განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
020100118002628821
დავის ტიპი
276 3
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002628821

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/471-18 1 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - დახურული

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი: კ----------------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული ზ--------------------------------------–-------–-–-------------------------–----------–---------------------------------------–-------------------–----–----------–--------–-------------------------------------------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ა-----------–-ს უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია

 

2.2. ადვოკატი ს----------–--------

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2018 წლის 17 მარტს, დაახლოებით 1---------- ქ. ზუგდიდი, შ---------–---- ქუჩაზე შ-----------------–-- ქუჩის მიმართულებით მოძრავი ,,ს--------–---’’-ის მარკის მ------–---–- სახელმწიფო სანომრე ნიშნით C------, რომელსაც მართავდა ო-------------------------, შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32.7 (ბ) მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მოძრავ ,,დ----–--’’-ს მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით E--------, რომელსაც მართავდა ზ------------------------. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ო---- ბ------მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2018 წლის 17 მარტს, დაახლოებით 1---------- ქ. ზუგდიდი, შ---------–---- ქუჩაზე შ-----------------–-- ქუჩის მიმართულებით მოძრავი ,,ს--------–---’’-ის მარკის მ------–---–- სახელმწიფო სანომრე ნიშნით C------, რომელსაც მართავდა ო-------------------------, შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ,,დ----–--’’-ს მარკის ავტომობილს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით E--------, რომელსაც მართავდა ზ------------------------.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ა-----------–-ს მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტი არის ის, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებას.

ბრალდებულის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტი სადავო არ გამხდარა მხარეებს შორის. ასევე უდავოა ის ფაქტი, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.

მხარეები სადავოდ ხდიან ბრალდებულის მიერ ა-----------–-ს მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის ქმედების მართლწინააღმდეგობის დასადგენად წარმოადგინა მტკიცებულებები, დაცვის მხარემ თავის მხრივ, ბრალდების გასაქარწყლებლად წარმოადგინა მტკიცებულებები.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ქ. ზუგდიდში, შ---------–---- ქუჩაზე გამავალ საავტომობილო გზას. საავტომობილო გზა არის ასფალტირებული ზედაპირის მქონე მშრალი, უდეფექტო და განკუთვნილი ავტომობილების ორმხრივი მიმართულებით მოძრაობისათვის. საავტომობილო გზის საერთო სიგანე შეადგენს 15 მეტრს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს ა-----------–- და მ------–---–-

მოწმე პ-----------------ს ჩვენებით და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებით, რომელსაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. მოტოციკლზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი ხასიათისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმით და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებით, რომელსაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

მოწმე კ-----------–--ის ჩვენებით და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მძღოლ ზ--------------ს, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32.7 მუხლის მოთხოვნათა თანახმად, ჯერ უნდა დაეკავებინა უკიდურესი მარცხენა მდებარეობა სავალ ნაწილზე და ამის შემდეგ უნდა დაეწყო მარცხნივ მოხვევის მანევრის განხორციელება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მ------–---–-ს მუხრუჭის კვალის მიხედვით, მ------–---–- არ მოძრაობდა 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით. მ------–---–- ვერ გაახოხებდა მანქანას. მანქანა თავისი სვლით გადაადგილდა ინერციით.

მოწმე შ--------------ის ჩვენების და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ო---- ბ------ს დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს.

მოწმე დ---------------ს ჩვენების მიხედვით, დ----–--ს მარკის ა-----------–- მოტოციკლს იყო შეჯახებული. მ------–---–-ს მძღოლი გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. დ----–--ს მძღოლი იქვე იყო. ა-----------–- იყო გაჩერებული შუა გზაზე, ქვეითთა ბილიკისკენ ჰქონდა პირი, ზუსტად არ ახსოვს. მძღოლის ვინაობა დაადგინა ბორტკომპიუტერით. მ------–---–- გზის შუაში იყო მანქანის წინ რამდენიმე მეტრში. მ------–---–-ს მძღოლი უგონოდ იწვა 2-3 მეტრში, ჩაფხუტი ახლოს გვერდზე ეგდო.

მოწმე ლ---–--------–---–-ს ჩვენებით ირკვევა, მანქანით ბრალდებული სარგებლობდა.

მოწმე დ-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დ----–--ს მარკის ა-----------–- და მ------–---–- იყო ერთანეთს შეჯახებული. უგონოდ იწვა მ------–---–-ს მძღოლი. დ----–--ს მძღოლი ბრალდებულია. ავტომობილს გვერდულად სავალი ნაწილი გადაკეტილი ჰქონდა. მ------–---–- მის წინ იყო.

მოწმე ო---- ბ------ს ჩვენებით დასტურდება, რომ საავადმყოფოდან მოდიოდა. ხიდზე ნელა გაიარა. უცებ მოუჭრა მანქანამ. ახსოვს მუხრუჭები. ჰყავდა C----- მოდელის მ------–---–-. 90 კმ/სთ იყო მისი მაქსიმალური სიჩქარე. ძრავი ეკო რეჟიმზე გადააყვანინა, ცოტას წვავდა და სწრაფად ვერ დადიოდა. მანქანის მარცხენა კარს ხედავდა, როცა გადაუჭრა. დაამუხრუჭა შეჯახებამდე ხიდიდან გადასვლიდან მალევე. ხიდს გადმოვიდა თუ არა, უცებ მის წინ იყო დაიაჰაცუ. წინ ნახა ნახევრად მობრუნებული მანქანა.

მოწმე დ----------–------ს ჩვენების და ტექნიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების პირველადი კონტაქტი მოხდა მ------–---–-ს წინა მარჯვენა და ა-----------–-ს მარცხენა გვერდითა შუა ნაწილებს შორის, ურთიერთკონტაქტირებისას მახვილი კუთხე მათ გრძლივ ღერძებს შორის შეადგენდა 30 გრადუსს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება ა-----------–-ს მძღოლზე არ იყო დამოკიდებული და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული შეჯახება, არ აღინიშნება. იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. კანონის თანახმად, 1 ზოლში გვერდიგვერდ არ შეიძლება იმოძრაოს მანქანამ და მოტოციკლმა. გასწრების შემთხვევაში მ------–---–- უნდა გადასულიყო სხვა ზოლზე ან მარჯვენა მხარეს. იმავე ზოლში გასწრების უფლება მას არ აქვს.

ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, არის ტაქსის მძღოლი. 2 ქალბატონი ჩაუჯდა 2018 წლის 17 მარტს ბენზინგასამართ სადგურ ლუკოილთან. ნელა მიდიოდა. მანქანას აბრუნდებდა. მ------–---–- შორს იყო. მოხვევის ციმციმა ჩართო. შუა გზა გადავიდა, რომ გაიხედა, მოტოციკლს უნდოდა მარჯვნივ წასვლა, მარცხნივ წავიდა და დაეჯახა. მოხვევამდე 25 მეტრით ადრე ჩართო ციმციმა. მ------–---–- ნახა 150 მეტრიდან. 30-40 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა მანამდე. მოხვევისას შეანელა 5-10 კმ/სთ-მდე. ხიდზე რომ გადავიდა, 50 მეტრში მოუხვია, შუა გზიდან 1 მეტრში იმყოფებოდა, როცა მოუხვია.

მოწმე ზ-----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გასწრება უნდა შესრულდეს სხვა ზოლზე გადასვლით. არ შეიძლება იმავე ზოლზე გასწრება, თუნდაც მ------–---–-თ. გვერდიგვერდ 1 ზოლში მანქანა და მ------–---–- არ უნდა მოძრაობდეს. კუთხე დაადგინა სურათებით. მან სპეციალურ პროგრამაში შეიყვანა მონაცემები, სატრანსპორტო საშუალებების განლაგება, დანარჩენი პროგრამამ განსაზღვრა.

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 276-ე მუხლი წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას, რომელიც მოითხოვს მითითებას სხვა კანონის ნორმაზე და რომლის გარეშეც ეს დანაშაული არ არსებობს. ბრალდების დადგენილების თანახმად, ბრალდებულმა დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 32.7 (ბ) მუხლის მოთხოვნები. 32.7 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის უდავოა ის ფაქტი, რომ ბრალდებული და დაზარალებული მოძრაობდნენ ერთი მიმართულებით, დაზარალებული მოძრაობდა ბრალდებულის უკან. ასეთ შემთხვევაში ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად აუცილებელია გამოირიცხოს ის ფაქტი, რომ ბრალდებულს ჰქონდა ჩართული მარცხნივ მოხვევის ციმციმა და ასევე ის ფაქტი, რომ ბრალდებული და დაზარალებული მოძრაობდნენ ერთ ზოლში.

მტკიცებულებების შეფასებამდე სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, ხაზი გაესვას ბრალდებისა და დაცვის მხარის ფუნქციას სასამართლო განხილვისას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს. მისგან გასხვავებით, დაცვის მხარეს არ ეკისრება ვალდებულება, ამტკიცოს ბრალდებულის უდანაშაულობა. ბრალდების მხარის მოვალეობაა, წარმოადგინოს უტყუარი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო დაცვის მხარის ფუნქციაა, დაადასტუროს, რომ ეს მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას. ამდენად, დაცვის მხარის ფუნქციაა, წარმოაჩინოს ბრალდების მხარის მტკიცებულებების არასარწმუნოობა, საეჭვოობა ან არასაკმარისობა, რაც დაცვის მხარემ ამ შემთხვევაში მოახერხა.

მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა ჩართული ციმციმა და რომ ბრალდებული და დაზარალებული მოძრაობდნენ სხვადასხვა სამოძრაო ზოლზე. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ შემთხვევის უშუალოდ თვითმხილველი მოწმეები - დაზარალებული და ბრალდებული, დაზარალებულს არ ახსოვს, იყო თუ არა ჩართული ციმციმა და მოძრაობდნენ თუ არა ისინი ერთ სამოძრაო ზოლზე. მართალია, ის მიუთითებს, რომ მანქანამ გზა გადაუჭრა, თუმცა ის არ უთითებს, თუ როგორ მოძრაობდა ა-----------–-, როცა მას გზა გადაუჭრა - ის სხვა სამოძრაო ზოლიდან შევიდა მის ზოლში თუ იმავე ზოლიდან დაიწყო მოხვევა. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მან მანევრის განხორციელებამდე ჩართო ციმციმა და ის მოძრაობდა იმავე სამოძრაო ზოლზე, უახლოვდებოდა შუა ხაზს. რაიმე მტკიცებულება, რაც აბათილებს ბრალდებულის ჩვენებას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მართალია ბრალდების მხარემ წარმოადგინა ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა არც ავტოტექნიკურ ექსპერტს აქვს მითითება აღნიშნულ ფაქტებზე. ასეთ შემთხვევაში რჩება ბრალდებულის ჩვენება, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტების ჩვენებები, რაც ბრალდებულის სასარგებლო ვითარებაზე მიუთითებს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ არა თუ ურტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, არამედ ერთი მტკიცებულებითაც კი არ არის გამორიცხული ის გარემოება, რომ ბრალდებულს ჰქონდა ჩართული ციმციმა და რომ ბრალდებული და დაზარალებული მოძრაობდნენ ერთ სამოძრაო ზოლში.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33.11 მუხლის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა. იმავე კანონის 31-ე მუხლის მე-11 ნაწილი უშვებს ერთი მოძრაობის ზოლზე მხოლოდ 2 მ------–---–-ს ერთდროულ მოძრაობას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია ერთ ზოლზე 2 ა-----------–-ს, ასევე 1 ა-----------–-ს და 1 მ------–---–-ს გვერდიგვერდ მოძრაობა, მათ შორის გასწრების მანევრის განხორციელებისას.

მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტების ჩვენებებით ირკვევა, რომ დაზარალებული მიყვებოდა ბრალდებულს უკან, ბრალდებული უახლოვდებოდა შუა ხაზს მოხვევის მანევრის განხორციელების მიზნით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილ იქნა ერთმანეთის საწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა, ამ დასკვნების გამოკვლევისა და ექსპერტების დაკითხვის შემდეგ აშკარაა, რომ დაცვის მხარის ექსპერტიზა გაცილებით დეტალურად და სიღრმისეულად არის ჩატარებული, გამოყენებულია სპეციალური პროგრამა, ექსპერტემბა სცადეს ვითარების აღდგენა, დადგენილია შეჯახების კუთხე, რეკონსტრუირებულია ა-----------–-ს მოძრაობის ტრაექტორია, რაც ბრალდების მხარის ექსპერტიზის შემთხვევაში არ შეინიშნება. დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნა თანხვედრაშია ბრალდებულის ჩვენებასთან და ადასტურებს, რომ ბრალდებული მოძრაობდა იმავე ზოლში, რომელშიც დაზარალებული, ის უახლოვდებოდა წარმოსახვით შუა ხაზს და იყო მასთან ახლოს, როცა დაიწყო მანევრი. დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნის მიერ შემოთავაზებული ვერსია ემთხვევა ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და სატრანსპორტო საშუალებების განლაგებას. ამიტომ მის გაზიარებაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მცდარობა იქნება დადასტურებული ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, რაც არ მომხდარა. პირიქით, ბრალდების მხარის ექსპერტიზა არც შეხებია იმ საკითხებს, რაზეც იმსჯელა დაცვის მხარის ექსპერტიზამ. უმნიშვნელოვანესი გარემოება - შეჯახების კუთხე ბრალდების მხარემ ვერ დაადგინა, ხოლო დაცვის მხარის ექსპერტიზამ მოახერხა მისი დადგენა. ამის მიხედვით შემდეგ მოხდა ვითარების აღდგენა და სატრანსპორტო საშუალებების საბოლოო განლაგება დაემთხვა ექსპერტის მიერ შემოთავაზებულ ა-----------–-ს ტრაექტორიას. სამწუხაროდ, დაზარალებულს ძალიან ცოტა რამ ახსოვს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. მან მეხსიერება დაკარგა და ვერ იხსენებს, თუ რა როგორ განვითარდა. მისი თქმით, მან მხოლოდ იმის შემჩნევა შეძლო, რომ უეცრად წინ ა-----------–-ს მარცხენა მხარე გაჩნდა. თავისთავად ცხადია, არსაიდან ა-----------–- იმ ადგილზე ვერ გაჩნდებოდა. ის მოძრაობდა მ------–---–-ს წინ გზის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს. ორივე შემთხვევაში, ყურადღების საჭირო ხარისხით კონცენტრაციის პირობებში, ა-----------–- შესამჩნევი უნდა ყოფილიყო დაზარალებულისთვის. უფრო მეტიც, მას უნდა შეემჩნია მანევრის დაწყებაც, რაც ასევე არ შეუმჩნევია. ამდენად, ის, რომ დაზარალებულმა ვერ შენიშნა ა-----------–-, არ მიუთითებს იმაზე, რომ გზაზე ა-----------–- არ იყო და ის მის წინ არ მოძრაობდა. ასე რომ ყოფილიყო, საგზაო შემთხვევა არ მოხდებოდა. დადგენილია, რომ გზაზე იყო როგორც მ------–---–-, ასევე ა-----------–- და რომ ისინი ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ, რომ ა-----------–- იმყოფებოდა წინ, მ------–---–- - უკან.

ორადორი საკითხი, რომელიც უნდა დაედგინა ბრალდების მხარეს, იყო ის, 1. წინ მიმავალმა ბრალდებულმა გააფრთხილა თუ არა დაზარალებული ციმციმას ჩართვით, რომ აპირებდა, მიახლოებოდა შუა ხაზს და დაეწყო მოხვევის მანევრი და 2. ბრალდებულმა შუა ხაზისკენ სვლა საიდან და რა კუთხით დაიწყო. სამწუხაროდ, არც ერთი ეს საკითხი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდების მხარემ ვერ დაადგინა. ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ ციმციმა ჩართული არ იყო და დაზარალებული ვერ ივარაუდებდა მოხვევის მანევრის დაწყებას და არც იმაზე, რომ ბრალდებული უკიდურეს მარჯვენა მხარეს მოძრაობდა და იქიდანვე დაიწყო მკვეთრი, თითქმის 90 გრადუსიანი მოხვევის მანევრის განხორციელება. ორადორი გარემოება, რასაც ბრალდების მხარის ექსპერტი ეყრდნობა, არის შეჯახების ადგილი - შუა ხაზიდან 1 მეტრში არსებული მონაკვეთი და ავტომანქანის დაზიანების ადგილი - მარცხენა შუა მხარე, თუმცა ეს გარემოებები არ მიუთითებს იმაზე, რომ მანევრი სხვა სამოძრაო ზოლიდან დაიწყო და ბრალდებული შეიჭრა დაზარალებულის სამოძრაო ზოლში. ამ კუთხით გასათვალისწინებელია სატრანსპორტო საშუალებების საბოლოო განლაგება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შეჯახების კუთხე 90 გრადუსზე გაცილებით ნაკლები იყო, ხოლო თუ რამდენი იყო, დადგენილია დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნით.

აქვე სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხვევის წინ თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას, მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს. ამდენად, დადგენილია, რომ მოხვევის მანევრის განხორციელება არ შეიძლებოდა შუა ხაზისგან მოშორებული ადგილიდან. მძღოლი ვალდებული იყო, მიახლოებოდა შუა ხაზს და შემდეგ დაეწყო მოხვევის მანევრი. ამასთან, ავტომანქანების კონსტრუქციიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ ავტომობილები გვერდულად ვერ გადაადგილდებიან და იმისათვის, რომ გზის ამა თუ იმ წერტილიდან მიუახლოვდეს ავტომანქანა შუა ხაზს, აუცილებელია ა-----------–-ს გზის სამოძრაო ზოლების გამყოფი ხაზისადმი დახრილად, დიაგონალურად მოძრაობა. სხვაგვარად გამყოფ ხაზთან მიახლოება შეუძლებელია. კანონით არ არის დადგენილი ის მაქსიმალური დახრის კუთხე, რაც დასაშვებია გამყოფ ხაზთან მისაახლოებლად. განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ბრალდებული მოძრაობდა 30 გრადუსიანი დახრით. ის, რომ ეს გარემოება ეწინააღმდეგება გამყოფ ხაზთან მიახლოების დაშვებულ კუთხეს, არაფრით ირკვევა.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ, როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, გზაზე არ აღინიშნება გამყოფი ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლმა შუაზე უნდა გაყოს გზის სიგანე და წარმოსახვით გაავლოს გამყოფი ხაზი გზის შუაში. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, დასაშვებია, მძღოლმა ზუსტად ვერ გაყოს გზა შუაზე და მის წარმოდგენაში არსებულ შუა ხაზსა და გზის შუა წერტილს შორის იყოს სხვაობა. გზის შუა წერტილი მდებარეობს 7,5 მეტრში, თუმცა, დასაშვებია, 0,5 მეტრის ცდომილების გათვალისწინებით, წარმოსახვითი შუა ხაზი გავლებულიყო საპირისპირო მოძრაობის ზოლის უკიდურესი წერტილიდან 8 მეტრში. შეჯახება მოხდა საპირისპირო მოძრაობის ზოლის უკიდურესი წერტილიდან 8,5 მეტრში, როცა ბრალდებული შუა ხაზისკენ 30 გრადუსიანი დახრით მოძრაობდა. ამდენად, დასაშვებია, რომ წარმოსახვითი ხაზიდან დაახლოებით ნახევარ მეტრში ყოფილიყო ბრალდებული შეჯახების დროს, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხაზთან ახლოს ყოფნად და ის კვლავ უახლოვდებოდა შუა ხაზს ცდილობდა რა კანონის მოთხოვნის შესრულებას და მანევრის ისე განხორციელებას.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშეთავსებად, სარწმუნო, ობიექტურ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გააბათილებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ბრალდების დადგენილებაში მითითებული ნორმის დარღვევას.

 

3.2. რამაც სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია

 

საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოითხოვს შედეგს - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი ასეთ დარღვევასა და შედეგს შორის მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

სასამართლო აქვე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანებაზე. ამ მტკიცებულებების უარყოფა სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა, თუმცა თავად ასეთი შედეგი და ამ შედეგის გამოწვევა შეჯახებით არ მიუთითებს ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მის გამოწვევაზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 დასჯად ქმედებად აცხადებს ა-----------–-ს უსაფრთოხების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა პირდაპირ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას და, აქედან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემთხვევაში ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რაც გამოყენებულია კიდეც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. სსსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებული კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, რომლის უზრუნველსაყოფადაც უძრავ ქონებას ადევს ყადაღა. ამდენად, გირაოს უზრუნველსაყოფად უძრავ ნივთზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: ავტომანქანა, მ------–---–- რაც, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ხოლო ბიოლოგიური ნიმუშის ანაწმენდები, იმავე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ-------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

ზ--------------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აგვისტოს № 1-------18 განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭ-------–- (საკადასტრო კოდით 4-.0-.4-.5--), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ავტომანქანა, მ------–---–- დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ხოლო ბიოლოგიური ნიმუშის ანაწმენდები განადგურდეს.

გამართლებულ ზ--------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია