გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310019002855633
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - მ-------–-----–-–---–ი
წარმომადგენელი - ლ----------–--ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენლები - ზ-----------–----ე, ქ--------------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2019 წლის 10 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი; ტომი 2, ს.ფ. 1-8).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2019 წლის 10 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი; ტომი 2, ს.ფ. 1-8).
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2019 წლის 10 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი; ტომი 2, ს.ფ. 1-8).
1.4. დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2019 წლის 10 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი; ტომი 2, ს.ფ. 1-8).
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 02 აგვისტოს მან განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა ქ-------–----------–-----–-------------------------------- უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მისივე განმარტებით, 2016 წლის 28 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, თითქოსდა არ დასტურდებოდა აღნიშნულ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი და მიმართვით გადაეგზავნა საკუთრების უფლების აღიარების აღიარების კომისიას.
მოსარჩელე უთითებს, რომ 2018 წლის 15 და 22 მაისს კვლავ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა, რომ მიწის ნაკვეთი ეღიარებინა საკუთრებაში, რაზეც მან 2018 წლის 28 მაისის №--------------- გადაწყვეტილებით უარი მიიღო. აღნიშნული მოსარჩელემ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც 2018 წლის 14 აგვისტოს №------ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა. თუმცა 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაევალა საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო 2018 წლის 20 ნოემბრის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №----- გადაწყვეტილებით კი მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 13 ივლისის №-------- განკარგულებით, დამტკიცდა ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახ. მმაჩის განყოფილების დასკვნა მოქ. მ----------–----ს ა----–--–-----–-------------–-----–-----–-----–-–---–--- და მისი ეროვნება ს------------------–--- შესწორების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის ორჯონიკიძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 13 ივლისის №-------- განკარგულება (ტომი 1, ს.ფ. 120).
3.1.2. საქმეში წარმოდგენილია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2014 წლის 06 აგვისტოს №AA2014040626-04 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულ წყნეთის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1958-1967 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ს------–------–- არსებული კომლის უფროსად ჩაწერილი მოქალაქე ა-------------------–-----–------–-----–----, დაბადებული 1904 წელს.
კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1958-1960 წლების ჩანაწერის მიხედვით: ა--------–-----–------–-----–-------------------------------------------------------–--–-----–-------–---–-----–-------------------–--–-----–-------–---–------–---------------------–-----–-------–---–-. 1961-1963 წლების ჩანაწერის მიხედვით: ა--------–-----–------–-----–---- - ოჯახის უფროსი, ს--------------------------–--–-----–-------–---–-, ვ--–---------------------–-----–-------–---–-.
1964-1966 წლების ჩანაწერის მიხედვით: ა--------–-----–------–-----–---- - ოჯახის უფროსი, ს--------------------------–--–-----–-------–---–-, ვ--–---------------------–-----–-------–---–-, ლ--–-----------------–--–-----–---- - რძალი, მ----------–--------------–--–-----–---- - შვილიშვილი.
1967 წლის ჩანაწერის მიხედვით: ა--------–-----–------–-----–---- - ოჯახის უფროსი, ვ--–------------------–-----–---- - შვილი, ლ--–-----------------–--–-----–---- - რძალი, მ----------–-----------–--–-----–---- - შვილიშვილი, ა----------–------------–-----–---- - შვილიშვილი. ამავე ცნობის თანახმად, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 1958-1960 წლებში შეადგენდა 0,12 ჰექტარს, 1961-1964 წლების ჩანაწერით - 0,04 ჰექტარს, ხოლო 1965-1967 წლების წიგნის მიხედვით - 0,05 ჰექტარს.
3.1.3. 2008 წლის 11 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, ზ----------–---–---- და მ-----------–-----–---–- ადასტურებენ, რომ ვ--–-----–-----–---- 1989 წლიდან დღემდე ამუშავებს ქ-------–---------------–------------------------------- ტერიტორიაზე არსებულ 750 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთს, სადაც გაშენებული აქვს ხეხილი და მოჰყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რასაც ადასტურებენ ხელმოწერებით.
3.1.4. მოსარჩელე მ-------–-----–-–---–ი წარმოადგენს აწ გარდაცვლილი ვ--–-----–-----–----სა და ლ--–--–-----–----- შვილს და ა-------–-----–----- შვილიშვილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2014 წლის 06 აგვისტოს №AA2014040626-04 საარქივო ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 141-142);
- 2008 წლის 11 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 122);
- ვ--–-----–-----–----ს გარდაცვალების მოწმობა, ლ--–--–-----–----- გარდაცვალების მოწმობა, ა-------–-----–----- გარდაცვალების მოწმობა, ვ--–-----–-----–----სა და ლ--–--–-----–----- ქორწინების მოწმობა, მ-------–-----–-–---–ის დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 144-149).
3.1.5. 2016 წლის 02 აგვისტოს მ-------–-----–-–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ-------–---------------–------------ მიმდებარედ.
განცხადებას ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თანხმობა დოკუმენტაციის აღიარების კომისიისთვის გადაგზავნის შესახებ, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელ.ვერსია, ორთოფოტო, საარქივო ცნობა, გარდაცვალების მოწმობის ასლები, ქორწინებისა და დაბადების მოწმობა, დასკვნა გვარის შეცვლის შესახებ, განცხადება (მეზობლების თანხმობა), მიწის საგადასახადო ქვითრები, არქივიდან ინფორმაცია.
3.1.6. 2016 წლის 08 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №------ წერილით მიმართა საქართველოს ეროვნულ არქივს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და №------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სთხოვა მათ უწყებაში დაცული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასლების მიწოდება, ქ-------–------------------------------ მოქ. ა-------–-----–------–-----–----- კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ 2007 წლამდე მდგომარეობით. 2016 წლის 08 აგვისტოს №-------------03 გადაწყვეტილებით კი განმცხადებელს აცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2016 წლის 08 აგვისტოს №------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ-------–-----–-–---–ის 2016 წლის 02 აგვისტოს №------------ სარეგისტრაციო განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 129-134);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 აგვისტოს №------ წერილი (ტომი 1, ს.ფ. 149);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 აგვისტოს №-------------03 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 150)
3.1.7. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 აგვისტოს №21-02/73659 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისი, ბ-----ს ტერიტორიის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოში არ ინახება.
3.1.8. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 11 აგვისტოს №14/26477 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ წყნეთის სადაბო საბჭოს 1964-1967 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერის მიხედვით, ს------–------–- არსებული კომლის უფროსად ირიცხება შ-----–-------------------------–-----–-- ძე. 1964-1966 წლების წიგნის მონაცემებით კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შ-----–--------------–-----–-----------------------------–-----–--------------------------------–----–---–---–-----–--------–-----------------------–---–---–-----–------–--–-----------------–---------–---–-----–----------------–--------------–- - შვილიშვილი. 1967 წლის ჩანაწერების თანახმად კომლში ირიცხებიან: შ-----–--------------–-----–-- ძე - ოჯახის უფროსი, შ-----–--------–----------------- - შვილი, შ-----–------–--–----------- ასული - რძალი, შ-----–----------------–-----------–- - შვილიშვილი, შ-----–----------------–-------- ძე - შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1925 წელს და მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 1964 წლის ჩანაწერის მიხედვით შეადგენს - 0,04 ჰექტარს, ხოლო 1965-1967 წლების ჩანაწერების თანახმად - 0,05 ჰექტარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 აგვისტოს №21-02/73659 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 157);
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 11 აგვისტოს №14/26477 წერილი (ტომი 1, ს.ფ. 152).
3.1.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 აგვისტოს №209022 წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა მ-------–-----–-–---–ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი და თავად საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე, მდებარე, თ---–---------------–------------ მიმდებარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 28 აგვისტოს №209022 წერილობითი მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 159).
3.1.10. 2018 წლის 15 და 22 მაისს, მ-------–-----–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და განმარტა, რომ ვინაიდან მას ქონდა უფლების დამდგენი დოკუმენტი და სადავო ფართი არ ქონდა დაკავებული თვითნებურად, აღიარების კომისიაში შეწყვეტილიყო მის განცხადებასთან დაკავშირებული წარმოება და გადაწყვეტილება მიეღო თავად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. განცხადებას კი დაურთო საკომლო ამონაწერი და იჯარის ქვითრები.
3.1.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მაისის №218209 წერილობითი მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა მ-------–-----–-–---–ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია.
3.1.12. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 28 მაისს მიღებულ იქნა №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 19 მაისის №218209 წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მ-------–-----–-–---–ის 2018 წლის 15 მაისის განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ტომი 1, ს.ფ. 173-181);
- მ-------–-----–-–---–ის 2018 წლის 22 მაისის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 186-188);
-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მაისის №218209 წერილობითი მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 182);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 190).
3.1.13. 2018 წლის 18 ივლისს მ-------–-----–-–---–მა №--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს №------ გადაწყვეტილებით მ-------–-----–-–---–ის 2018 წლის 18 ივლისის №--------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის №--------------- გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №------------ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება, ამავე გადაწყვეტილების 3.1.9. და 3.2.12 პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, რაც იმას გულისხმობდა, რომ სამსახურს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან უნდა გამოეთხოვა უკვე გადაგზავნილი დოკუმენტაცია და დაინტერესებული პრისთვის ეთხოვა სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საკუთრების უფლების ან/და მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
3.1.14. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს №------ გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 15 აგვისტოს №-------------23 გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აგვისტოს №360033 წერილობითი მიმართვით საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეთხოვა შეეწყვიტათ გადაგზავნილი შუამდგომლობის განხილვა მ-------–-----–-–---–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ-------–-----–-–---–ის 2018 წლის 18 ივლისის №--------- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 192);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 აგვისტოს №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შეახებ (ტომი 1, ს.ფ. 195-199);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 აგვისტოს №-------------23 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 191);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აგვისტოს №360033 წერილობითი მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 207).
3.1.15. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №-------------24 გადაწყვეტილებით მ-------–-----–-–---–ს დაევალა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა.
3.1.16. 2018 წლის 10 სექტემბერს მ-------–-----–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც დაურთო მთელი რიგი მტკიცებულებები, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთის საგადასახდელო უწყებები და გაანგარიშებები წლების მიხედვით, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის №-------------26 გადაწყვეტილებით მ-------–-----–-–---–ს ეცნობა, რომ შეჩერების საფუძველი არ იქნა აღმოიფხვრილი.
3.1.17. 2018 წლის 17 სექტემბერს მ-------–-----–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც დაურთო სადავო მიწის ნაკვეთის ფოტოსურათები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის №-------------28 გადაწყვეტილებით კი მ-------–-----–-–---–ს ეცნობა, რომ შეჩერების საფუძველი კვლავ არ იყო აღმოფხვრილი.
3.1.18. 2018 წლის 12 ოქტომბერს მ-------–-----–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა წერილობითი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ ითვლებოდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები.
3.1.19. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით მ-------–-----–-–---–ს ეცნობა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნული ვერც სააგენტოს მიერ იქნა მოძიებული, გადახდის ქვითრები კი არ წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, მოსარჩელეს კვლავ დაევალა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა.
3.1.20. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №--------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აგვისტოს №-------------24 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 208);
- მ-------–-----–-–---–ის 2018 წლის 10 სექტემბრის განცხადება და თანდართული მტკიცებულებები (ტომი 1, ს.ფ. 211-281);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის №-------------26 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 282);
- მ-------–-----–-–---–ის 2018 წლის 17 სექტემბრის განცხადება და თანდართული ფოტოსურათები (ტომი 1, ს.ფ. 283-296);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის №-------------28 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 299);
- მ-------–-----–-–---–ის 2018 წლის 12 ოქტომბრის განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 302-304);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 306);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 307).
3.1.21. 2018 წლის 14 დეკემბერს მ-------–-----–-–---–ის წარმომადგენელმა ლ----------–--ემ №668310/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №----- გადაწყვეტილებით მ-------–-----–-–---–ის წარმომადგენლის ლ----------–--ის 2018 წლის 14 დეკემბრის №668310/17 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ-------–-----–-–---–ის წარმომადგენლის ლ----------–--ის 2018 წლის 14 დეკემბრის №668310/17 ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 308);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 316-323).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ-------–-----–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია; საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ; ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
6.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 02 აგვისტოს მ-------–-----–-–---–მა №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ-------–---------------–------------ მიმდებარედ და სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოება.
6.3. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანების მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
ამავე კანონის 21-ე მუხლი ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სხვადასხვა საფუძვლებს, მათ შორის, მითითებული მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ხსენებული კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №-------------24 გადაწყვეტილებით მ-------–-----–-–---–ს დაევალა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა.
დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს მ-------–-----–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც დაურთო მთელი რიგი მტკიცებულებები, კერძოდ, სადავო მიწის ნაკვეთის საგადასახდელო უწყებები და გაანგარიშებები წლების მიხედვით, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის №-------------26 გადაწყვეტილებით მ-------–-----–-–---–ს ეცნობა, რომ შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრა. ამის შემდგომ, 2018 წლის 17 სექტემბერს მ-------–-----–-–---–მა კვლავ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელსაც დაურთო სადავო მიწის ნაკვეთის ფოტოსურათები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის №-------------28 გადაწყვეტილებით კი მ-------–-----–-–---–ს ეცნობა, რომ შეჩერების საფუძველი კვლავ არ იყო აღმოფხვრილი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს მ-------–-----–-–---–მა კიდევ ერთი განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა წერილობითი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ ითვლებოდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, თუმცა განმარტების ნაცვლად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით, მ-------–-----–-–---–ს ეცნობა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნული ვერც სააგენტოს მიერ იქნა მოძიებული, გადახდის ქვითრები კი არ წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს (თუმცა რატომ არ წარმოადგენდა, ამის შესახებ სააგენტოს არავითარი განმარტება არ გაუკეთებია). შესაბამისად, მოსარჩელეს კვლავ დაევალა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ნოემბრის №--------------- გადაწყვეტილებით კი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ამდენად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.
6.4. სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თბილისის არქივის 2014 წლის 06 აგვისტოს №AA2014040626-04 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულ წყნეთის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1958-1967 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, ს------–------–- არსებული კომლის უფროსად ჩაწერილია მოქალაქე ა-------------------–-----–------–-----–----, დაბადებული 1904 წელს. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1958-1960 წლების ჩანაწერის მიხედვით: ა--------–-----–------–-----–-------------------------------------------------------–--–-----–-------–---–-----–-------------------–--–-----–-------–---–------–---------------------–-----–-------–---–-. 1961-1963 წლების ჩანაწერის მიხედვით: ა--------–-----–------–-----–---- - ოჯახის უფროსი, ს--------------------------–--–-----–-------–---–-, ვ--–---------------------–-----–-------–---–-. 1964-1966 წლების ჩანაწერის მიხედვით: ა--------–-----–------–-----–---- - ოჯახის უფროსი, ს--------------------------–--–-----–-------–---–-, ვ--–---------------------–-----–-------–---–-, ლ--–-----------------–--–-----–---- - რძალი, მ----------–--------------–--–-----–---- - შვილიშვილი. 1967 წლის ჩანაწერის მიხედვით: ა--------–-----–------–-----–---- - ოჯახის უფროსი, ვ--–------------------–-----–---- - შვილი, ლ--–-----------------–--–-----–---- - რძალი, მ----------–-----------–--–-----–---- - შვილიშვილი, ა----------–------------–-----–---- - შვილიშვილი. ამავე ცნობის თანახმად, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 1958-1960 წლებში შეადგენდა 0,12 ჰექტარს, 1961-1964 წლების ჩანაწერით - 0,04 ჰექტარს, ხოლო 1965-1967 წლების წიგნის მიხედვით - 0,05 ჰექტარს.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2008 წლის 11 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, ზ----------–---–---- და მ-----------–-----–---–- ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ვ--–-----–-----–---- (მოსარჩელე მ-------–-----–-–---–ის მამა) 1989 წლიდან დღემდე ამუშავებს ქ-------–---------------–------------------------------- ტერიტორიაზე არსებულ 750 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთს, სადაც გაშენებული აქვს ხეხილი და მოჰყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რასაც ადასტურებენ ხელმოწერებით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 11 აგვისტოს №14/26477 წერილზე, რომლითაც თავად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ წყნეთის სადაბო საბჭოს 1964-1967 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერის მიხედვით, ს------–------–- არსებული კომლის უფროსად ირიცხება შ-----–-------------------------–-----–-- ძე. 1964-1966 წლების წიგნის მონაცემებით კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: შ-----–--------------–-----–-----------------------------–-----–--------------------------------–----–---–---–-----–--------–-----------------------–---–---–-----–------–--–-----------------–---------–---–-----–----------------–--------------–- - შვილიშვილი. 1967 წლის ჩანაწერების თანახმად კომლში ირიცხებიან: შ-----–--------------–-----–-- ძე - ოჯახის უფროსი, შ-----–--------–----------------- - შვილი, შ-----–------–--–----------- ასული - რძალი, შ-----–----------------–-----------–- - შვილიშვილი, შ-----–----------------–-------- ძე - შვილიშვილი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლი, აგებული 1925 წელს და მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 1964 წლის ჩანაწერის მიხედვით შეადგენს - 0,04 ჰექტარს, ხოლო 1965-1967 წლების ჩანაწერების თანახმად - 0,05 ჰექტარს.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში დამატებით წარდგენილ იქნა არაერთი დოკუმენტი (მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთის საგადასახდელო უწყებები, გაანგარიშებები წლების მიხედვით, ასევე სადავო მიწის ნაკვეთის ფოტოსურათები), რომელთა საფუძველზეც პირს უფლება ქონდა მიემართა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნით, თუმცა მიუხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით მ-------–-----–-–---–ს ეცნობა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნული ვერც სააგენტოს მიერ იქნა მოძიებული, გადახდის ქვითრები კი არ წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, მოსარჩელეს კვლავ დაევალა სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარდგენა. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 12 ოქტომბერს მ-------–-----–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა წერილობითი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ ითვლებოდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ სააგენტოს განემარტა მოსარჩელის მიერ განცხადებაში დასმული საკითხი, ან მიეთითებინა კონკრეტულად თუ რა მტკიცებულების წარდგენას ითხოვდა მ-------–-----–-–---–ის მხრიდან, მან სადავო - 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით კვლავ შეუჩერა წარმოება იმავე საფუძვლით, რაზეც არაერთხელ მიუთითა წინა გადაწყვეტილებებით, რამაც საბოლოოდ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა გამოიწვია.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 20 ნოემბრის №--------------- გადაწყვეტილებების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით უთხრა უარი განმცხადებელს უფლების რეგისტრაციაზე. ასეთი მიდგომით შესაძლოა დადგეს ისეთი შედეგი, როდესაც ერთის მხრივ ფორმალურად არსებობს მოსარჩელის საკუთრების უფლება, ხოლო მეორე მხრივ კი იგი ვერ ახერხებს აღნიშნული უფლების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, რაც იმ ხარისხით ზღუდავს საკუთრების უფლებას, რომ შინაარსს უკარგავს მას. დასახელებული გარემოება კი საბოლოო ჯამში ხელყოფს მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით.
6.5. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- და 2018 წლის 20 ნოემბრის №--------------- გადაწყვეტილებები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელეების კანონიერ ინტერესებს, საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-------–-----–-–---–ის განცხადებასთან დაკავშირებით.
6.6. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც მ-------–-----–-–---–ის წარმომადგენელს ლ----------–--ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და 2018 წლის 20 ნოემბრის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად გასაჩივრებული - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №----- გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე - მ-------–-----–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-------–-----–-–---–ის სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 იანვრის №----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და 2018 წლის 20 ნოემბრის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და მასვე დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ-------–-----–-–---–ის განცხადებასთან დაკავშირებით.
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მ-------–-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე- №64) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი