განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100119002983880
№1/29-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – არმენ ქოსიან
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული მ-----– ი---------- (დაბადებული 195--–-–----------------–ს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 0----------; ნასამართლობის არ მქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი ბ-–----);
ადვოკატი: ვასილ ბალახაძე;
თარჯიმანი- გალაქტიონ გავრელიშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი), ასევე 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. მ-----– ი----------ი, რომელიც 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება შ--–---- კ----------თან, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს, შ--–---- კ----------ს. მათ შორის, 2019 წლის 19 მარტს, საღამოს საათებში, მ-----– ი----------მა, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბ-–----ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ფეხის დარტყმებით ცემა შ--–---- კ----------ი, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის - მ----–-- მ---------ის თანდასწრებით. მ-----– ი----------მა მისი მეუღლე, შ--–---- კ----------ი, არასრულწლოვან მ----–-- მ---------ის თანდასწრებით ასევე ცემა 2019 წლის 20 აპრილს საღამოს საათებში, კერძოდ სხეულის სხვადასხვა ადგილებზე რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და ფეხი. მ-----– ი----------ის ზემოაღნიშნული სისტემატური დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შ--–---- კ----------მა განიცადა ტანჯვა.
1.2. 2019 წლის 19 მარტს, საღამოს საათებში, მ-----– ი----------მა, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბ-–----ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მარცხენა მკლავის არეში ხელი დაარტყა მის არასრულწლოვან გერს - მ----–-- მ---------ს, რომელიც ცდილობდა მ-----– ი----------ის შეჩერებას, როდესაც ეს უკანასკნელი სცემდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ--–---- კ----------ს. მ-----– ი----------ის მიერ დარტყმის შედეგად, მ----–-- მ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2019 წლის 20 მარტს, საღამოს საათებში, მ-----– ი----------მა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბ-–----ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, მარცხენა მკლავის არეში ხელი კვლავ დაარტყა მის არასრულწლოვან გერს - მ----–-- მ---------ს, რომელიც ცდილობდა მ-----– ი----------ის შეჩერებას, როდესაც ეს უკანასკნელი სცემდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ--–---- კ----------ს. მ-----– ი----------ის მიერ დარტყმის შედეგად, მ----–-- მ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. მ-----– ი----------ი, 2014 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება შ--–---- კ----------თან, რომლის არასრულწლოვანი შვილთან - მ----–-- მ---------თან (მ-----– ი----------ის გერის) ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობენ ახალქალაქის რაიონის სოფელ ბ-–----ში.
მტკიცებულებები: შ--–---- კ----------ის და ა–------ ე--------ის ჩვენებები, მათი გამოკითხვის ოქმები, მ----------- მ-----------იანის, გ---- ი----------ის, ნ------- ე--------ის, ვ-------------------ის, ა---- ა------------ნის გამოკითხვის ოქმები, მ----–-- მ---------ის დაბადების მოწმობა;
2.1.2. თანაცხოვრების პერიოდში ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტები, რის გამოც შ--–---- კ----------მა მიმართა სოფლის რწმუნებულს ანდა პოლიციას.
მტკიცებულებები: შ--–---- კ----------ის და ა–------ ე--------ის ჩვენებები, მათი გამოკითხვის ოქმები, მ----------- მ-----------იანის, გ---- ი----------ის, ნ------- ე--------ის, ვ-------------------ის, ა---- ა------------ნის გამოკითხვის ოქმები.
2.1.3. მ-----– ი----------ი, არასრულწლოვანი შვილის მ----–-- მ---------ის თანდასწრებით, სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს, შ--–---- კ----------ს. მათ შორის, 2019 წლის 19 მარტს, საღამოს საათებში, მ-----– ი----------მა, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბ-–----ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ფეხის დარტყმებით სცემა შ--–---- კ----------ი, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის - მ----–-- მ---------ის თანდასწრებით. მ-----– ი----------მა მისი მეუღლე, შ--–---- კ----------ი, არასრულწლოვან მ----–-- მ---------ის თანდასწრებით ასევე სცემა 2019 წლის 20 აპრილს საღამოს საათებში, კერძოდ სხეულის სხვადასხვა ადგილებზე რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და ფეხი.
მტკიცებულებები: შ--–---- კ----------ის ჩვენება და მისი გამოკითხვის ოქმები, მ----–-- მ---------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 7), შ--–---- კ----------ის სამედიცინო ბარათი N1------- (ს.ფ. 70-73).
2.1.4. მ-----– ი----------ის ზემოაღნიშნული განხორციელებული სისტემატური დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შ--–---- კ----------მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
მტკიცებულებები: შ--–---- კ----------ის ჩვენებები და მისი გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნა შ--–---- კ----------ის მიმართ.
2.1.5. 2019 წლის 19 მარტს, საღამოს საათებში, მ-----– ი----------მა, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბ-–----ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მარცხენა მკლავის არეში ხელი დაარტყა მის არასრულწლოვან გერს - მ----–-- მ---------ს, რომელიც ცდილობდა მ-----– ი----------ის შეჩერებას, როდესაც ეს უკანასკნელი სცემდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ--–---- კ----------ს.
მტკიცებულებები: შ--–---- კ----------ის ჩვენება და მისი გამოკითხვის ოქმები, მ----–-- მ---------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 7);
2.1.6. 2019 წლის 20 მარტს, საღამოს საათებში, მ-----– ი----------მა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბ-–----ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, მარცხენა მკლავის არეში ხელი კვლავ დაარტყა მის არასრულწლოვან გერს - მ----–-- მ---------ს, რომელიც ცდილობდა მ-----– ი----------ის შეჩერებას, როდესაც ეს უკანასკნელი სცემდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ შ--–---- კ----------ს.
მტკიცებულებები: შ--–---- კ----------ის ჩვენებები და მისი გამოკითხვის ოქმები, მ----–-- მ---------ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 7); მ----–-- მ---------ის სამედიცინო ბარათი N1------- (ს.ფ. 114 -116).
2.1.7. მ-----– ი----------ის დარტყმის შედეგად, მ----–-- მ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები: შ--–---- კ----------ის ჩვენება, მ----–-- მ---------ის სამედიცინო ბარათი N1------- (ს.ფ. 114 -116).
2.1.8. მ----–-- მ---------ის ექსპერიმენტულ - ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ მ----–-- მ---------მა, მამინაცვლის, მ-----– ი----------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
მტკიცებულებები: შ--–---- კ----------ის ჩვენება, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნა მ----–-- მ---------ის მიმართ.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ-----– ი----------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი), ასევე 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: შ--–---- კ----------ის და ა–------ ე--------ის გამოკითხვის ოქმები, მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები; მ----------- მ-----------იანის, გ---- ი----------ის, ნ------- ე--------ის, ვ-------------------ის, ა---- ა------------ნის გამოკითხვის ოქმები; მ----–-- მ---------ის დაბადების მოწმობა; მ----–-- მ---------ის სამედიცინო ბარათი N1-------; შ--–---- კ----------ის სამედიცინო ბარათი N1-------, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნა მ----–-- მ---------ის მიმართ, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნა შ--–---- კ----------ის მიმართ, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ-----– ი----------ის ბრალეულობას.
3.2. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ გახადა, თუმცა რიგი მოწმეების (შ--–---- კ----------ის და ა–------ ე--------ის) დაკითხვის და მ----–-- მ---------ის ჩვენებაზე უარის თქმის შემდეგ 2019 წლის 23 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე უდავოდ გახადა დანარჩენი მტკიცებულებები. ბრალდებულმა არ აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ მართალია მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ლანძღვა-გინებას შ--–---- კ----------ის მიმართ, თუმცა მხოლოდ ერთხელ, ფულთან დაკავშირებით დაარტყა შ--–---- კ----------ს, ხოლო არასრულწლოვანთან დაკავშირებით სრულად უარყოფს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შ--–---- კ----------ის ჩვენება და მის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას ბრალად წაყენებული სამივე ეპიზოდისათვის, ვინაიდან შ--–---- კ----------ი არის შემთხვევების უშუალო თვითმხილველი, ხოლო ერთ (111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით) ეპიზოდში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი - საქმეზე დაზარალებული. მიუხედავად იმისა, რომ შერიგებული არის ბრალდებულთან, მაინც მისცა ჩვენება მის წინააღმდეგ.
გარდა ამისა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები პირდაპირ ადასტურებენ, რომ შ--–---- კ----------მა და მ----–-- მ---------მა მ-----– ი----------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ამასთან, საქმეში არსებული დანარჩენ ირიბ მტკიცებულებებთან ერთად, აღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებები ადასტურებენ მ-----– ი----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივ ქმედებებს. სასამართლოს არ გააჩნია რაიმე ეჭვი აღნიშნული მტკიცებულებების რელევანტურობის და უტყუარობის თაობაზე.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----– ი----------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი).
ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----– ი----------ი, სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს შ--–---- კ----------ს, არასრულწლოვან მ----–-- მ---------ის თანდასწრებით, მ-----– ი----------ის ზემოაღნიშნული სისტემატური დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შ--–---- კ----------მა განიცადა ტანჯვა.
2019 წლის 19 მარტს და 20 მარტს, მ-----– ი----------მა, დაარტყა მის არასრულწლოვან გერს - მ----–-- მ---------ს. რის შედეგად, მ----–-- მ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე დადგენილია, რომ მ----–-- მ---------მა, მამინაცვლის, მ-----– ი----------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდით), ასევე 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ასევე მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ მ-----– ი----------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილს, ემოციურად არც აცნობიერებს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება კანონსაწინააღმდეგოა. მან განაცხადა, რომ თუ ცოლი არასწორად იქცეოდა და საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, როდესაც საჭირო იყო კი დაურტყამს. (იხ. საბოლოო სიტყვა, 2019 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი), რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა.
4.2. მ-----– ი----------ი არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად. რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.3. მართალია, ბრალდებული დაზარალებულებთან შერიგებული არის, დაზარალებულებებს პრეტენზია არ გააჩნიათ, თუმცა ერთად არ ცხოვრობენ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პატიმრობაზე უფრო მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, კერძოდ არსებობს საფრთხე, რომ მ-----– ი----------ი გააგრძელებს ძალადობრივი ქმედებას დაზარალებულების მიმართ, ვინაიდან არ აცნობიერებს ჩადენილს, არც აცნობიერებს გენდერულ თანასწორობას (იხ. 4.1.). მისი ემოციური ქცევა სასამართლო სხდომაზე ასევე აძლევს საფუძველს, რომ იგი არაადეკვატურად მოიქცევა შემდგომში თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში.
სასამართლოს აზრით რეალური თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იქნება მ-----– ი----------ის სწორი ქცევის და გამოსწორების გარანტი.
5.4. მოცემულ შემთხვევაში მართალია ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილს, თუმცა ის არ არის ნასამართლევი, დაზარალებულებს პრეტენზია არა აქვთ. შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა ბრალად წაყენებული მუხლების სანქციების მინიმუმებით.
5.5. ამდენად მ-----– ი----------ი (პ/ნ 0----------) ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
ასევე, მ-----– ი----------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
ასევე, მ-----– ი----------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
შესაბამისად უფრო მკაცრმა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი (ორივე ეპიზოდით) სასჯელი და საბოლოოდ, მ-----– ი----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----– ი----------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 19 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
ასევე, მ-----– ი----------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 20 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
ასევე, მ-----– ი----------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ-----– ი----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
მ-----– ი----------ი დაკავებულ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან და მოთავსებულ იქნეს სპეციალურ პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში, მსჯავრდებულის ეტაპირება დაევალოს შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს.
მ-----– ი----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 13 ნოემბრიდან; ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა 2019 წლის 20 მარტიდან - 2019 წლის 22 მარტის ჩათვლით;
2. მ-----– ი----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს (განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა)
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან