განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119002957428
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/238-19 28 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
პროკურორი რ-----------–--
2.დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ც---------------–------------------------------–-------–-–---------------------------–----------–---------------------------------------–--------------------------------–-----–----–----------–--------–-----------------------------------------–---------------------
2.1.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთოხების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
2.1.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლი
ქმედების შემადგენლობა: განსაცდელში მიტოვება
2.2. ადვოკატი რ---–-----–-----
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთოხების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
1. წარდგენილი ბრალდების არსი
2019 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე მ------- რაიონის სოფელ ბ------შის საავტომობილო გზაზე ც-----------------მ ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,კ------’’-ს მარკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით C----- სატვირთო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა: ავტომობილი, რომელიც გაჩერებული ჰყავდა საავტომობილო გზაზე, დაძრა ადგილიდან და მანევრი დაიწყო ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: არ განახორციელა ყველა საჭირო მოქმედება მოძრაობის უსაფრთოხებისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნა მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საგზაო მოძრაობის მონაწილეებისთვის (მათ შორის ქვეითისთვის), შეამჩნია რა, რომ სატვირთო ავტომობილის გვერდით იმყოფებოდა ი-----–-----------, რომელსაც სატვირთო ავტომობილის დაძვრამდე ხელი ჰქონდა მოკიდებული კაბინის მძღოლის კარების სახელურზე, მაღალი სიჩქარით დაძრა სატვირთო ავტომობილი, რის შედეგად, ი-----–-----------მ ვერ შეძლო თავის შეკავება, მოხდა სატვირთო ავტომობილი ძარის ნაწილი, წაიქცა და წელის არეში ნაჭდევების, უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, მენჯის, გავისა და კუდუსუნის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობების, მარცხენა თეძოს საერთო არტერიის დაზიანების სახით მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები, რის გამოც განვითარდა გარეგანი და შინაგანი სისხლდენა და ი-----–----------- საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2019 წლის 30 იანვარს 00:00 საათის შემდეგ მ------- რაიონის სოფელ ბ------შის საავტომობილო გზაზე ც-----------------სა და ი-----–-----------ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და მათ შორის ურთიერთობა იძაბებოდა. მათ ამშვიდებდნენ იქვე მყოფი მ------- და დ-------- მ-------. აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში. ბრალდებულს არ სურდა კონფლიქტში ჩართვა და გარიდების მიზნით სწრაფად გაემართა დაქოქილ მდგომარეობაში იქვე მდგარი კ------ს მარკის ავტომანქანისკენ და დაძრა ის. ამასობაში ი-----–----------- გამოეყო მ------- და დ-------- მ------ს და სწრაფად გაემართა ავტომანქანისკენ, მოხდა ავტომანქანასთან ფიზიკური კონტაქტი და დაეცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ი-----–-----------ს აღენიშნებოდა დაზიანებები ტანსამცელსა და სხეულზე წელის, ბარძაყის, სათესლზე პარკის, თეძოს არეში, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას.
ბრალდებულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის.
მხარეები სადავოდ ხდიან ბრალდებულის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: თ------------------ს და თ----------ის ჩვენებებით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობის მ------- რაიონის სოფელ ბ------შში, ცენტრალური საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს 5 პაკეტი: 2 ლაქა, 1 ნიადაგი, 2 ბოთლი, რაც დაილუქა. ლაქები იყო ცენტრალურ ადგილზე გზაზე. ნიადაგი - გზის მარჯვნივ. ლაქიდან ნიადაგამდე 5 მეტრია.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ დ-------- მ-----მ უჩვენა, თუ სად და როგორ მოხდა დაპირისპირება ბრალდებულსა და ი-----–-----------ს შორის, ასევე, რომ ი-----–-----------მ ხელი მოკიდა კარის სახელურს სანამ ავტომანქანა დაიძრებოდა, თუმცა ც-----------------მ დაძრა ავტომობილი, ხოლო ი-----–-----------მ რამდენიმე ნაბიჯი სდია დაძრულ ავტომობილს, რის შემდეგაც მოხვდა ავტომობილის ნაწილი და დაეცა.
ავტომობილის გამოკვლევის თანახმად, ავტომობილის უკანა ძარის მარცხენა კუთხის სიმაღლე მიწიდან ძარის დასაწყისამდე არის 110 სმ, მძღოლის მარცხენა კარის სახელურიდან მიწამდე მანძილი არის 150 სმ. ზედა ბეტონიდან არის 145 სმ, კარის სახელურიდან უკანა ძარის საწყის წერტილამდე ჰორიზონტალური გაზომვისას არის 91 სმ და სახელურიდან ბოლო ძარამდე არის 110 სმ. დამხმარე ხელის მოსაკიდებელი სახელურიდან მიწამდე არის 180 სმ. მანძილი სახელურიდან კაბინამდე არის 90 სმ. უკანა ხედვის გვერდითა მარცხენა სარკე მიწიდან არის 176 სმ. სარკის დასაწყისიდან არის 178 სმ. მანძილი მინამდე არის 185 სმ. რეზინიდან მიწამდე არის 112 სმ. ხრახნილამდე არის 122 სმ. ხრახნილის ზემოთ გამოშვერილ რკინამდე არის 12 სმ ტენტის დასაწყისამდე არის 136 სმ. წინა კაბინას და უკანა კაბინას შორის მანძილი არის 30 სმ. კაბინის ქვედა ბოლოდან ძარის ქვედა ბოლომდე არის 48 სმ, კაბინის ზედა ბოლოდან ძარამდე არის 24 სმ. ბენზინის ავზის ქვედა ბოლოდან საბურავის ფარამდე არის 60 სმ. ავზის ზედა ბოლოდან ფარამდე არის 77 სმ, რეზინის დეტალიდან ფარამდე 50 სმ. მეორე რეზინის თავამდე არის 55 სმ. საჰაეროს სიღრმე არის 43 სმ. საჰაეროს გარეთა დეტალიდან საბურავის ფრთამდე არის 68 სმ. რეზინის დეტალის სიგრძე რაც გამოშვერილია არის 4 სმ. რკინის ხრახნილის სიგანე 1,5 სმ. ტენტიდან რეზინამდე არის 24 სმ. ბაკის სიღრმე 60 სმ. სიმაღლე 45 სმ, სიგრძე 140 სმ. ძარის ქვედა მხრიდან მიწამდე არის 176 სმ. საკვამური მიწიდან არის 46 სმ. საკვამურიდან წინა ფარამდე 131 სმ. ერთი საბურავის შიდა სიგანე არის 27 სმ. ორივეს ერთად 60 სმ. დაშორება საბურავებს შორის 12 სმ. წინა საბურავი არის 22 სმ.
მოწმე მ------- მ-----ს ჩვენების მიხედვით, შვილებისგან - დ--------სგან და მ-------ისგან იცის, რომ ი-----–-----------სთან და ბრალდებულთან ერთად წავიდნენ, იმუშავეს, დალიეს. პატრონს შეუთავაზებია დარჩენა. ბრალდებულს უთქვამს, მე ვერ გავჩერდებიო, წამოსულან, რესტორანში კიდევ დაულევიათ. მერე შელაპარაკება ყოფილა ი-----–-----------ს და ბრალდებულს შორის, მის შვილებს გაუშველებიათ, ბრალდებული მანქანაში ჩამჯდარა. ი-----–----------- მისულა მანქანასთან, კარის სახელურზე მოუკიდია ხელი და მოუნდომებია ბრალდებულის გაჩერება, ბრალდებულს დაუძრავს მანქანა, ი-----–----------- დავარდნილა, მძღოლი წასულა, მერე მოტრიალებულა. მძღოლს დაუძახია, რა ხდებაო? შვილებს უთქვამთ, კაცი კვდება, დახმარება გვინდაო. ბრალდებულს რომ გაუგია, წასულა, არ გაუჩერებია მანქანა.
მოწმე ს------------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ძმები მ-------სგან იცის, რომ ი-----–----------- და ძმები მ------- წასულან შეშაზე, უკან დაბრუნებისას მიუღიათ ალკოჰოლი, მასალის მეპატრონეს დაუპატიჟებია და დამატებით ლუდი მიუტანია. შეკამათება მოსვლიათ ბრალდებულს და ი-----–-----------ს, ჩამოსულან მანქანიდან, მერე ბრალდებული ასულა მანქანაში, ი-----–-----------ს ხელი მოუკიდია სახელურისთვის, მანქანა დაძრულა, დეტალი მოხვედრია ი-----–-----------ს, მ------ს გადაუდებელი დახმარება გაუწევიათ. სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაცვლილა ი-----–-----------. მ------მა უთხრეს, რომ ჯერ ხელი მოკიდა ი-----–-----------მ კარს და მერე დაიძრა მანქანა. ი-----–----------- იყო მეტრი და ოთხმოცზე მეტი სანტიმეტრის სიმაღლის, კონფლიქტური არ იყო.
მოწმე მ--------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ რ----–---------მა შეუკვეთა სუფრა, არაყი და ლუდი დალიეს. სატვირთო მანქანაც მივიდა. რაული და თანმხლები პირები წავიდნენ, 6 ადამიანი იყო. სოფელ ბ------შშიამისი რესტორანი. 23 საათის მერე შევიდნენ მასთან რ----–---------ი და 1 სვანი. სხვები ნახევარ საათში შეუერთდნენ, რომლებიც მეგრელები იყვნენ. 1 საათის მერე წავიდნენ სტუმრები, ვიკეტებიო, უთხრა და ისინი წავიდნენ ზუგდიდისკენ. კამათი იქ არ ყოფილა.
მოწმე ლ-----------–---–-ს ჩვენების თანახმად, რეზინის კვალი ძნელად გადადის, რადგან ელასტიურია. რეზინთან კონტაქტის შედეგად მინალესის დარჩენა პრაქტიკაში არ ჰქონია. შეიძლება რეზინის თავისუფალი ნაწილაკი აღმოჩნდეს ტანსაცმლის რელიეფურ ნაწილში. რეზინის ნაწილაკი მაშინ დარჩებოდა ტანსაცმელზე, თუ იმდენად ძლიერი კონტაქტი იქნებოდა, რომ რეზინის ნაწილი მოძვრებოდა, დაზიანდებოდა რეზინი და ა.შ.
მოწმე მ-----------------ს ჩვენების მიხედვით, 29 იანვარს 01:52 საათზე შევიდა გამოძახება, ხ--––- ი-----–----------- არისო უგონოდ. გზაზე დაურეკეს, გონზეაო. 02:20 საათზე მივიდნენ. გზაზე იწვა პაციენტი უგონოდ, ლუღლუღებდა, პულსი არ იყო პერიფერიებზე. ზურგის უკან მენჯის ძვალთან იყო ჭრილობა. გაუწიეს დახმარება, წაიყვანეს. 2 კილომეტრში გახდა ცუდად, ვერ უშველეს და გარდაიცვალა. სისხლის გუბე იყო ადგილზე. ბლაგვი საგნით მიყენებული ნახეთქი ჭრილობა იყო. უთხრეს, პაციენტი ნასვამი იყო, ქვაზე დაეცა და მიიღოო ჭრილობა. ასეთი ჭრილობა ქვაზე დაცემით არ მიიღება და გაუკვირდა. დუნდულოში დაბეჟილობა ჰქონდა გარდაცვლილს. ადგილზე რამდენიმე პირი იყო, რომელთაგან 2 წამოყვა მათ, სხვები - დარჩნენ.
მოწმე მ----------–---–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ 23 კმ. იარეს გამოძახების მერე. პაციენტი ლუღლუღებდა, სისხლის გუბეში პირაღმა იწვა. 2 ბიჭი და 3-4 კაცი იყვნენ შემთხვევის ადგილზე. პაციენტის წამოყვანიდან 1 კილომეტრის გავლის მერე ის ცუდად გახდა. პაციენტს მარცხენა მენჯის ზემოთ ჰქონდა ჭრილობა, ჭრილობის ქვემოთ დაჟეჟილობა ჰქონდა ცოტა. უთხრეს, წვეტიან ქვაზე დაეცაო. ხოკოს გზაზე ნისლი იყო. რომ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იქვე იდგა მანქანა.
მოწმე ი--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ როგორც ხალხისგან გაიგო, კონფლიქტი მოხდა, ი-----–-----------მ დაქოქილი გაჩერებული მანქანის კარს ხელი მოკიდა და ჩამოვარდა.
მოწმე ვ-------------–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ 00:52 საათზე გავიდა გამოძახებაზე სოფელ ბ------შში. გზის პირას იყო სისხლი, იწვა დაჭრილი პიროვნება. ქვაზე დაცემით მიიღოო ჭრილობა, ამბობდნენ ბიჭები იქვე. ჩასვეს დაჭრილი მანქანაში, თუმცა ის 3-4 კმ.-ში დაიღუპა. ადგილზე იყო კიდევ 2 პირი. მანქანა იდგა იქვე. ხოკოსთან ნისლი იყო.
მოწმე შ--------------ის ჩვენების და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----–-----------ს სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, ბლაგვი ტრავმით დაზიანებული მარცხენა თეძოს საერთო არტერიიდან განვითარებული გარეგანი და შინაგანი სისხლდენის შედეგად. ი-----–-----------ს გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: ვრცელი ნაჭდევი წელის მიდამოში მარცხნივ შუა მესამედში, მიმდებარედ უსწორო კიდეებიანი ჭრილობით; ვრცელი ნაჭდევი წელის მიდამოში მარჯვნივ; უსწორო კიდეებიანი ჭრილობები სათესლე პარკის წინა ზედაპირზე ცენტრალურად და სათესლე პარკის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე; მენჯის, გავისა და კუდუსუნის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით და პერიდონეუმის ფურცლების მთლიანობის დარღვევით, მარცხენა თეძოს საერთო არტერიის დაზიანებით, 250 მლ-მდე მოცულობით სისხლის და სისხლის კოლტების მუცლის ღრუში; მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ცხიმოვან ქსოვილში განვითარებულნი არიან რამე მკვრივი-ბლაგვის საგნის ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. თეძოს საერთო არტერია მსხვილი კალიბრის არტერიაა. მისმა დაზიანებამ რამდენიმე წამიდან 1 საათამდე პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ყველა დაზიანება არის მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული. შეშუპება დაზიანება არაა, პროცესია სიკვდილის დროს. სისხლძარღვისგან განვითარდა გარეგანი და შინაგანი სისხლდენა. ბორბლით გადავლისას სხეული გახოხდება, გასკდება კანი იქ, სადაც თხელია. 27 ტონა თუ გადაუვლიდა სხეულს თირკმელზე, ღვიძლზე, ელენთაზე, უნდა დაზიანებულიყო ისინი. შინაგანად დაზიანდა კუდუსუნი და მენჯი. იქ თირკმელი და ღვიძლი არ არის. ეს ორგანოები ცოტა ზევითაა. მენჯის ძვლები ორივე მხარეს იყო დაზიანებული. არტერიის სრული გაკვეთა არ იყო. უკანა წელის ცხიმოვანი ნაწილის სისქეა 3,6 სმ-ის ფარგლებში, ძვლის - 2-4 სმ. ამის შემდეგ არის პენიტორიუმის უკანა მხარე, შემდეგ - მისი წინა მხარე. კუჭი ზევით მდებარეობს. სისხლძარღვი მდებარეობს ცხიმოვანი ქსოვილის, კუნთის და პენიტორიუმის შემდეგ ძვლამდე. კუნთი არის 1-2 სმ. სისქის.
მოწმე ზ-----------------ის ჩვენების, ტრასოლოგიურ და ავტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ი-----–-----------ს ჯემპრზე, გრძელსახელოებიან მაისურზე, შარვალზე, საცვალზე აღინიშნება მყარ-ხორკლიან ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები და გრძელსახელოებიან მაისურს ასევე აღენიშნება დაზიანება, რომლის განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს; ,,კაპიშონიან’’ ქურთუკს აღენიშნება, როგორც მექანიკური ზემოქმედების შედეგად, რღვევით და ხევით განვითარებული, ასევე მყარ-ხორკლიან ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები; მონაცრისფრო ქურთუკს აღენიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ხევით განვითარებული დაზიანება, ასევე აღენიშნება მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანება, რომლის სიახლოვეს სარჩულზე იკვეთება მყარ-ხორკლიან ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები.
მოწმე მ------- მ-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ თვითონ, დ-------- მ----- და ი-----–----------- წავიდნენ ბრალდებულის მანქანის დასატვირთად ზედაწერიდან. იქ ალკოჰოლი მიიღეს ბრალდებულმა და სხვებმა. კიდევ 2 პირი იყო. ლუდი და არაყი დალიეს. დაასრულეს ავტომანქანის დატვირთვა და 22 საათზე წამოვიდნენ. მივიდნენ ხაიშამდე. იქ მივიდა რ----–---------ი და შესთავაზა მასთან სახლში წაყვანა, რაზეც დათანხმდნენ. ბრალდებულმა თქვა, რომ მანქანის წყალი გაიყინებოდა და ვერ დარჩებოდა. ამიტომ წაყვნენ ბრალდებულს ზუგდიდისკენ. ბრალდებულმა ვახშმობა შესთავაზა. სოფელ ბ------შში რესტორანში მივიდნენ. ბრალდებულმა მისცა შეკვეთა კუბდარის, ლუდის, 1 ლიტრი არყის. იქ რაულ ჩხვიამიანი მივიდა და გადაიხადა ფული. ი-----–----------- და ბრალდებული სვამდნენ. თვითონ ლუდი დალია. დ-------- მ-----მ - 3-4 ჭიქა არაყი, რ----–---------მა - ლუდი. ნახევარი ლიტრი არაყი და 2 ლიტრი ლუდი დალიეს ი-----–-----------მ და ბრალდებულმა. 23:30 საათზე მივიდნენ რესტორანში და 01:00 სთ.-ის მერე წამოვიდნენ რესტორნიდან. ბრალდებულმა დაიწყო საუბარი კ------------ზე - ი-----–-----------ს ბიძაზე, მან დედაჩემი ატირაო ხალ წელს. ი-----–-მ უთხრა, რომ ის მისი ბიძაა. ბრალდებულმა გააჩერა მანქანა, ი-----–-----------ს უთხრა, ჩამოდიო. ი-----–-მ ჰკითხა, რატომ არისო ბიძაჩემი არასწორი კაცი. ბრალდებულმა შეუბრუნა: რა გაინტერესებსო? ბრალდებულმა ჩაავლო ხელი. ი-----–----------- ეუბნებოდა, გამიშვიო ხელი. ძმასთან ერთად მივიდა მათთან, უთხრეს, გაუშვი ხელი და ხვალ გავაგრძელოთო საუბარი. ბრალდებულმა გაუშვა ხელი და წავიდა. კარს რომ აღებდა, ი-----–----------- ეუბნებოდა, გაჩერდი, რატომ მტოვებო. ი-----–-----------ს კარის გაღება უნდოდა, ხელი მოკიდა სახელურს. ბრალდებულმა დაძრა მანქანა. ი-----–-მ თავი ვერ შეიკავა, მოხვდა ძარის დეტალი და ჩამოვარდა. ი-----–----------- ვერაფერს ამბობდა, თქვა, ღმერთი გფარავდეთო. 5 წუთში ბრალდებული დაბრუნდა. ი-----–- შუა გზაზე იწვა და გადააწვინეს, რომ არ გადაევლო მანქანას. უკან დაბრუნებისას ბრალდებულმა იკითხა, რა ხდებაო? დაგვეხმარე, კაცი კვდებაო, უპასუხეს მას. ბრალდებული ჩქარა წავიდა მ-------აკენ. დ-------- მ-----მ დარეკა 10 წუთში 112-ზე. 3-მა მანქანამ გამოიარა, მაგრამ არ წაიყვანა დაჭრილი იმ მიზეზით, რომ ტურისტები მიჰყავდათ და ადგილი არ ჰქონდათ. შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარების მანქანაში ცუდად გახდა ი-----–-----------. დ-------- მ----- ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდა მას. ი-----–-----------ს უყვარდა სუფრები, დალევა, წყნარი იყო, უკონფლიქტო. ბრალდებულმა დალია ნახევარ ლიტრამდე არაყი და 3-4 კათხა ლუდი. ი-----–-----------ს შეურაცხყოფა არ მიუყენებია, აგრესიული არ იყო, ბრალდებულმა თვითონ გააჩერა მანქანა შუა გზაზე, ი-----–-ს არ უთხოვია გაჩერება. თვითონ მანქანის გვერდით 2-3 მეტრში იდგა კაბინისკენ. მანქანა დაქოქილი იყო, ფარები - ანთებული. იქ 10 წუთი გაგრძელდა საუბარი. იქ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ამის შემდეგ ბრალდებულმა მანქანაში კარები მიხურა. ი-----–-----------მ კარები ვერ გააღო, ცდილობდა ცალი ფეხით ასვლას, ხელი დაარტყა ფანჯარას. ბრალდებულმა ხელის მუხრუჭი დასწია და ბიძგით დაძრა მანქანა. ი-----–-----------ს მოხვდა კაბინა. მოწმემ შემდეგში განაცხადა, რომ მოხვდა ძარა. ი-----–----------- დავარდა ბეტონზე, პირაღმა იწვა, მარცხნივ ჰქონდა ჭრილობა, სისხლი სდიოდა. ბრალდებული როცა დაბრუნდა, ნახა ი-----–----------- რა მდგომარეობაში იყო. ციოდა, ნისლი და თოვლი არ ყოფილა. დ-------- მ-----მ მაისური დაადო ჭრილობაზე. 1-1,5 საათში მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მანამდე დ-------- მ-----მ ბრალდებულის თხოვნით გაასწორა გვერდითი ხედვის სარკეები. მათ არ გაუხდიათ მაისური დაჭრილი ი-----–-----------სთვის. შემთხვევის ადგილზე ქვა არ უნახავს, ბეტონი იყო. გზის იქით ხევი იყო. დ-------- მ-----მ დაურეკა დილის 5-6 საათისთვის მამას, როცა ჯვარში იყვნენ. იმიტომ თქვა, რომ ქვაზე დაეცა ი-----–-----------, რომ შეეშინდათ. დ-------- მ-----მ შეატყობინა ფრიდონ ხარჩილავას ი-----–-----------ს გარდაცვალება. ადგილზე განვითარებული მოვლენების სხვა ვერსია არავისთვის უთქვამს. ადვოკატსაც იგივე მოუყვა, რაც ეხლა თქვა. ოქმის წერა რომ დაიწყო ადვოკატმა, მამამ უთხრა, არ მოგიწერენო ხელს და დახიეო. ი-----–-----------მ მარცხენა ხელი მოკიდა კარს. უკანა მხარეს მოხვდა ძარა - უკანა კუზაო. მანქანის დაძვრისას შემოტრიალდა ი-----–-----------, ხელი გაუშვა და ძარა მოხვდა - კუზაო. ი-----–-ს გონი არ დაუკარგავს. მან სასწრაფო დახმარების მანქანაში დაკარგა გონი. ვერ საუბრობდა, მტკივაო ამბობდა, სახლში მინდაო წასვლა. ბრალდებულის დაბრუნების მერე ჩაუარა სხვა მანქანებმა. ბოლოს ოპელის მანქანაში 2 თუ 3 კაცი იყო, შეიძლება მეტიც. თავიდან შეეშინდა და არ იცოდა, რა ეთქვათ პოლიციისთვის. სასწრაფომდე კ------თ მივიდოდნენ უფრო ადრე. დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან კონფლიქტი არ აქვთ. ბრალდებულის შემთხვევისადგილზე დაბრუნების დროს მანქანაში შევიდა ბრალდებულის საცემად, მაგრამ არ უცემია.
მოწმე დ-------- მ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულთან და მ------- მ-----სთან ერთად წავიდა ბრალდებულის კ------ს დასატვირთად. სამუშაოს ადგილზე ბიჭები სვამდნენ. თვითონაც დალია 1 კათხა ლუდი. ბრალდებულმა და ი-----–-----------მაც დალიეს არაყი და ლუდი. მ------- მ-----ს არ დაულევია. მუშაობისას ი-----–----------- არაყს სვამდა, ამბობდა, რომ ციოდა. უკანა გზაზე მათ შეხვდა რ----–---------ი, უთხრა მათ, რომ 22 საათის მერე მანქანას ვერ გაატარებდა და შესთავაზა მასთან დარჩენა. ბრალდებულმა თქვა, რადიატორი გაიყინება და ვერ დავრჩებიო. ამიტომ განაგრძეს გზა. ბრალდებულმა გააჩერა სოფელ ბ------შის რესტორანში, სადაც ივახშმეს. გარკვეული დროის შემდეგ რესტორნის მეპატრონემ თხოვა მათ წასვლა. როცა რესტორნიდან გამოვიდნენ, 2 საათი დაწყებული იქნებოდა. 700 მეტრი რომ გაიარეს მანქანით, ბრალდებულმა დაიწყო საუბარი, კოკი ძანძავა რა არისო შენი. ი-----–-----------მ უთხრა, ბიძააო. ბრალდებულმა უთხრა, არასწორად მოიქცაო. ბრალდებულმა თქვა, ქვევით ჩავიდეთო. ბრალდებული ჩავიდა, ი-----–-----------ც ჩავიდა, თვითონაც ჩაყვნენ. მანქანა შუა გზაზე დატოვა დაქოქილი. ბრალდებულმა საყელოზე ხელი მოკიდა. ი-----–-----------მ უთხრა, გამიშვი, ნუ ვჩხუბობთო. ბრალდებულმა თქვა, ამ საღამოს ვერ გავარკვევთ, ხვალ ან ზეგ გავარკვიოთო და წავიდა. ი-----–-----------მ ჰკითხა, აქ გვტოვებო? ბრალდებული დაჯდა საჭესთან. ი-----–-----------მ მარცხენა ხელი მოკიდა სახელურს. ბრალდებულმა ჩააგდო სიჩქარეში. ი-----–-----------მ მარცხენა ფეხი დადო საფეხურზე და მეორე ფეხი ჰაერში იყო. ბრალდებულმა დაძრა მანქანა და მაგარ ბიძგზე ი-----–----------- კუზაოს დაეჯახა ზურგით, ხელი გაეშვა, დაეცა, სისხლი სდიოდა. ბრალდებული წავიდა მანქანით. 5 წუთში ბრალდებული მობრუნდა. ი-----–----------- გადააწვინეს გვერდით. ბრალდებულმა იკითხა, რა ხდებაო. რა ხდება კი არა სისხლისგან იცლება და დაგვეხმარეო, უთხრა ბრალდებულს. ბრალდებულმა გაზს დააჭირა და წავიდა მ-------კენ. მ------- მ-----მ მანქანას უკნიდანშემოუარა და ბრალდებულის გაჩერება სცადა,რომ მათ დახმარებოდა, მაგრამ ბრალდებულმა გაზს რომ დააჭირა, მ------- მ----- გადმოხტა. 01:46, 01:47 და 02:09 სთ.-ზე დარეკა სასწრაფოში. 02:14-ზე დაურეკა სასწრაფომ და აცნობა, რომ მოვიდნენ. ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს დაჭრილს და 15-20 წუთში წაიყვანეს. გზაში ღებინება მისცა. ექიმებმა თქვეს, არაფერი ეშველებაო და გარდაიცვალა. პირველად იმიტომ თქვა ქვაზე დაეცაო, რომ შეეშინდა, რადგან პირველად იყო ისეთ სიტუაციაში. სასწრაფოს 5 წუთში დაურეკა. მანქანით მივიდა ვიღაცა, ვერ ჩავსვამო დაჭრილს, ტურისტები მიჩივლებენო. მერე კარტოფილით დატვირთულმა მანქანამაც არ წაიყვანა. მერე მესამე მანქანამ თქვა, სასწრაფო მოდისო. ამის მერე მალე მივიდა სასწრაფო. კ------ს სახელურს მარჯვენა ხელით ვერ გააღებ, ხელის მისაჭერი ისე აქვს. ამიტომ მარცხენა ხელი მოკიდა. ი-----–----------- მაღალი, ჯანიანი იყო. როცა თქვა ბრალდებულმა კაკო არასწორად მოიქცაო, მაშინ არ იცოდა, რომ ი-----–-----------ს ბიძა იყო. ი-----–-----------ს ეცვა მწვანე კაპიშონიანი ქურთუკი. კარტოფილის მძღოლმა ნაცრისფერი ქურთუკი მისცა, რაც გადააფარეს ი-----–-----------ს. მანქანის გვერდით მარტონი იყვნენ 2 მეტრში. როცა ი-----–-----------მ ხელი მოკიდა სახელურს, მანქანა გაჩერებული იყო. ი-----–-----------ს დაცემა არ უნახავს. რომ მივიდნენ მასთან, პირაღმა იწვა. იქ გუდრონი და ზემოდან დატკეპნილი ხრეში იყო. ადგილზე დიდი ქვა არ ყოფილა. გვერდითა სარკე მარჯვენა მხარეს თვითონ გაასწორა, როცა გამისწორეო თხოვა ბრალდებულმა. კარგი ამინდი იყო, აქა-იქ იდო თოვლი და ძალიან ყინავდა. 2 კაცი მივიდა ი--------------ს სახლში და მათაც იგივე მოუყვა. ი-----–----------- არ ეკამათებოდა ბრალდებულს, ბრალდებული ეკამათებოდა მას. გადაუარა თუ არა მანქანამ ი-----–-----------ს, არ იცის. ამას ვერ ნახავდა, რადგან იქ შუქი არ იყო. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს თვითონ მოკიდა მარცხენა ხელი სახელურს და მარცხენა ფეხი დადგა და შეუძლია თქვას, რომ ჩვეულებრივ შეიძლება ამის გაკეთება. მ------- მ-----მ თქვა, დახმარებას ვთხოვო ბრალდებულს როცა ის ხელმეორედ დაბრუნდა ავტომანქანით. თვითონ დანასაც დაარტყამდა ბრალდებულს, რადგან მეგობარი მოუკლა, მაგრამ არ უნდოდათ მისი ცემა. ქვაზე დაცემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას შიში იმისი ჰქონდა, რომ რამე არ დამართნოდა და რამეში არ ჩათვლოდა, სახელი რომ არ გატყდომოდა ხალხში, უწმაწური სიტყვა რომ არ დაეძახათ მისთვის. თუ პირქვე დაეცემოდა დაჭრილი, ვერ გადმოტრიალდებოდა, რადგან ყველაფერი ტკიოდა, ფეხზე ვერ დგებოდა. დაზიანებები სად მიიღო დაჭრილმა, არ იცის, რადგან კონფლიქტი მანამდე არ ყოფილა. ინციდენტამდე ი-----–-----------ს დაზიანება არ ქონია. ბოლოს როცა დაბრუნდა ბრალდებული, მიყვებოდა ნელა ბრალდებულის მანქანას და ელაპარაკებოდა, ჩამოსულიყო და დახმარებოდა. ინციდენტის დროს ი-----–- გოგოხია უკაკუნებდა ჟესტზე ბრალდებულს. ავტომანქანის კარის ფანჯარა ცოტა ჩამოწეული იყო.
მოწმე დ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ კარის სახელურსა და უკანა ძარას შორის დაშორება არის 80 სმ. გარდაცვლილი არის 1,79სმ. სიმაღლის. შუშა არის 1,77სმ. სიმაღლეზე მიწიდან. გვერდითა ხედვის სარკე - 1,85სმ. სიმაღლეზე. უკანა ძარა გამოწეულია 5 სმ-ით ბორბლის ფრთისგან. ავტომანქანის ძარას აქვს მკვრივი წვეტიანი რეზინი, რომელიც თავზე იყო მოწმენდილი. ამ ნაწილს დაეჯახებოდა ალბათ გარდაცვლილი. საფეხურიდან ჩამოვარდნის მერე წაბარბაცებისას მოხვდებოდა ეს დეტალი, რომელიც დაბლაა. გარდაცვლილი შევარდებოდა წინა და უკანა ძარას შორის და მაშინ მოხვდებოდა ის.
მოწმე ნ----------ის ჩვენებისა და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-----–-----------ს ჯემპრზე, გრძელსახელოებიან მაისურზე, შარვალზე, საცვალზე აღენიშნება მყარ-ხორკლიან ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები და გრძელსახელოებიან მაისურზე ასევე აღენიშნება დაზიანება, რომლის განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს; ,,კაპიშონიან’’ ქურთუკს აღენიშნება, როგორც მექანიკური ზემოქმედების შედეგად, რღვევით და ხევით განვითარებული, ასევე მყარ-ხორკლიან ზედაპირთან კონტაქტირებისათის დამახასიათებელი დაზიანებები. მონაცრისფრო ქურთუკს აღენიშნება როგორც მექანიკური ზემოქმედების შედეგად, ხევით განვითარებული დაზიანება, ასევე აღენიშნება მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანება, რომლის სიახლოვეს სარჩულზე იკვეთება მყარ-ხორკლიან ზედაპირთან კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები. ქურთუკს აღენიშნება ხევის ნიშნების მქონე სხვადასხვა ზომის და ფორმის დაზიანებები, ალაგ-ალაგ ქაოტური განლაგებით დაძენძილკიდეებიანი მცირე ზომის დაზიანებები, რომელთა ფონზე ქურთუკს მარჯვენა კალთაზე ქვედა მიდამოში აღენიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად ხევით განვითარებული კუთხოვანი ფორმის დაზიანება ზომით: 20X14 სმ; დაზიანების მორფოლოგიური სტრუქტურის გათვალისწინებით განვითარებულია ამოხეული კუთხის წერტილიდან პერპენდიკულარულად მის საწინააღმდეგო მხარეს მიმართული ძალის მოქმედების შედეგად ხსენებულ წერტილზე სავარაუდოდ წვეროს მქონე, რაიმე მყარი საგნის ლოკალური დინამიური კონტაქტის შედეგად. ქურთუკს წინა მარჯვენა მხარეს ბადისებური ქსოვილის ჩადგმის სიახლოვეს, საყელოს მინაკერიდან ქვევით 18,5 სმ-ზე აღენიშნება გამჭოლი დაზიანება სიგრძით 1,5 სმს, რომლის მიკროსკოპული დათვალიერება-გამოკვლევისას დგინდება, რომ პირა-პირებზე დაზიანებული ძაფების ბოჭკოების ბოლოების ხასიათიდან გამომდინარე, აღნიშნული დაზიანება განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული გამჭოლი დაზიანების სიახლოვეს სარჩულის მხრიდან შეინიშნება მეორე მცირე ზომის ჭრის და ხევის ნიშნების მქონე 0,6 სმს სიგრძის დაზიანება და ასევე მილესვის მსგავსი ხასიათის მქონე ზოლოვანი კვლები და ამასთან აღნიშნული მონაკვეთის სიახლოვეს სარჩულის მხრიდან, კერძოდ მხრის გადანაკერიდან უკან 5,5 სმს-ოის დაშორებით და სახელოს მინაკერიდან ზომით 6 სმს-ის დაშორებით დაახლოებით 3X2,5 სმ ლოკალიზირებული ფართზე იკვეთება მცირე ზომის დაზიანებები, გარეთ ამოძენძილი დაზიანებული ძაფების ბოჭკოების ბოლოების შეთხელებითა და ხევის ნიშნებით, რაც არსებული მორფოლოგიით განვითარებული უნდა იყოს რაიმე მყარ - ხორკლიან ზედაპირთან დინამიური კონტაქტის შედეგად. ამასთან აღნიშნულ კვალთა ერთობლიობაში განხილვით არ არის გამორიცხული სარჩულის მხრიდან დაზიანებათა ერთდროული განვითარების შესაძლებლობა ხსენებული მიდამოთი ქსოვილს მყარ-ხორკლიან ზედაპირთან კონტაქტირებისას, ზედაპირს ექნებოდა რამე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე ფრაგმენტალური გამოშვერილობა. ქურთუკის მარცხენა გვერდითა ვერტიკალურ ნაკერზე ზედა მიდამოში აღენიშნება მექანიკური ზემოქმედებით განვითარებული 10,5 სმს სიგრძის დაზიანება, რომელიც მოიცავს 4 სმ სიგრძის ხევით და 6,5 სმს სიგრძის რღვევით განვითარებულ მონაკვეთებს და ამასთან შეინიშნება დაუზიანებელი ძაფების ხიდაკების არსებობა, რომლებიც ხასიათდება დაჭიმვის ნიშნებით და კვალთა ერთობლიობაში განხილვით, არსებული მორფოლოგია დამახასიათებელია ქსოვილის დაჭიმვის შედეგად განვითარებისათვის. ანალოგიური წარმოშობის მექანიზმის მქონე კვალი იკვეთება მარცხენა სახელოს მინაკერის მიდამოშიც წინა მხარეს დაახლოებით 6,5 X2,2 სმ ფართზე. რღვევით განვითარებული დაზიანებები აღენიშნება ქურთუკს სარჩულის მხრიდან მარცხენა კალთაზე ქვედა და კალთის კიდეების სიახლოვეს დაახლოებით 15 X10 სმ ფართი ხასიათდება მყარ ხორკლიან ზედაპირთან დინამიური კონტაქტირებისათვის დამახასიათებელ კვალთა არსებობით, გამოხატული როგორც ქსოვილის შეთხელებისა და ხევის, ასევე ზედაპირული აბურძგვლის და ცალკეული დაზიანებული ძაფების გარეთ ამოძენძილობის ნიშნებით. მსგავსი წარმოშობის მექანიზმის მქონე კვლები შეინიშნება ასევე სარჩულის მხრიდან მარჯვენა გვერდითა მხარეს უკან გავრცელებით დაახლოებით 19X10 სმ ფართზე, სადაც ასევე შეინიშნება მილესვის მსგავსი ხასიათის მქონე კვლები. ჯემპრი მარცხენა გვერდითა მიდამოში, რომელიც მოიცავს ქვედა კიდეს და ვერტიკალური ნაკერიდან როგორც წინა, ასევე უკანა მხარეს, დაახლოებით 12,5X11 სმ. ფართზე ხასიათდება მყარ-ხორკლიან ზედაპირთან დინამიური კონტაქტირებისათვის დამახასიათებელ კვალთა არსებობით, გამოხატული როგორც ქსოვილის შეთხელებისა და ხევის, ასევე ზედაპირული აბურძგვლის და ცალკეული დაზიანებული ძაფების გარეთ ამოძენძილობის ნიშნებით. მსგავსი წარმოშობის მექანიზმის მქონე კვლები შეინიშნება უკანა მხარეს ქვედა კიდესთან თითქმის შუაში. მაისურზე მარცხენა გვერდითა მხარეს ქვედა მიდამოში, კერძოდ ჯემპრზე არსებული დაზიანებული ფართის შესატყვისად იკვეთება დაახლოებით 10X3,5 სმ ზომის დაზიანებული ფართი, რომელიც ხასიათდება ანალოგიური წარმოშობის მექანიზმის და მორფოლოგიის მქონე კვალთა არსებობით, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს მათ ჯემპრზე და მაისურზე ერთდროულად წარმოშობის შესაძლებლობას. აღნიშნულის გარდა მაისური მარცხენა სახელოზე ქვედა კიდიდან ვერტიკალური განლაგებით 29 სმ სიგრძეზე ჩაჭრილია, რომელიც პირა-პირზე ხასიათდება საფეხურებრივი მონაკვეთებით და არსებული კონფიგურაცია არ გამორიცხავს მის განვითარების შესაძლებლობას პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს. მაისურზე თითქმის მთელ ფართზე ქაოტური განლაგებით ხევის ნიშნების მქონე მცირე ზომის დაზიანებებია, სადაც ცალკეულ დაზიანებებში შეინიშნება ძაფების ჩავარდნა. შარვლის მარჯვენა ტოტზე ზედა მიდამოში, რომელიც მოიცავს ძირითადად წინა მარჯვენა ნახევარს და მცირე ინტენსიობით ასახვას პოულობს გარეთა გვერდითა ვერტიკალურ ნაკერსა და მის სიახლოვეს უკანა მხარეს, დაახლოებით 38X17 სმ ფართზე ქსოვილის ზედაპირული აბურძგვლის, ასევე დაბოლოებებზე ხევის ნიშნების მქონე ქსოვილის სტრუქტურული წყობის ცალკეული ძაფების გარეთ ამოძენძილობის ფონზე იკვეთება სხვადასხვა ზომის და ფორმის ხევის და ძლიერ დაძენძილ კიდეებიანი გლეჯვის ნიშნების მქონე ლოკალური დაზიანებები. არსებულ კვალთა მორფოლოგია ერთობლიობაში განხილვით დამახასიათებელია მყარ ხორკლიან ზედაპირთან დინამიური კონტაქტირებისათვის. ანალოგიური წარმოშობის მექანიზმის მქონე დაზიანებული ფართი იკვეთება მარცხენა ტოტზე დაახლოებით უბნის შესაბამის მიდამოსთან და ამავე ტოტის გარეთ გვერდითა ვერტიკალური ნაკერის სიახლოვეს, როგორც წინ, ასევე უკანა ჯიბის მიდამოსთან. შარვალზე არსებული დაზიანებული მიდამოების შესატყვისი განლაგებით და მსგავსი მორფოლოგიით დაზიანებულია საცვალიც, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს შარვალზე და საცვალზე დაზიანებების ერთდროულად განვითარების შესაძლებლობას. მაისურზე და ჯემპრზე დაზიანებები ემთხვევა ერთმანეთს. დაზიანებები თრევით არ არის მიღებული, ერთჯერადი ძლიერი შეხებითაა გამოწვეული. ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს რკინის ხრახნილი,მეტალის კუთხე ან რეზინი ვერ მიაყენებდა.
მოწმე ლ--------------ის ჩვენების მიხედვით, შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, სადაც ღერძულა ხაზთან 30-50სმ.-ში იყო სისხლის ლაქები. ლაქები იყო ასევე გვერდულზე. ირგვლივ ქვა არ ყოფილა. მშრალი ამინდი იყო, ციოდა, თოვლი არ ყოფილა. ექსპერიმენტის დროს შესაძლებელი იყო, დაენახათ ძმებს ის ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა.
მოწმე რ-------------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ რესტორნის პატრონმა უთხრა, ჩვენგან 500 მეტრში მომხდარა და რომ მოერბინა ვინმეს, დავეხმარებოდითო. შემთხვევის ადგილზე 7-8 მეტრის სიღრმის პატარა ხრამია. მოშორებით 20-30 მეტრია ხრამის სიღრმე. ხრამიდან ამოსასვლელი გზაც არის. ავტომანქანის გვერდით 1 მეტრის მოშორებით იდგა ადვოკატი და მერსედესის მარკის მანქანიდან არ ჩანდა ის. შემთხვევის ადგილზე ამოშვერილი 20-30 სანტიმეტრის რკინის ხრახნილებია. ისინი ხრამისკენაც არის გაშვერილი. თუ მოინდომებს, 1 კაციც ამოიყვანს იქ ხრამიდან კაცს. ხრამში ადვოკატი ჩავიდა 3-4 მეტზე, მაგრამ მეტზეც შეიძლება ჩასვლა.
მოწმე ა-–-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არაერთჯერადი ზემოქმედებით მოხდა ი-----–-----------ს დაზიანება. ერთჯერადად ასფალტზე დაცემით პირი ვერ მიიღებდა ამ დაზიანებებს. გარდაცვლილი ისეთ დაზიანებებს, როგორიც მას აღენიშნება, ვერ მიიღებდა კ------ს რეზინის დეტალზე შეჯახებისას. საბურავით გადავლა არ ყოფილა. ასფალტზე დაცემას აჩქარება ვერ ექნებოდა ისეთი, რომ ასეთი დაზიანებები მიეღო. რეზინის დეტალს რომ დაეზიანებინა გარდაცვლილი, ისეთი კონფიგურაციის დაზიანებები არ ექნებოდა, ნაჭდევი იქვე ისეთი ფორმის არ იქნებოდა.
მოწმე რ---------–------–---–-ს ჩვენებით და კომპლექსური სამედიცინო და ვტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ რეზინის დეტალი და საწვავის ბაკი არ შეესაბამება სხეულის დაზიანებების იმ ხასიათს და ტანსაცმლის იმ დაზიანებებს, რაც აღინიშნება. კ------ს ავტომობილს 5-15 კმ/სთ. სიჩქარით შეეძლო მხოლოდ ადგილიდან დაძვრა, რაც არასაკმარის ძალას წარმოშობს ამ ხასიათის დაზიანებების გამოწვევისთვის. საქმის ვითარებიდან გამომდინარე, ძარის კუთხეში უნდა ყოფილიყო დაჯახება ან ბაკზე, მაგრამ დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე, ეს ადგილები შეუთავსებელია დაზიანებებთან. მანქანა სხვა ადგილზე ვერც დაეჯახებოდა. თუ მოუხვევდა მანქანა, მხოლოდ მაშინ დაეჯახებოდა გვერდით თუ მარჯვენა ხელს არ გაუშვებდა ი-----–-----------. თუ სწორად ივლიდა მანქანა ან ხელს გაუშვებდა გარდაცვლილი, დაჯახება არ მოხდებოდა, რომც დაჯახებოდა, ფილტვის არეში მოხვდებოდა დეტალი და არა იქ, სადაც დაზიანებაა. ავტომანქანის დაძვრის შედეგად სხეული აჩქარებით უნდა გადაადგილებულიყო უკან, ანუ ავტომანქანის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით და შეჯახებულიყო სხეულის უკანა და/ან გვერდითა ზედაპირით ავტომანქანის ძარის მარცხენა გვერდითა ზედაპირს შემდგომი დაცემით გზის საფარზე. ამიტომ სხეულის შეჯახების ლოკაციის ადგილი შესაძლოა იყოს საწვავის ავზის ზემოთ ძარის წინა მარცხენა კუთხეზე განლაგებული კონუსური ფორმის, რეზინის მკვრივი კონსისტენციის დამცველი/შემზღუდველები და საწვავის ავზის კიდე, მაგრამ ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა და ხასიათი, ნაჭდევების რაოდენობა მათი ვრცელი ზედაპირებით, ლოკალიზაცია და დაჟეჟილი ჭრილობის განლაგება შეუსაბამოა რეზინის დამცველების/შემზღუდველის და საწვავის ავზის კიდის კონფიგურაციასთან და საკონტაქტო ზედაპირების ვიზუალურ ზომებთან. მ------- და დ-------- მ-------ს ჩვენებებით ასახულ ვითარებაში ი-----–-----------ს არ უნდა განვითარებოდა გვამის გამოკვლევით ნანახი დაზიანებები. წელის პროექციაზე საბურავის გადავლის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო, ერთი მხრივ, მენჯის რკალის შემქმნელი ძვლების ორმხრივი მოტეხილობები სხვადასხვა ხაზებზე, გავა-თეძოს შესახსრების გაგლეჯვა და სხვა, ხოლო მეორე მხრივ ყოფილიყო შინაგანი ორგანოების, სულ მცირე თირკმლების ანატომიური მთლიანობის დარღვევა, რეტროპერიტონეალური სისხლჩაქცევები და ა.შ. თუ საბურავთან კონტაქტში იქნებოდა წელის პროექციასთან ერთად მუცლის ქვემო ნახევარიც, უნდა მომხდარიყო ტრავმატიზმისადმი ნაკლებ რეზისტენტული ორგანოების - ღვიძლის, ელენთის დაზიანება მასიური სისხლჩაქცევით მუცლის ღრუში.
მოწმე ზ-----------–--ს ჩვენების თანახმად, ერთ-ერთი ძმა, გვარად მ----- მოუყვა, რომ სიტყვიერი შელაპარაკება იყო, ბრალდებულმა დაძრა მანქანა, აწგარდაცვლილი დაედევნა, რის შემდეგაც ვერ გაარჩია რა მოხდა.
მოწმე ზ--–----–-----–--ს ჩვენების მიხედვით, მ-------დან უფროსმა ძმამ უთხრა, სიტყვიერი შელაპარაკება იყოო, მანქანა დაძრაო ბრალდებულმა, დაზარალებული შეახტა, თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდაო. ამასთან, ვერ ვნახეთო, სად შეახტა მანქანას.
ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ არაყი დალიეს დილით. 3 სადღეგრძელო თქვა და გადასვა არაყი. მთელი დღე იმუშავეს და წამოვიდნენ. რ----–---------მა თქვა, მანქანა დატოვეთ, ჭუბერში ავიდეთ, 22 საათის მერე არ გაგატარებენო და დილით წავიდეთო. ი-----–-----------მ, დ-------- და მ------- მ------მა უარი თქვეს, წასასვლელი გვაქვსო. თვითონ დარჩენას აპირებდა, მაგრამ წავიდნენ. რესტორანთან გაჩერდნენ, კუბდარის საყიდელი ფული მისცა მათ, მაგრამ ისინი არ გამოვიდნენ, რის შემდეგაც შევიდა თვითონაც. 1 ლიტრი ლუდი და ნახევარი ლიტრი არაყი იდო მაგიდაზე. რ----–---------ი მოვიდა, ფული დაუბრუნა, თვითონ გადაიხად, 2 ლიტრი ლუდი და საკვები დაამატა, ყველამ დალია. შემდეგ წამოვიდნენ. ი-----–-----------მ ჰკითხა, კ------------ს იცნობო? უარყოფითი პასუხი გასცა. როგორ არა, დასატვირთად რომ გყავდა, ფული რომ დააგვიანე, ტელეფონით რომ ელაპარაკეო, მიუგო ი-----–-----------მ. დედაჩემისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია და არაა ეს სწორი საქციელიო, უპასუხა ი-----–-----------ს. კ------------ს ტელეფონით მოსთხოვა პასუხი იმაზე, თუ რატომ ელაპარაკა დედამისს ცუდად. რატომ არისო ცუდი კაცი ბიძაჩემი?- ჰკითხა ი-----–-----------მ. ხვალ გავარკვიოთო, უპასუა მას. ტორპედოზე ხელი დაარტყა ი-----–-----------მ, არასწორი კაცი არასდროს იქნებაო ბიძაჩემი და ხელი მხარზე დაარტყა, რის გამოც საჭეზე გაეშვა ხელი. გააჩერა მანქანა. დ-------- მ----- ეუბნებოდა, ხვალ ილაპარაკეთო. ი-----–----------- გაგიჟდა, ტორპედოზე და კარზე არტყამდა ხელს, რის გამოც უთხრა, ჩასულიყო მანქანიდან. ი-----–-----------მ გააღო კარი, შარვალზე ექაჩებოდა. მ-------ც მივიდნენ. დაამშვიდეთო, უთხრა მათ. ნისლიანი ღამე იყო. გადმოვიდა მანქანიდან. რატომ არისო ბიძაჩემი ცუდი კაცი? ეკითხებოდა ი-----–-----------. დამშვიდდიო, ეუბნებოდა ყველა, ხვალ ვისაუბროთო, უთხრა დ-------- მ-----მ. შენ ამის მხარეს ხარო? ჰკითხა ი-----–-----------მ დ-------- მ-----ს და ხელი აუქნია მას. ი-----–-----------ს თავი ჰქონდა მის თავზე მიდებული, პატარა მ----- წამოიწია მისკენ. ხვალ ვისაუბროთო, უთხრა მათ. დ-------- მ----- აშველებდა. შებრუნდა და ჩახტა მანქანაში. კარი მიხურა, სიჩქარეში ჩააგდო. ბნელოდა და სარკეში არ ჩანდა არავინ, წავიდა იქიდან. გზაზე იფიქრა, ესენი იქ რომ დავტოვე, ამაზე ვის რა პასუხი გავცეო, მოტრიალდა. სადაც მანქანა გააჩერა მანამდე, იქამდე 150-200 მეტში ხვდება დ-------- მ-----. ჩაუწია სარკეს, რა გჭირთ, ამოდითო, უთხრა, მან კი გაუღო კარი და დაუწყო ცემა, ჩამოდი, უნდა გცემოო. მეორე კარიც გაიღო და მეორე ძმამ დაუწყო ხელების ქნევა. ჩადით, რა გჭირთ ამაღამო, უთხრა მათ. ერთი ძმა ჩავიდა, მეორეს ხელი გააშვებინა და წავიდა. ტელეფონი არ იჭერდა. დაურეკა რ----–---------ს, ვიჩხუბეთ და მათ დაურეკეო, უთხრა. არ იჭერსო, უპასუხა რ----–---------მაც. დილით უთხრა რ----–---------მა, დ-------- მ-----მ დამირეკა, სასწრაფო დახმარების მხანქანით წამოსულან, ქვაზე დაეცაო ი-----–-----------, მითხრაო დ-------- მ-----მ. იფიქრა, ერთმანეთს ხომ არ ეჩხუბნენო იქ. დილით მამამ დაურეკა, კაცი გარდაიცვალაო. ამის მერე თვითონ მივიდა პოლიციაში. როცა დატოვა ისინი, ერთმანეთს ეკამათებოდნენ, დაწყნარდი, რა გინდაო. ბ------შის რესტორანში არ დაულევია. რომ მოტრიალდა და ჩაჯდა მანქანაში, არავინ გაკიდებია და არ დაუძახია მისთვის.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ასევე იმ გარემოებას, სსკ-ის 276-ე მუხლი წარმოადგენს სპეციფიკურ - ბლანკეტურ ნორმას, რომელიც მოითხოვს მითითებას სხვა კანონის ნორმაზე და რომლის გარეშეც ეს დანაშაული არ არსებობს. ასეთი კანონი არის საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი, ხოლო ასეთი ნორმა არის მისი 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ მოწმეები, თუმცა ქმედების უშუალო შემსწრე მოწმეები არიან მ------- მ----- და დ-------- მ-----. სხვა პირდაპირი მოწმე, რომელიც შეესწრებოდა მოვლენათა განვითარებას შემთხვევის ადგილზე, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. ამდენად, ერთი შეხედვით ბრალდების მხარემ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებათა რაოდენობრივი სტანდარტი, თუმცა, ამასთან ერთად შესაფასებელია ამ პირდაპირი მტკიცებულებების ხარისხობრივი სტანდარტიც - არის თუ არა ისინი უტყუარი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებასთან - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, ბრალდების მხარის მოწმის - ტრასოლოგიური ექსპერტის ჩვენებასთან, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ კომპლექსური ექსპერიტიზის დასკვნასთან. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები უტყუარობის კუთხით.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დ-------- და მ------- მ------მა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აღნიშნეს, რომ დაზარალებულმა მარჯვენა ხელი ჩაავლო მანქანის კარის სახელურს, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მათ განაცხადეს, რომ დაზარალებულმა მარცხენა ხელი მოკიდა კარის სახელურს. ექპსერიმენტის მიხედვით, ორივე ფეხი მიწაზე ჰქონდა დადგმული, ხოლო სასამართლოში აღნიშნეს, რომ მარცხენა ფეხი საფეხურზე ედგა, მეორე კი ჰაერში იყო. ეს გარემოება შეიძლებები არაარსებითად მიეჩნია ვინმეს სხვა შემთხვევაში, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში ამ დეტალებს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი შეეძინა მათ მიერ გავრცელებული ვერსიის გადამოწმებისას. კერძოდ, იმის დადგენისას, სახელურზე რომელი ხელის მოკიდების და ფეხების როგორი განლაგების შემთხვევაში როგორ შეიძლებოდა ი-----–----------- გადაადგილებულიყო. ამიტომ ეს სხვაობა მოწმეთა მიერ სხვადასხვა დროს გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციებს შორის ვერ ჩაითვლება არაარსებითად. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის კრიტიკული განხილვა და გადამოწმება სხვა საპროცესო მოქმედებით, მათ შორის კომპლექსური ექსპერტიზით, რომელიც დაადგენდა დაზიანების განვითარების მექანიზმს და რომლის გარეშე ამ მექანიზმის დადგენა შეუძლებელია. საგამოძიებო ექსპერიმენტით ამის გადამოწმება არასაკმარისი რომ აღმოჩნდა, ამაზე მიუთითებს ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეები გარკვეულ დეტალებს განსხვავებულად იხსენებენ, ვიდრე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისას.
ერთი მხრივ, მოწმეები ამბობენ, რომ ი-----–----------- მივიდა ავტომანქანასთან კარის გასაღებად და მარჯვენა ხელი მოკიდა მას, თუმცა, ავტომანქანის დათვალიერებით გაირკვა, რომ კარის სახელურს გასაღები ღილაკი ისეთ ადგილას აქვს, რომ მარჯვენა ხელით კარის გაღება შეუძლებელია. ამის გაანალიზების შემდეგ მათ ჩვენებაში შეიცვალა ხელი და ისინი სასამართლოში ამბობენ, რომ ი-----–-----------მ მარცხენა ხელი მოკიდა სახელურს და მარცხენა ფეხი შედგა საფეხურზე. შესაძლოა ამ დეტალის ცვლილებამ გამოიწვია ასევე ფეხების განლაგების ცვლილებაც, რადგან მარცხენა ხელის მოკიდება სახელურზე, თუ ორივე ფეხით მიწაზე იდგა პირი, მის დაბზრიალებას ვერ გამოიწვევდა. ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ, ჯერ ერთი, ფაქტობრივად შეუძლებელია ასეთი კონფიგურაციით ავტომანქანასთან კონტაქტი, რადგან სახელური საფეხურისგან ისეთ ადგილზე მდებარეობს (დიაგონალზე - უკან და ზემოთ), რომ მარცხენა ფეხის საფეხურზე დადგმის შემთხვევაში უკიდურესად მოუხერხებელია მარცხენა ხელის სახელურზე მოკიდება და დიაგონალზე სხეულის გაწელვას მოითხოვს, ასეთ მდგომარეობაში კი შეუძლებელია კარის გაღება, რადგან კარი იღება საფეხურის მხარეს და თუ მოხერხდებოდა ამ მდგომარეობაში კარის გაღება, ის აუცილებლად მოხვდებოდა საფეხურზე მდგომ პირს, რომელიც, კარის გაღების მიუხედავად, მაინც კარის გარეთ აღმოჩნდებოდა და სალონში ვერ შევიდოდა. ამასთან კარის გაღება მას აუცილებლად ჩამოაგდებდა საფეხურიდან. წარმოუდგენელია, რატომ შეიძლებოდა ვინმეს ნდომოდა ასეთ ვითარებაში კარის გაღება, თუ სალონში ვერ შევიდოდა და სალონში მყოფ პირთან წვდომა ვერ ექნებოდა და პირიქით, მის ჩამოგდებას განაპირობებდა ავტომანქანიდან. ამასთან, წარმოუდგენელია ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას ავტომანქანის დაძვრის შემთხვევაში რა ტრაექტორია უნდა შემოეწერა სხეულს, როგორ უნდა გაეშვა ხელი, რა მოქმედება უნდა შეესრულებინა ფეხს, რომ ი-----–----------- დაჯახებოდა კ------ს რეზინის დეტალს. ეჭვებს აძლიერებს ბრალდების მხარის მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ი-----–-----------ს ტანსაცმელზე არსებული არც ერთი დაზიანება არ შეიძლებოდა გამოწვეულიყო რეზინის დეტალთან, მეტალის უთხოვანასთან ან რკინის ხრახნილთან კონტაქტის შედეგად. ისინი მხოლოდ ხორკლიანი ზედაპირის მქონე საგანთან ერთჯერადი კონტაქტის შედეგად არის წარმოშობილი, ხოლო ტანსაცმლის დაუზიანებლად წარმოუდგენელია სხეულზე შემღწევი დაზიანების წარმოშობა. მით უფრო, რომ ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები ემთხვევა სხეულზე არსებულ დაზიანებებს. ამასთან, ექსპერტის თქმით, ჭრილობის სიღრმე უფრო მეტია, ვიდრე რეზინის დეტალის სიგრძე (მართალია, ექსპერტს პირდაპირ ეს არ უთქვამს, მაგრამ მან აღწერა სხეულის იმ ნაწილების სისქე, რომლებიც გაიარა ჭრილობის მიმყენებელმა საგანმა - კანის, კუნთის, ცხიმის, პერიტორიუმის... რომლებიც ერთობლიობაში 5სმ-ზე მეტი აღმოჩნდა, ხოლო რეზინის დეტალის სიგრძე უფრო მცირეა) და ის ვერ შეაღწევდა საკუთარ სიგრძეზე უფრო ღრმად. ავტომანქანის დათვალიერებით გაირკვა, რომ რეზინის დეტალის ირგვლივ კამაზს არ გააჩნია ისეთი კონფიგურაციის დეტალი, რომელსაც შეეძლო დაეტოვებინა ჭრილობის ირგვლივ იმ ფორმის დაზიანება, როგორიც აღენიშნება ი-----–-----------ს. ეს კითხვები ბრალდების მხარემ უპასუხოდ დატოვა იმ ფონზე, როცა დაცვის მხარემ ჩაატარა დაზიანების წარმოშობის მექანიზმის დამდგენი კომპლექსური ექსპერტიზა, რომელიც გამორიცხავს მ------- და დ-------- მ-------ს მიერ აღწერილ ვითარებაში ი-----–-----------ს სხეულის იმდაგვარ მოძრაობას, როგორც მოწმეები აღწერენ და რეზინის დეტალით ან ბაკის კუთხით იმ სახის დაზიანების მიღებას, როგორიც აღენიშნება ი-----–-----------ს.
საყურადღებოა, რომ დ-------- და მ------- მ------- დამაჯერებლად ვერ აღწერენ იმ ფაქტს, თუ როგორ მიიღო ი-----–-----------მ მასზე არსებული არაერთი დაზიანება. ისინი აღწერენ, რომ დაზარალებულს რაიმე დაზიანება არ ჰქონდა უშუალოდ ინციდენტამდე და ამ ეტაპამდე ტანსაცმელიც, მათ შორის შარვალიც, გახეული არ იყო. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ი-----–-----------ს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება როგორც სხეულის უკანა მხარეს, ასევე წინა მხარესაც. სრულიად აშკარაა, რომ ეს დაზიანებები ერთბაშად, ერთობლივად, ერთიანად, ერთი კონტაქტით ვერ იქნებოდა მიყენებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სათესლე პარკზე არსებულ დაზიანებასთან ერთად იმავე მიდამოში როგორც შარვალი, ასევე საცვალიც არის გახეული სიგრძეზე, თუმცა არც ერთმა ძმამ არ იცის, არ უნახავს, თუ როდის მიიღო ეს დაზიანება მან. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ ერთჯერადი კონტაქტი იყო ავტომანქანასთან ზურგით და ერთჯერადი კონტაქტი ასფალტთან, როცა ი-----–----------- დაეცა პირაღმა. სხვა კონტაქტებს მოწმეთა ჩვენებები გამორიცხავს, თუმცა ფაქტია, რომ ტანსაცმელზე და სხეულზე არსებული დაზიანებები მიუთითებენ სხვა კონტაქტებზეც, რომელთა ახსნა მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია.
სასამართლო აფასებს რა მ------- მ-----ს და დ-------- მ-----ს ჩვენებებს, ითვალისწინებს იმასაც, რომ აღნიშნული პირები არიან ძმები, ცხოვრობენ ერთად, აქვთ ყოველდღიური ურთიერთბა, იყვნენ დაზარალებულის ახლო მეგობრები, ხოლო ბრალდებულს ერთ-ერთი მათგანი არ იცნობდა, მეორეს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მასთან შეხება. მიუხედავად ამისა, ისინი ინციდენტიდან უმალ ავრცელებენ ინფორმაციას ი-----–-----------ს ქვაზე დაცემის შესახებ, არ თხოვენ დახმარებას იქვე არსებული რესტორნის მეპატრონეებს და ბრალდებულის პირველი წასვლიდან მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ რეკავენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.
ამდენად, ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულებისა და გარემოების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოწმეების: მ------- და დ-------- მ-------ს მიერ გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციები არის ქრონოლოგიურად არათნმიმდევრული, შინაარსობრივად არადამაჯერებელი და სისტემურად სხვა მტკიცებულებებთან შეუთანხმებელი, რის გამოც ეს ჩვენებები, ბრალდების მხარის მიერ მათი სისწორის უფრო მყარი მტკიცებულებებით გაუმყარებლობის პირობებში, არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებებად.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულები ხასიათდება საეჭვოობის გარკვეული ხარისხით. მათ შორის არის ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც მითითებულია მძღოლის მიერ დაწოლილ მდგომარეობაში მყოფი პირის შემჩნევის შესახებ, ასევე რომ ძმებს შეეძლოთ დაენახათ ავტომანქანასთან მიმდინარე მოვლენები, რომ მძღოლს შეეძლო დაენახა მანქანასთან მდგარი პირი. მართალია, აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი გამოკვლეულ იქნა, თუმცა მისი სისწორე არ დაუდასტურებიათ უშუალოდ იმ პირებს, რომელთა მიერ უშუალოდ იქნა გადამოწმებული გარკვეული გარემოებები და რომელთა აღქმაც იქნა გადმოცემული აღნიშნულ ოქმში. მართალია, დაიკითხნენ ოქმის შემდგენი, დ-------- მ----- და ექსპერტები, თუმცა ისინი არ არიან ის პირები, რომლებმაც უშუალოდ შეამოწმეს კონკრეტული გარემოება, ისინი არიან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეები, რომელთა როლი შემოიფარგლებოდა ვითარების აღდგენით და სხვა 3 პირის მიერ გადმოცემული ინფორმაციის დაფიქსირებით, ხოლო ის, თუ რა და როგორ ნახეს, უნდა აღეწერათ უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების იმ მონაწილეებს, ვინც პასუხისმგებელი იყო სწორი ინფორმაციის გადმოცემაზე და ამ პირებისთვის მიწოდებაზე. ეს პირები სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან, რადგან ბრალდების მხარემ ისინი მოხსნა. მათი დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან ირკვევა, რომ ის ჩატარდა არსებითად გაიოლებულ ვითარებაში. კერძოდ, ექსპერიმენტს უნდა დაედგინა, რომ მძღოლი ნახავდა მწოლიარე პირს, თუმცა, როგორც ოქმზე დართული სურათებიდან ირკვევა, ამავე დროს მწოლიარეს თავზე ადგას გამომძიებელი, რაც გაცილებით აადვილებს იმ ადგილის შემჩნევას. მეორე მხრივ, სხვა სურათიდან ირკვევა, რომ გვერდითა ხედვის სარკიდან არ ჩანს ავტომანქანასთან მდგარი პირი და ბუნდოვნად ჩანს მხოლოდ მისი მაჯა. ამდენად, მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ვითარების აღმდგენი პირებისგან მიეღო სასამართლოს ინფორმაცია, მათ ფეხზე მდგარი გამომძიებელი ნახეს თუ მის ფეხებთან მწოლიარე პირი, ამ პირის ნახვა გამომძიებლის ნახვამ გააადვილა თუ არა, გვერდითა ხედვის სარკიდან მათ უშუალოდ რა ნახეს: ხელი თუ პიროვნება? თავად ოქმიდანაც ირკვევა, რომ გვერდითა ხედვის სარკიდან რამის შემჩნევა შეუძლებელი იყო ხილვადობის შეზღუდვის გამო და მხოლოდ უშუალოდ გვერდითა შუშიდან შეიძლებოდა პიროვნების შემჩნევა. ამდენად, წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ტოვებს პირველწყაროდან პასუხგაუცემელ კითხვებს და ბრალდების მხარის მიერ ამ ექსპერიმენტში მონაწილე ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეების წარმოუდგენლობა და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის ექსპერიმენტის სხვა მონაწილეებისგან მოყოლა არსებულ ეჭვებს აძლიერებს. ამდენად, ექსპერიმენტში მონაწილე უშუალოდ იმ პირების მიერ ოქმის სისწორის დაუდასტურებლობა, ვინც არის მასში გადმოცემული ინფორმაციის პირველწყარო, მიუთითებს ამ ოქმის სისწორის დაუდასტურებლობაზე, რაც არის მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. ანალოგიურად საეჭვოა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებიც, ვინაიდან ისიც არ არის ჩატარებული იმავე პირობებში, რა პირობებშიც განვითარდა მოვლენები შემთხვევის ადგილზე, კითხვებს იწვევს ოქმის შედგენის ადგილი, დრო, მასში ასახული ვითარება და სხვა. ასევე ეჭვებს იწვევს დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნის გარკვეული ნაწილები, რომელთა შესახებაც ექსპერტებმა დამაჯერებელი პასუხები ვერ გასცეს კითხვებს (ხრამის კედელთან კონტაქტით დაზიანების გამოწვევასთან დაკავშირებით და სხვა). ამასთან დაკავშირებით აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარის ფუნქციას წარმოადგენს არა უდანაშაულობის მტკიცება, არამედ ბრალდების მხარის მტკიცებულებების არასაკმარისობისა და არასარწმუნოობის მტკიცება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ვერსიის მცდარობის დადასტურება საკმარისია ბრალდების მხარის პოზიციის გაზიარებაზე უარისთვის და არ არის აუცილებელი, დაცვის მხარემ უტყუარი და მტკიცებულებებით დადასტურებული ვერსია წარმოადგინოს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის ვერსია დაცვის მხარისვე მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევა, ეს არ შეიძლება გახდეს ავტომატურად ბრალდების მხარის ვერსიის გაზიარების საფუძველი. იმ პირობებში, როცა ბრალდების მხარის ვერსიაც არ არის უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებული და წარმოშობს არაერთ გაუქარწყლებელ ეჭვს, ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტები დადასტურებულად ვერ მიიჩნევა.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ასევე, რომ გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადალახულია, ანუ უარყოფილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის შესახებ ყველა გონივრული ეჭვი, რაც შეიძლება წარმოეშვას ობიექტურ პირს მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ არის უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული, რომ მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის შესაბამისად შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო და რომ იგივე მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს სხვა ვერსიებს, მათ შორის იმ ვერსიას, რომ ი-----–----------- ავტომანქანასთან კონტაქტში მოვიდა ავტომანქანის დაძვრის შემდეგ ან რომ რაიმე სხვა საგანთან მოვიდა კონტაქტში ან რომ ბრალდებული ვერ ნახავდა თუ როდის და სად მოხდა ი-----–-----------სა და ავტომანქანას შორის კონტაქტი, ან რომ ი-----–-----------სა და ავტომანქანას შორის კონტაქტი მოხდა, თუმცა სასიკვდილო ჭრილობა მან ამის შემდეგ მიიღო და ა.შ. ეს ვერსიები არაფრით გამორიცხულა და მათთან დაკავშირებული ეჭვები არაფრით გაფანტულა, რის გამოც ის ფაქტი, რომ ი-----–-----------მ სასიკვდილო დაზიანება მიიღო ავტომანქანასთან კონტაქტით უშუალოდ ავტომანქანის დაძვრისას, დადასტურებულად ვერ იქნება მიჩნეული.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ავტომობილის დაძვრისას საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ბრალდების დადგენილებაშ მითითებული ნორმის დარღვევას.
3.2. რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი მოითხოვს შედეგს სიცოცხლის მოსპობას, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ბრალდებულის მიერ ბრალდ წარდგენილი ქმედების ჩადენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგინდა, მიზეზობრივი კავშირის დადგენა არარელევანტურია.
4. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ავტომობილის უსაფრთოხების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ბრალდების დადგენილებაში მითითებული ნორმის დარღვევას და, აქედან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
II. განსაცდელში მიტოვება
1. წარდგენილი ბრალდების არსი
2019 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში მ------- რაიონის სოფელ ბ------შში ც-----------------მ მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,კ------’’-ს მარკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით CAA 682 ავტომობილით გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა ი-----–-----------ს და შემთხვევის ადგილი დატოვა. რამდენიმე ხანში ც----------------- ავტომობილით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე. ც-----------------მ ნახა, რომ მისი გაუფრთხილებელი ქმედებით ჯანმრთელობის დაზიანებები ჰქონდა მიღებული ი-----–-----------ს. მიუხედავად იმისა, რომ ც-----------------ს წარმოეშვა დაზარალებულზე ზრუნვის ვალდებულება, ამასთან შეეძლო დახმარებოდა მას და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით საავადმყოფოში გადაეყვანა დაზარალებული, განსაცდელში მიატოვა იგი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული ი-----–----------- მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ბრალად წარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
2.1. დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად
მოწმე მ------- მ-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ ინციდენტის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა. ი-----–- შუა გაზაზე იწვა, რის გამოც გადააწვინეს, რომ არ გადაევლო ავტომანქანას. რა ხდებაო, იკითხა ბრალდებულმა. დაგვეხმარე, კაცი კვდებაო, უთხრეს. ბრალდებული ჩქარა წავიდა მ-------აკენ. 10 წუთში დარეკეს 112-ზე. სამმა მანქანამ ჩამოიარა და არ წაიყვანა დაჭრილი, ადგილი არ გვაქვს, ტურისტები მიგვყავსო. ი-----–-----------ს სისხლის სდიოდა. ბრალდებული როცა დაბრუნდა, ნახა ი-----–----------- რა მდგომარეობაში იყო. ციოდა. ნისლი და თოვლი არ ყოფილა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე კ------თ მივიდოდნენ უფრო ადრე.
მოწმე დ-------- მ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ინციდენტის შენდეგ 5 წუთში ბრალდებული მობრუნდა. ი-----–----------- გადააწვინეს გვერდით. ბრალდებულმა იკითხა, რა ხდებაო. სისხლისგან იცლება და დაგვეხმარეო, უთხრა. ბრალდებულმა გაზს დააჭირა. დელიკას მანქანით მივიდა ვიღაცა, ვერ ჩავსვამ, ტურისტები მიჩივლებენო. მერე კარტოფილით დატვირთულმაც არ წაიყვანა. მერე მესამე მანქანამ თქვა, სასწრაფო მოდისო.
მოწმე რ-------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ რესტორნის პატრონმა თქვა, ჩვენგან 500 მეტრში მოხდა ინციდენტი და რომ მიერბინა ვინმეს, დავეხმარებოდითო.
ბრალდებულის ჩვენების თანახმად, შემთხვევის ადგილი რომ დატოვა, გზაზე იფიქრა, ესენი მარტო რომ დავტოვე, ვის რა პასუხი გავცეო და მოტრიალდა. სამარშრუტო ტაქსმა ჩაუარა და კიდევ ერთმა მანქანამ. სადაც მანქანა გააჩერა მანამდე, იქამდე 150-200 მეტში ხვდება დ-------- მ-----. ჩაუწია სარკეს, რა გჭირთ, ამიდოთო, გადასძახა, მან კი გაუღო კარი და დაუწყო ცემა, ჩამოდი უნდა გცემოო, ეუბნებოდა. მეორე კარიც გაიღო და მეორე ძმამ დაუწყო ხელების ქნევა. ჩადით, რა გჭირთ ამაღამო, უთხრა მათ. ერთი ძმა ჩავიდა, მეორეს ხელი გააშვებინა და წავიდა. ტელეფონი არ იჭერდა. შემდეგ დაურეკა რ----–---------ს და უთხრა, ვიჩხუბეთ და მათ დაურეკეო.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ ბრალდებულის უკან დაბრუნებისას ი-----–----------- იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად.
ობიექტურად ი-----–-----------ს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ყოფნის დადგენასთან ერთად აუცილებელია იმის გარკვევაც, რამდენად იცოდა და აცნობიერებდა ბრალდებული ი-----–-----------ს ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. მართალია, მოწმეები: მ------- და დ-------- მ------- ამბობენ, რომ ბრალდებულმა იცოდა ამის შესახებ, თუმცა ვერ მიუთითებენ, თუ საიდან ასკვნიან ამას. ბრალდებული უარყოფს ი-----–-----------ს შემჩნევას დაბრუნების შემდეგ. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც ბრალდების მხარემ ჩაატარა, თუმცა აუცილებელი იყო მისი შინაარსის დადასტურება უშუალოდ ინფორმაციის პირველწყაროების მიერ. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა იმ მოწმეთა დაკითხვაზე, ვისაც, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, უშუალოდ დაეკისრა იმის გარკვევა, შეძლებდა თუ არა ბრალდებული მწოლიარე დაჭრილის ნახვას. მათ დაკითხვაზე უარის პარალელურად დაიკითხნენ იმავე ექსპერიმენტში მონაწილე სხვა პირები, რომლებმაც დაადასტურეს ოქმის სისწორე, თუმცა მათი მხრიდან ოქმის სისწორის დადასტურება ვერ შეცვლის პირველწყაროს დაკითხვის აუცილებლობას, რადგან საგამოძიებო ექსპერიმენტში მათი როლი შემოიფარგლებოდა პირველწყაროებისგან მომავალი ინფორმაციის ფიქსაციით, რის გამოც ისინი ირიბი მოწმეები არიან იმისა, თუ რა ნახეს პირველწყაროებმა. პირველწყაროებმა მწოლიარე ადამიანი ნახეს თუ მის ფეხებთან მდგარი გამომძიებელი, ესეც არ არის დადგენილი და ამისთვის ნათლის მოფენა შეეძლოთ ექსპერიმენტის დროს მხოლოდ ავტომანქანაში მსხდომ პირებს, რომლებიც არ დაკითხულან. ასეთ ვითარებაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ, მისი სისწორის მასში მონაწილე პირების მერ დადასტურებულ მტკიცებულებად. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ბრალდებულის მიერ დაჭრილი პირის შემჩნევას, საქმეში არ არსებობს, რის გამოც ვერ იქნება მიჩნეული დადასტურებულად, რომ ბრალდებულმა ნახა დაჭრილი ი-----–----------- და იცოდა, რომ ის იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში. მართალია, მ------- და დ-------- მ------- აღნიშნავენ, რომ მათ უთხრეს ბრალდებულს, რომ ი-----–----------- კვდებოდა, თუმცა ბრალდებული ამბობს, რომ მას არ ჰქონდა საფუძველი, ეს რეალურად მიეღო, რადგან მას ი-----–----------- არ უნახავს, ხოლო მოწმეები, ნაცვლად იმისა, რომ მისთვის დახმარება ეთხოვათ, მიეთითებინათ ი-----–-----------ზე, ერთ-ერთი მათგანი ავტომანქანაში შევარდა მის საცემად, ხოლო მეორე - საპირისპირო მხრიდან მიმართავდა აგრესიულად, რადგან ბრალდებულის ავტომანქანამ მისი ძმაკაცი დააზიანა. სრულიად შესაძლებელია ასეთ ვითარებაში ბრალდებულს ყურადღება გადაეტანა თვითგადარჩენაზე და ვერ შეემჩნია გზის პირად მწოლიარე დაჭრილი.
2.2. მიმტოვებელს ევალებოდა ზრუნდა და შეეძლო დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, ასევე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა
წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით არ გამოკვეთილა რაიმე საფუძველი, რის გამოც შესაძლებელი იქნებოდა ბრალდებულს დაკისრებოდა ი-----–-----------ზე ზრუნვის სპეციალური ვალდებულება. ისინი შემთხვევის დღემდე ერთმანეთს არ იცნობდნენ და მათ რაიმე ნათესაური, სამსახურებრივი ან სხვა სახის სოციალური მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან არ ჰქონიათ. ერთადერთი საფუძველი, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო სპეციალური ზრუნვის ვალდებულების დაკისრების წინაპირობა, იყო ბრალდებულის წინარე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, თუ ის გამოიწვევდა ი-----–-----------ს ჩაგდებას სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, თუმცა ეს წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა. ამდენად, აღნიშნული საფუძველიც გამოირიცხა.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი არის, შეეძლო თუ არა ბრალდებულს ი-----–-----------ს დახმარება თავისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბრალდებულს რომ ჰქონოდა ი-----–-----------ს, დ-------- და მ------- მ-------ს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების ან მათი დაუხმარებლად მიტოვების სურვილი, ის ინციდენტიდან 5 წუთში არ დაბრუნდებოდა შემთხვევის ადგილზე იმ მიზნით, რომ ყინვაში გზაში არ დაეტოვებინა ისინი და იქიდან წამოეყვანა ზემოაღნიშნული პირები. მიუხედავად ბრალდებულის დაბრუნებისა, მოწმეები ისე მოიქცნენ, რომ ბრალდებულს შეექმნა მის წინააღმდეგ საფრთხის არსებობის განცდა, მიმართავდნენ მას ემოციურად და აგრესიულად, ერთ-ერთი მათგანი ავტომანქანაშიც კი შეუვარდა საცემად, მეორემ კი განაცხადა, რომ დანასაც დაარტყამდა ბრალდებულს ძმაკაცის მოკვლის გამო, მაგრამ არ უნდოდა მისი ცემა. ასეთ ვითარებაში, როცა მათ წასაყვანად დაბრუნებულ ბრალდებულს ხვდება აგრესია, მასზე იწევენ და შეექმნა მისი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ ყოფნის განცდა, მას ვერ მოეთხოვება სხვაზე ზრუნვა, რადგან საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტი ერთვება საქმეში.
ვინაიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ნამდვილად იცოდა, ნახა და გააცნობიერა, რომ ი-----–----------- სისხლისგან იცლებოდა ან რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, მას ვერც ის მოეთხოვება, რომ ვინმესთვის მოეხმო ი-----–-----------ს საშველად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ ი-----–----------- იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, საკუთარი თავისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხის გარეშე დახმარებოდა დაჭრილს.
4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.
ქმედების ობიექტური შემადგენლობა ხასიათდება უმოქმედობით. ადამიანი იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდოგმარეობაში და შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად, ხოლო სუბიექტს ევალება დაზარალებულზე ზრუნვა და შეუძლია მისი დახმარება. მიუხედავად ამისა, არ ეხმარება მას. განსაცდელში მიტოვება არის ფორმალური დანაშაული.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, რომ ც-----------------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია ი-----–-----------ს უმწეო მდგომარეობაში აღმოჩენა და რომ ამის გამო მას ევალებოდა ი-----–-----------ზე ზრუნვა და ასევე, რომ შეეძლო მისი დახმარება საკუთარი თავისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მის სსკ-ის 128-ე ან 129-ე მუხლის შემადგენლობის განხორციელებას.
5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: ავტომობილი, შალითები, რეზინის დასაფენი, ტანსაცმელი, რომლებიც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; ხოლო ბოთლები, სისხლის, თმის, ფრჩხილის, საღებავის, ნერწყვის ნიმუშები, ქსოვილის ნაწილაკი, ანაწმენდები, იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ც----------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 128-ე მუხლით ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ც-----------------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ც-----------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ავტომობილი, შალითები, რეზინის დასაფენი, ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; ბოთლები, სისხლის, თმის, ფრჩხილის, საღებავის, ნერწყვის ნიმუშები, ქსოვილის ნაწილაკი, ანაწმენდები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია