაჟიდან გ--–------მ ტელ: 5---------ით აცნობა ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებას, რომ ქუ-----ში ნი---ს ქ.№ 6-/45-ში მა----- გო--–----ეს, მეუღლე გ--- ხუ----ე (სისტემატურად) აყენებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას. შედგება შემაკავებელი ორდერი.
3.8. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებელმა გ--- ხუ----ე მოხსნა დასაკით პირთა სიიდან. ამასთან, ბრალდებულმა კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
ბრალდებულმა - გ--- ხუ----ემ საბოლოო სიტყვაში თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ადგილი აქვს დადგმულ სპექტაკლს, რომლის მსხვერპლიც არის თვითონ და მისი მეუღლე მა-----ი.
4. წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.
საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.
საქმეში ,,იმბროშა შვეიცარიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დადგინა, რომ „მე-6 მუხლით დაცული გონივრული ვადის პრინციპი მოქმედებას იწყებს ბრალდების წაყენების მომენტიდან, ასევე მე-6 მუხლით დაცული სხვა მოთხოვნები, განსაკუთრებით 6.3. მოთხოვნა აქტუალურია ჯერ კიდევ საქმის სასამართლოსათვის გადაცემამდე და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება სერიოზულად შეიძლება დაირღვეს, თუ ამ უფლების გარანტიები დაცული არ იქნება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე“.
„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებების და ნივთმტკიცებათა მოსაპოვებლად“. (ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ, გიული თურქეთის წინააღმდეგ).
„გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებულ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ვალდებულება მხოლოდ გამოსაყენებელ ხერხებს მიეკუთვნება და არ არსებობს ბრალდების ან მსჯავრდების აბსოლუტური უფლება, გამოძიების დროს დაშვებული ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის გამოძიების მიერ საქმის გარემოებების დადგენასა თუ პასუხისმგებელი პირის გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტურობის მოთხოვნას“ (ესატ ბაირამი თურქეთის წინააღმდეგ, რამშაი და სხვები ჰოლანდიის წინააღმდეგ).
აღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფართო განმარტება მისცა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საქმეში. სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ საფუძველს და მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ სრულყოფილი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, რომლის წარმოების ვალდებულებაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეკისრება ბრალდების მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია გ--- ხუ----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. წარმოდგენილი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ პირთა ჩვენებები არ არის ურთიერთთავსებადი, ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებების საფუძველს იძლევა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებენ გ--- ხუ----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ--- ხუ----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, ,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.
ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. წინამდებარე საქმეში ბრალდების მხარემ, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა გ--- ხუ----ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ--- ხუ----ის მხრიდან მა----- გო--–----ის და თ-- მა------–-სის მიმართ ძალადობის და თ-- მა------–-სის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე ძირითადად შესაფასებელია მოწმეთა ჩვენებები, რადგან სხვა სახის მტკიცებულებებით გ--- ხუ----ის კავშირი ბრალად წარდგენილ ქმედებებთან არ დასტურდება.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).
სასამართლო აფასებს რა საქმეში წარმოდგენილ ჩვენებებს, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ ჩვენებების შეფასების შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის №117აპ-18 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 12). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის №626აპ-17 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 32).
მოწმეთა ჩევნებების შეფასების დროს გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ლე----–----, გ------ი კუ------ე, ლა–-----------ა არიან პოლიციელები, ხოლო მა----- გო--–----ე და თ-- მა------–-სი დაზარალებულები და ოჯახის წევრები. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება მიუკერძოებელი მოწმე, რომელიც ობიექტურად გადმოსცემს მომხდარ ფაქტს და არ იქნება დაინტერესებული საქმის შედეგით. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები (მა----- გო--–----ის და თ-- მა------–-ს) შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, დაზარალებულების ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთის ჩვენებებს. კერძოდ, მ. გო--–----ის ჩვენება: ,,გ---ს უნდოდა მასთან საუბარი, გაიყვანა ის ოთახში და წაუჭირა ყელში ორივე ხელი. როდესაც მა-----ის დედამ ეს ყველაფერი დაინახა დაიწყო ყვირილი და გ---მ მას მკლავში მოუჭირა ხელი’’, თ. მა------–-სის ჩვენება: ,,გ--- მათთან მივიდა ბრახუნით, კარებზე აბრახუნა, მიწვდა მა-----ს კისერში და მიათრევდა ოთახში დასალაპარაკებლად. თ-- მა------–-სმა გამოგლიჯა გ---ს თავისი შვილი ხელიდან. გ---მ მას ხელი სტაცა და არ ადამიანური ხმით შეუყვირა, მოკიდა მკლავში ხელი’’. მოწმეებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზე, მაგრამ მოწმეთა ჩვენებებს შორის არის თანხვედრა ის, რომ ყველანაირი პრობლემა გამოწვეული იყო იმითი, რომ გ--- ხუ----ემ თ-- მა------–-სის ძმის სახლი გაქურდა. გ---ს ეჭვიანობის მიზეზი იყო ძირითადად მა-----ის ოჯახის წევრები. რომ გ---ს არ სურდა, მა-----ს ურთიერთობა ჰქონოდა დედასთან, ის თვლიდა, რომ დედა მა-----ს გონებას ურევდა. მა-----ის არასწორ მხარეს გულისხმობს, მის გ--- ხუ----ესთან ქორწინებას. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ, გ--- ხუ----ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების ისეთ სტანდარტს, როგორიცაა მათი უტყუარობა და დამაჯერებლობა, რადგან ისინი არ არის იდენტური და შეიცავს უზუსტობებს და ეს უზუსტობები არის არსებითი ხასიათის. გ--- ხუ----ის ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი სხვა სახის მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდების ერთ ეპიზოდში მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს აღნიშნული ქმედების არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არა მხოლოდ გ--- ხუ----ის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულებში, არამედ თვით ისეთი ძალადობის ფაქტიც კი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. კერძოდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის სხეულზე არსებულ ძალადობის კვალს. აღსანიშნავია, რომ 112-ზე გაკეთებულ ერთ-ერთ შეტყობინებაში, რომლის ინიციატორიც არის მა----- გო--–----ე, საუბარი არ არის ძალადობაზე. მითითებულია, რომ მეუღლე არ ატანს ბავშვს. ასევე ვერ წარმოადგინა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება. რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. წარმოდგენილი არ არის ფიზიკური ზიანის დამადასტურებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. თ-- მა------–-სი უთითებს, რომ მა----- გო--–----ე კონფლიქტის შემდეგ ტიროდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ტირილი არის კონფლიქტის შედეგად მსხვერპლის უარყოფითი ემოციური მდგომარეობის გამომხატველი მდგომარეობა, რაც შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილის განცდამ, არამედ სიტყვიერმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ, მუქარამ და ა.შ. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულები - მა----- გო--–----ე და თ-- მა------–-სი არიან ერთმანეთის ოჯახის წევრები, დედა - შვილი, რომლებიც საქმის შედეგით დაინტრესებული პირები არიან. შესაბამისად ეს კიდევ უფრო დამაფიქრებელს ხდის მათი ჩვენებების სანდოობის ფაქტს, მით უფრო, რომ ბრალდებულსა და მათ შორის იყო გარკვეული კონფლიქტური სიტუაციები ბავშვთან დაკავშირებით.
ოჯახური ძალადობა არ წარმოადგენს ისეთი ტიპის დანაშაულს, რომელიც თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით გამოირჩევა, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა და შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. უფრო მეტიც მა----- გო--–----ე და თ-- მა------–- დაინტერესებული მოწმეები არიან. ამასთანავე, მათი ჩვენებები შინაარსობრივად არის არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია. საქმეზე მტკიცებულებითი ძალა მოწმის მიერ მხოლოდ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას აქვს და სწორედ იგი უნდა შემოწმდეს და შეფასდეს ობიექტურად. ამასთან, მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა.
მუქარა:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემურებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან, მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება.
დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ საქმეზე ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ თ-- მა------–-ს ჩვენება, რომელიც მართალია ადასტურებს სიცოცხლის ხელყოფის შემცველი მუქარის ფაქტს - „სანამ არ მოგკლავ არ გაჩერდები“, თავისი სიძის - გ--- ხუ----ის მხრიდან, მოცემულ ჩვენებას არსებითად ეწინააღმდეგება ირიბი მოწმის - მა-----ის ჩვენება - „როდემდე არ დამანებებ თავს? სანამ არ მოგკლავ?“. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში გაუჩნდეს, რაც საქმის მასალებითა და ბრალდებულისა და დაზარალებულის წარსული ურთიერთობების საერთო კონტექსტით საკმაოდ საეჭვოა. კერძოდ, წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მა-----სა და გ---ს ჰქონდა ქორწინების დასაწყისში ქონდათ კარგი ურთიერთობა, მაგრამ ქურდობის ფაქტის (გ--- ხუ----ემ თ-- მა------–-სის ძმის სახლი გაქურდა) შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა. გ---მ დაიწყო ეჭვიანობა, დაიწყო არა ადამიანურად მოქცევა მისი და მისი შვილის მიმართ. გ--- მა-----ს უშლიდა დედასთან ურთიერთობას, რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო ვინც მა-----ის ტვინში იხედებო, ვინც მა-----ს ყველაზე მეტად იცავდა და ვინც მა-----ი ყველაზე მეტად უყვარს. ბრალდებულს სურდა მა-----ი დედისთვის ჩამოეშორებინა. იმიტომ, რომ ის აჩვენებდა მა-----ს სწორ კუთხეს და არასწორს. მა-----ის არასწორ მხარეს გულისხმობს, მის გ--- ხუ----ესთან ქორწინებას. თ-- ძალიან ნაწყენი იყო თავის შვილზე, რადგან გ---ს დაუბრუნდა, ის თავის შვილს წესიერად არ დალაპარაკებია და არც თანხა არ გამოუგზავნია, რადგან ძალიან ეტკინა გული. 5 თვე თავის შვილთან ნორმალურად არ ულაპარაკია. ის მა-----ზე გაბრაზდა, რადგან მსგავსი სიტყვების შემდეგ რაც მათ გ---მ უთხრა, ის მაინც მასთან დაბრუნდა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი). ეს გარემოებები წარმოდგენილი წინააღმდეგობრივი მტკიცებულებების ფონზე ობიექტურ დამკვირვებელში აჩენს საფუძვლიან ეჭვს, ხომ არ იყო ასეთი შეტყობინების დაფიქსირება იმის საშუალება, რომ გ--- ხუ----ის მიმართ განხორციელებულიყო სისხლის-სამართლებრივი დევნა, რასაც სავარაუდოდ მოჰყვებოდა მისი დაკავება, რაც იქნებოდა დაზარალებულის მიერ მიზნის მიღწევის (მა----- გო--–----ისა და გ--- ხუ----ის დაშორება, ბავშვის წართმევა) უმოკლესი გზა. ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ მოვლენები შემდეგში სწორედ ამ სცენარით განვითარდა.
ყველა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე ობიექტური კრიტერიუმები იმისა, რომ გ--- ხუ----ის მიერ თავის სიდედრის - თ-- მა------–-სისს მიმართ განხორცილებული სიცოცხლის ხელყოფის მუქარით, მისი დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დაზარალებულს გასჩენოდა ამ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო დამატებით განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ გ--- ხუ----ემ ჩაიდინა. მხოლოდ ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--- ხუ----ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, ,გ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--- ხუ----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
1.2. გ--- ხუ----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
1.3. გ--- ხუ----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
2. გაუქმდეს გ--- ხუ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გ--- ხუ----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3. გ--- ხუ----ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჯოხაძე