გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050210119003012567
N2/421-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.10.2019 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახ-----ე-ბოლქვაძე,თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელე- ალე---------------–---–---–ი,მოპასუხე -გრ-–-------------ე,წარმომადგენელი -გო--------------–--ლი
დავის საგანი:თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელის მოსარჩელე-გრ-–--------------ე
წარმომადგენელი-გო--------------–--ლი
მოპასუხე-ალე---------------–---–---–ი
დავის საგანი-თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. თავდაპირველის სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროს გრ-–-------------ეს ალე---------------–---–---–ის სასარგებლოდ 800 აშშ დოლარისა და 980 ლარის გადახდა.
ალე---------------–---–---–ის განმარტებით 2015 წლის იანვარში მოპასუხე გრ-–-------------ემ თხოვა მისთვის სესხის სახით გადაეცა 1200 აშშ დოლარი, ვინაიდან აპირებდა ავტომანქანის შეძენას და დაუბრუნებდა 2016 წლის ივლისის ბოლოს. 2015 წლის 27 თებერვლიდან 2015 წლის 30 ივნისამდე მან გრ-–-------------ეს გადაურიცხა სხვადასხვა დროს 800 აშშ დოლარი და 980 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ 2016 წლის ივლისის ბოლოს ვერ დაუბრუნა მის მიერ სესხის სახით გადაცემული თანხები, 2016 წლის 2 ივლისს მათ შორის დაიდო წერილობითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე გრ-–-------------ემ წერილობით დაადასტურა 1200 აშშ დოლარის მიღების ფაქტი ავტომაქანის შესაძენად და დააფიქსირა, რომ აღნიშნულ თანხას დაუბრუნებდა ერთ თვეში. ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება მოსარჩელე ითხოვს 800 აშშ დოლარისა და 980 ლარის დაკისრებას მოპასუხისადმი.
1.2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გრ-–-------------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი-გო--------------–--ლი ცნობენ სარჩელს. გრ-–-------------ის განმარტებით მან ნამდვილად აიღო სესხის სახით მოსარჩელისაგან მითითებული თანხა, მაგრამ აღნიშნულ თანხაში გაურემონტა სახლი ალე---------------–---–---–ს, რაშიც უნდა აეღო იმაზე მეტი თანხა, რაც სესხად აქვს აღებული.
2. შეგებეული სასარჩელო მოთხოვნა
2.1 დაეკისროს ალე---------------–---–---–ს გრ-–-------------ის სასარებლოდ მოპასუხის საცხოვრებელის სახლში შესრულებული სარემონტო სამუშაოების საფასური, რომლის ღირებულება შეადგენს- 4888.57 ლარს.
გრ-–-------------ის წარმომადგენლის გო--------------–--ლის განმარტებით ალე---------------–---–---–მა წლების წინ აუქციონის წესით შეიძინა მისი მარწმუნებლის ძმის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნ--------. აღნიშნული სახლი მდებარეობს მოსარჩელისა და მოპასუხის საერთო შემოღობილ ეზოში, რომლის მოვლა-პატრონობა ჩაბარებული ქონდა გრ-–-------------ეს. ვინაიდან ეს საცხოვრებელი სახლი საჭიროებდა რემონტს და იმის გათვალისწინებით, რომ გრ-–---ს გააჩნდა მოპასუხის ვალი, შეთანხმდნენ, რომ გრ-–-------------ე ჩაატარებდა რემონტს და მოპასუხე გადაუხდიდა შესაბამის ანაზღაურებას. მისი მარწმუნებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას და თავის ხარჯითაც კი ყიდულობდა საშენ მასალას. მათ შორის იყო მოლაპარაკება, რომ მოპასუხე გაუქვითავდა ვალს შესრულრებული სარემონტო სამუშაოების სანაცვლოდ და თუ სხვაობა აღმოჩნდებოდა მოხდებოდა სხვაობის ანაზღაურება. შემდგომ მხარეთა შორის მოხდა უკმაყოფილება და ალე---------------–---–---–მა მის მარწმუნებელს მოსთხოვა სესხის დაბრუნება. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გრ-–-------------ის მიერ მოპასუხის კუთვნილ სახლში შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს -4888.57 ლარს. ასევე აღნიშნული დასკვნით სარემონტო სამუშაოები შესრულებულია 2017-2018 წლებში. გო--------------–--ლის განმარტებით გრ-–-------------ეს სარემონტო სამუშაოზე დამხმარე პირისათვის-ნო-----------–----ათვის გადახდილი აქვს 1000 ლარი, ხოლო ლე-------------------ის -300 ლარი.
2.2. შეგებებული სარჩელის მოპასუხის ალე---------------–---–---–ის განმარტებით იგი არ ეთანხმება დამოუკიდებელი შემფასებლის თინა თენიეშვილის დასკვნას, ვინაიდან მისთვის გაუგებარია ვისი თანხმობით იმყოფებოდა მის საკუთრებაში შემფასებელი და როგორ დაადგინა შესრულებული სამუშაოს ხანდაზმულობა. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი შეიძინა 2010 წელს. შემდეგ სხვადასხვა დროს ჩაუტარა რემონტი. გრ-–-------------ე, როგორც მეზობელი სხვადასხვა დროს დაეხმარა სარემონტო სამუშაოს შესრულებაში, რის სანაცვლოდაც მის მიერ იმავდროულად ხდებოდა თანხის გადახდა. ხელწერილში ჩამოთვლილი სამუშაოების შესასრულებლად გრ-–-------------ისათვის მის მიერ რამოდენიმეჯერ იქნა თანხა დატოვებული, ვინაიდან იგი დატოვებულ თანხას ხარჯავდა და ხელახლა უწევდა თანხის გადახდა. მისი განმარტებით ნაწილი სამუშაო დღესაც არ არის გაკეთებული. არანაირი შეთანხმება მასსა და გრ-–-------------ეს შორის სესხის გაქვითვასთან დაკავშირებით და არც სხვა პირების დაქირავების ნაწილში არ არსებობდა. ყველა შესრულებული სამუშაოს თანხები ხელოსნებისათვის მის მიერ სრულად იქნა გადახდილი და აღნიშნულთან გრ-–-------------ეს კავშირი არ აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.საქმეშია ალე---------------–---–---–ის მიერ გრ-–-------------ისათვის გაგზავნილ თანხებთან დაკავშირებით შემოსავლის ორდერები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შენოსავლკის ორდერები (ს.ფ.18-25 )
3.2.2. საქმეშია 2016 წლის 22 ივლისის ხელშეკრულება ვალის აღაირებასთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაში საუბარია გაკეტებულ სამუშაოსტან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 26)
3.2.3. საქმეშია წერილობითი აღწერილობა გასაკეთებელ სამუშაოსთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ. 57).
3.2.4 საქმეშია ექსპერტიზის დასკვნა უძრავი ქონების შეფასების შესახებ, რომლის თანახმად შესაფასებელი ქონებისთის 2018-2019 წლების მდგომარეობით შესაფასებელი სარემონტო სამუშაოებში საბაზროდ მუშა ხელი შეფასებულ იქნა 4889 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საექსპერტო დასკვნა (ს.ფ.85-125 )
მოწმე გე-–----------–--ის განმარტებით იგი არის გრ-–-------------ის მეზობელი. ალე---------------–---–---–ი ერთხელ ყავს ნანახი, როდესაც უთხრა, რომ სახლი შეიძინა და მისი მეზობელი იყო. გრ-–---ის თხოვნით ტრაქტორით მიუტანა ხარაჩოები აღნიშნულ სახლზე რემონტის ჩატარების დროს. ერთხელ სილაც აქვს მიტანილი და შემდეგაც სულ ეხმარებოდა გრ-–---ის რემონტის დროს. გრ-–---იმ კედლები შელესა, ჭერი გააკრა, სვარკაზეც მუშაობდა. იგი პირადად ყველაფერზე ეხმარებოდა, რადგან ვალში იყო მასთან. ასევე სამუშაოს შესრულაბაში გრ-–---ი თანხასაც უხდიდა ხოლმე. გე-–----------–--ის განმარტებით გრ-–---ი უნებართვოდ არ შევიდოდა სხვის სახლში და სამუშაოებსაც არ შეასრულებდა ნებართვის გარეშე.
მოწმე ბა--------------ის განმარტებით იგი არის გრ-–-------------ის ძმა. აღნიშნული სახლის რემონტის დროს იგი ეხმარებოდა ფიზიკურად. იცის, რომ რემონტი მიმდინარეობდა დაახლებით 2016-2018 წლებში, თარიღები ზუსტად არ ახსოვს. მისთვის უცნობია სამუშაოების შესრულებაში თანხა თუ გადაუხადა ალე---------------–---–---–მა მის ძმას. როცა ალე---------------–---–---–ი არ იყო სახლში, მაშინ მიდიოდა ძირითადად მუშაობა. სახლის მესაკუთრე წელიწადში ორჯერ თუ ჩამოდიოდა სოფელში.
მოწმე ლე------------ის განმარტებით იგი არის გრ-–-------------ის ბიძაშვილი. აღნიშნულ სახლზე რემონტი მიმდინარეობდა 3-4 წლის უკან. იგი ხან მეზობლურად ეხმარებოდა გრ-–---ის და ხან თანხასაც იღებდა. გრ-–---ის მისთვის სამასი ლარი ერთად არ მოუცია. ხან ათ ლარს აძლევდა, ხან ოცს.
მოწმე კობა მახ-----ის განმარტებით იგი არის გრ-–-------------ის ბიძაშვილი. იცის, რომ გრ-–---ისახლის მესაკუთრის ნებართვით მუშაობდა მისი ძმის ყოფილ ოჯახში შარშანაც და იმის წინა წელსაც.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს თავდაპირველი სარჩელი, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სკ-ის 50-ე, 317-ე, 316-ე, 623-624-ე, 172-ე, 629-ე, 361-ე, 327-ე, 341-ე, 431-ე მუხლებით,6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილა უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.
როგორც დადგენილია ალე---------------–---–---–მა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2019 წლის 27 მაისს, ხოლო გრ-–-------------ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისს.
6.2. საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ..
6.3. 317-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება...
6.4. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილა მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება...
სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ამ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
საქართველოს სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად კი სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა [სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები]. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის).
როგორც დადგენილია 2015 წლის 27 თებერვლიდან 2015 წლის 30 ივნისამდე ალე---------------–---–---–მა გრ-–-------------ეს სხვადასხვა დროს სესხის სახით საბანკო ანგარიშსწორების გზით მანქანის საყიდლად გადაურიცხა 800 აშშ დოლარი და 980 ლარი, რასაც მოპასუხე მხარე არ ხდის სადაოდ, მაგრამ უთითებს, რომ მხარეთა შორის მოხდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და პირიქით ალე---------------–---–---–ს აქვს თანხა მისაცემი გრ-–-------------ისათვის.
სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის მოსარჩელის გრ-–------ხ-----ის პოზიციას, რომ მხარეთა შორის იყო ზეპირი შეთანხმება ნარდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და უნდა მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.
საქმეშია დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა, რომლის თანახმად 2018-2019 წლების მდგომარეობით შესაფასებელი სარემონტო სამუშაოებში საბაზროდ მუშა ხელი შეფასებულ იქნა 4889 ლარად (იხ. პუნქტი 3.2.3.).
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო 105-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესაებ.
აღნიშნული ნორმები იმპერატიულად ავალდებულებს სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას და რაიმე გამონაკლისს რომელიმე მტკიცებულებისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე კანონი არ ითვალისწინებს. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის შემოწმებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა არ უნდა იქნას გაზიარებული, ვინაიდან ალე---------------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას არ მიუცია უფლება დამოუკიდებელი შემფასებლისათვის, შესულიყო მის საკუთრებაში და რაიმე შეფასება მოეხდინა.
სასამართლო იზიარებს ალე---------------–---–---–ის პოზიციას და განმარტავს, რომ საკუთრება დაცულია კანონით და არავის არ აქვს უფლება მესაკუთრის თანხმობის გარეშე განახორციელოს რაიმე სახის ქმედება მის საკუთრებაში. როგორც დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნიდან ირკვევა დასკვნა მომზადებულია 2019 ლის 12 ივლისს, მაშინ როდესაც მხარეთა შორის დავა მიმდინარეობდა სასამართლოში, ასევე დადგენილია, რომ 2019 წელს სარემონტო სამუშაოები ალე---------------–---–---–ის საცხოვრებელ სახლში არ მიმდინარეობდა და აღნიშნულ პერიოდში ალე---------------–---–---–ის სახლიც არ ქონდა ჩაბარებული გრ-–-------------ეს.
მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით. არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზსს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სუსგ 2.08.2019წ. საქმე №ას-764-2019).
სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ 17.10.2017წ. საქმე №ას-866-808-2017).
სასამართლო სხდომაზე ალე---------------–---–---–მა განმარტა, რომ ის სამუშაოები, რაც უნდა შეესრულებიან გრ-–-------------ეს, დღესაც არ აქვს შესრულებული, ხოლო რაც შესრულებულია იმის თანხები სრულად აქვს გადახდილი. ასევე განმარტა, რომ მას არანაირი დავალება არ მიუცია გრ-–-------------ისათვის, რომ დაექირავენინა მუშები და მათთვის თანხა გადაეხადა.
სასამართლო ასევე არათანმიმდევრულად მიიჩნევს მოწმეების ჩვენებებს, ვინაიდან განსახვავებულია მათი განმარტებები სამუშაოს წარმოების დროსთან მიმართებაში. გრ-–-------------ის მიერ თავად სარემონტო სამუშაოების წარმოების ფაქტს არც მოსარჩელე მხარე უარყოფს, მაგრამ მიუთითებს, რომ შესრულებული სამუშაოსათვის მის მიერ თანხა სრულად იქნა გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
ამავე კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად კი:თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება.თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ საბუთის დაბრუნება, მოვალეს უფლება აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ნარდობისა და ვალის არსებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნათა გაქვითვასთან დაკავშირებით მხარეები ყველა არსებით პირობებზე არ შეთანხმებულან კანონით დადგენილი წესით.
საქმეში არსებულ 2016 წლის 22 მაისის ხელწერილში დაფიქსირებულია როგორც ვალის არსებობა, ასევე გრ-–-------------ის მიერ შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალი. თუ მხარეთა შორის მოხდა ურთიერთმოთხოვნის გაქვითვასთან დაკავშირებით შეთანხმება, ასეთი უნდა დაეფიქირებინათ წერილობით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელემ დაასაბუთა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და შესაბამისად, თავდაპირველი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო შეგებეული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამდ სახ. ბაჟის თანხა 109 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს გრ-–-------------ეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ალე---------------–---–---–ის თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს გრ-–-------------ეს ალე---------------–---–---–ის სასარგებლოდ 800 აშშ დოლარისა და 980 ლარის გადახდა.
1.2.სახ. ბაჟის თანხა 109 ლარის ოდენობით დაეკისროს გრ-–-------------ეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. გრ-–-------------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარინა კიკნაძე