განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100119002905494 (№1-80/19)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
ბრალდების მხარე - პროკურორი რო--------–----ე,დაცვის მხარე - ადვოკატი ბი-----------ე
ბრალდებული - იბ------–--–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173110219001 საქმე
ბრალდებულ იბ------–--–--ის მიმართ
მამის სახელი: ნო------
დაბადებული: 1--------- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ბათუმი
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: სა–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: მქონე
პირადი ნომერი: 61---------
მცხოვრები: ბათუმი, ფრ----------–--–ის XVII ჩიხი, №-
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არაერთგზის ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
იბ------–--–--ე 2019 წლის 11 თებერვალს დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბათუმი, ფრ-----–--–ის გამზირი მე-1- ჩიხი №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოში, ორივე ხელში ცულებით მომარჯვებულმა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს დედას ნა----------–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში .
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იბ------–--–--ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებულმა იბ------–--–--ემ, სასამართლოს წინაშე არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისი მხრიდან დედის მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია, ცულები, რომლებიც ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ მას ხელში არ ეჭირა და დედას ცულებით მოკვლით არ დამუქრებია, იყო ნასვამ მდგომარეობაში და იგინებოდა, პოლიციის თანამშრომლები როცა მოვიდნენ იმყოფებოდა ეზოს გარეთ.
მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით იბ------–--–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ, 2019 წლის 11 თებერვალს დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბათუმი, ფრ----------–--–ის გამზირი მე-1- ჩიხი №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოში, ორივე ხელში ცულებით მომარჯვებულმა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს, დედას ნა-----------–--ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.
საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).
სასამართლოს მიაჩნია, რომ იბ------–--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდი არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც იგი ბრალდების ამ ეპიზოდში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
დაზარალებულის ნა-----------–--ის ჩვენების თანახმად იბ------–--–--ე არის მისი შვილი. ძმის გარდაცვალების შემდგომ გახდა ნერვიული და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თავს ვერ იკავებს. 2019 წლის 11 თებერვალს იბ------–--–--ე სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, ილანძღებოდა და იგინებოდა ხმამაღლა, თავს ვერ იკავებდა და რაიმე რომ არ დაეშავებინა გამოიძახა პოლიცია. თვითონ არის 80 წლის ავადმყოფი ადამიანი, აქვს შაქარი, სხვა მომვლელი და მიმხედველი არ ყავს, იმ დროს ნერვიულობის ნიადაგზე გახდა ცუდად და გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება.
დაზარალებული ნა-----------–--ე უარყოფს იბ------–--–--ის მიერ მასზე ცულებით მოკვლით დამუქრებას. მისი ჩვენებით, იბ-----ს ეტყობოდა, რომ სიმთვრალის გარდა ჰქონდა მოწეული ,,პლანიც" და პოლიციას რომ დაემშვიდებინა და მიეღო ზომები ამისთვის გამოიძახა. ითხოვს მისი შვილი გათავისუფლდეს პატიმრობიდან რომ შეძლოს მასზე მიხედვა და დახმარება.
მოწმე თე-----–--–--ემ აჩვენა, რომ ბრალდებული იბ------–--–--ე არის მისი ბიძა, მამის ძმა. დაზარალებული ნა-----------–--ე არის მისი ბებია. ზუსტი დრო არ ახსოვს, დაურეკა ბებიამ რომ ცუდად იყო და გამოეძახა სასწრაფო დახმარება. ის მამიდასთან ერთად მივიდა ბებიასთან. ბებია იყო ეზოს გარეთ სკამზე, იბ-----ი იყო ეზოს შიგნით ნასვამი, გაღიზიანებული და ხმამაღლა ილანძღებოდა, ამ დროს უკვე მისული იყო სასწრაფო დახმარების სამსახური. მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს და წაიყვანეს იბ-----ი პოლიციის განყოფილებაში. მას არ უნახავს და არ იცის იბ-----ი თუ ემუქრებოდა ბებიას ცულებით მოკვლით. ბებია ამჟამად არის შეუძლოდ და ითხოვს მისი შვილი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
მოწმე ინ---–--–--ის ჩვენებით, იბ------–--–--ე არის მისი ძმა, დაზარალებული ნა-----------–--ე არის დედა. 2019 წლის 11 თებერვალს, იმყოფებოდა სახლში, მას დაურეკა ძმისშვილმა თე-----–--–--ემ, რომ დედა იყო ცუდად, გამოურა მას და წავიდნენ ტაქსით. როცა მივიდნენ დედა გამოვიდა სახლიდან, იბ-----ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, იგინებოდა და ილანძღებოდა. მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და იბ------–--–--ე წაიყვანეს განყოფილებაში.
ზემოთ აღინიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც ბრალად წარედგინა იბ------–--–--ეს დანაშაულია მაშინ, როდესაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რამაც უნდა გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც უნდა დადასტურდეს უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. დაზარალებული აცხადებს, რომ მის მიმართ ადგილი არ ჰქონია მუქარას და არ გასჩენია მუქარის განხორციელების შიში. ცულებით დამუქრების ფაქტს უარყოფენ იმ დროისათვის იქ მყოფი ნა-----------–--ის ახლობლები.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ნივთ მტკიცების სახით ამოღებული ცულები და პოლიციის თანამშრომლების ჩვენები, თუმცა მათი ჩვენებით, იბ------–--–--ეს ორი ცული ეკავა ხელში, ემუქრებოდა ნა-----------–--ეს მოკვლით, თუმცა პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე იბ------–--–--ემ ცულები გადაყარა.
ამრიგად, არ არსებობს პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იბ------–--–--ის საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, დაზარალებული და ფაქტის შემსწრე პირები უარყოფენ მუქარის ფაქტს. მხოლოდ პოლიციის თანამშრომლის ჩვენება, ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა შესაძლებელი იქნება იბ------–--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდის დადასტურება, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც იბ------–--–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ბრალდების დანარჩენ ნაწილში სასამართლომ დაადგინა:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განაჩენით ოჯახური ძალადობისათვის (საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით) ნასამართლევმა იბ------–--–--ემ, 2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ბათუმი, ფრ-----–--–ის გამზირი მე-1- ჩიხი N6-ში, მისივე ოჯახის წევრს, დედას ნა-----------–--ეს, რომელსაც ადანაშაულებს ოჯახში ძალადობისათვის მის ნასამართლობაში, სხეულზე ხელისა და ფეხის რამოდენიმეჯერ დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არაერთგზის ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდებულმა იბ------–--–--ემ ნაწილობრივ აღიარა დედის, ნა-----------–--ის მიმართ ხმამაღალი ყვირილისა და შეურაცხყოფის ფაქტი.
იბ------–--–--ის მასთან ჩხუბსა და ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის პერიოდში სისტემატიურად შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არ უარყოფს დაზარალებული ნა-----------–--ე.
აღნიშნული დასტურდება მოწმე თე-----–--–--ისა და ინ---–--–--ის ჩვენებითაც, რითაც დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში იბ------–--–--ე არის არაადეკვატური, იქცევა აგრესიულად და შეურაცხყოფას აყენებს დედას ნა-----------–--ეს.
იბ------–--–--ის მიერ ნა-----------–--ის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფისა და ძალადობის ფაქტი დადასტურებულია ასევე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით, შემაკავებელი ორდერით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების - თე----------------ის, ბა----------–--ს ჩვენებებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა იბ------–--–--ემ, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განაჩენით იბ------–--–--ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება განაჩენი ნასამართლობაზე, რის გამოც სასამართლო აღნიშნულ გარემოებას იღებს, როგორც დადგენილ ფაქტს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა იბ------–--–--ემ ჩაიდინა ოჯახური ძალადობა არაერთგზის, რადგან 2018 წლის 09 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ იბ------–--–--ეს, 2019 წლის 14 იანვრისთვის ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა იბ------–--–--ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არაერთგზის ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ოჯახში თანასწორუფლებიანობას და მშვიდ თანაცხოვრებას, რითაც ბრალდებული დაუპირისპირდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ნორმებს და უგულებელყო ურთიერთპატივისცემის მოქალაქეობრივი მოვალეობა, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, რომ ქმედება გამოწვეულია მხოლოდ ნასვამ მდგომარეობიდან გამომდინარე და დაზარალებულისა და ოჯახის სხვა წევრების ჩვენებით სიფხიზლეში არის კარგი მეოჯახე და პატივს სცემს დედას. ამასთანავე უდავოა, რომ სახეზეა არაერთგზისი, პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული.
იბ------–--–--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის პოზიციასა და თხოვნაზე, რომ ხანში შესულ ავადმყოფ დედას სურს თავისი შვილი იყოს მასთან, არავითარი პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის გათავისუფლებას, არ ყავს სხვა მომვლელი. ამავდროულად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ასეთი ქმედება ბრალდებულის მხრიდან განხორციელდა რამოდენიმეჯერ და სასამართლო თვლის, რომ იბ------–--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომა - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ასეთი სასჯელის გამოყენების პირობებში. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს არაერთგზისობა, ანუ წინა ნასამართლობა, სასამართლო არ გამოიყენებს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესს და დაუნიშნავს თავისუფლების აღკვეთის სახით კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.იბ------–--–--ე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2.იბ------–--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
3.გაუქმდეს იბ------–--–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4.იბ------–--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 11 თებერვლიდან.
5.განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ორი ცალი ცული - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო ერთი ცალი DVD დისკი, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე