გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.10.2019
საქმის ნომერი
010310019002900228
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310019002900228

№3-130/19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი – ნ----- დი------ე

მოპასუხე – ი.მ. მ------------------ (არ გამოცხადდა)

დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1.1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა (წარმომადგენელი - ნ----- დი------ე) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ი.მ მ-----------------ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების სახით, მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, 484.75 ლარის ოდენობით.

2.1.თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და ი.მ. მ------------------ს შორის 2015 წლის 9 ნოემბერს დაიდო დაცვის მომსახურების №---- ხელშეკრულება, სოფელ ს-----–- მდებარე ობიექტის, კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ტექნიკური საშუალებით (ცენტრალური დაკვირვების პულტით) დაცვის შესახებ.

2018 წლის 16 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა N--- დამატებითი ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, ა---------------––---------–-- ქუჩა N---–- მდებარე კიდევ ერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ტექნიკური საშუალებით (ცენტრალური დაკვირვების პულტით) დაცვის შესახებ.

№---- ხელშეკრულების თანახმად, დაცვა ვალდებული იყო უზრუნველეყო დამქირავებლის ობიექტის დაცვა, ხოლო ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტების თანახმად, დამკვეთი თავის მხრივ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს წინაშე ვალდებული იყო გადაეხადა, დაცვის მომსახურების საფასური, თვეში 55.00 (ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს. ხოლო, 2018 წლის 16 აპრილიდან, N--- დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ასევე უნდა გადაეხადა თვეში 55.00 (ორმოცდათხუთმეტი) ლარი. ჯამში, გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა - 110 (ას ათი) ლარს.

მოსარჩელის მტკიცებით დაცვის სამსახური თავის ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა, ხოლო დამკვეთის მიერ დარღვეულ იქნა ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულებები, კერძოდ, ხელშეკრულებების 2.1 და 2.2 პუნქტები, არ მოხდა დაცვის მომსახურების საფასურის გადახდა, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოშობა, რომელმაც შეადგინა 484 (ოთხას ოთხმოცდაოთხი) ლარი და 75 (სამოცდათხუთმეტი) თეთრი.

2018 წლის 05 დეკემბერს, აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველომ NMIA 3---------- წერილით მიმართა ი.მ. მ------------------ს, აცნობა დავალიანების თაობაზე და განუსაზღვრა ვადა დავალიანების დასაფარად, თუმცა მოპასუხის მიერ არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა

2018 წლის 14 დეკემბრის შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს ბრძანების NMIA 7---------- საფუძველზე 2018 წლის 14 დეკემბრიდან მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა.

მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას, აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს მხრიდან და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, მაგრამ ამის მიუხედავად მოპასუხე დღემდე თავს არიდებს ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვას, რამაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის პოლიციის სამმართველოს მხრიდან შექმნა სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობა, მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარეს, ი.მ. მ------------------ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სარჩელზე, შესაგებელი არ წარმოუდგენია.

მოპასუხე არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი.მ. მ------------------სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის 2015 წლის 9 ნოემბერს დაიდო დაცვის მომსახურების №---- ხელშეკრულება, ხელვაჩაურში, სოფელ ს-----–- მდებარე ობიექტის, კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ტექნიკური საშუალებით (ცენტრალური დაკვირვების პულტით) დაცვის შესახებ.

2018 წლის 16 აპრილს მხარეებს შორის ასევე გაფორმდა N--- დამატებითი ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, ა---------------––---------–-- ქუჩა N---–- მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ტექნიკური საშუალებით (ცენტრალური დაკვირვების პულტით) დაცვის შესახებ.

 

ხელშეკრულებების თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება თვეში შეადგენს ჯამში 110 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულება;

- 2015 წლის 2018 წლის 16 აპრილის ხელშეკრულება;

-2018 წლის 14 დეკემბრის NMIA 7---------- ბრძანება;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2 2015 წლის 09 დეკემბერს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, კარლო ურუშაძემ მიიღო ბრძანება №2------, რომლის თანახმად, დაცვის ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეგანყოფილებას დაევალა, 2015 წლის 09 დეკემბრიდან განუსაზღვრელი ვადით ი.მ. მ-----------------ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

2018 წლის 16 აპრილს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, კარლო ურუშაძემ მიიღო ბრძანება №MIA 1---------- რომლის თანახმად, დაცვის ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეგანყოფილებას დაევალა, 2018 წლის 16 აპრილიდან განუსაზღვრელი ვადით ი.მ. მ-----------------ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 09 დეკემბრის №2------ ბრძანება;

- 2018 წლის 16 აპრილის №MIA 1------------ ბრძანება;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. 2018 წლის 14 დეკემბერს, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, კარლო ურუშაძემ მიიღო ბრძანება N MIA 7------------ რომლის თანახმად, 2018 წლის 14 დეკემბრიდან შეწყვეტილ იქნა ი.მ. მ-----------------ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 14 დეკემბრის NMIA 7---------- ბრძანება;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2.4. საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, 2018 წლის 18 ივნისის დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, ი.მ. მ------------------ს გააჩნია ხელშეკრულებით განსაზღვრული, დაცვის მომსახურების ღირებულების გადაუხდელი დავალიანება, 484.75 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების შესახებ ცნობა;

- გადახდის გრაფიკი;

- მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სარჩელი, მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურების სახით, მოპასუხისათვის 484.75 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6.სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებულია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება“, რომლითაც განისაზღვრება ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილებანი.

დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანას შეადგენს კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას წარმოადგენს და ამ საქმიანობის განხორციელება მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თავის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელებს და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ი.მ. მ------------------სა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის, 2015 წლის 9 ნოემბერსა და 2018 წლის 16 აპრილს დაცვის მომსახურების ხელშეკრულებები, ხელვაჩაურში, სოფელ ს-----–- და ქ. ბათუმში, ა---------------––---------–-- ქუჩა N---–- არსებული ობიექტების საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით, ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით დაცვის შესახებ, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ზ) პუნქტით განსაზღვრულ, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

მოსარჩელე მხარე სწორედ ამ ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულების სახით მოითხოვს თავისი სარჩელით მოპასუხისაგან თანხის ანაზღაურებას

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, ი.მ. მ------------------სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის, 2015 წლის 9 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება, ხელვაჩაურში, სოფელ ს-----–-, არსებული ობიექტის დაცვით მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს დანაშაულის აღკვეთა ი.მ. მ-----------------ის ობიექტის, მდებარე ხელვაჩაურში, სოფელ ს-----–-, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით.

დადგენილია ისიც, რომ ი.მ. მ------------------სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის, 2018 წლის 16 აპრილს დაიდო დამატებითი ხელშეკრულება, ქ. ბათუმში, ა---------------––---------–-- ქუჩა N---–- არსებული ობიექტის დაცვით მომსახურების შესახებ, რომლის საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს დანაშაულის აღკვეთა ი.მ. მ-----------------ის ობიექტის, ქ. ბათუმში, ა---------------––---------–-- ქუჩა N---–-, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებულ დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით.

ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია დაცვის მომსახურების ანაზღაურება, თვეში ჯამში 110.00 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულებებით ასევე გათვალისწინებულია მისი მოქმედების ვადა, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულება ძალაში შედის ობიექტის დაცვაში აყვანის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

 

6.4. დადგენილია და უდავო, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 9 ნოემბერსა და 2018 წლის 16 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის მოქმედებდა განუსაზღვრელი ვადით.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსმა 2018 წლის 14 დეკემბერს მიიღო №MIA 7------------ ბრძანება, ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმად 2018 წლის 14 დეკემბრიდან შეწყვეტილი იქნა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ს-----–- და ქ. ბათუმში, ა---------------––---------–-- ქ. N---–- მდებარე, ი.მ. მ-----------------ის ობიექტების ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

სასამართლო საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, 2019 წლის 21 თებერვლის დავალიანების შესახებ ცნობის საფუძველზე დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, ი.მ. მ------------------ს გააჩნია მოსარჩელის მიმართ, ხელშეკრულებებით განსაზღვრული, დაცვის მომსახურების ღირებულების გადაუხდელი საფასური, 484.75 ლარის ოდენობით, რაც მას დავალიანებად ერიცხება.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 9 ნოემბერსა და 2018 წლის 16 აპრილს დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულია ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, ი.მ. მ------------------ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს მოთხოვნა ი.მ. მ-----------------ის მიმართ საფუძვლიანია, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ი.მ. მ-----------------ისმიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.

 

6.6. კანონის დასახელებული ნორმებისა და დადგენილ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული და საფუძვლის მქონეა, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე მხარეს, ი.მ. მ------------------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, 484.75 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

მოსარჩელე მხარის, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით გადახდილია.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.

 

აქედან გამომდინარე, მოპასუხე ი.მ. მ------------------ს უნდა გადახდეს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 251-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

-მოპასუხე მხარეს, ი.მ. მ------------------ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, 484 (ოთხას ოთხმოცდაოთხი) ლარის და 75 (სამოცდათხუთმეტი) თეთრის გადახდა.

2.ი.მ. მ------------------ს გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე