განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1/3531-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ქ------- ყ-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
შ----- ქ---–----–---–ი - დაბადებული 2--- წლის 2--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ს------–---------------------–-------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ----------------------------------–----------------------
ადავოკატი - რ----- ჩ----ე
კვალიფიკაცია:
შ----- ქ---–----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 00:20 საათზე, შ----- ქ---–----–---–მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ჩაამტვრია ქ.თბილისი დ---------------------------------------------ში მდებარე შპს ,,ა-------–-----ს’’ ავტონაწილების მაღაზიის კარების მინა, შევიდა მაღაზიაში და შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა მაღაზიის სალაროში არსებულ ფულადი თანხას, რითაც ამ უკანასკნელს შესაძლოა მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული
დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.1. ბრალდებულმა შ----- ქ---–----–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 00:20 საათზე, შ----- ქ---–----–---–მა ჩაამტვრია ქ.თბილისი, დ---------------------------------------------ში მდებარე შპს ,,ა-------–-----ს’’ ავტონაწილების მაღაზიის კარების მინა, შევიდა მაღაზიაში და შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა მაღაზიის სალაროში არსებულ ფულადი თანხას, რითაც ამ უკანასკნელს შესაძლოა მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები, გარდა მოწმე ი----- ჯ---–---–ის ჩვენებისა მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----- ჯ----–---–მა განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ შპს ,,ა-------–-----ს“ მაღაზიის გაქურდვის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონოდა შ----- ქ---–----–---–ს, ინფორმაცია პატაკით მოხსენდა ხელმძღვანელობას, შ----- ქ---–----–---–მა ქურდობის მცდელობისას მიიღო სხეულის დაზიანება, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
2.4. შ----- ქ---–----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: გ------- ვ----–---–ის, ლ-–- ბ-------ის, ლ-–- ბ-------ის, ი----- ჯ----–---–ის, თ----- მ---–---–ის, დ---- ბ-------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა, რომლებიც დაცვის მხარემ სადაოდ არ გახადა.
2.5. საქმეზე შეკრებილი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ----- ქ---–----–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით
2.6. საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის მიზნით შ----- ქ---–----–---–მა ჩაამტვრია ქ.თბილისი, დ---------------------------------------------ში მდებარე შპს ,,ა-------–-----ს“ ავტონაწილების მაღაზიის კარების მინა, შევიდა მაღაზიაში და შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა მაღაზიის სალაროში არსებულ ფულადი თანხას.
2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ უკანონო შეღწევა გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვის გზით სხვის საკუთრებაში, მფლობელობაში შესვლას დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მიზნით. საცავში იგულისხმება მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომლის დაცვაც უზრუნველყოფილია. კონკრეტულ შემთხვევაში, შ----- ქ---–----–---–მა შპს ,,ა-------–-----ს“ კუთვნილ თანხის ფარულად დაუფლების მიზნით ჩაამტვრია დაკეტილი და დაცვის სამსახურის მიერ დაცული ავტონაწილების მაღაზიის კარების მინა და შევიდა მაღაზიაში, სადაც განთავსებული და დაცული იყო მაღაზიის კუთვნილი ქონება, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შესძლო თანხის დაუფლება.
2.8. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ----- ქ---–----–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.
ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
2.9. მოწმეების ლ-–- ბ-------ის, ლ-–- ბ-------ისა და გ------- ვ----–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, რომლებიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, დასტურდება, რომ შპს ,,ა-------–-----ს“ გვერდით მდებარე შპს ,,ბ-–-------------ის“ ოფისში ყოფნისას გვიან ღამით 00:20 საათზე ქუჩის მხრიდან მათ გაიგონეს მინის მსხვრევის ხმა, ოფიდან გამოსვლისას დაინახეს, რომ ,,ა-------–-----ს“ კარის მინა იყო ჩამსხვრეული და ჩამსხვრეული მინიდან მაღაზიაში შესვლას ცდილობდა ერთი პიროვნება, რომელიც მთელი სხეულით იყო შესული მაღაზიაში, მათ გამოსვლისთანავე ატეხეს ყვირილი, აღნიშნული პიროვნება, რომელიც იყო დაახლოებით, 170 სმ სიმაღლის, საშუალოზე ოდნავ სუსტი აღნაგობის, ძალიან სწრაფად გაიქცა, მას ვერ დაეწივნენ ბ-------ე, ბ-------ე და ვ----–---–ი, გაჩერდნენ მაღაზიის ჩამსხვრეული კარის წინ, რა დროსაც დაინახეს, რომ მაღაზიის ჩამსხვრეული მინიდან ნელი ნაბიჯით გამოვიდა მეორე, დაახლოებით 20 წლამდე, 175-180 სმ. სიმაღლის მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა სისხლიანი და გაჭრილი მინის ნამსხვრევებზე და ძალიან სწრაფად გაიქცა თ------------–ის ქუჩის მიმართულებით. ლ-–- ბ-------ე, ლ-–- ბ-------ე და გ------- ვ----–---–ი მას დაედევნენ, ლ-–- ბ-------ემ სცადა მისი დაჭერა, წაბორძიკდა და დაეცა, ხოლო ლ-–- ბ-------ემ და გ------- ვ----–---–მა სდიეს რამდენიმე მეტრი, მაგრამ ვერ დაეწივნენ, რის შემდეგაც დაბრუნდნენ უკან. ლ-–- ბ-------ის ჩვენების თანახმად, მაღაზიის შესასვლელი კარის ჩამსხვრეულ მინაზე და კარის ჩარჩოზე, სადაც მაღაზიიდან გამოსულმა პიროვნებამ მოკიდა ორივე ხელი წასმული იყო სისხლი, ასევე სისხლის ლაქები შეიმჩნეოდა მაღაზიაში დაყრილ მინის ნამსხვრევებზე, ბეტონის იატაკზე და დახლ-მაგიდაზე.
2.10. ბრალდებულმა შ----- ქ---–----–---–მა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ მან ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა სხვა პირთან ერთად, რომლის სახელი და გვარი არ იცის და რომლის ამოცნობაც შეუძლია.
2.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ----- ქ---–----–---–მა სხვა პირთან ერთად განიზრახა ჩაედინა აღნიშნული ქურდობა და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ისინი მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რაც ადასტურებს, რომ შ----- ქ---–----–---–ი და მისი თანმხლები პირი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ჩასადენად.
2.12. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ----- ქ---–----–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შ----- ქ---–----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
3.4. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
3.5. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შ----- ქ---–----–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. შ----- ქ---–----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
4.2. შ----- ქ---–----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. შ----- ქ---–----–---–ი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკილი პირი. კერძოდ, შ----- ქ---–----–---–ი გასამართლებულია 2018 წლის 1-------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომელიც დაუსრულდა 2019 წლის 11 მარტს, აღნიშნული ნასამართლობის გასვლამდე, მან ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
5.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, შ----- ქ---–----–---–ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შ----- ქ---–----–---–ის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
5.3. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა შ----- ქ---–----–---–მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცება:
6.1. მოწითალო ფერის ლაქის 8 ცალი ანაწმენდი საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად, სუნის ნიმუში 3 (სამი) ქილად, მინის ნატეხი, ბეტონის ნატეხი, შ----- ქ---–----–---–ის სისხლის და ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6.2. 2 ცალი საქმის სარეგისტრაციო ფურცელი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.3. შ----- ქ---–----–---–ის სამედიცინო ისტორიის დედანი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----- ქ---–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. შ----- ქ---–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
3. შ----- ქ---–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. შ----- ქ---–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 21 ივნისიდან.
5.ნივთმტკიცება:
5.1. მოწითალო ფერის ლაქის 8 ცალი ანაწმენდი საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად, სუნის ნიმუში 3 (სამი) ქილად, მინის ნატეხი, ბეტონის ნატეხი, შ----- ქ---–----–---–ის სისხლის და ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ განადგურდეს.
5.2. 2 ცალი საქმის სარეგისტრაციო ფურცელი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.3. შ----- ქ---–----–---–ის სამედიცინო ისტორიის დედანი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/