გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2019
საქმის ნომერი
200210015742457
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
13.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/81-15

N200210015742457

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ნოემბერი, 2019 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე - ლ--–- ო--------–---–ი

მოპასუხეები: გ---- ო--------–---–ი, თ----- კ-------–--ე

მესამე პირი - სსიპ ა--------–---------------–--------------------------------–-----------ო

წარმომადგენელი - გ------ი ხ-------–---–ი

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამორიცხულ იქნეს მოსარჩელე ლ--–- ო--------–---–ის კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1) ტელევიზორი ,,-----ს“ ფირმის, მეორადი მოხმარების რესივერი ,,S---------“; 2) მეორადი მოხმარების ტელევიზორის მაგიდა; 3) ყავისფერი მეორადი მოხმარების სამეული; 4) მეორადი მოხმარების კომპიუტერის სრული კომპლექტი ,,L--ს“ ფირმის; 5) მეორადი ,,B----ს“ ფირმის მტვერსასრუტი; 6) მეორადი მოხმარების ლეპტოპი ს----ს ფირმის;

 

სარჩელის თანახმად,თბილისის საქალაქო სასამართლოს N2/1334-10 გადაწყვეტილებით მოსარჩელის ძმას გ---- ო--------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 120 ლარის ოდენობით, მისი ძმა არის უ------ის მოქალაქე და დროებით ცხოვრობს სოფელ კ----------–-----ში. 2015 წლის 6 თებერვალს კ-------------------–---–------------------------–----– ლ---- გ---–---–---–ის მიერ მოხდა მოსარჩელის კუთვნილი ნივთების დაყადაღება, როგორც მოვალის ამ შემთხვევაში გ---- ო--------–---–ის ქონების. სინამდვილეში დაყადაღებული ნივთები არის მისი სახსრებით შეძენილი. დაყადაღებული ნივთები ნამდვილად არის მისი შეძენილი, ხოლო ლეპტოპის ,,-----ს“ ფირმის მას აჩუქა ზ----- კ------–--ემ, რაც დასტურდება წარმოდგენილი საგარანტიო ფურცლით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე გ---- ო--------–---–ი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

2.2. მოპასუხე თ----- კ-------–--ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

2.3. მესამე პირის ს-------------–---------------–--------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ა----------–----–მა შესაბამისი მოქმედებები განახორციელა კანონის სრული დაცვით და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს N2/1334-10 გადაწყვეტილებით მოსარჩელის ძმას გ---- ო--------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 120 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს N2/1334-10 გადაწყვეტილება (ს.ფ. 15-17)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 6 თებერვალს კ-------------------–---–------------------------–----– ლ---- გ---–---–---–ის მიერ მოხდა მოსარჩელის კუთვნილი ნივთების, კერძოდ: 1) ტელევიზორი ,,-----ს“ ფირმის, მეორადი მოხმარების რესივერი ,,S---------“; 2) მეორადი მოხმარების ტელევიზორის მაგიდა; 3) ყავისფერი მეორადი მოხმარების სამეული; 4) მეორადი მოხმარების კომპიუტერის სრული კომპლექტი ,,L--ს“ ფირმის; 5) მეორადი ,,B----ს“ ფირმის მტვერსასრუტი; 6) მეორადი მოხმარების ლეპტოპი ს----ს ფირმის - დაყადაღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– 2015 წლის 06 თებერვლის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 19-20)

 

3.2.2. სახლი, სადაც მოსარჩელე ცხოვრობს ეკუთვნის მის მამას და რეგისტრირებულია ალბერტ ო--------–---–ის სახელზე. აღნიშნული სახლში გ---- ო--------–---–ი არ არის რეგისტრირებული და თუმცა იგი პერიოდულად ცხოვრობს ამ სახლში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– მიღება-ჩაბარების აქტი

– მოსარჩელე მხარისა და მოპასუხე მხარის განმარტება.

 

3.2.3. სადავო ნივთები, 1) ტელევიზორი ,,-----ს“ ფირმის ; 4) მეორადი მოხმარების კომპიუტერის სრული კომპლექტი ,,L--ს“ ფირმის; 5) მეორადი ,,B----ს“ ფირმის მტვერსასრუტი; 6) მეორადი მოხმარების ლეპტოპი ს----ს ფირმის არის მოსარჩელის საკუთრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგარანტიო ტალონები (ს.ფ. 23-28)

3.2.4. მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რითაც დაადასტურებდა მისი საკუთრების უფლებას შემდეგ ნივთებზე: 1) მეორადი მოხმარების რესივერი ,,S---------“2) მეორადი მოხმარების ტელევიზორის მაგიდა; 3) ყავისფერი მეორადი მოხმარების სამეული;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოპასუხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, ასეთი მტკიცებულებები კი 2015 წლის 06 თებერვლის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთების: მეორადი მოხმარების რესივერის ,,S---------“; ტელევიზორის მეორადი მოხმარების მაგიდისა და ყავისფერი მეორადი მოხმარების სამეულის საკუთრების შესახებ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ--–- ო--------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე , 158-ე, 170-ე მუხლები;

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/ და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე მუხლის მე-4. პუნქტის თანახმად, აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (კერძო აღმასრულებელს – საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე), ხოლო ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებსა და ძვირფასეულობას იგი იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ამ ნივთების ხელყოფის საშიშროება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ ძმა გ---- ო--------–---–ი და არ ცხოვრობს იმ სახლში, სადაც თვით მოსარჩელე და მათი მშობლები ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით).

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ მესაკუთრედ ყოფნის უფლება დამყარებულია ვარაუდზე, რადგან შესაძლებელია ნივთის მფლობელი არც იყოს ნივთის მესაკუთრე, შესაბამისად, მხოლოდ ნივთის მფლობელობა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას ამ ნივთზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს ა----------–----– ლ---- გ---–---–---–ის მიერ 06.02.2015წლის აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე დაყადაღებული ნივთებზე: 1) ტელევიზორი ,,-----ს“ ფირმის, 2) მეორადი მოხმარების კომპიუტერის სრული კომპლექტი ,,L--ს“ ფირმის; 3) მეორადი ,,B----ს“ ფირმის მტვერსასრუტი; 4) მეორადი მოხმარების ლეპტოპი ს----ს ფირმის - არ დასტურდება გ---- ო--------–---–ის საკუთრების უფლება, აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეს, შესაბამისად, იგი პასუხს არ აგებს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულებებისათვის, ამიტომ ამ ნივთების ყადაღის აქტიდან ამორიცხვის და მათი დაბრუნების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში N8---- მითითებული ნივთების მეორადი მოხმარების რესივერის ,,S---------“; მეორადი მოხმარების ტელევიზორის მაგიდისა და ყავისფერი მეორადი მოხმარების სამეულის - ყადაღის აქტიდან ამორიცხვის თაობაზე მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული 2015 წლის 09 მარტის განჩინების, კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A-------- სააღსრულებო საქმეზე, დაყადაღებულ - ლ--–- ო--------–---–ის საკუთრებაში არსებული, სადავო ნივთებთან (ტელევიზორი,,-----ს“ ფირმის ,კომპიუტერის კომპლექტი ,,L-”, ,,B----ს” ფირმის მტვერსასრუტი, ,,ლეპ-ტოპი” ს----ს ფირმა - მეორადი) - აუქციონზე რეალიზაციის შეჩერების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინება - მეორადი მოხმარების რესივერის ,,S---------“; მეორადი მოხმარების ტელევიზორის მაგიდისა და ყავისფერი მეორადი მოხმარების სამეულის ნაწილში უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ--–- ო--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან მოსარჩელის ლ--–- ო--------–---–ის საკუთრებაში არსებული აღწერილი და დაყადაღებული ნივთები: 1) ტელევიზორი ,,-----ს“ ფირმის, 2) მეორადი მოხმარების კომპიუტერის სრული კომპლექტი ,,L--ს“ ფირმის; 3) მეორადი ,,B----ს“ ფირმის მტვერსასრუტი; 4) მეორადი მოხმარების ლეპტოპი ს----ს ფირმის.

 

2. მოსარჩელე ლ--–- ო--------–---–ის, აღწერილი და დაყადაღებული ნივთების აქტიდან: მეორადი მოხმარების რესივერის ,,S---------“; მეორადი მოხმარების ტელევიზორის მაგიდისა და ყავისფერი მეორადი მოხმარების სამეულის - ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

3.თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 09 მარტის განჩინება: რესივერის, ტელევიზორის მაგიდა, სამეული მეორადი მოხმარების, აუქციონზე რეალიზაციის შეჩერების ნაწილში გაუქმდეს.

4. სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს ჩაეთვალოს გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე